26 აპრილი, პარასკევი, 2024

ზე­პი­რი ან­გა­რი­ში დაწყე­ბით კლა­სებ­ში

spot_img

 

თა­ნა­მედ­რო­ვე გა­ნათ­ლე­ბა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლია მოს­წავ­ლე­თა პი­როვ­ნულ გან­ვი­თა­რე­ბა­ზე, მათ­თ­ვის ისე­თი უნარ-ჩვე­ვე­ბის გა­მო­მუ­შა­ვე­ბა­ზე, რაც და­ეხ­მა­რე­ბა, მი­ღე­ბუ­ლი ცოდ­ნა არა მარ­ტო სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში, არა­მედ ნე­ბის­მი­ერ ცხოვ­რე­ბი­სე­ულ ვი­თა­რე­ბა­ში გა­მო­ი­ყე­ნონ. ამი­ტომ სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში უნ­და და­ი­გეგ­მოს ისე­თი აქ­ტი­ვო­ბე­ბი და მე­თო­დე­ბი, რომ­ლე­ბიც ასე­თი უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას შე­უწყობს ხელს. ასე­ვე გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი უნ­და იქ­ნე­ს მოს­წავ­ლე­თა ინ­ტე­რე­სი და შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი.

დაწყე­ბი­თი მა­თე­მა­ტი­კის სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში, მოს­წავ­ლე­თა ზე­პი­რი მეტყ­ვე­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სი პი­რო­ბაა ზე­პირ­გა­მო­ან­გა­რი­შე­ბა­თა უნარ-ჩვე­ვე­ბის ფლო­ბა. ზე­პირ ან­გა­რიშს დი­დი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს დაწყე­ბი­თი მა­თე­მა­ტი­კის ყო­ველ გაკ­ვე­თილ­ზე. გან­სა­კუთ­რე­ბით მა­შინ, რო­ცა წი­ნა­რე ცოდ­ნის გა­აქ­ტი­უ­რე­ბა, ახალ მა­სა­ლა­ზე გა­დას­ვ­ლა და ა.შ. ზე­პი­რი ან­გა­რი­შის გზით ხდე­ბა. ზე­პი­რი ან­გა­რი­შის დროს მოს­წავ­ლე მე­ქა­ნი­კუ­რად კი არ აწარ­მო­ებს რიცხ­ვებ­ზე მოქ­მე­დე­ბას, არა­მედ იგი რიცხვს წარ­მო­ად­გენს მი­სი შე­მად­გე­ნე­ლი ნა­წი­ლე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით. აქ მოს­წავ­ლე გრძნობს, რომ მას „მკვდარ“ ციფ­რ­თან კი არა აქვს შე­ხე­ბა, არა­მედ — „ცოცხალ რიცხ­ვებ­თან“, რომ­ლებ­ზე­დაც გა­აზ­რე­ბუ­ლად აწარ­მო­ებს ამა თუ იმ მოქ­მე­დე­ბას და ცდი­ლობს მი­ი­ღოს პა­სუ­ხი. ზე­პი­რი ან­გა­რი­ში დრო­ის დიდ ეკო­ნო­მი­ას გვაძ­ლევს, ასე შეგ­ვიძ­ლია გა­მო­ვავ­ლი­ნოთ ის მოს­წავ­ლე­ე­ბი, რომ­ლებ­საც დახ­მა­რე­ბა სჭირ­დე­ბა. ცნო­ბი­ლია, რომ ყო­ველ მოს­წავ­ლეს სხვა­დას­ხ­ვა აზ­როვ­ნე­ბის ტემ­პი აქვს, ზო­გი სწრა­ფია, ზო­გი ნე­ლა აზ­როვ­ნებს. ამი­ტომ, ზე­პი­რი ან­გა­რი­შის დროს, მე­ტად მომ­გე­ბი­ა­ნია შე­სა­ბა­მი­სი თე­მა­ტუ­რი თა­მა­შის შე­მუ­შა­ვე­ბა, თა­მა­შის წყა­ლო­ბით მტკი­ცე, შეგ­ნე­ბულ ცოდ­ნას მი­ი­ღე­ბენ მოს­წავ­ლე­ე­ბი. დაწყე­ბით სა­ფე­ხურ­ზე ბავ­შ­ვის ყუ­რადღე­ბა მი­ჯაჭ­ვუ­ლია თა­მაშ­თან, თა­მა­ში ააქ­ტი­უ­რებს ზე­პი­რი ან­გა­რი­შის უნარ-ჩვე­ვებს, უხ­დე­ბათ ად­რე მი­ღე­ბუ­ლი ცოდ­ნის გა­და­ტა­ნა მათ­თ­ვის სა­სურ­ველ გა­რე­მო­ში. თა­მა­შის დროს მოს­წავ­ლე­ებ­ში წარ­მო­იქ­მ­ნე­ბა და­დე­ბი­თი ემო­ცი­ე­ბი, რაც, თა­ვის მხრივ, სა­ხა­ლი­სოს ხ­დის სას­წავ­ლო პრო­ცესს, ეს კი სა­შუ­ა­ლე­ბას აძლევს მოს­წავ­ლე­ებს, მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­ნი­ვი­თა­რონ მა­ღა­ლი სა­აზ­როვ­ნო უნა­რე­ბი. აქ­ვე დავ­ძენთ, რომ არაა სა­ჭი­რო ცნე­ბე­ბის, გან­მარ­ტე­ბე­ბის, ზე­პი­რი ან­გა­რი­შის ყვე­ლა წე­სი­სა და ხერ­ხის და­ზე­პი­რე­ბა. მაგ­რამ სწავ­ლე­ბა ისე უნ­და წა­რი­მარ­თოს, რომ მოს­წავ­ლე­ე­ბი კარ­გად ერ­კ­ვე­ოდ­ნენ არით­მე­ტი­კულ მოქ­მე­დე­ბა­თა თვი­სე­ბებ­ში და, ამ თვი­სე­ბე­ბის ყო­ველ შე­საძ­ლო შემ­თხ­ვე­ვა­ში გა­მო­ყე­ნე­ბით, თვი­თონ ქმნიდ­ნენ ამა თუ იმ მა­გა­ლითს ზე­პი­რად და მოკ­ლე გზით გა­დაჭ­რის ხერ­ხებ­საც თვი­თონ­ვე შე­ი­მუ­შა­ვებ­დ­ნენ.

ერ­თი რამ კი უდა­ვოდ ცხა­დია,ზე­პი­რი ან­გა­რი­შის პრო­ცე­სი აზ­როვ­ნე­ბის მე­ტად რთუ­ლი პრო­ცე­სია და მეხ­სი­ე­რე­ბი­სა და ყუ­რადღე­ბის დიდ და­ძა­ბუ­ლო­ბას მო­ითხოვს. ამი­ტომ, ყო­ველ გაკ­ვე­თილ­ზე, მცი­რე დრო უნ­და და­ეთ­მოს, რომ მოს­წავ­ლე­ე­ბი არ გა­და­ი­ღა­ლონ! სა­ჭი­როა შეს­წავ­ლი­ლი ხერ­ხე­ბის ხში­რი გა­მე­ო­რე­ბა სა­ხა­ლი­სო ფორ­მით!

დაწყე­ბით კლა­სებ­ში­ვე ეყ­რე­ბა სა­ფუძ­ვე­ლი მი­ღე­ბუ­ლი ცოდ­ნის პრაქ­ტი­კა­ში რე­ა­ლი­ზე­ბას. პა­ტა­რე­ბი ყო­ველ ნა­ბიჯ­ზე ხე­და­ვენ, რომ ცხოვ­რე­ბა­ში ყო­ველ­თ­ვის არ­სე­ბობს მა­თე­მა­ტი­კურ ცნე­ბა­თა ანა­ლო­გი­ე­ბი. ამი­ტომ, დაწყე­ბი­თი მა­თე­მა­ტი­კის   კურ­ს­ში, არც ერ­თი სა­კითხის სწავ­ლე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა რე­ა­ლო­ბი­სა­გან მოწყ­ვე­ტით. სწო­რედ ეს არის თა­ნა­მედ­რო­ვე გა­ნათ­ლე­ბის უპირ­ვე­ლე­სი მოთხოვ­ნა.

თა­მარ ბე­რი­ძე, სსიპ ბა­თუ­მის №17 სა­ჯა­რო სკო­ლის დაწყე­ბი­თი კლა­სის მას­წავ­ლე­ბე­ლი

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები