???? ევროპელ მკვლევართა ღამისა და პროექტის „მეცნიერება კაპიტანიას“ ეგიდით, Twinning-ის პროექტის „ინტერსექტორული თანამშრომლობის შესაძლებლობების მხარდაჭერა კვლევასა და ინდუსტრიას შორის“ ფარგლებში, დისტანციურ რეჟიმში ჩატარდა ტრენინგი მეცნიერების კომუნიკაციაში, ორგანიზატორები – საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი.
ონლაინ შეხვედრაში მონაწილეობდნენ: შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურ დირექტორ ჯაბა სამუშია, საერთაშორისო ექსპერტები: დოქტორი გილბერტ აჰამერი (ავსტრია), მუზა კირიუსინა (ლატვია), აგრეთვე, DAAD-ისა და რუსთაველის ფონდის ერთობლივი კონკურსისა და ახალგაზრდა მეცნიერთა საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსებული მეცნიერები.
ტრენინგი მეცნიერების კომუნიკაციაში შემდეგ თემებს მოიცავდა: საკომუნიკაციო სტრატეგია სამიზნე აუდიტორიისათვის; საკომუნიკაციო მესიჯები; საკომუნიკაციო მედიუმი, ენა, დიზაინი და სტრუქტურა; პრეზენტაციის მომზადება; სამეცნიერო პროექტის წარდგენა და ა.შ.
საქართველო, წელს, პირველად უერთდებ, აპროექტით „მეცნიერება კაპიტანია“, ევროპელ მკვლევართა ღამეს, რომელშიც ევროკავშირისა და ჰორიზონტი 2020-ის ასოცირებული 30 ქვეყანა მონაწილეობს. 2020 წლის 27-28 ნოემბერს დისტანციურად ჩატარდება პროექტის „მეცნიერება კაპიტანია“ ძირითადი ღონისძიებები – ფართომასშტაბიანი, მრავალდარგობრივი, შემეცნებითი, სახალისო, კულტურული – თბილისში, თელავში, ქუთაისში, ბათუმში, ახალციხესა და ზუგდიდში. „მეცნიერება კაპიტანია“ მეცნიერების, როგორც საზოგადოების ყველა ფენის ყოველდღიური ცხოვრების ნაწილის, წარმოჩენასა და საქართველოს ფართო საზოგადოებაში პოპულარიზაციას ემსახურება.
ჩვენ შესახებ
გაზეთი „ახალი განათლება“ გამოდის 1998 წლიდან, კვირაში ერთხელ (ხუთშაბათობით) და ხელმოწერით ვრცელდება საქართველოს ყველა რეგიონის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში და სხვა საგანამანათლებლო დაწესებულებებში









