16 აპრილი, სამშაბათი, 2024
spot_img

რამ­დე­ნი­მე დღის წინ მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნულ­მა ცენ­ტ­რ­მა ცალ­კე­ულ საგ­ნებ­ში სა­უ­კე­თე­სო პე­და­გო­გე­ბი გა­მო­ავ­ლი­ნა. სპორ­ტის სა­უ­კე­თე­სო მას­წავ­ლებ­ლად ქა­რე­ლის №1 სა­ჯა­რო სკო­ლის პე­და­გო­გი ზუ­რაბ ჯუ­შოშ­ვი­ლი და­სა­ხელ­და, რო­მე­ლიც სა­ინ­ტე­რე­სო მო­სა­უბ­რე აღ­მოჩ­ნ­და. მას­თან ინ­ტერ­ვიუ და­გარ­წ­მუ­ნებთ, რომ ეს წო­დე­ბაც შემ­თხ­ვე­ვით არ მი­უ­ღია – აღი­ა­რე­ბას და და­ფა­სე­ბას სწო­რედ ასე­თი შე­მოქ­მე­დი და მუ­დამ სი­ახ­ლის მა­ძი­ე­ბე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი იმ­სა­ხუ­რე­ბენ. დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ, მის ნო­ვა­ცი­ებს ბევ­რი კო­ლე­გა გა­და­ი­ღებს, ქვე­ყა­ნა­ში კი, რაც უფ­რო მე­ტი სპორ­ტის ასე­თი პე­და­გო­გი გვე­ყო­ლე­ბა, მით მე­ტი შან­სია, „აქი­ლევ­სის ქუს­ლად“ ქცე­ულ სპორ­ტის გაკ­ვე­თი­ლებს და კი­დევ უფ­რო დიდ პრობ­ლე­მას — ცხოვ­რე­ბის მი­ვიწყე­ბულ ჯან­საღ წეს­საც ვუშ­ვე­ლოთ. არა­და, ქვე­ყა­ნა უკ­ვე დგას ამ გა­მოწ­ვე­ვის წი­ნა­შე, საშ­ვე­ლი კი ჯერ არ­სა­ი­დან ჩანს.

— თავ­და­პირ­ვე­ლად, აღი­ა­რე­ბას გი­ლო­ცავთ. რამ­დე­ნად ელო­დით და რო­გორ ფიქ­რობთ, რის გა­მო გა­მო­გარ­ჩი­ეს?

— ჩე­მი მო­ტი­ვა­ციაა, რომ ფი­ზი­კუ­რი აღ­ზ­რ­და იყოს ერთ-ერ­თი პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი სა­გა­ნი და არა — მე­ო­რე­ხა­რის­ხო­ვა­ნი. დღეს ისე­თი გა­მოწ­ვე­ვე­ბი და მოთხოვ­ნე­ბია, ადა­მი­ან­მა ჯან­მ­რ­თე­ლი ცხოვ­რე­ბით უნ­და იცხოვ­როს, ამ მხრივ კი, ძა­ლი­ან ჩა­მოვ­რ­ჩე­ბით გან­ვი­თა­რე­ბულ ქვეყ­ნებს. მინ­და, ეს რე­ა­ლო­ბა შე­იც­ვა­ლოს, პი­რა­დად მე კი, ყო­ველ­თ­ვის მო­ვი­გო­ნო რა­ღაც სი­ახ­ლე­ე­ბი, შევ­ქ­მ­ნა რა­ღაც ახა­ლი და ერ­თ­გ­ვა­რი რე­ვო­ლუ­ცია მო­ვახ­დი­ნო ამ სა­გან­ში. სა­ბედ­ნი­ე­როდ, დღეს არ­სე­ბობს ინ­ტერ­ნე­ტი, ათას­ნა­ი­რი სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბი, ძა­ლი­ან მა­გა­რი სკო­ლე­ბი და თა­ვი­სუფ­ლად შე­იძ­ლე­ბა, პე­და­გოგ­მა ინ­ტერ­ნეტ­ში მო­ი­ძი­ოს გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი ინო­ვა­ცი­უ­რი გაკ­ვე­თი­ლე­ბი ან მოს­წავ­ლე­ებს ჰკითხოს რა სურთ, რი­სი გა­კე­თე­ბა შე­იძ­ლე­ბა — გა­აჩ­ნია, რა მი­ზა­ნი ამოძ­რა­ვებს მას­წავ­ლე­ბელს. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, შე­იძ­ლე­ბა, მოს­წავ­ლე­ებს და­ა­ვა­ლოს, მო­ი­ძი­ონ რა­მე ახა­ლი, რა­თა გაკ­ვე­თი­ლი რაც შე­იძ­ლე­ბა უფ­რო სა­ხა­ლი­სო, ინო­ვა­ცი­უ­რი, მო­ტი­ვა­ცი­უ­რი და პო­ზი­ტი­უ­რი გა­მო­ვი­დეს. მე აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე ვმუ­შა­ობ და ინ­ტერ­ნეტ­ში ვი­ძი­ებ მა­სა­ლას იმის მი­ხედ­ვით, კა­ლათ­ბურთს ავირ­ჩევთ, ფეხ­ბურთს, ხელ­ბურთს თუ სხვა სა­ხე­ო­ბას. ინ­ტერ­ნეტ­ში არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი გაკ­ვე­თი­ლე­ბი დევს და გად­მო­წე­რი­ლიც მაქვს ძა­ლი­ან კარ­გი გაკ­ვე­თი­ლე­ბი, რომ­ლებ­საც პრაქ­ტი­კუ­ლად ვა­მუ­შა­ვებ მოს­წავ­ლე­ებ­თან. თუმ­ცა, ჩე­მი რე­სურ­სიც საკ­მა­ოდ მაქვს მო­ფიქ­რე­ბუ­ლი და შექ­მ­ნი­ლი, ატ­ვირ­თუ­ლიც მქონ­და შე­სა­ბა­მის სა­იტ­ზე, სა­დაც ყვე­ლას შე­ეძ­ლო, შე­სუ­ლი­ყო და ენა­ხა ეს ყვე­ლა­ფე­რი. მა­გა­ლი­თად, წყლის მი­ლე­ბით გა­ვა­კე­თე უამ­რა­ვი რამ — გა­და­სახ­ტო­მი, თარ­ჯ­მ­რ­ბე­ნის მოწყო­ბი­ლო­ბა, სი­მაღ­ლე­ზე ხტო­მი­სა თუ გა­საძ­რო­მი ინ­ვენ­ტა­რი და ა.შ. სხვა­თა შო­რის, მო­წო­ნე­ბაც და­იმ­სა­ხუ­რა და ბევ­რ­მა სკო­ლა­მაც შე­მომ­თა­ვა­ზა მა­თი დამ­ზა­დე­ბა, თუმ­ცა ჯერ ვერ ვიც­ლი. ბევრს ვათხო­ვე კი­დეც, რა­თა სა­კუ­თა­რი რე­სურ­სე­ბით ჩა­ე­ტა­რე­ბი­ნათ ეფექ­ტუ­რი გაკ­ვე­თი­ლე­ბი. მსგავ­სი მოწყო­ბი­ლო­ბე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბით კარ­გია და სა­ჭი­რო დაწყე­ბით კლა­სებ­ში.

— ინ­ტერ­ნეტ­ში უფ­რო რო­მე­ლი ქვეყ­ნე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბას იყე­ნებთ — ევ­რო­პულ გაკ­ვე­თი­ლებს, ამე­რი­კულს თუ სხვას?

— ზო­გა­დად საზღ­ვარ­გა­რე­თის გა­მოც­დი­ლე­ბას ვი­ყე­ნებ, სპორ­ტუ­ლი აკა­დე­მი­ე­ბი­სას, რად­გან იქ გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი სწავ­ლე­ბაა, ინო­ვა­ცი­უ­რი. მოს­წავ­ლე­ებს სი­ახ­ლეს პრაქ­ტი­კუ­ლა­დაც ვუხ­ს­ნი და პრო­ექ­ტო­რი­თაც ვაჩ­ვე­ნებ ეკ­რან­ზე. სა­ო­რი­ენ­ტა­ცი­ოდ ერ­თი რო­მე­ლი­მე მო­დე­ლი არ მაქვს — რო­მე­ლიც უკე­თე­სია, იმას ვი­ყე­ნებ. მა­გა­ლი­თად, კა­ლათ­ბურ­თ­ზე, ძი­რი­თა­დად, ამე­რი­კუ­ლი კო­ლე­ჯე­ბის მა­გა­ლი­თით ვხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლობ, რად­გან ძა­ლი­ან მა­გა­რი გაკ­ვე­თი­ლე­ბი და სპორ­ტუ­ლი წრე­ე­ბი აქვთ. ფრენ­ბურ­თ­ზე და ხელ­ბურ­თ­ზე ევ­რო­პუ­ლი სკო­ლე­ბი­თაც შე­იძ­ლე­ბა სარ­გებ­ლო­ბა. თუმ­ცა არის რა­ღა­ცე­ბი, რაც ყვე­ლა­სათ­ვის სა­ერ­თოა. მა­გა­ლი­თად, პირ­ვე­ლა­დი მომ­ზა­დე­ბა — ბავ­შ­ვ­მა უნ­და იცო­დეს მარ­ჯ­ვე­ნა და მარ­ცხე­ნა, ად­გილ­ზე თუ დარ­ბა­ზის გარ­შე­მო სი­ა­რუ­ლი და ა.შ. პირ­ვე­ლა­დი მომ­ზა­დე­ბა ხომ ძი­რი­თა­დის­თ­ვის მზა­დე­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს, იქ კი უფ­რო პრაქ­ტი­კუ­ლი მა­გა­ლი­თე­ბი სრულ­დე­ბა. აი, სწო­რედ იქ არის სა­ჭი­რო უფ­რო მე­ტად ეს ახა­ლი გაკ­ვე­თი­ლე­ბი.

თუმ­ცა, უცხო­ეთს ვერ შე­ვედ­რე­ბით, არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი დარ­ბა­ზე­ბი და ინ­ვენ­ტა­რი აქვთ. შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად ვცდი­ლობ, იმ დო­ნეს მი­ვაღ­წიო, რომ თი­თო­ე­ულ ბავშვს სა­კუ­თა­რი ინ­ვენ­ტა­რი ჰქონ­დეს და, ვთქვათ, 20 ბავ­შ­ვი ერთ ბურთს არ შეს­ც­ქე­რო­დეს. ამას მეტ-ნაკ­ლე­ბად მი­ვაღ­წიე, პრო­ექ­ტე­ბის დახ­მა­რე­ბით. მა­გა­ლი­თად, შარ­შან 1000-ლა­რი­ა­ნი პრო­ექ­ტი მო­ვი­გე — „კა­ლათ­ბურ­თის გან­ვი­თა­რე­ბა სკო­ლებ­ში“ და იმ თან­ხით 15 ბურ­თი ვი­ყი­დე. სკო­ლაც მეხ­მა­რე­ბა, რა­ი­ო­ნის გამ­გე­ო­ბაც და ამის პრობ­ლე­მა უკ­ვე აღარ მაქვს. სხვა­თა შო­რის, გაკ­ვე­თი­ლიც ძა­ლი­ან ეფექ­ტუ­რი გა­მო­დის, რო­ცა სკო­ლა­ში ინ­ვენ­ტა­რის კარ­გი მა­რა­გია და ყვე­ლა თა­ვი­სი ინ­ვენ­ტა­რით ვარ­ჯი­შობს. ჩე­მი სკო­ლა უკ­ვე კარ­გა­დაა აღ­ჭურ­ვი­ლი — პა­ტა­რა ბურ­თე­ბი იქ­ნე­ბა, კო­ნუ­სე­ბი თუ სხვა მოწყო­ბი­ლო­ბა, ყვე­ლა­ფე­რი გვაქვს და თან ვცდი­ლობ, კი­დევ და კი­დევ და­ვა­მა­ტო. რო­ცა საკ­მა­რი­სი ინ­ვენ­ტა­რი გაქვს, გა­ცი­ლე­ბით მე­ტი სი­ახ­ლის მო­გო­ნე­ბა შე­იძ­ლე­ბა, შე­დე­გად კი გაკ­ვე­თი­ლი გა­ცი­ლე­ბით სა­ხა­ლი­სო, ეფექ­ტუ­რი და გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი გა­მო­დის.

— რო­მე­ლია უფ­რო მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი — თე­ო­რი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბა თუ პრაქ­ტი­კუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა?

— თა­ვის დრო­ზე, მე ფი­ზი­კუ­რი კულ­ტუ­რის ტექ­ნი­კუ­მი და­ვამ­თავ­რე, რო­მელ­შიც სწავ­ლე­ბის მა­ღა­ლი დო­ნე იყო — ინ­ს­ტი­ტუტს არ ჩა­მო­უ­ვარ­დე­ბო­და, ყვე­ლა სა­გა­ნი მაქვს გავ­ლი­ლი, რად­გან პრაქ­ტი­კუ­ლა­დაც მზად უნ­და იყო ყვე­ლაფ­რის­თ­ვის. ახ­ლა ტრე­ნინ­გებ­ზეც ბევ­რი რამ გვას­წავ­ლეს. ყვე­ლა­ნა­ირ მოძ­რა­ო­ბას უნ­და აკე­თებ­დე, ფაქ­ტობ­რი­ვად, მო­დე­ლი ხარ ბავ­შ­ვის­თ­ვის — რო­გორ აკე­თებ ამა თუ იმ მოძ­რა­ო­ბას, ხე­ლი რო­გორ მოძ­რა­ობს ბურ­თის წა­მო­ღე­ბი­სას და ა.შ. ამი­ტომ, თე­ო­რი­აც აუცი­ლე­ბე­ლია და პრაქ­ტი­კაც — თე­ო­რი­უ­ლა­დაც უნ­და იცო­დე ყვე­ლა­ფე­რი და პრაქ­ტი­კუ­ლა­დაც ზუს­ტად აკე­თებ­დე, რა­თა ბავ­შ­ვ­მა უკეთ აით­ვი­სოს. რო­ცა ეს ორი­ვე კომ­პო­ნენ­ტი კარ­გად იკ­ვ­რე­ბა, საქ­მეც მა­ღალ დო­ნე­ზე გა­მო­დის. ისე კი, არ და­გი­მა­ლავთ, რომ ად­რე პრაქ­ტი­კა მე­გო­ნა უფ­რო მთა­ვა­რი, მაგ­რამ ტრე­ნინ­გებ­ზე სი­ა­რუ­ლის შემ­დეგ ბევ­რად შე­ვიც­ვა­ლე — თე­ო­რი­ულ­მა ცოდ­ნამ ბევ­რი რამ მომ­ცა.

 

— რა­ტომ დაგ­ჭირ­დათ სპორ­ტუ­ლი ინ­ვენ­ტა­რის კუს­ტა­რუ­ლად დამ­ზა­დე­ბა, საკ­მა­რი­სი არ გქონ­დათ?

— ინ­ვენ­ტა­რი გვაქვს, მაგ­რამ სრუ­ლად რომ და­ვიკ­მა­ყო­ფი­ლოთ მოთხოვ­ნი­ლე­ბე­ბი, ამ­დე­ნი ფუ­ლი სა­დაა. ამი­ტომ გა­დავ­წყ­ვი­ტე, ჩე­მით შე­მექ­მ­ნა ის ბა­ზა, რო­მელ­საც კარ­გად ვი­ყე­ნებ. კი, ქარ­ხ­ნუ­ლი ბევ­რად უკე­თე­სია, მაგ­რამ რო­ცა შე­ძე­ნის სა­შუ­ა­ლე­ბა არაა, ამ გზით ვცა­დე მა­რა­გის შევ­სე­ბა. მით უფ­რო, მარ­ტი­ვი და­სამ­ზა­დე­ბე­ლი­ცაა, იაფია და კარ­გა­დაც მად­გე­ბა. თუ მას­წავ­ლე­ბელს თა­ვი­სი სა­გა­ნი უყ­ვარს და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლია, აუცი­ლებ­ლად და­ამ­ზა­დებს თა­ვი­სი ხე­ლით, მით უფ­რო ამ დრო­ში, რო­ცა ჩვე­ნი შრო­მა, ანაზღა­უ­რე­ბის მხრივ, ასე და­ფას­და.

— დღეს მარ­თ­ლაც ბევ­რი კეთ­დე­ბა ამ სფე­როს გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად, სკო­ლებ­ში სპორ­ტის გაკ­ვე­თი­ლე­ბის რო­ლის გა­საზ­რ­დე­ლად და ცხოვ­რე­ბის ჯან­სა­ღი წე­სის და­სამ­კ­ვიდ­რებ­ლად. თქვე­ნი აზ­რით, რამ­დე­ნად სწო­რად მი­დის რე­ფორ­მა და რა­ი­მეს შეც­ვ­ლას ხომ არ ისურ­ვებ­დით არ­სე­ბულ მო­დელ­ში?

— ყო­ველ­თ­ვის მი­მაჩ­ნ­და, რომ სა­გა­ნი უნ­და ას­წავ­ლოს სპე­ცი­ა­ლის­ტ­მა — ფი­ზი­კუ­რი აღ­ზ­რ­დის მას­წავ­ლე­ბელ­მა. შე­იძ­ლე­ბა არ იყოს ფი­ზი­კუ­რი აღ­ზ­რ­დის მას­წავ­ლე­ბე­ლი და იყოს მწვრთნე­ლი, მაგ­რამ სა­გა­ნი უნ­და იცო­დეს იმ დო­ნე­ზე, რომ ას­წავ­ლოს. ახ­ლა დი­რექ­ტორს მი­ე­ცა უფ­ლე­ბა, რომ დაწყე­ბი­თებ­ში შე­უშ­ვას სპე­ცი­ა­ლის­ტი. რო­ცა ბავშვს დაწყე­ბით­ში ათ­ვი­სე­ბუ­ლი აქვს ყვე­ლა­ნა­ი­რი მოძ­რა­ო­ბა და მე­ხუ­თე კლა­სი­დან გა­და­დის სა­ბა­ზო­ზე, ანუ სპორ­ტ­ზე, სა­დაც სპორ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბი უნ­და ის­წავ­ლოს, ამ პრო­ცესს მომ­ზა­დე­ბუ­ლი უნ­და შეხ­ვ­დეს. სკო­ლას თუ არა ჰყავს კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი კად­რი, მა­შინ უნ­და მო­იწ­ვი­ოს ან პე­და­გო­გე­ბი უნ­და გა­დამ­ზად­დ­ნენ, რო­გორ ჩა­ა­ტა­რონ გაკ­ვე­თი­ლი. მა­გა­ლი­თად, სკო­ლას პა­ტა­რა ოთა­ხიც რომ ჰქონ­დეს თა­ვი­სუ­ფა­ლი, არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად შე­იძ­ლე­ბა იქ გაკ­ვე­თი­ლის ჩა­ტა­რე­ბა, მოძ­რა­ვი თა­მა­შე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით, რაც ბევ­რი მაქვს ჩემს პრაქ­ტი­კა­ში. აქ­ვე ისიც უნ­და ვთქვა, რომ ჩემს სკო­ლა­ში ძა­ლი­ან კარ­გი დაწყე­ბი­თე­ბის მას­წავ­ლებ­ლე­ბი გვყავს, მათ მი­აქვთ ხოლ­მე ბურ­თე­ბი, ასეთ მოძ­რავ თა­მა­შებს ათა­მა­შე­ბენ პა­ტა­რებს, რი­თაც ძა­ლი­ან ახა­ლი­სე­ბენ. ამ დროს ბავ­შ­ვი მოძ­რა­ო­ბა­შია, რაც ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის რე­კო­მენ­და­ცი­ა­შიც გვი­წე­რია, რომ ყო­ველ 45 წუთ­ში ბავ­შ­ვი, 5 წუ­თით მა­ინც, უნ­და დგე­ბო­დეს და მოძ­რა­ობ­დეს. მი­ხა­რია, რომ ჩვენს სკო­ლა­ში, დაწყე­ბი­თებ­ში, ასე­თი ინ­ტე­რე­სი­ა­ნი პე­და­გო­გე­ბი გვყავს. მას­წავ­ლე­ბელს თა­ვი­სი სა­გა­ნი თუ უყ­ვარს, სხვა­საც შე­აყ­ვა­რებს. არა­და, და­სა­მა­ლი არაა, რომ ხში­რად დაწყე­ბი­თებ­ში ბავ­შ­ვებს, სპორ­ტის ნაც­ვ­ლად, სხვა საგ­ნებ­ში ამე­ცა­დი­ნე­ბენ — შე­იძ­ლე­ბა ქარ­თუ­ლი აწე­რი­ნონ ან მა­თე­მა­ტი­კა და ა.შ. არა­და, ბავ­შ­ვიც ხომ უნ­და და­ი­ღა­ლოს, და­ცა­ლოს თა­ვი­სი ენერ­გია.

— ეს დი­რექ­ტო­რის, ანუ ცალ­კე­უ­ლი ინ­დი­ვი­დის სურ­ვილ­სა თუ კე­თილ ნე­ბა­ზე არ უნ­და იყოს და­მო­კი­დე­ბუ­ლი, კა­ნონ­მა უნ­და და­ვა­ა­ლოს…

— მეც სულ ამას ვამ­ბობ — ამ სა­განს პრი­ო­რი­ტე­ტი უნ­და მი­ე­ცეს, არ უნ­და იყოს მე­ო­რე­ხა­რის­ხო­ვა­ნი. აქე­დან იწყე­ბა ბავ­შ­ვის სი­ხა­ლი­სე და მომ­ზა­დე­ბა — ჩემ­თან რომ გად­მო­დის, მე­ხუ­თე-მე­ექ­ვ­სე კლა­სებ­ში, მა­შინ არ უნ­და შე­ვას­წავ­ლო საწყი­სი ან­ბა­ნი: მარ­ჯ­ვე­ნა-მარ­ცხე­ნა, ბრუ­ნი თუ სხვ. მე უკ­ვე სპორ­ტის რო­მე­ლი­მე სა­ხე­ო­ბა უნ­და და­ვიწყო — კა­ლათ­ბურ­თის, ხელ­ბურ­თი­სა და სხვა­თა ელე­მენ­ტე­ბის შეს­წავ­ლა.

— ამ მხრივ მარ­თ­ლაც კარ­გი საქ­მე იქ­ნე­ბა, სპორ­ტის სას­წავ­ლო უნი­ვერ­სი­ტეტ­თან არ­სე­ბულ კო­ლეჯ­ში, სექ­ტემ­ბ­რი­დან, თუ მარ­თ­ლაც ამოქ­მედ­დე­ბა ფა­კულ­ტე­ტი ან ჯგუ­ფი სპორ­ტის მას­წავ­ლე­ბელ­თა მო­სამ­ზა­დებ­ლად, რა­ზეც აქ­ტი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­უ­ბა­რი.

— ეს აუცი­ლებ­ლად სჭირ­დე­ბა ჩვენს ქვე­ყა­ნას. ვი­სურ­ვებ­დი, რომ სპორ­ტულ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე, ძი­რი­თა­დად, მო­ჭი­და­ვე­ე­ბით არ ვი­ყოთ წარ­მოდ­გე­ნი­ლი. ჭი­და­ო­ბა კარ­გია, არა­ფერს ვერ­ჩი და წარ­მა­ტე­ბებ­საც ვუ­სურ­ვებ, მაგ­რამ გუნ­დუ­რი სა­თა­მა­შო სა­ხე­ო­ბე­ბიც აუცი­ლებ­ლად უნ­და გან­ვი­თარ­დეს. გაკ­ვე­თი­ლებ­ზეც ბავ­შ­ვე­ბი გუნ­დუ­რად უნ­და ათა­მა­შონ. მი­ნა­ხავს გაკ­ვე­თი­ლი, რო­ცა მოს­წავ­ლე­ე­ბი ფრენ­ბურთს თა­მა­შო­ბენ, ერ­თი ბურ­თია და 15 ბავ­შ­ვი თა­ვის რიგს უც­დის. წე­სით, გუნ­დე­ბად უნ­და და­შა­ლონ და ერ­თ­მა­ნეთ­თან ათა­მა­შონ. გუნ­დუ­რი თა­მა­ში გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლია და კარ­გი ეფექ­ტი აქვს.

— სპორ­ტი — მა­სობ­რი­ო­ბა თუ მა­ღა­ლი მიღ­წე­ვე­ბის სფე­რო, თქვე­ნი აზ­რით, უფ­რო მე­ტად რო­მე­ლია მი­სი ფუნ­ქ­ცია?

— ერთ ად­რინ­დელ თე­ზისს გა­ვი­მე­ო­რებ: ერ­თი ოლიმ­პი­ე­ლის გაზ­რ­დას მირ­ჩევ­ნია, 400 და 500 პირ­ველ­თან­რი­გო­სა­ნი მყავ­დეს. ჯან­მ­რ­თე­ლი თა­ო­ბა უპირ­ვე­ლე­სია, იმათ­გან კი, რო­მე­ლი­მე ოლიმ­პი­ე­ლიც გა­მო­ვა და წარ­მა­ტე­ბუ­ლი სპორ­ტ­ს­მე­ნიც. სკო­ლებ­სა და სას­წავ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში ცხოვ­რე­ბის ჯან­სა­ღი წე­სის და­ნერ­გ­ვა აუცი­ლე­ბე­ლია. რო­ცა მა­სა ძლი­ე­რია, იქ ბევ­რი რა­მაა მოგ­ვა­რე­ბუ­ლი და ქვე­ყა­ნაც ბევ­რად წი­ნაა. მა­სობ­რი­ო­ბა პირ­ვე­ლი­ვე კლა­სი­დან უნ­და და­იწყოს, მე­რე კი, რო­ცა სა­ბა­ზო­ზე გა­და­ვა, ბავ­შ­ვი თა­ვად აირ­ჩევს მის­თ­ვის სა­სურ­ველ სპორ­ტის სა­ხე­ო­ბას და იმ გან­ხ­რით წა­ვა.

ესა­უბ­რა ირაკ­ლი თა­ვა­ძე

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები