ჩატარდა ტრენინგი “სამეცნიერო კომუნიკაციის აქტივობების მომზადება”

93

🇬🇪🇪🇺 ევროპელ მკვლევართა ღამისა და პროექტის „მეცნიერება კაპიტანიას“ ეგიდით, Twinning-ის პროექტის „ინტერსექტორული თანამშრომლობის შესაძლებლობების მხარდაჭერა კვლევასა და ინდუსტრიას შორის“ ფარგლებში, დისტანციურ რეჟიმში ჩატარდა ტრენინგი მეცნიერების კომუნიკაციაში, ორგანიზატორები – საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი.
ონლაინ შეხვედრაში მონაწილეობდნენ: შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურ დირექტორ ჯაბა სამუშია, საერთაშორისო ექსპერტები: დოქტორი გილბერტ აჰამერი (ავსტრია), მუზა კირიუსინა (ლატვია), აგრეთვე, DAAD-ისა და რუსთაველის ფონდის ერთობლივი კონკურსისა და ახალგაზრდა მეცნიერთა საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსებული მეცნიერები.
ტრენინგი მეცნიერების კომუნიკაციაში შემდეგ თემებს მოიცავდა: საკომუნიკაციო სტრატეგია სამიზნე აუდიტორიისათვის; საკომუნიკაციო მესიჯები; საკომუნიკაციო მედიუმი, ენა, დიზაინი და სტრუქტურა; პრეზენტაციის მომზადება; სამეცნიერო პროექტის წარდგენა და ა.შ.
საქართველო, წელს, პირველად უერთდებ, აპროექტით „მეცნიერება კაპიტანია“, ევროპელ მკვლევართა ღამეს, რომელშიც ევროკავშირისა და ჰორიზონტი 2020-ის ასოცირებული 30 ქვეყანა მონაწილეობს. 2020 წლის 27-28 ნოემბერს დისტანციურად ჩატარდება პროექტის „მეცნიერება კაპიტანია“ ძირითადი ღონისძიებები – ფართომასშტაბიანი, მრავალდარგობრივი, შემეცნებითი, სახალისო, კულტურული – თბილისში, თელავში, ქუთაისში, ბათუმში, ახალციხესა და ზუგდიდში. „მეცნიერება კაპიტანია“ მეცნიერების, როგორც საზოგადოების ყველა ფენის ყოველდღიური ცხოვრების ნაწილის, წარმოჩენასა და საქართველოს ფართო საზოგადოებაში პოპულარიზაციას ემსახურება.

დატოვეთ კომენტარი