ჩვენი ბიბ­ლი­ო­თე­კა იუბი­ლა­რია

227
ბიბ­ლი­ო­თე­კის ის­ტო­რი­ი­დან

აკა­კი წე­რეთ­ლის სა­ხე­ლო­ბის ქა­ლაქ ბა­თუ­მის სა­ჯა­რო ბიბ­ლი­ო­თე­კა 1902 წლის 13 ოქ­ტომ­ბერს გა­იხ­ს­ნა, რო­გორც იმ­დ­რო­ინ­დე­ლი პრე­სა წერ­და, ბა­თუ­მის ინ­ტე­ლი­გენ­ცი­ის, ინ­ტე­ლი­გენ­ცი­ას­თან თა­ნამ­დ­გო­მი ქა­ლა­ქის და­ბა­ლი ფე­ნე­ბი­სა და ქა­ლა­ქის მეს­ვე­უ­რე­ბის ძა­ლის­ხ­მე­ვით. ბიბ­ლი­ო­თე­კის გამ­გე­ო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი იყ­ვ­ნენ: ქა­ლა­ქის თა­ვი ივა­ნე ან­დ­რო­ნი­კაშ­ვი­ლი, გრი­გოლ ვოლ­ს­კი, ვ. ლორ­ტი­ნი, ე. ტურ­კი­ნი და კ. ჩხე­ი­ძე. მა­შინ­დელ­მა ქა­ლა­ქის მმარ­თ­ვე­ლო­ბამ, ბიბ­ლი­ო­თე­კის სა­ჭი­რო­ე­ბი­სათ­ვის 1500 მა­ნე­თი გა­მო­ყო. ახ­ლად და­ფუძ­ნე­ბუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის წიგ­ნა­დი ფონ­დი, ძი­რი­თა­დად, შე­წი­რუ­ლი წიგ­ნე­ბით იზ­რ­დე­ბო­და და 1904 წელს უკ­ვე 3691 ერ­თე­ულს შე­ად­გენ­და, 324 აბო­ნენ­ტი ჰყავ­დათ და სამ­კითხ­ვე­ლო­თი 4814 მო­ქა­ლა­ქე სარ­გებ­ლობ­და.

1905 წლი­დან, რე­ვო­ლუ­ცი­ურ პე­რი­ოდ­ში, მკვეთ­რად შემ­ცირ­და ფონ­დის შევ­სე­ბა და მკითხ­ველ­თა რა­ო­დე­ნო­ბაც, მაგ­რამ 1908 წელს კვლავ გა­ფარ­თოვ­და ბიბ­ლი­ო­თე­კის საქ­მი­ა­ნო­ბა. 1911 წლის ბო­ლო­სათ­ვის ბიბ­ლი­ო­თე­კის წიგ­ნა­დი ფონ­დი 9 ათასს აღე­მა­ტე­ბო­და, 41 სა­ხელ­წო­დე­ბის ჟურ­ნალ-გა­ზე­თი ჰქონ­დათ, რო­მელ­თა­გან 6 ქარ­თუ­ლი გა­მო­ცე­მა იყო.

1902-1910 წლებ­ში ბა­თუ­მის სა­ჯა­რო ბიბ­ლი­ო­თე­კის გამ­გე­ე­ბი იყ­ვ­ნენ: ე. ვ. ტურ­კი­ნი, პ. ი. კა­ზა­ნოვ­ს­კი, პ. დ. გამ­ყ­რე­ლი­ძე, მო­ად­გი­ლე — ო. კუ­ზი­ა­ტი­ნა (ამ თა­ნამ­დე­ბო­ბას ბიბ­ლი­ო­თე­კის და­არ­სე­ბი­დან იკა­ვებ­და). მა­სა­ლის სიმ­ცი­რის გა­მო, ჯერ­ჯე­რო­ბით, სრულ­ყო­ფი­ლად არაა გა­მოკ­ვ­ლე­უ­ლი, თუ რო­გორ მუ­შა­ობ­და 10-20-იან წლებ­ში ბიბ­ლი­ო­თე­კა. 1937 წელს, რე­ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის შემ­დეგ, შე­იქ­მ­ნა ე.წ. „სა­ხელ­მ­წი­ფო სა­ჯა­რო ბიბ­ლი­ო­თე­კა“, რო­მელ­საც აკა­კი წე­რეთ­ლის სა­ხე­ლი მი­ე­ნი­ჭა და დიდ­ხანს იყო გან­თავ­სე­ბუ­ლი პა­ტა­რა შე­ნო­ბა­ში, კო­მინ­ტერ­ნის (ამ­ჟა­მად მე­მედ აბა­ში­ძის) ქუ­ჩა­ზე. 50-60-იან წლებ­ში ბიბ­ლი­ო­თე­კას რე­კონ­ს­ტ­რუქ­ცია ჩა­უ­ტარ­და, შე­ნო­ბას ახა­ლი ორ­სარ­თუ­ლი­ა­ნი ნა­გე­ბო­ბა მი­ა­შე­ნეს და მას შემ­დეგ, ბიბ­ლი­ო­თე­კამ ორი ქუ­ჩის (ამ­ჟა­მად ვა­ჟა-ფშა­ვე­ლა­სა და მე­მედ აბა­ში­ძის) კვე­თა­ზე და­ი­დო ბი­ნა. ამ პე­რი­ოდ­ში ბიბ­ლი­ო­თე­კას, პო­ე­ტი ნა­ნა გვა­რიშ­ვი­ლი ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლობ­და. ტექ­ნი­კუ­რი პი­რო­ბე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას­თან ერ­თად, ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი და მე­თო­დო­ლო­გი­უ­რი პრო­ცე­სე­ბიც შე­იც­ვა­ლა. ამ პე­რი­ოდს ერთ-ერ­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ად­გი­ლი უჭი­რავს ბიბ­ლი­ო­თე­კის ის­ტო­რი­ა­ში.

2007 წლის მი­წუ­რულს აკა­კი წე­რეთ­ლის სა­ხე­ლო­ბის აჭა­რის რეს­პუბ­ლი­კურ ბიბ­ლი­ო­თე­კას სტა­ტუ­სი შე­ეც­ვა­ლა და აკა­კი წე­რეთ­ლის სა­ხე­ლო­ბის ქა­ლაქ ბა­თუ­მის სა­ჯა­რო ბიბ­ლი­ო­თე­კად გარ­და­იქ­მ­ნა.

სხვა­დას­ხ­ვა დროს, ბიბ­ლი­ო­თე­კას სა­ზო­გა­დო­ებ­რივ და სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო საქ­მი­ა­ნო­ბა­ში მუ­შა­ო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბის მქო­ნე პი­რე­ბი ედ­გ­ნენ სა­თა­ვე­ში: მა­რია გუ­სე­ვა, ნა­ნა გვა­რიშ­ვი­ლი, ჯე­მალ ჯა­ყე­ლი, მა­მია ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლი, ეთერ ცი­ვა­ძე, სო­სო ჯორ­ბე­ნა­ძე, გე­ნა­დი მა­ხა­რა­ძე. 2018 წლის 27 სექ­ტემ­ბ­რი­დან დღემ­დე ბიბ­ლი­ო­თე­კას ინ­გა გო­გი­ბე­რი­ძე ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლობს.

წიგ­ნა­დი ფონ­დი

სა­ჯა­რო ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში არ­სე­ბუ­ლი რვა გან­ყო­ფი­ლე­ბი­დან ერთ-ერ­თი ფონ­დე­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბაა. აქ მრავ­ლა­დაა გა­მო­ჩე­ნი­ლი მწერ­ლე­ბის, სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე­ე­ბის, მეც­ნი­ერ-მკლევ­რე­ბის, პე­და­გო­გე­ბის, სხვა­დას­ხ­ვა დარ­გის სპე­ცი­ა­ლისტ-პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბის ნაშ­რომ­თა და ნა­წარ­მო­ებ­თა გა­მო­ცე­მე­ბი, თავ­მოყ­რი­ლია რო­გორც ძვე­ლი, ისე ახა­ლი წიგ­ნე­ბი­სა და პე­რი­ო­დი­კის ფონ­დე­ბი, კარ­ტოგ­რა­ფი­უ­ლი და გრა­ფი­კუ­ლი გა­მო­ცე­მე­ბი, დის­კე­ბი და მრა­ვალ­გ­ვა­რი აუდი­ო­ვი­ზუ­ა­ლუ­რი მა­სა­ლა. ფონ­დ­ში და­ცუ­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბი წარ­მოდ­გე­ნი­ლია ქარ­თულ, რუ­სულ, აფხა­ზურ, ინ­გ­ლი­სურ, გერ­მა­ნულ, ფრან­გულ, იტა­ლი­ურ, ეს­პა­ნურ, თურ­ქულ, არა­ბულ, უკ­რა­ი­ნულ, ბერ­ძ­ნულ, პო­ლო­ნურ, ჩე­ხურ, აზერ­ბა­ი­ჯა­ნულ, სომ­ხურ, ტა­ჯი­კურ, ბას­კურ, ქურ­თულ, ებ­რა­ულ, სპარ­სულ, შვე­დურ, იაპო­ნურ, ბულ­გა­რულ, ყა­ბარ­დო­ულ ენებ­ზე. 2017 წლის­თ­ვის, ბიბ­ლი­ო­თე­კის ფონ­დი 556 118 ერ­თე­ულს შე­ად­გენ­და. საკ­მა­ოდ მა­ღა­ლია ფონ­დის ბრუნ­ვა და მკითხ­ველ­თა რა­ო­დე­ნო­ბა. სა­შუ­ა­ლოდ, წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, 210 ათა­სი ერ­თე­უ­ლი გა­ი­ცე­მა, მუდ­მივ მკითხ­ველ­თა რა­ო­დე­ნო­ბა 3500-ს შე­ად­გენს, დამ­ს­წ­რე­თა რა­ო­დე­ნო­ბა კი 90 ათასს აღე­მა­ტე­ბა.

ხან­დაზ­მუ­ლი და უნი­კა­ლუ­რი გა­მო­ცე­მე­ბი

ბიბ­ლი­ო­თე­კის ფონ­დ­ში ყვე­ლა­ზე ხან­დაზ­მუ­ლი წიგ­ნი 1791 წელს ლა­თი­ნურ ენა­ზე გა­მო­ცე­მუ­ლი უნი­ვერ­სა­ლუ­რი „ქი­მი­კო-ფარ­მა­ცევ­ტი­კუ­ლი ლექ­სი­კო­ნია“. უძ­ვე­ლეს გა­მო­ცე­მას მი­ე­კუთ­ვ­ნე­ბა, 1797 წელს, ქარ­თულ ენა­ზე, რომ­ში გა­მო­ცე­მუ­ლი „საქ­რის­ტი­ა­ნო მოძღ­ვ­რე­ბა“. უნი­კა­ლუ­რი გა­მო­ცე­მე­ბი­დან კი, ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ად­გი­ლი უჭი­რავს: 1888 წელს, გი­ორ­გი ქარ­თ­ვე­ლიშ­ვი­ლის მი­ერ, გა­მო­ცე­მულ „ვეფხის­ტყა­ო­სანს“; თე­დო ჟორ­და­ნი­ას მი­ერ შეკ­რე­ბილ „ქრო­ნი­კებ­სა და სხვა მა­სა­ლას სა­ქარ­თ­ვე­ლოს ის­ტო­რი­ი­სა“; ივა­ნე მა­ჩაბ­ლის თარ­გ­მა­ნებს — 1887 წე­ლი; 1859 წელს შტუდ­გარ­ტ­ში, გერ­მა­ნულ ენა­ზე გა­მო­ცე­მულ სა­ი­უ­ბი­ლეო გა­მო­ცე­მას „შმოოეპ“და სხვ. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ბიბ­ლი­ო­თე­კის ოქ­როს ფონ­დ­ში და­ცუ­ლია არა მარ­ტო ქარ­თულ, არა­მედ ფრან­გულ, ინ­გ­ლი­სურ და გერ­მა­ნულ ენებ­ზე გა­მო­ცე­მუ­ლი უძ­ვე­ლე­სი ლი­ტე­რა­ტუ­რა.

დღე­ი­სათ­ვის, ბიბ­ლი­ო­თე­კის ფონ­დი 564 485 ერ­თე­ულს შე­ად­გენს, მათ შო­რი­სა: 371 695 წიგ­ნი, 972 აუდიო-ვი­დეო და 174 ფო­ტო მა­სა­ლა, ასე­ვე, ფონ­დებ­ში ინა­ხე­ბა: რუ­კე­ბი, კა­ლენ­დ­რე­ბი, პლა­კა­ტე­ბი, ნო­ტე­ბი, სას­წავ­ლო თა­მა­შო­ბა­ნი , ჟურ­ნალ-გა­ზე­თე­ბი და სხვ.

ბიბ­ლი­ო­თე­კა და თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბა

მომ­ხ­მა­რე­ბელ­თან მუ­შა­ო­ბის თვალ­საზ­რი­სით, ბიბ­ლი­ო­თე­კა ერთ-ერ­თი სა­უ­კე­თე­სოა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში. მას მჭიდ­რო ურ­თი­ერ­თო­ბა აქვს ქა­ლა­ქის მო­სახ­ლე­ო­ბას­თან, რაც, უმე­ტე­სად, ჩა­ტა­რე­ბულ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში აისა­ხე­ბა — შე­მეც­ნე­ბი­თი დის­კუ­სი­ე­ბი, ლექ­ცი­ე­ბი, კონ­ფე­რენ­ცი­ე­ბი, წიგ­ნე­ბის გან­ხილ­ვა-გარ­ჩე­ვე­ბი, ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი სა­ღა­მო­ე­ბი, დო­კუ­მენ­ტუ­რი და ანი­მა­ცი­უ­რი ფილ­მე­ბის ჩვე­ნე­ბე­ბი, სლა­იდ-შო­უ­ე­ბი, ბა­თუმ­ში მოღ­ვა­წე შე­მოქ­მედ, ღვაწ­ლ­მო­სილ და ცნო­ბილ პი­როვ­ნე­ბებ­თან შეხ­ვედ­რე­ბი. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რადღე­ბა ეთ­მო­ბა მოს­წავ­ლე და სტუ­დენტ ახალ­გაზ­რ­დებ­თან მუ­შა­ო­ბას. მუდ­მი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბაა სკო­ლებ­თან და უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებ­თან, მოს­წავ­ლე­ე­ბი და სტუ­დენ­ტე­ბი აქ­ტი­უ­რად მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­სა და დარ­გობ­რივ კლუ­ბებ­ში. ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში იმარ­თე­ბა რო­გორც სა­ბიბ­ლი­ო­თე­კო დო­კუ­მენ­ტე­ბის გა­მო­ფე­ნე­ბი, ისე ექ­ს­პო­ზი­ცი­ე­ბი ახა­ლი წიგ­ნე­ბის პო­პუ­ლა­რი­ზე­ბის­თ­ვის. მოქ­მე­დებს 10 კლუ­ბი, ინ­ტე­რეს­თა მი­ხედ­ვით. წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, სა­შუ­ა­ლოდ, 60 ღო­ნის­ძი­ე­ბა, 80 გა­მო­ფე­ნა და 75-მდე საკ­ლუ­ბო შეხ­ვედ­რა იმარ­თე­ბა.

მე­თო­დო­ლო­გი­უ­რი თვალ­საზ­რი­სით, ბიბ­ლი­ო­თე­კა გა­მარ­თუ­ლად და თა­ნა­მედ­რო­ვე სტან­დარ­ტე­ბით მუ­შა­ობს.

რთუ­ლი პე­რი­ო­დი, პრობ­ლე­მე­ბი და სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი

ბიბ­ლი­ო­თე­კის არ­სე­ბო­ბის მან­ძილ­ზე კარ­გი დღე­ე­ბიც ყო­ფი­ლა და ცუ­დიც. ყვე­ლა­ზე რთუ­ლი პე­რი­ო­დი 2005-2006 წლე­ბი იყო, რო­ცა ზემ­დ­გო­მი და­წე­სე­ბუ­ლე­ბის (ბიბ­ლი­ო­თე­კა აჭა­რის კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტ­როს დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბა­ში იყო) წი­ნა­შე ბა­თუ­მის სა­ჯა­რო ბიბ­ლი­ო­თე­კის და­მო­უ­კი­დებ­ლად ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რე­ბის ყოფ­ნა-არ­ყოფ­ნის სა­კითხი დად­გა. მიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რომ ბა­თუ­მის სა­ჯა­რო ბიბ­ლი­ო­თე­კა უნი­კა­ლუ­რია იმ მხრივ, რომ მას, 118 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, არც პრო­ფი­ლი შე­უც­ვ­ლია და არც მდე­ბა­რე­ო­ბა. „გა­ნი­ხი­ლე­ბო­და შე­ნო­ბის დაც­ლა და სა­ბიბ­ლი­ო­თე­კო ფონ­დის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ბიბ­ლი­ო­თე­კი­სათ­ვის გა­და­ცე­მა. რომ არა ბა­თუ­მის სა­ზო­გა­დო­ე­ბის აქ­ტი­უ­რო­ბა, ბიბ­ლი­ო­თე­კის იმ­ჟა­მინ­დე­ლი დი­რექ­ტო­რის თავ­და­დე­ბა, ბიბ­ლი­ო­თე­კა­რე­ბის მი­ერ ხელ­მო­წე­რე­ბის შეგ­რო­ვე­ბა, არა­ერ­თი ვი­ზი­ტი სა­მი­ნის­ტ­როს შე­სა­ბა­მის სტრუქ­ტუ­რებ­თან, წიგ­ნი­ე­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბის გვერ­დით დგო­მა, ბიბ­ლი­ო­თე­კა გა­უქ­მე­ბას ვერ გა­და­ურ­ჩე­ბო­და. ამ ძა­ლის­ხ­მე­ვის შე­დე­გად, ვერ შეს­რულ­და აჭა­რის გა­ნათ­ლე­ბი­სა და კულ­ტუ­რის მა­შინ­დე­ლი მი­ნის­ტ­რის, ალექ­სან­დ­რე ჩიკ­ვა­ი­ძის ქვეყ­ნი­სათ­ვის სა­ზი­ა­ნო გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა.“ — გვი­ამ­ბობს ქალ­ბა­ტო­ნი ინ­გა და იმა­საც აღ­ნიშ­ნავს რომ, წარ­სუ­ლის­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, დღეს ბიბ­ლი­ო­თე­კის გან­ვი­თა­რე­ბის სულ სხვა რე­ა­ლო­ბაა. „რაც შე­ე­ხე­ბა პრობ­ლე­მებს და სა­ჭი­რო­ე­ბებს, პა­სუ­ხი, რო­მე­ლიც ახ­ლა უნ­და გაგ­ცეთ, შე­იძ­ლე­ბა უც­ნა­უ­რად მო­გეჩ­ვე­ნოთ იმი­ტომ, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ბიბ­ლი­ო­თე­კე­ბის 60 პრო­ცენ­ტი ამორ­ტი­ზე­ბუ­ლია, ვერ ყი­დუ­ლო­ბენ ახალ წიგ­ნებს და, შე­სა­ბა­მი­სად, რთულ ვი­თა­რე­ბა­ში მუ­შა­ო­ბენ და ეს ყვე­ლა­ფე­რი ჩვენ­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით. ჩვენ, ბა­თუ­მის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მე­რი­ის და­ფი­ნან­სე­ბით, წე­ლი­წად­ში, 50 000 ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის წიგ­ნებს ვყი­დუ­ლობთ, გა­მო­წე­რი­ლი გვაქვს 10 000 ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის ჟურ­ნალ-გა­ზე­თე­ბი, ყვე­ლა სა­ჭი­რო მოთხოვ­ნა გვი­ფი­ნან­ს­დე­ბა და მარ­თ­ლაც უმა­დუ­რე­ბი უნ­და ვი­ყოთ, რომ ვერ და­ვი­ნა­ხოთ, რა­საც ქა­ლა­ქის მე­რია რე­გი­ო­ნის სა­ბიბ­ლი­ო­თე­კო ქსე­ლის და გა­ნათ­ლე­ბის დო­ნის ასა­მაღ­ლებ­ლად აკე­თებს“.

ელექ­ტ­რო­ნუ­ლი რე­სურ­სე­ბი

2010 წლი­დან ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში ელექ­ტ­რო­ნულ მო­ნა­ცემ­თა ბა­ზა შე­იქ­მ­ნა. დღე­ი­სათ­ვის ბა­ზა­ში გან­თავ­სე­ბუ­ლია აჭა­რა­ში გა­მო­ცე­მუ­ლი გა­ზე­თე­ბის 112 416 სტა­ტი­ის ანა­ლი­ტი­კუ­რი აღ­წე­რი­ლო­ბის ელექ­ტ­რო­ნუ­ლი ვერ­სია; სა­ქარ­თ­ვე­ლოს ჟურ­ნა­ლე­ბის 4 887 სტა­ტი­ის ბიბ­ლი­ოგ­რა­ფია. 2020 წლი­დან ბიბ­ლი­ო­თე­კის ელექ­ტ­რო­ნულ ბა­ზას და­ე­მა­ტა: მხა­რეთ­მ­ცოდ­ნე­ო­ბის წიგ­ნე­ბის ანა­ლი­ტი­კუ­რი ბიბ­ლი­ოგ­რა­ფი­ის მო­ნა­ცემ­თა ბა­ზა; იქ­მ­ნე­ბა ქარ­თუ­ლი და უცხო­უ­რი წიგ­ნე­ბის ელექ­ტ­რო­ნუ­ლი კა­ტა­ლო­გე­ბი; შექ­მ­ნი­ლია ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი CD-დის­კე­ბის 130 ელექ­ტ­რო­ნუ­ლი კა­ტა­ლო­გი, უცხო­ე­ნო­ვა­ნი კომ­პაქტ-დის­კე­ბის 393 ელექ­ტ­რო­ნუ­ლი კა­ტა­ლო­გი; DISA შშმპ 112 ელექ­ტ­რო­ნუ­ლი კა­ტა­ლო­გი; პლა­კა­ტი, ეს­ტამ­პი და ფურ­ც­ლო­ვა­ნი გა­მო­ცე­მე­ბი — 141; ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში და­ცუ­ლი ქარ­თუ­ლი და რუ­სუ­ლი გა­ზე­თე­ბის ელექ­ტ­რო­ნუ­ლი კა­ტა­ლო­გი. 2015 წლი­დან მომ­ზად­და და მო­ნა­ცემ­თა ელექ­ტ­რო­ნულ ბა­ზა­ში გან­თავ­სე­ბუ­ლია „აჭა­რის ციფ­რუ­ლი ფო­ტო­მა­ტი­ა­ნე“ — 2 576 ფო­ტო და 215 წიგ­ნის ელექ­ტ­რო­ნუ­ლი ვერ­სია. დღე­ი­სათ­ვის, ბა­თუ­მის სა­ჯა­რო ბიბ­ლი­ო­თე­კის ელექ­ტ­რო­ნულ მო­ნა­ცემ­თა ბა­ზა­ში 446 496 ჩა­ნა­წე­რია გან­თავ­სე­ბუ­ლი.

პრო­ფე­სია ბიბ­ლი­ო­თე­კა­რი

მა­რი­კა 26 წლი­საა. ბა­თუ­მის ბიბ­ლი­ო­თე­კის ყვე­ლა­ზე ახალ­გაზ­რ­და ბიბ­ლი­ო­თე­კა­რია. ბავ­შ­ვო­ბი­დან და­დი­ო­და ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში და ერ­თ­გუ­ლი მკითხ­ვე­ლი იყო. სწო­რედ წიგ­ნე­ბის სიყ­ვა­რულ­მა გა­ნა­პი­რო­ბა, ბიბ­ლი­ო­თე­კა­რი გამ­ხ­და­რი­ყო. „უკ­ვე რამ­დე­ნი­მე თვეა, რაც კო­ლექ­ტი­ვის ყვე­ლა­ზე ახალ­გაზ­რ­და წევ­რი ვარ. მი­ხა­რია, რომ ძა­ლი­ან ბევ­რი თი­ნე­ი­ჯე­რი სტუმ­რობს ბიბ­ლი­ო­თე­კას, რო­მე­ლიც ყო­ველ­თ­ვის ახალ აქ­ტი­ვო­ბებს სთა­ვა­ზობს ჩვენს მკითხ­ვე­ლებს.“ — მა­რი­კა ძნე­ლა­ძე.

მთა­ვა­რი ბიბ­ლი­ო­თე­კა­რის, ქალ­ბა­ტო­ნი ნა­ნას სა­მუ­შაო დღე, უკ­ვე მრა­ვა­ლი წე­ლია, დი­ლის 10 სა­ა­თი­დან იწყე­ბა. სამ­სა­ხურ­ში დი­დი სი­ხა­რუ­ლით მი­დის. „წიგ­ნ­თან და ბავ­შ­ვებ­თან სი­ახ­ლო­ვე, მათ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა ის სუ­ლი­ე­რი საზ­რ­დოა, რო­მე­ლიც ჩემ­თ­ვის ყო­ვე­ლი ახა­ლი დღის გა­თე­ნე­ბას მო­აქვს. თა­ვი­დან რომ ვიწყებ­დე ცხოვ­რე­ბას, ალ­ბათ ისევ ბიბ­ლი­ო­თე­კას ვეს­ტუმ­რე­ბი და იქ და­ვი­დებ თბილ ბუ­დეს.“ — ნა­ნა კვა­ჭა­ძე.

ამე­რი­კუ­ლი კუთხე

ბა­თუ­მის ამე­რი­კუ­ლი კუთხე სა­ზო­გა­დე­ობ­რი­ვი ცენ­ტ­რია, რო­მე­ლიც 2006 წლი­დან ბა­თუ­მის სა­ჯა­რო ბიბ­ლი­ო­თე­კის შე­ნო­ბა­შია გან­თავ­სე­ბუ­ლი. ცენ­ტ­რი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ამე­რი­კის სა­ელ­ჩოს კო­ორ­დი­ნა­ცი­ის ქვეშ იმ­ყო­ფე­ბა და ფი­ნან­ს­დე­ბა ამე­რი­კის სა­ხელ­წი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის მი­ერ. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ 2015 წელს ამე­რი­კის სა­ხელ­მ­წი­ფო დე­პარ­ტ­ამენ­ტ­მა ბა­თუ­მის ამე­რი­კუ­ლი კუთხე პრი­ო­რი­ტე­ტულ სივ­რ­ცედ აირ­ჩია, რის შე­დე­გა­დაც გან­ხორ­ცი­ელ­და ინ­ვეს­ტი­ცია, რო­მე­ლიც მის გა­რეგ­ნულ სა­ხე­სა და მა­ტე­რი­ა­ლურ-ტექ­ნი­კურ ბა­ზა­ზე აისა­ხა. კუთხე გა­რე­მონ­ტ­და, გა­ნახ­ლ­და, გა­თა­ნა­მედ­როვ­და და აღი­ჭურ­ვა თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბით. ევ­რო­პის მას­შ­ტა­ბით, ჯამ­ში, 10 ამე­რი­კუ­ლი კუთხე იქ­ნა შერ­ჩე­უ­ლი პრი­ო­ი­ტე­ტულ სივ­რ­ცედ და ამ ათე­ულ­შო მოხ­ვ­და ბა­თუ­მის ამე­რი­კუ­ლი კუთხეც.

ცენ­ტ­რის მი­ზა­ნია ამე­რი­კუ­ლი კულ­ტუ­რი­სა და ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის პო­პუ­ლა­რი­ზე­ბა და სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გავ­რ­ცე­ლე­ბა. ნე­ბის­მი­ერ და­ინ­ტე­რე­სე­ბულ პირს ამე­რი­კულ კუთხე­ში შე­უძ­ლია: მი­ი­ღოს ინ­ფორ­მა­ცია ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის შე­სა­ხებ, სხვა­დას­ხ­ვა ინ­გ­ლი­სუ­რე­ნო­ვან კლუ­ბებ­სა და სა­ჯა­რო ლექ­ცი­ებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბით და რაც მთა­ვა­რია, ისარ­გებ­ლოს თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბით — 3-გან­ზო­მი­ლე­ბი­ა­ნი პრინ­ტე­რი, 3-გან­ზო­მი­ლე­ბი­ა­ნი კა­ლა­მი, Electronic Snap Circuits, Little Bits, Makey Makey, Lego Mind storm Osmo; ისარ­გებ­ლოს უფა­სო, მა­ღალ­სიჩ­ქა­რი­ა­ნი ინ­ტერ­ნე­ტით, უახ­ლე­სი ლეპ­ტო­პე­ბი­თა და აიპა­დე­ბით; ითა­მა­შოს 30-ზე მე­ტი სა­თა­მა­შო­თი, რო­მე­ლიც გათ­ვ­ლი­ლია სხვა­დას­ხ­ვა ასა­კის მომ­ხ­მა­რე­ბელ­ზე; გა­მო­ი­ყე­ნოს 6 000-ზე მე­ტი სხვა­დას­ხ­ვა თე­მა­ტი­კი­სა და ჟან­რის წიგ­ნი და 500-ზე მე­ტი აუდიო-ვი­დე­ო­მა­სა­ლა; და­ეს­წ­როს სა­ინ­ტე­რე­სო სა­ჯა­რო ლექ­ცი­ებს ინ­გ­ლი­სურ და ქარ­თულ ენებ­ზე; ამე­რი­კუ­ლი კუთხის სივ­რ­ცე გა­მო­ი­ყე­ნოს სა­კუ­თა­რი იდე­ე­ბი­სა და პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­სათ­ვის; შეხ­ვ­დეს სა­ინ­ტე­რე­სო ხალხს, შე­ი­ძი­ნოს მე­გობ­რე­ბი და გა­ი­ფარ­თო­ვოს სა­ნაც­ნო­ბო წრე.

მი­მარ­თ­ვა მკითხ­ველს

„ახალ­გაზ­რ­დებს ყო­ველ­თ­ვის ცნო­ბილ ფრა­ზას ვახ­სე­ნებ — იმე­გობ­რეთ წიგ­ნებ­თან. მათ იცი­ან, რომ ბიბ­ლი­ო­თე­კის კა­რი მათ­თ­ვის მუდ­მი­ვად ღიაა. ყო­ველ­თ­ვის მზად ვარ, და­ვეხ­მა­რო ახალ­გაზ­რ­დებს, ახა­ლი და სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში. ჩე­მი აზ­რით, სამ­შობ­ლოს სიყ­ვა­რუ­ლი იმ საქ­მის სიყ­ვა­რუ­ლით კე­თე­ბაა, რო­მელ­საც ემ­სა­ხუ­რე­ბი. მიყ­ვარს ჩე­მი საქ­მე და ბიბ­ლი­ო­თე­კა, სა­დაც ცხოვ­რე­ბის ნა­ხე­ვარს ვა­ტა­რებ. მიყ­ვარს ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც აქ ფუს­ფუ­სე­ბენ, უვ­ლი­ან, ეფე­რე­ბი­ან და ეფო­ფი­ნე­ბი­ან წიგ­ნებს. ყვე­ლა კუთხე-კუნ­ჭუ­ლი მიყ­ვარს და ამი­ტომ, უან­გა­როდ ვი­ხარ­ჯე­ბი ამ კე­თილ­შო­ბი­ლუ­რი საქ­მი­სათ­ვის. ჩვენს ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში ბევ­რი ისე­თი ად­გი­ლია, სა­დაც შე­გიძ­ლია მშვი­დად ისა­უბ­რო მკითხ­ველ­თან, ახალ­გაზ­რ­დებ­თან… ყვე­ლა­ზე მე­ტად, ბიბ­ლი­ო­თე­კის ერ­თი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ად­გი­ლი — წიგ­ნე­ბის ბორ­ბა­ლი მიყ­ვარს, გან­სა­კუთ­რე­ბით მა­შინ, რო­ცა ეს კუთხე პა­ტა­რე­ბით ივ­სე­ბა, მათ ზღა­პარს ვუ­კითხავ ან ვე­სა­უბ­რე­ბი!

ვუ­ლო­ცავ ყვე­ლა ბა­თუ­მელს, ყვე­ლა­ზე დი­დი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო კე­რის 118 წლის იუბი­ლეს!“ — ინ­გა გო­გი­ბე­რი­ძე, ბა­თუ­მის ბიბ­ლო­თე­კის დი­რექ­ტო­რი.

ჩე­მი ბიბ­ლი­ო­თე­კა იუბი­ლა­რია

„ბა­თუ­მის სა­ჯა­რო ბიბ­ლი­ო­თე­კა, და­არ­სე­ბი­დან დღემ­დე, კულ­ტუ­რულ-სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო, სა­მეც­ნი­ე­რო-აღ­მ­ზ­რ­დე­ლო­ბით და სა­ინ­ფორ­მა­ციო-სო­ცი­ა­ლურ ინ­ს­ტი­ტუ­ტად ჩა­მო­ყა­ლიბ­და. მის დარ­ბა­ზებს არა­ერ­თი იუბი­ლე, შეხ­ვედ­რა, დი­ა­ლო­გი თუ კონ­ფე­რენ­ცია ახ­სოვს. დღეს კი პან­დე­მი­ამ თა­ვი­სი პი­რო­ბე­ბი შე­მოგ­ვ­თა­ვა­ზა, მაგ­რამ ბიბ­ლი­ო­თე­კა მა­ინც ეძებს გზებს და სა­შუ­ა­ლე­ბებს, უწიგ­ნოდ არ და­ტო­ვოს მკითხ­ვე­ლი. ამის­თ­ვის ონ­ლა­ინ რე­ჟიმ­სა და ღია სივ­რ­ცეს ვი­ყე­ნებთ.

ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში სტუ­დენ­ტო­ბის წლებ­ში მი­ვე­დი და დავ­რ­ჩი, აღარ მინ­და აქე­დან წას­ვ­ლა. მეც ამ ოჯა­ხის წევ­რი ვარ, ოჯა­ხი­სა, რო­მელ­საც გა­ნათ­ლე­ბუ­ლი, ენერ­გი­უ­ლი, ნი­ჭი­ე­რი, შრო­მის­მოყ­ვა­რე, გუ­ლის­ხ­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნი ხელ­მ­ძღვა­ნე­ლობს. ქალ­ბა­ტონ ინ­გას გვერ­დ­ში უდ­გას ბიბ­ლი­ო­თე­კარ­თა გუნ­დი. ვუ­ლო­ცავთ მათ ბიბ­ლი­ო­თე­კის იუბი­ლეს, ვუ­სურ­ვებ ჯან­მ­რ­თე­ლო­ბას და მკითხ­ვე­ლით სავ­სე დარ­ბა­ზებს…“ — მე­დეა კა­ლან­დ­რიშ­ვი­ლი, ბა­თუ­მის სა­ჯა­რო ბიბ­ლი­ო­თე­კის მთა­ვა­რი ბიბ­ლი­ოგ­რა­ფი.

მო­მავ­ლის გეგ­მე­ბი

ბა­თუ­მის ბიბ­ლი­ო­თე­კის მეს­ვე­უ­რე­ბი არა­ერთ სა­ინ­ტე­რე­სო გეგ­მა­სა თუ იდე­ა­ზე სა­უბ­რო­ბენ. რო­გორც ქალ­ბა­ტონ­მა ინ­გამ გვითხ­რა, ბიბ­ლი­ო­თე­კის ეზო­ში არ­სე­ბულ სარ­დაფ­ში, ღვი­ნის ბიბ­ლი­ო­თე­კის გახ­ს­ნა იგეგ­მე­ბა: „ვფიქ­რობ, 2021 წელს ამ იდე­ას აუცი­ლებ­ლად გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ. ღვი­ნის ბიბ­ლი­ო­თე­კა-მუ­ზე­უ­მი კი­დევ უფ­რო მიმ­ზიდ­ველს და სა­ინ­ტე­რე­სოს გახ­დის ჩვენს ბიბ­ლი­ო­თე­კას. ბა­თუ­მის სა­ჯა­რო ბიბ­ლი­ო­თე­კას აქვს არა მარ­ტო დი­დი წარ­სუ­ლი და ღირ­სე­უ­ლი აწ­მ­ყო, არა­მედ სა­მო­მავ­ლო პერ­ს­პექ­ტი­ვე­ბიც“.

მო­ამ­ზა­და მა­კა ყი­ფი­ან­მა

დატოვეთ კომენტარი