30 000-მდე პედაგოგმა გაზრდილი ხელფასი მიიღო

230

2019 წლის ოქტომბრიდან უკვე დაიწყო პედაგოგთა ანაზღაურების ზრდის პროცესი, რომელიც უწყვეტად გაგრძელდება და 2022 წელს მასწავლებლის ანაზღაურება საშუალოდ 1500-1800 ლარს მიაღწევს. პირველ ეტაპზე, 30 000-მდე უფროს, წამყვან და მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებელს, რომელსაც აქვს მინიმუმ 15 საგაკვეთილო საათი, ანაზღაურება 150 ლარით უკვე გაეზარდა.

⇒ არსებული მონაცემებით, 2019 წლის ზაფხულში 8 400-მდე მასწავლებელმა შეიცვალა სტატუსი, მათ შორის 5 700-ზე მეტმა უფროსი მასწავლებლის სტატუსი მიიღო.

 

დატოვეთ კომენტარი