834

შე­კითხ­ვე­ბის „დას­ტა“

„მე და სა­ზო­გა­დო­ე­ბის“ სწავ­ლე­ბის სა­კითხე­ბის გა­სა­აზ­რებ­ლად

ელე­ნე ჯე­ლა­ძე

სსიპ თბი­ლი­სის 147-ე სა­ჯა­რო სკო­ლის

დაწყე­ბი­თი კლა­სის წამ­ყ­ვა­ნი პე­და­გო­გი

2018-2019 სას­წავ­ლო წელს, სკო­ლებ­ში (III-IV კლა­სებ­ში), ახა­ლი საგ­ნის — „მე და სა­ზო­გა­დო­ე­ბა“ — სწავ­ლე­ბა და­ი­ნერ­გა, კვი­რა­ში ორ­სა­ა­თი­ა­ნი დატ­ვირ­თ­ვით. სა­გა­ნი მოს­წავ­ლე­ებს აც­ნობს სო­ცი­ა­ლურ გა­რე­მოს, სხვა­დას­ხ­ვა ყო­ფით თე­მებს, რო­გო­რე­ბი­ცაა: ოჯა­ხი, წი­ნაპ­რე­ბი, მე­გო­ბა­რი, სკო­ლა, უფ­ლე­ბე­ბი, მო­ვა­ლე­ო­ბე­ბი და ასე შემ­დეგ.

მე, რო­გორც ამ საგ­ნის ერთ-ერთ პე­და­გოგს, გა­მიჩ­ნ­და სურ­ვი­ლი, გა­გი­ზი­ა­როთ ჩე­მი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი და გა­მოც­დი­ლე­ბა ახა­ლი საგ­ნის შე­სა­ხებ. და­ვიწყებ იმით, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ბევ­რი მით­ქ­მა-მოთ­ქ­მა გა­მო­იწ­ვია ახა­ლი საგ­ნის შე­მო­ღე­ბამ. მა­შინ აზ­რა­დაც არ მომ­ს­ვ­ლია, რომ ამ საქ­მის შეს­რუ­ლე­ბა მეც მო­მი­წევ­და. ამი­ტომ არ ვი­ყა­ვი ისე­თი და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი, რომ მუდ­მი­ვად მე­დევ­ნე­ბი­ნა თვალ­ყუ­რი, მაგ­რამ რო­გორც პე­და­გო­გი მა­ინც ვინ­ტე­რეს­დე­ბო­დი გა­მე­გო, რა მო­საზ­რე­ბე­ბი გა­მო­ით­ქ­მო­და საგ­ნის ირ­გ­ვ­ლივ. ზაფხულ­ში, რო­ცა ტრე­ნინ­გ­ზე დაგ­ვი­ძა­ხეს, სი­მარ­თ­ლე გითხ­რათ, ცო­ტა სკეპ­ტი­კუ­რად ვი­ყა­ვი გან­წყო­ბი­ლი. ტრე­ნინ­გი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს გა­რე­შე გა­ვი­ა­რეთ. ტრე­ნე­რის მი­ერ და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი თე­მე­ბი, ერ­თი შე­ხედ­ვით, ძა­ლი­ან ჰგავ­და სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბი­სა და ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლე­ბის სა­კითხებს. მეც, ისე­ვე რო­გორც სხვა პე­და­გო­გებს, გა­მიჩ­ნ­და კითხ­ვა — ამას ხომ ისე­დაც ვას­წავ­ლით?

ახ­ლა კი, რო­ცა მაქვს საგ­ნის სწავ­ლე­ბის გარ­კ­ვე­უ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა, მინ­და შე­ვა­ჯა­მო პირ­ვე­ლი სე­მეს­ტ­რი. „მე და სა­ზო­გა­დო­ე­ბის“ თა­ვი­სე­ბუ­რე­ბა ის არის, რომ ში­ნა­არ­სის სწავ­ლე­ბა არ მო­ითხოვს სპე­ცი­ა­ლურ საგ­ნობ­რივ ცოდ­ნას. სკო­ლა­ზე, ოჯახ­ზე, ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წეს­ზე მსჯე­ლო­ბა არც მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის წარ­მო­ად­გენს გან­სა­კუთ­რე­ბულ სირ­თუ­ლეს. მუ­შა­ო­ბის მო­მენ­ტ­ში ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო სა­დის­კუ­სიო თე­მა გა­მოვ­ლინ­და, რაც ხელს უწყობს მოს­წავ­ლე­ებ­ში არ­გუ­მენ­ტი­რე­ბუ­ლი მსჯე­ლო­ბის, პრე­ზენ­ტა­ცი­ის, აღ­მო­ჩე­ნე­ბის გა­კე­თე­ბის უნა­რე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას. ჩე­მი გა­მოც­დი­ლე­ბით აღ­ვ­ნიშ­ნავ საგ­ნის რამ­დე­ნი­მე ძლი­ერ მხა­რეს. და­ნერ­გ­ვი­სას აქ­ტი­უ­რად გა­ნი­ხი­ლე­ბო­და, ვის უნ­და ეს­წავ­ლე­ბი­ნა სა­გა­ნი. მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­დაწყ­და, რომ ეს უნ­და ყო­ფი­ლი­ყო დაწყე­ბი­თი კლა­სის მას­წავ­ლე­ბე­ლი ან დამ­რი­გე­ბე­ლი. ყო­ვე­ლი გაკ­ვე­თი­ლის შემ­დეგ ვრწმუნ­დე­ბი, რომ ეს ზუს­ტი და სწო­რი მიგ­ნე­ბა იყო სა­მი­ნის­ტ­როს მხრი­დან. საგ­ნის სტან­დარ­ტი იმ­გ­ვა­რა­დაა აგე­ბუ­ლი, რომ პე­და­გო­გი გვერდს ვერ აუვ­ლის კითხ­ვას — რა უნ­და გა­ვა­კე­თო, რო­მე­ლი აქ­ტი­ვო­ბით უნ­და ჩა­ვა­ნაც­ვ­ლო ესა თუ ის თე­მა, რომ და­სა­ხუ­ლი მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად გა­მო­ვი­ყე­ნო. ასე­ვე ძლი­ე­რი მხა­რეა ის, რომ პე­და­გო­გი არ არის შეზღუ­დუ­ლი, მას უფ­ლე­ბა აქვს გაკ­ვე­თი­ლი ისე და­გეგ­მოს, რო­გორც სურს. პირ­ველ სე­მეს­ტ­რ­ში გავ­ლი­ლი სა­კითხე­ბი­დან გვერდს თით­ქ­მის ვერც ერთს ვერ ავუვ­ლი.

ჩე­მი ოჯა­ხი — ამ სა­კითხის გან­ხილ­ვი­სას მოს­წავ­ლე­ებს ისე­თი პრე­ზენ­ტა­ცი­ე­ბი ჰქონ­დათ, პირ­ველ გაკ­ვე­თილ­ზე­ვე ვიგ­რ­ძე­ნი საგ­ნის სწავ­ლე­ბის აუცი­ლებ­ლო­ბა და მა­შინ­ვე გა­მი­ქარ­წყ­ლ­და კითხ­ვა — ამას ისე­დაც ხომ ვას­წავ­ლი­დით? მივ­ხ­ვ­დი, რომ რო­მე­ლი­მე გაკ­ვე­თილ­ზე ამ სა­კითხე­ბის­თ­ვის დათ­მო­ბი­ლი ხუ­თი წუ­თი არა­საკ­მა­რი­სია. ბევრს გა­უ­ჭირ­და წი­ნაპ­რე­ბის სა­ხე­ლი­სა და გვა­რის გახ­სე­ნე­ბა, და­ა­ზუს­ტეს მშობ­ლებ­თან, თა­ვი მო­უ­ყა­რეს ინ­ფორ­მა­ცი­ას და ისე მო­ამ­ზა­დეს პრე­ზენ­ტა­ცი­ე­ბი.

რო­გორც ვი­ცით, საკ­ლა­სო გა­რე­მო­ზე, მე­გობ­რებ­ზე, თა­ნა­ტო­ლებ­ზე, კონ­ფ­ლიქ­ტე­ბის მოგ­ვა­რე­ბა­ზე მსჯე­ლო­ბა მოს­წავ­ლე­ებს უყა­ლი­ბებს ღი­რე­ბუ­ლე­ბა­თა სის­ტე­მას და სა­მო­ქა­ლა­ქო პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბას. პა­სუ­ხე­ბის გან­ხილ­ვი­სას, ბევრ­ჯერ და­მა­ფიქ­რა მოს­წავ­ლე­ე­ბის მსჯე­ლო­ბამ. თვალ­ნათ­ლივ და­ვი­ნა­ხე თა­ო­ბა­თა ცვლა. რო­გორ გაზ­რ­დი­ლან III-IV-კლა­სე­ლე­ბი და ვერ ვამ­ჩ­ნევ­დით ამას ბუ­ნე­ბის, ქარ­თუ­ლი­სა და მა­თე­მა­ტი­კის გაკ­ვე­თი­ლებ­ზე. დავ­ფიქ­რ­დი კი­დევ ერთ სა­კითხ­ზე — ხომ შე­იძ­ლე­ბა, მორცხვ, გა­უ­ბე­დავ მოს­წავ­ლეს, ერ­თხელ, თა­ვი­სი სახ­ლის ბი­ნად­რებ­ზე სურ­და სა­უ­ბა­რი და ვერ ბე­დავ­და ან ფიქ­რობ­და, რომ ამ­დენ დროს ვერ და­ვუთ­მობ­დით და ვერ მო­ვუს­მენ­დით. ახ­ლა მას რამ­დე­ნი­მე გაკ­ვე­თი­ლი ჰქონ­და იმის­თ­ვის, რომ გაგ­ვეც­ნო მი­სი გა­რე­მო, საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი თუ საგ­ნე­ბი, თუნ­დაც ყვა­ვი­ლი, რო­მელ­ზეც ის ზრუ­ნავს.

რა თქმა უნ­და, საგ­ნის სწავ­ლე­ბას, გარ­კ­ვე­უ­ლი თვალ­საზ­რი­სით, ასე­ვე საფ­რ­თხე­ე­ბიც ახ­ლავს. მი­სი სწავ­ლე­ბი­სას ვიგ­რ­ძე­ნი დი­დი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა, რო­მე­ლიც და­მე­კის­რა. მთე­ლი სე­მეს­ტ­რის გან­მავ­ლო­ბა­ში მქონ­და გან­ც­და, რომ გაკ­ვე­თი­ლის დაწყე­ბის წინ, კარ­თან დამ­ხ­ვ­დე­ბო­და მშო­ბე­ლი კითხ­ვე­ბის „დას­ტით“ — შე­საძ­ლოა რა­ი­მე სა­კითხი სა­ეჭ­ვოდ მოს­ჩ­ვე­ნე­ბო­და.

იყო შემ­თხ­ვე­ვა, რო­დე­საც ჩე­მი კო­ლე­გა, რო­მე­ლიც დაწყე­ბით კლსებ­ში სხვა­დას­ხ­ვა საგ­ნის პე­და­გო­გია, და­ინ­ტე­რეს­და, რო­გორ ვას­წავ­ლი­დი მოს­წავ­ლე­ებს მათ უფ­ლე­ბებს. მო­მიყ­ვა ამ­ბა­ვი, რომ წი­ნა ღა­მით, და­ახ­ლო­ე­ბით, 23.00 სა­ათ­ზე მის­მა მე­სა­მეკ­ლა­სელ­მა შვილ­მა ვახ­შ­მის მირ­თ­მე­ვა ისურ­ვა. რა თქმა უნ­და, დე­და შე­ე­წი­ნა­აღ­მ­დე­გა, მაგ­რამ ბავ­შ­ვის­გან პა­სუ­ხად მი­ი­ღო, რომ მას აქვს ჭა­მის უფ­ლე­ბა. კო­ლე­გამ მთხო­ვა რჩე­ვა — კონ­კ­რე­ტულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში რა შე­იძ­ლე­ბა უპა­სუ­ხოს ბავშვს. ძა­ლი­ან და­მა­ფიქ­რა ამ სა­კითხ­მა. მშო­ბელს ავუხ­სე­ნი, რომ უფ­ლე­ბე­ბის შემ­დეგ მო­დის გაკ­ვე­თი­ლის თე­მა — მოს­წავ­ლის მო­ვა­ლე­ო­ბე­ბი. თუმ­ცა, მოს­წავ­ლემ ძა­ლი­ან კარ­გად „ისარ­გებ­ლა“ თა­ვი­სი უფ­ლე­ბე­ბის მოთხოვ­ნით, სა­ნამ გა­ეც­ნო­ბო­და სა­კუ­თარ მო­ვა­ლე­ო­ბებს. ამ შემ­თხ­ვე­ვამ გა­და­მაწყ­ვე­ტი­ნა, სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში, უფ­ლე­ბა-მო­ვა­ლე­ო­ბე­ბი გა­მე­ერ­თი­ა­ნე­ბი­ნა, და­მეთ­მო ორი-სა­მი სა­ა­თი და „უფ­ლე­ბა“ „მო­ვა­ლე­ო­ბას­თან“ ერ­თად მეს­წავ­ლე­ბი­ნა. მა­გა­ლი­თად, რო­დე­საც ვის­წავ­ლეთ, რომ მოს­წავ­ლეს აქვს ჭა­მის უფ­ლე­ბა, აქ­ვე გან­ვი­ხი­ლეთ დღის რე­ჟი­მის დაც­ვის ვალ­დე­ბუ­ლე­ბაც. რო­დე­საც მოს­წავ­ლემ გა­ი­გო, რომ მას აქვს უფ­ლე­ბა, იყოს ოჯა­ხის სრულ­ფა­სო­ვა­ნი წევ­რი და მის აზრს პა­ტი­ვი უნ­და სცენ, აქ­ვე გა­ვი­აზ­რეთ, რომ თვი­თო­ნაც ვალ­დე­ბუ­ლია, შე­ას­რუ­ლოს მას­ზე და­კის­რე­ბუ­ლი მო­ვა­ლე­ო­ბე­ბი: ის­წავ­ლოს, პა­ტი­ვი სცეს უფ­რო­სებს და და­იც­ვას ოჯა­ხის ღირ­სე­ბა. ზე­მოთ ხსე­ნე­ბუ­ლი ამ­ბა­ვი, რო­მე­ლიც კო­ლე­გის­გან მო­ვის­მი­ნე, ვაქ­ციე სი­ტუ­ა­ცი­ად და გან­ვი­ხი­ლეთ გაკ­ვე­თილ­ზე. მოს­წავ­ლე­ებ­მა და­ას­კ­ვ­ნეს — ჩვე­ნი უფ­ლე­ბე­ბის გაც­ნო­ბა არ ნი­შავს იმას, რომ და­ვი­ვიწყოთ მო­ვა­ლე­ო­ბე­ბი.

ამ­რი­გად, ჩე­მი აზ­რით, „მე და სა­ზო­გა­დო­ე­ბის“ სწავ­ლე­ბი­სას მოს­წავ­ლე­ე­ბი შე­ი­ძე­ნენ სო­ცი­ა­ლი­ზა­ცი­ის­თ­ვის სა­ჭი­რო უნარ-ჩვე­ვებს, ყო­ველ­დღი­უ­რად ხდე­ბა მა­თი პი­როვ­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბა და, რაც მთა­ვა­რია, ად­რე­უ­ლი ასა­კი­დან ეჩ­ვე­ვი­ან თა­ვი­სუ­ფალ აზ­როვ­ნე­ბას. რე­კო­მენ­და­ცი­ის სა­ხით კი, კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ წიგ­ნის ავ­ტო­რი პე­და­გო­გე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბას გა­ით­ვა­ლის­წი­ნებს, თუნ­დაც ზე­მოთ ხსე­ნე­ბუ­ლი ჩემ მი­ერ გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი მე­თო­დის მა­გა­ლით­ზე (უფ­ლე­ბე­ბი­სა და მო­ვა­ლე­ო­ბე­ბის ერ­თად მი­წო­დე­ბა). ვფიქ­რობ, მუ­შა­ო­ბის პრო­ცეს­ში კი­დევ წა­მო­იჭ­რე­ბა არა­ერ­თი სა­კითხი, ამი­ტომ მი­ზან­შე­წო­ნი­ლად მი­მაჩ­ნია ერ­თ­მა­ნე­თის­თ­ვის აზ­რის გა­ზი­ა­რე­ბა, კო­მუ­ნი­კა­ცია მშობ­ლებ­თან, თუნ­დაც რო­მე­ლი­მე სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო გა­ზეთ­ში (ჟურ­ნალ­ში) პე­რი­ო­დუ­ლი რუბ­რი­კის გა­მო­ყო­ფა ამ ახალ­და­ნერ­გი­ლი საგ­ნის სა­კითხებ­ზე მსჯე­ლო­ბი­სათ­ვის.

 

დატოვეთ კომენტარი