შე­ფა­სე­ბა და მას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სირ­თუ­ლე­ე­ბი

809

ნი­ნო გა­ბულ­და­ნი

წა­ლენ­ჯი­ხის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ქ. ჯვა­რის №2 სა­ჯა­რო სკო­ლის ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის მენ­ტო­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი, ფი­ლო­ლო­გი­ის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი

შე­ფა­სე­ბა ერთ-ერ­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი და სენ­სი­ტი­უ­რი სა­კითხია სას­კო­ლო ცხოვ­რე­ბა­ში. მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი, რად­გან სას­წავ­ლო მიზ­ნამ­დე მის­ვ­ლას ვზო­მავთ და სენ­სი­ტი­უ­რი, რად­გან მოს­წავ­ლე­ე­ბი, და მათ­თან ერ­თად მშობ­ლე­ბიც, ძა­ლი­ან მგრძნო­ბი­ა­რე­ნი არი­ან შე­ფა­სე­ბის მი­მართ. ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, მას­წავ­ლებ­ლის რო­ლი გა­ნუ­ზომ­ლად დი­დია. უპირ­ვე­ლე­სად, მან უსაფ­რ­თხო სას­წავ­ლო გა­რე­მო უნ­და შექ­მ­ნას, რა­შიც შფოთ­ვის ხა­რის­ხის შემ­ცი­რე­ბა მო­ი­აზ­რე­ბა. ამის მიღ­წე­ვა შე­საძ­ლე­ბე­ლია სწო­რად და­გეგ­მი­ლი გაკ­ვე­თი­ლით, რო­მე­ლიც გა­ჯე­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი და სა­ხა­ლი­სო აქ­ტი­ვო­ბე­ბით.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, არ­სე­ბობს შე­ფა­სე­ბის ორი ტი­პი: გან­მ­საზღ­ვ­რე­ლი და გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი. შე­ფა­სე­ბის პრო­ცეს­ზე ხან­გ­რ­ძ­ლი­ვი დაკ­ვირ­ვე­ბა გვაჩ­ვე­ნებს, რომ გან­მ­საზღ­ვ­რე­ლი შე­ფა­სე­ბა (მი­უ­ხე­და­ვად ჩაშ­ლი­ლი კრი­ტე­რი­უ­მის გაც­ნო­ბი­სა), ხში­რად, მოს­წავ­ლე­თა და მშო­ბელ­თა შფოთ­ვის მი­ზე­ზი ხდე­ბა, რად­გან, გარ­და ცოდ­ნის გა­ზომ­ვი­სა, ის ოფი­ცი­ა­ლურ სას­კო­ლო დო­კუ­მენ­ტ­ში, ჟურ­ნალ­შიც, იწე­რე­ბა. ამ ფონ­ზე, გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი შე­ფა­სე­ბა თით­ქოს უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო ხდე­ბა, მაგ­რამ პრაქ­ტი­კა გან­ს­ხ­ვა­ვე­ბულ სუ­რათს გვაჩ­ვე­ნებს. ამი­ტომ, ვფიქ­რობთ, სა­სურ­ვე­ლი იქ­ნე­ბა, თუ საკ­ლა­სო ჟურ­ნალ­შიც შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­დე­ბა მი­სი ასახ­ვა.

გაკ­ვე­თი­ლის და­გეგ­მ­ვის დროს მას­წავ­ლე­ბელ­მა უნ­და გა­ით­ვა­ლის­წი­ნოს, რომ ყვე­ლა აქ­ტი­ვო­ბა­ზე მი­ი­ღოს უკუ­კავ­ში­რი. ეს და­ეხ­მა­რე­ბა მას, სტან­დარ­ტით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი მი­ზა­ნი შე­დეგ­ში გა­და­იყ­ვა­ნოს. ამი­ტო­მაც, გაკ­ვე­თი­ლის მსვლე­ლო­ბის პრო­ცეს­ში, გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი შე­ფა­სე­ბის წი­ლი უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სია. სა­ბო­ლო­ოდ მი­ღე­ბუ­ლი შე­დე­გი კი, გან­მ­საზღ­ვ­რე­ლი შე­ფა­სე­ბით გა­ი­ზო­მე­ბა.

შე­მოგ­თა­ვა­ზებთ ერ­თი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი გაკ­ვე­თი­ლის გეგ­მას, თა­ვი­სი შე­ფა­სე­ბის ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტე­ბით:

კლა­სი: XI (14 მოს­წავ­ლე)

თე­მა: ილია ჭავ­ჭა­ვა­ძე — „ოთა­რა­ანთ ქვრი­ვი“ და ჯიბ­რან ხა­ლილ ჯიბ­რა­ნის „შვი­ლე­ბი“ (შე­და­რე­ბი­თი ანა­ლი­ზი)

სტან­დარ­ტი და მი­საღ­წე­ვი შე­დე­გი

ქართ. XI. 5. მოს­წავ­ლეს შე­უძ­ლია სხვა­დას­ხ­ვა ეპო­ქის ტექ­ს­ტე­ბის გა­ა­ნა­ლი­ზე­ბა მათ­ში ასა­ხუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის, თე­მე­ბის, იდე­ე­ბი­სა და პრობ­ლე­მა­ტი­კის თვალ­საზ­რი­სით.

შე­დე­გი თვალ­სა­ჩი­ნოა თუ მოს­წავ­ლე:

ადა­რებს ერ­თი და იმა­ვე თე­მე­ბის, იდე­ე­ბის, პრობ­ლე­მე­ბის ინ­ტერ­პ­რე­ტა­ცი­ას სხვა­დას­ხ­ვა ეპო­ქის ტექ­ს­ტებ­ში: ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის „ოთა­რა­ანთ ქვრივ­სა“ და ჯიბ­რან ხა­ლილ ჯიბ­რა­ნის „შვი­ლებ­ში“ და მსჯე­ლობს მსგავ­სე­ბა-გან­ს­ხ­ვა­ვე­ბა­ზე.

რე­სურ­სე­ბი

ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო

„ოთა­რა­ანთ ქვრი­ვი­დან“ — „ორი თვა­ლი“

ოთა­რა­ანთ ქვრი­ვი არ­ჩილ­თან გა­საშ­ვე­ბად ამ­ზა­დებს გი­ორ­გის, ბარ­გი ჩა­ა­ლა­გა და და­ემ­შ­ვი­დო­ბა. გულ­დაწყ­ვე­ტი­ლი ოთა­რა­ანთ ქვრი­ვი უყუ­რებ­და მი­მა­ვალ გი­ორ­გის და ამ­ბობ­და: იქით მი­დის, თით­ქოს თო­კით ექა­ჩე­ბი­ან, აქეთ თით­ქოს ძა­ფიც არ იჭერს, დე­დაშ­ვი­ლო­ბა­ში შენ­ჩე­მო­ბა რად არის, ან ორი თვა­ლი რად უნ­და იყოს. თუმ­ცა მე მხო­ლოდ „შე­ნი­სად მა­ყუ­რე­ბე­ლი თვა­ლით-ღა ვივ­ლი და ვი­ცოცხ­ლე­ბო“.

ჯიბ­რან ხა­ლილ ჯიბ­რა­ნი — „შვი­ლე­ბი“ (თარ­გ­მა­ნი ნი­ნო დო­ლი­ძი­სა)

„ქალ­მა, რო­მელ­საც თა­ვი­სი პა­ტა­რა ბავ­შ­ვი მკერ­დ­ზე მი­ეკ­რა, უთხ­რა: გვე­ლა­პა­რა­კე შვი­ლებ­ზე.

და მან (ბრძენ­მა — ნ.გ.) თქვა:

თქვე­ნი ბავ­შ­ვე­ბი თქვენ არ გე­კუთ­ვ­ნით.

ისი­ნი არი­ან ვა­ჟიშ­ვი­ლე­ბი და ქა­ლიშ­ვი­ლე­ბი ცხოვ­რე­ბის სევ­დი­სა სა­კუ­თა­რი თა­ვის გა­მო.

ისი­ნი თქვე­ნი სა­შუ­ა­ლე­ბით მო­დი­ან, მაგ­რამ არა თქვენ­გან.

და თუმ­ცა თქვენ­თან ერ­თად არი­ან, თქვენს კუთ­ვ­ნი­ლე­ბას არ წარ­მო­ად­გე­ნენ.

შე­გიძ­ლი­ათ მის­ცეთ მათ თქვე­ნი სიყ­ვა­რუ­ლი, მაგ­რამ არა აზ­რე­ბი.

რად­გან მათ თა­ვი­ან­თი ფიქ­რე­ბი აქვთ.

შე­გიძ­ლი­ათ შე­ი­კედ­ლოთ მა­თი სხე­უ­ლე­ბი, მაგ­რამ არა — სუ­ლე­ბი, რად­გან მა­თი სუ­ლე­ბი ხვა­ლინ­დე­ლი დღის მკვიდ­რ­ნი არი­ან, თქვენ კი ოც­ნე­ბა­შიც არ შე­გიძ­ლი­ათ მო­მავ­ლის მო­ნა­ხუ­ლე­ბა.

შე­საძ­ლოა, ეს­წ­რა­ფო­დეთ, მი­ემ­ს­გავ­სოთ მათ, მაგ­რამ ნუ ეც­დე­ბით და­იმ­ს­გავ­სოთ ისი­ნი, რად­გან ცხოვ­რე­ბა უკან-უკან არ მი­დის და გუ­შინ­დელ დღეს­თან არ ყოვ­ნ­დე­ბა.

თქვენ მშვილ­დე­ბი ხართ, რომ­ლი­და­ნაც თქვე­ნი შვი­ლე­ბი, რო­გორც ცოცხა­ლი ის­რე­ბი, წინ-წინ გა­იჭ­რ­ნენ.

მსრო­ლე­ლი ხე­დავს მი­ზანს უსას­რუ­ლო­ბის ბი­ლიკ­ზე და ის გღუ­ნავთ თქვენ თა­ვი­სი ძა­ლით, რომ მი­სი ის­რე­ბი სწრა­ფად და შორს გაფ­რინ­დ­ნენ.

იყოს თქვე­ნი მოხ­რი­ლო­ბა მსრო­ლე­ლის ხელ­ში მხო­ლოდ სი­ხა­რუ­ლის მომ­ტა­ნი, რა­მე­თუ, რო­გორც გაფ­რე­ნი­ლი ისა­რი, ისე­ვე უყ­ვარს მას მშვილ­დი, რო­მე­ლიც ად­გილ­ზე რჩე­ბა.“

აქ­ტი­ვო­ბე­ბი და დრო

გო­ნებ­რი­ვი იერი­ში

შე­კითხ­ვე­ბი წი­ნა­რე ცოდ­ნის გა­აქ­ტი­უ­რე­ბი­სა და ახ­ლის მი­სა­ღე­ბად (10 წუ­თი)

შე­ა­ფა­სეთ ოთა­რა­ანთ ქვრი­ვის, რო­გორც დე­დის, პო­ზი­ცია. რა პრინ­ციპს იცავს იგი?

გა­იხ­სე­ნეთ მოთხ­რო­ბა „კა­ცია ადა­მი­ა­ნი?!“ რის­თ­ვის უნ­და ლუ­არ­საბს შვი­ლი?

გა­ავ­ლეთ პა­რა­ლე­ლი და იმ­ს­ჯე­ლეთ პერ­სო­ნაჟ­თა ხა­სი­ათ­ზე, თვი­სე­ბებ­ზე, ცხოვ­რე­ბის წეს­ზე.

რა­ტომ უშ­ვებს ოთა­რა­ანთ ქვრი­ვი გი­ორ­გის არ­ჩილ­თან ასე დატ­ვირ­თულს? რო­მე­ლი ადა­მი­ა­ნუ­რი სი­სუს­ტე დაძ­ლია ქვრივ­მა?

წი­ნა­რე ცოდ­ნა

ა) მოს­მე­ნი­ლი აქვთ ვი­დე­ო­ლექ­ცია (https://www.youtube.com/watch?v=iF0mjvh2I2U ლა­ლი და­თაშ­ვი­ლი, დე­დაშ­ვი­ლო­ბა);

ბ) მოს­წავ­ლე­ებ­მა იცი­ან „ოთა­რა­ანთ ქვრი­ვი­დან“ „ორი თვა­ლი“.

წვდო­მის ფა­ზა

მუ­შა­ო­ბა ჯგუ­ფებ­ში — 20წთ.

მოს­წავ­ლე­ე­ბი და­ი­ყო­ფი­ან სამ ჯგუ­ფად, წა­ი­კითხა­ვენ ჯიბ­რან ხა­ლილ ჯიბ­რა­ნის „შვი­ლე­ბი­დან“ ამო­ნა­რიდს. შე­ა­და­რე­ბენ წა­კითხულ საპ­როგ­რა­მო ტექსტს და მო­ამ­ზა­დე­ბენ საპ­რე­ზენ­ტა­ციო მა­სა­ლას.

მა­სა­ლის წარ­დ­გე­ნის ფორ­მა:

ა) სა­ვალ­დე­ბუ­ლო

მოს­წავ­ლე­ე­ბი წე­რენ ხუ­თაბ­ზა­ცი­ან ესეს;

ბ) არ­ჩე­ვი­თი

მოს­წავ­ლე­ებს შე­უძ­ლი­ათ, წარ­მო­ად­გი­ნონ ორი­ვე ტექ­ს­ტის­თ­ვის ვე­ნუ­რი დი­აგ­რა­მა ან გა­მო­ი­ყე­ნონ აქ­ტი­ვო­ბა „მოვ­ლე­ნა­თა ჯაჭ­ვი“ (იხ. მა­ნა­ნა ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი — ტექ­ს­ტის გა­აზ­რე­ბის არა­ლინ­გ­ვის­ტუ­რი ხერ­ხე­ბი და წიგ­ნი­ე­რე­ბა. http://mastsavlebeli.ge/uploads/resursebi/bochor.pdf)

პრე­ზენ­ტა­ცია — 10წთ.

ა) პრე­ზენ­ტა­ტო­რი წარ­მო­ად­გენს ჯგუფ­ში მომ­ზა­დე­ბულ სა­ვალ­დე­ბუ­ლო და­ვა­ლე­ბას — ხუ­თაბ­ზა­ცი­ან ესეს;

ბ) არ­ჩე­ვით და­ვა­ლე­ბებს წარ­მო­ად­გე­ნენ ჯგუ­ფის ის წევ­რე­ბი, რო­მელ­თაც აირ­ჩი­ეს და შე­ას­რუ­ლეს და­ვა­ლე­ბა.

რეფ­ლექ­სია

შე­ვა­ფა­სოთ — 5წთ.

ჯგუ­ფუ­რი მუ­შა­ო­ბის გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი შე­ფა­სე­ბის რუბ­რი­კა

პრე­ზენ­ტა­ცი­ის გან­მ­საზღ­ვ­რე­ლი შე­ფა­სე­ბის რუბ­რი­კა:

ა) სა­ვალ­დე­ბუ­ლო და­ვა­ლე­ბა

ბ) არ­ჩე­ვი­თი და­ვა­ლე­ბა

სა­ში­ნაო და­ვა­ლე­ბა

წე­რი­თი და­ვა­ლე­ბა

ესე — დე­დაშ­ვი­ლო­ბა დღეს

წარ­მოდ­გე­ნილ გაკ­ვე­თილ­ში წინ­მ­ს­წ­რე­ბია გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი შე­ფა­სე­ბა ჯგუ­ფუ­რი მუ­შა­ო­ბის წარ­მარ­თ­ვის დროს. დას­რუ­ლე­ბუ­ლი სა­მუ­შა­ოს შე­სა­ფა­სებ­ლად კი, გან­მ­საზღ­ვ­რელ შე­ფა­სე­ბას მივ­მარ­თეთ, რად­გან ის „გა­მო­ი­ყე­ნე­ბა სას­წავ­ლო თე­მა­ზე/სა­კითხ­ზე მუ­შა­ო­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ. მი­სი მი­ზა­ნია, და­ად­გი­ნოს, თუ რო­გო­რია მოს­წავ­ლის შე­დე­გე­ბი სტან­დარ­ტით გან­საზღ­ვ­რულ მი­ზან­თან მი­მარ­თე­ბით და რა ქუ­ლას იმ­სა­ხუ­რებს იგი“ („შე­ფა­სე­ბა და დი­ფე­რენ­ცი­რე­ბუ­ლი სწავ­ლე­ბა“, მა­რი­ნა ხუნ­ძა­ყიშ­ვი­ლი, სა­რა ბი­ვე­რი, 2018წ. სსიპ მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რი).

რო­გორც გან­მ­საზღ­ვ­რე­ლი, ისე გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი შე­ფა­სე­ბე­ბის უამ­რა­ვი ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტი არ­სე­ბობს. მე მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე შე­მოგ­თა­ვა­ზეთ. თუმ­ცა, ვფიქ­რობ, ყვე­ლა გაკ­ვე­თი­ლი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რია და ხში­რად არის სა­ჭი­რო შე­ფა­სე­ბის რუბ­რი­კე­ბის მო­დი­ფი­ცი­რე­ბა. უფ­რო მე­ტიც, ერ­თ­სა და იმა­ვე თე­მა­ზე სხვა­დას­ხ­ვა დროს ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გაკ­ვე­თი­ლი ხში­რად გან­ს­ხ­ვა­ვე­ბულ მიდ­გო­მას ითხოვს.

შე­ფა­სე­ბის თვალ­საზ­რი­სით, არ­სე­ბობს მწვა­ვე გა­მოწ­ვე­ვე­ბიც. ხში­რია შემ­თხ­ვე­ვა, რო­ცა სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე მოს­წავ­ლე­თა მშობ­ლე­ბი თავს არი­დე­ბენ დი­აგ­ნოს­ტი­კას/შე­ფა­სე­ბას. მათ აქვთ სტიგ­მის ში­ში, რაც მი­ა­ნიშ­ნებს იმა­ზე, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბა არ არის ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბის შე­სა­ხებ. ეს კი მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად აფერ­ხებს გან­ვი­თა­რე­ბის პრო­ცესს, რად­გან შე­ფა­სე­ბის/დი­აგ­ნოს­ტი­კის გა­რე­შე სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში ვერ ჩა­ერ­თ­ვე­ბა სპეც­მას­წავ­ლე­ბე­ლი და ვერც ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი სას­წავ­ლო გეგ­მა ვერ შედ­გე­ბა. სად ვე­ძე­ბოთ გა­მო­სა­ვა­ლი? უპირ­ვე­ლე­სად, უნ­და ვის­წავ­ლოთ პრობ­ლე­მის­თ­ვის თვა­ლის გას­წო­რე­ბა, ში­შის დაძ­ლე­ვა და ვი­ყოთ გან­ვი­თა­რე­ბა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლე­ბი. ეს, რა თქმა უნ­და, მარ­ტი­ვი არ არის, თუმ­ცა შევ­ძ­ლებთ, გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბე­ბი ბავ­შ­ვე­ბის სა­სარ­გებ­ლოდ მი­ვი­ღოთ, თუ ძა­ლის­ხ­მე­ვას გა­მო­ვი­ჩენთ.

უამ­რა­ვი სირ­თუ­ლის წი­ნა­შე დაგ­ვა­ყე­ნა პან­დე­მი­ამ. ამ დროს კარ­გი შე­საძ­ლებ­ლო­ბა აღ­მოჩ­ნ­და დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბა, თუმ­ცა ცოცხალ პრო­ცესს მა­ინც არა­ფე­რი შე­ედ­რე­ბა. შემ­ცი­რე­ბუ­ლი სა­გაკ­ვე­თი­ლო დრო ზღუ­დავს აქ­ტი­ვო­ბე­ბის რა­ო­დე­ნო­ბას, შე­სა­ბა­მი­სად რთუ­ლია შე­ფა­სე­ბაც. ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, „მნიშ­ნე­ლო­ვა­ნია, რომ სას­წავ­ლო მი­ზა­ნი იყოს გა­ზომ­ვა­დი“ („შე­ფა­სე­ბა და დი­ფე­რენ­ცი­რე­ბუ­ლი სწავ­ლე­ბა“, მა­რი­ნა ხუნ­ძა­ყიშ­ვი­ლი, სა­რა ბი­ვე­რი, 2018წ. სსიპ მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რი). იმ სკო­ლებ­ში, რომ­ლებ­შიც წერ­ტი­ლო­ვა­ნი შეზღუდ­ვე­ბი მოქ­მე­დებს, ვფიქ­რობ, უპ­რი­ა­ნია და­ვეყ­რ­დ­ნოთ გან­მა­ვი­თა­რე­ბელ შე­ფა­სე­ბას, თუმ­ცა ხან­გ­რ­ძ­ლი­ვი დრო­ით დის­ტან­ცი­ურ სწავ­ლე­ბას მხო­ლოდ ერ­თი ტი­პის შე­ფა­სე­ბას ვერ მო­ვარ­გებთ. გან­სა­კუთ­რე­ბით მტიკ­ვ­ნე­უ­ლია იმ მოს­წავ­ლე­თა მდგო­მა­რე­ო­ბა, რომ­ლე­ბიც სხვა­დას­ხ­ვა მი­ზე­ზით ვერ ერ­თ­ვე­ბი­ან სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცეს­ში. ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, მას­წავ­ლებ­ლის კე­თი­ლი ნე­ბა მნიშ­ნე­ლო­ვა­ნია, მაგ­რამ მთა­ვა­რი სიტყ­ვა სა­ხელ­მ­წი­ფომ უნ­და თქვას.

ბო­ლოს კი მინ­და გითხ­რათ, რომ შე­ფა­სე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სირ­თუ­ლე­ე­ბის და­საძ­ლე­ვად, უპირ­ვე­ლე­სად, სა­ჭი­როა კე­თილ­გან­წყო­ბი­ლი გა­რე­მო, რომ­ლის შექ­მ­ნაც, უპი­რო­ბოდ, მას­წავ­ლე­ბელს ევა­ლე­ბა. თუ და­ცუ­ლო­ბის გან­ც­და არ ახ­ლავს სას­წავ­ლო პრო­ცესს, იქ შე­ფა­სე­ბაც რთუ­ლია.

დატოვეთ კომენტარი