2020 წლიდან აფხაზეთის ე.წ. ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ აბიტურიენტებს შესაძლებლობა ექნებათ უმაღლესში უნივერსიტეტის შიდა გამოცდების საფუძველზე ჩაირიცხონ

694

2020 წლიდან აფხაზეთის ე.წ. ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ აბიტურიენტებს, რომლებსაც უმაღლესი განათლების მიღება საქართველოს ავტორიზებულ უმაღლეს სასწავლებლებში ენდომებათ, შესაძლებლობა ექნებათ უმაღლესში უნივერსიტეტის შიდა გამოცდების საფუძველზე ჩაირიცხონ. 

„მომავალი წლიდან აფხაზეთის ე.წ. ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსული აბიტურიენტების უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვა განხორციელდება განსაკუთრებული წესითა და პირობებით, რომელსაც განათლების მინისტრი დაადგენს. მანამ სანამ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა აღდგენილი არ არის და აბიტურიენტები ყოველწლიურად იმყოფებიან იმ რისკის ქვეშ, რომ ზოგიერთმა ძალებმა და პირებმა მოახდინონ მანიპულაცია საგამოცდო პერიოდში, იმისთვის რომ მათ უმაღლეს ავტორიზებულ სასწავლებლებში ჩარიცხვა და სწავლას პრობლემა არ შეექმნათ, ვფიქრობთ, უმაღლესებთან თანამშრომლობით უნივერსიტეტების შიდა გამოცდებით ჩაირიცხონ ეს აპლიკანტები. ეს შეამცირებს იმ რისკსს, რომ კონკრეტული საგამოცდო სესიისთვის ე.წ. გამშვები პუნქტი ჩაიკეტოს და აბიტურიენტებმა ვეღარ შეძლონ გადმოსვლა.  ეს იქნება ალტერნატიული მოდელი ამ პირების უმაღლესში ჩასარიცხად და ამოქმედდება მომავალი წლიდან “,-განაცხადა მინისტრის მოადგილემ, ირინა აბულაძემ.

დატოვეთ კომენტარი