სკოლის შეფასების ჯგუფების მიერ ატვირთული დოკუმენტების შეფასება 2 დეკემბრიდან დაიწყება

910

მასწავლებლებისთვის პროფესიულ საქაღალდეში დოკუმენტების ატვირთვის ვადა განსაზღვრულია 2019 წლის 1 დეკემბრის ჩათვლით. აქტივობების დამადასტურებელი ასატვირთი დოკუმენტების ჩამონათვალი და შეფასების რუბრიკები ყველა სკოლაში გადაგზავნილია, ასევე შეგიძლიათ ნახოთ tpdc.ge-ზე.

სკოლის შეფასების ჯგუფების მიერ ატვირთული დოკუმენტების შეფასება 2 დეკემბრიდან დაიწყება და 17 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

შეფასების ჯგუფები შეაფასებენ (სტატუსის ცვლილებისთვის საჭირო კრედიტების მოგროვების შემთხევაში წინადადებს წარადგენენ)

⇒ პრაქტიკოსის სტატუსის მქონე მასწავლებლებს;

⇒ იმ უფროსი და წამყვანის სტატუსის მქონე მასწავლებლებს, რომლებიც შეფასების ჯგუფმა წარადგინა სტატუსის ცვლილებაზე, მაგრამ სხვადასხვა მიზეზის გამო მათი სტატუსის მინიჭება არ მოხდა;

⇒ იმ უფროსს მასწავლებლებს, რომლებსაც 2018-2019 სასწავლო წლის ბოლოსთვის წარმატებით ქონდათ გავლილი გარე დაკვირვება.

⇒ იმ უფროსის სტატუსის მქონე მასწავლებლებს, რომლებიც აკმაყოფილებდნენ გარე დაკვირვების წინა წესით განსაზღვრულ მოთხოვნებს – ჰქონდათ წამყვანი მასწავლებლისთვის საჭირო მინიმუმ 13 კრედიტქულა და, მათ შორის, მინიმუმ, 2 კრედიტქულა იყო სავალდებულო აქტივობით მოპოვებული, მაგრამ ვერ აკმაყოფილებენ ახალ გარე დაკვირვების წესს – არ აქვთ 15 კრედიტქულა, ან განხორციელებული არ აქვთ ყველა სავალდებულო აქტივობა.

ის მასწავლებლები, რომლებსაც კვლევა უარყოფითად შეუფასდათ, უნდა დაელოდნონ მასწავლებლის პროფესიის რეგულირების წესს.

დატოვეთ კომენტარი