4 ნოემბრიდან პირბადის ტარება ღია სივრცეშიც სავალდებულო გახდა

255
მთავრობის უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, პრევენციის მიზნით, 4 ნოემბრიდან პირბადის ტარება ღია სივრცეშიც სავალდებულო გახდა. მიღებული  რეგულაციის დამრღვევებისთვის დაწესდა სანქცია –  პირი, რომელიც პირბადეს არ ატარებს 20 ლარით დაჯარიმდება.

როგორ ვატაროთ პირბადე უსაფრთხოდ 

პირბადის სწორად ტარება, მოხსნა და მოვლა მნიშვნელოვანია თქვენი და თქვენს გარშემო მყოფი ადამიანების ჯანმრთელობის დასაცავად.

გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ მომზადებული ფოტოს მიხედვით ივარჯიშეთ ქვემოთ მოცემული პუნქტების შესრულებაზე, რათა ეს აქციოთ რუტინად. 👇👇👇

პირბადის გაკეთებისას დასაცავი ინსტრუქციების გარდა, რაც ფოტოზეა მოცემული, პირბადის ტარებისას უნდა დავიცვათ შემდეგი წესები:
🔷 შეცვალეთ პირბადე, თუ იგი გაჭუჭყიანდა ან დასველდა.
🔷 არ ჩამოიწიოთ პირბადე ცხვირის ქვეშ ან ნიკაპზე, ან არ აიწიოთ და გაიკეთოთ თავზე  იგი სრულად უნდა ფარავდეს პირს და ცხვირს, იმისათვის, რომ ეფექტურად შეასრულოს თავისი დანიშნულება.
🔷არ შეეხოთ პირბადეს, ვიდრე გიკეთიათ.

 

დატოვეთ კომენტარი