2019 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი დასახელდა

366

 

განათლების კოალიციის ინიციატივით და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან პატრნიორობით მიმდინარე „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ კონკურსის ფარგლებში 5 ფინალისტი დასახელდა, რომელთაგან ერთ-ერთი 5 ოქტომბერს მასწავლებლის მსოფლიო დღეს, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი გახდება.

 

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალისტები არიან:

⇒ თამარ ადამია – დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ მაშავერას და თბილისის N26 საჯარო სკოლის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელი;

⇒ ნათია კურტანიძე – გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშის საჯარო სკოლის, დაწყებითი საფეხურის და ტექნოლოგიების მასწავლებელი;

⇒ მაია მენაბდე – ბათუმის N3 საჯარო სკოლის და კერძო სკოლის შპს „განათლება”, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;

⇒ ქეთინო მერებაშვილი – სკოლა–ლიცეუმ პრომეთეს, გეოგრაფიის მასწავლებელი;

⇒ გიორგი ჭაუჭიძე – მარნეულის N2 საჯარო სკოლის ქართული, როგორც მეორე ენის და ისტორიის მასწავლებელი.

წელს მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს შესარჩევ კონკურსში 127 მასწავლებელი ჩაერთო, მათგან 5 ფინალისტი სფეროსა და საზოგადოების წარმომადგენლებით დაკომპლექტებულმა ჟიურიმ შეარჩია.

საზოგადოების ჩართულობის გაზრდის მიზნით მასწავლებლის ეროვნული ჯილდო დღეიდან, 5  სექტემბრიდან იწყებს კამპანიას – გახდი ჯილდოს მხარდამჭერი. ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ეძლევათ შესაძლებლობა გაიღონ ფულადი შემოწირულობა ჯილდოს საპრიზო ფონდში და თავიანთი წვლილი შეიტანონ მასწავლებლის პროფესიის განვითარებაში. დეტალური ინფორმაციის მისაღებად გაეცანით ბმულს

მასწავლებლის ეროვნული ჯილდო განათლების კოალიციის, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრსა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, 2017 წლის 13 მაისს დაწესდა. აღნიშნული ინიციატივა საქართველოში უკვე მესამედ ხორციელდება და ის მასწავლებელთა პოპულარიზაციისკენ მიმართული გლობალური კამპანიის – „The Global Teacher Prize“

კონკურსის გენერალური სპონსორია „გუდავაძე-პატარკაციშვილის“ ფონდი, მხარდამჭერები არიან საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ლიბერთი ბანკი, ტელეკომპანია იმედი, საზოგადოებრივი მაუწყებელი და მარკეტინგული კომპანია 4MEDIA.

2019 წელს „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ კამპანიას ბაქსვუდის სკოლა, გიმნაზია „შავნაბადა“ და სკოლა – ლიცეუმი „პრომეთე“ შემოუერთდა. ბაქსვუდის სკოლა გამარჯვებულ მასწავლებელს დიდ ბრიტანეთში პროფესიული განვითარების 2 კვირიან პროგრამას დაუფინანსებს. გიმნაზია „შავნაბადა“ სპეციალურ პრიზს საუკეთესო ხუთელიდან ერთ-ერთ მასწავლებელს გადასცემს. სკოლა–ლიცეუმი „პრომეთე” კი საუკეთესო ათეულიდან ერთ-ერთ მასწავლებელს პერსონალური კომპიუტერით დააჯილდოვებს.

დატოვეთ კომენტარი