12 ოქ­ტომ­ბ­რი­დან დე­და­ქა­ლა­ქის სა­ბავ­შ­ვო ბა­ღებ­ში ახა­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი ამოქ­მედ­დე­ბა

205

თბი­ლი­სის სა­ბავ­შ­ვო ბა­ღებ­ში სა­აღ­მ­ზ­რ­დე­ლო წლის დაწყე­ბა 12 ოქ­ტომ­ბ­რი­დან იგეგ­მე­ბა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სკო­ლამ­დელ და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში სა­აღ­მ­ზ­რ­დე­ლო წლის დაწყე­ბის ვა­დე­ბის შე­სა­ხებ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას უწყე­ბა­თა­შო­რი­სი სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭო იღებს. ახა­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის შეს­რუ­ლე­ბა, რაც კო­რო­ნა­ვი­რუ­სის პან­დე­მი­ამ გა­ნა­პი­რო­ბა, თბი­ლი­სის სა­ბავ­შ­ვო ბა­გა-ბა­ღე­ბის მარ­თ­ვის სა­ა­გენ­ტოს 5 მი­ლი­ონ ლარ­ზე მე­ტი და­უჯ­დე­ბა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ თბი­ლი­სის მე-4 და 55-ე სა­ბავ­შ­ვო ბა­ღებს სრუ­ლი სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბი ჩა­უ­ტარ­დათ. ოქ­ტომ­ბერ­ში დე­და­ქა­ლაქს ორი ახა­ლი — №102 (გლდა­ნის მე-8 მ/რ) და №93 (ჭი­ა­უ­რე­ლის ქუ­ჩა, დი­დუ­ბის რა­ი­ო­ნი) — სა­ბავ­შ­ვო ბა­ღი შე­ე­მა­ტე­ბა; ნო­ემ­ბ­რის ბო­ლოს კი, კი­დევ ორი ბა­ღი — №164 (ვარ­კე­თი­ლის ზე­მო პლა­ტო) და №101 (გლდა­ნის მე-6 მ/რ) და­იწყებს ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რე­ბას.

სა­ა­გენ­ტოს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ახა­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბით, ეპი­დე­მი­ო­ლო­გე­ბის ყვე­ლა მი­თი­თე­ბა და მოთხოვ­ნა ზედ­მი­წევ­ნით უნ­და შეს­რულ­დეს. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, სა­ა­გენ­ტოს და ბაღს მჭიდ­რო ურ­თი­ერ­თო­ბა ექ­ნე­ბა. ბა­ღე­ბის მარ­თ­ვის სა­ა­გენ­ტო, ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტ­როს­თან შე­თან­ხ­მე­ბით, რე­ა­გი­რე­ბას თი­თო­ე­ულ შემ­თხ­ვე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით მო­ახ­დენს. ბა­ღებ­ში, ყო­ველ­დღი­უ­რად, გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა თერ­მოს­კ­რი­ნინ­გი, სიცხის და­ფიქ­სი­რე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, აღ­საზ­რ­დელს სა­ი­ზო­ლა­ციო ოთახ­ში გა­და­იყ­ვა­ნენ. ფაქ­ტის შე­სა­ხებ და­უ­ყოვ­ნებ­ლივ შე­ატყო­ბი­ნე­ბენ მშო­ბელს, რო­მე­ლიც ვალ­დე­ბუ­ლია, დრო­უ­ლად წა­იყ­ვა­ნოს ბავ­შ­ვი სა­ბავ­შ­ვო ბა­ღი­დან და მი­მარ­თოს ექიმს, წი­ნა­აღ­მ­დეგ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ბა­ღი 112-ს და­უ­კავ­შირ­დე­ბა.

თუ აღ­საზ­რ­დელს სე­ზო­ნუ­რი გრი­პი ან სხვა ვი­რუ­სი და­უ­ფიქ­სირ­დე­ბა, ჯგუ­ფი, გეგ­მი­უ­რი სა­დე­ზინ­ფექ­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის შემ­დეგ, აღად­გენს ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რე­ბას. კო­რო­ნა­ვი­რუ­სის და­დას­ტუ­რე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, რისკ ჯგუ­ფე­ბის მოკ­ვ­ლე­ვას ჯან­დაც­ვის უწყე­ბის ეპი­დე­მი­ო­ლო­გე­ბი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლე­ბენ და ზედ­მი­წევ­ნით შეს­რულ­დე­ბა მა­თი მი­თი­თე­ბე­ბი. ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, სა­კითხის მარ­თ­ვა ჯან­დაც­ვის უწყე­ბის კომ­პე­ტენ­ცი­ა­ში გა­და­ვა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სა­ერ­თო საგ­ნე­ბის მოხ­მა­რე­ბის მაქ­სი­მა­ლუ­რად შეზღუდ­ვის მიზ­ნით, სა­ბავ­შ­ვო ბა­ღის აღ­საზ­რ­დე­ლებს ბაღ­ში ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი ჩან­თე­ბი და­უ­რიგ­დე­ბათ, რომ­ლებ­შიც პერ­სო­ნა­ლუ­რი ნივ­თე­ბი და სხვა­დას­ხ­ვა მე­თო­დუ­რი მა­სა­ლა (ფან­ქ­რე­ბი, მაკ­რა­ტე­ლი, პას­ტე­ლე­ბი და სხვა) იქ­ნე­ბა მო­თავ­სე­ბუ­ლი. კა­ტე­გო­რი­უ­ლად იკ­რ­ძა­ლე­ბა სახ­ლი­დან წა­ღე­ბუ­ლი ნივ­თე­ბის ბაღ­ში შე­ტა­ნა, ბა­ღის კუთ­ვ­ნი­ლი სა­თა­მა­შო­ე­ბის დე­ზინ­ფექ­ცია კი, დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, რამ­დენ­ჯერ­მე მოხ­დე­ბა.

უსაფ­რ­თხო­ე­ბის ზო­მე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბის მიზ­ნით, სა­ბავ­შ­ვო ბა­ღის შე­ნო­ბა­ში მშობ­ლე­ბი არ და­იშ­ვე­ბი­ან. აღ­საზ­რ­დე­ლებს, შე­ნო­ბის შე­სას­ვ­ლელ­თან, ეკი­პი­რე­ბუ­ლი თა­ნამ­შ­რო­მე­ლი დახ­ვ­დე­ბა, რო­მე­ლიც მათ ჯგუ­ფე­ბამ­დე და აღ­მ­ზ­რ­დე­ლე­ბამ­დე მი­ა­ცი­ლებს. ბავ­შ­ვე­ბი, თა­ვი­ანთ ჯგუ­ფებ­ში, და­ი­ყო­ფი­ან ქვეჯ­გუ­ფე­ბად, რომ­ლებ­საც ერ­თ­მა­ნეთ­თან მი­ნი­მა­ლუ­რი შე­ხე­ბა ექ­ნე­ბათ, იმა­ვე პრინ­ცი­პით წა­რი­მარ­თე­ბა კვე­ბის პრო­ცე­სი. სა­ბავ­შ­ვო ბა­ღის პერ­სო­ნა­ლი აღ­ჭურ­ვი­ლი იქ­ნე­ბა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი დაც­ვის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით.

აიკ­რ­ძა­ლა მაშ­ტა­ბუ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის, ზე­ი­მე­ბის, ფეს­ტი­ვა­ლე­ბის ჩა­ტა­რე­ბა. ასე­ვე, აკ­რ­ძა­ლუ­ლია სხვა­დას­ხ­ვა ჯგუ­ფის აღ­საზ­რ­დე­ლე­ბის შე­რე­ვა რო­გორც სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო აქ­ტი­ვო­ბე­ბის, ისე კვე­ბის დროს. მზი­ან ამინ­დ­ში შე­საძ­ლე­ბე­ლია სა­აღ­მ­ზ­რ­დე­ლო პრო­ცე­სის ეზო­ში წარ­მარ­თ­ვა.

მკაც­რ­დე­ბა თეთ­რე­უ­ლის რეცხ­ვის წე­სი და სა­ბავ­შ­ვო ბა­ღებს, რე­გუ­ლა­ცი­ით გა­წე­რი­ლი წე­სე­ბის ზედ­მი­წევ­ნით დაც­ვით, კომ­პა­ნია მო­ემ­სა­ხუ­რე­ბა. სამ­ზა­რე­უ­ლო­ებ­ში ჭურ­ჭე­ლი სამ­გან­ყო­ფი­ლე­ბი­ან ნი­ჟა­რა­ში, 65 გრა­დუს ცელ­სი­უ­სის ტემ­პე­რა­ტუ­რის წყალ­ში გა­ი­რეცხე­ბა, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი დაც­ვის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა მო­უ­წევთ დის­ტ­რი­ბუ­ტო­რებ­საც. მშობ­ლე­ბი ბავ­შ­ვე­ბის გაყ­ვა­ნას მხო­ლოდ მათ­თ­ვის გან­საზღ­ვ­რულ დრო­ის მო­ნაკ­ვეთ­ში შეძ­ლე­ბენ.

მო­ამ­ზა­და მა­კა ყი­ფი­ან­მა

დატოვეთ კომენტარი