სკოლის ლიდერობის ეროვნული კონკურსის პრეზენტაცია გაიმართება

231

 

29 ოქტომბერს, 17:00 საათზე განათლების კოალიციის და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ინიციატივითა და ორგანიზებით, სკოლის ლიდერობის ეროვნული კონკურსის პრეზენტაცია გაიმართება.

ორგანიზატორები საზოგადოებას ინფორმაციას გააცნობენ კამპანიის ეტაპების, კონკურსის პირობების, საკონკურსო კომისიისა და კამპანიის მხარდამჭერების შესახებ, ასევე, წარადგენენ სარეგისტრაციო ვებგვერდს.

კონკურსის მიზანია საჯარო სკოლის პრესტიჟისა და ავტორიტეტის გაზრდის მხარდაჭერა, წარმატებული დირექტორების გამოვლენა და მათი გაცნობა საზოგადოებისათვის; სკოლის მართვის პრაქტიკის განვითარების ხელშეწყობა და სწავლა-სწავლების შედეგების გაუმჯობესებაზე მიმართული შიდა სასკოლო ძალისხმევის მხარდაჭერა საქართველოს საჯარო სკოლებში.

კონკურსს ახორციელებს განათლების კოალიცია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან პარტნიორობით და გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის მხარდაჭერით. კონკურსის სხვა მხარდამჭერები არიან: „თიბისი“ ბანკი, ტელეკომპანია იმედი, KPMG Georgia და მარკეტინგული კომპანია „4media“.

ღონისძიება გაიმართება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, წიგნის სახლიში „ლიგამუსი“, ილია ჭავჭავაძის გამზირი N32.

დატოვეთ კომენტარი