ინგლისურად საჯარო საუბრის საუკეთესოდ მცოდნე მოსწავლე საქართველოდან

2012

ცაგერის რაიონის ზუბის საჯარო სკოლის მეთორმეტეკლასელი ანნა ომანაძე წარადგენს საქართველოს ლიტვაში, ინგლისურად საჯარო საუბრის საერთაშორისო კონკურსზე. ანნამ ლიტვის საელჩოს მიერ ორგანიზებულ შესარჩევ კონკურსში გაიმარჯვა და ახლა სხვა ქვეყნებიდან ჩასულ გამარჯვებულ თანატოლებს შეეჯიბრება. კონკურსს ახორციელებს ლიტვაში არსებული ამერიკული უნივერსიტეტი Lcc international university. ვუსურვებთ წარმატებას!

დატოვეთ კომენტარი