ქარ­თ­ვე­ლი მას­წავ­ლებ­ლის პრეს­ტი­ჟუ­ლი ჯილ­დო

2739

 

ქარ­თ­ვე­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლი ზე­ი­ნაბ მურ­ჯიკ­ნე­ლი იმ ათ პე­და­გოგს შო­რის აღ­მოჩ­ნ­და, რომ­ლე­ბიც პრეს­ტი­ჟუ­ლი გერ­მა­ნუ­ლი პრე­მი­ის, PASCH-ის მფლო­ბე­ლე­ბი გახ­დ­ნენ. ინი­ცი­ა­ტი­ვა PASCH — „სკო­ლები: მო­მავ­ლის პარ­ტ­ნი­ო­რი“ 2008 წელს შე­მუ­შავ­და და მას­ში ორი ათას­ზე მე­ტი სკო­ლა მო­ნა­წი­ლე­ობს. პროგ­რა­მის 10 წლის იუბი­ლეს­თან და­კავ­ში­რე­ბით, პრე­მი­ის პრე­ტენ­დენ­ტად 62 კან­დი­და­ტი იყო წარ­მოდ­გე­ნი­ლი მსოფ­ლი­ოს 35 ქვეყ­ნი­დან. PASCH-ის ჯილ­დო მი­ი­ღეს მას­წავ­ლებ­ლებ­მა, რომ­ლე­ბიც ას­წავ­ლი­ან გერ­მა­ნულ ენას, რო­გორც უცხო ენას და მოს­წავ­ლე­ებს ინ­ტერ­კულ­ტუ­რულ ღი­რე­ბუ­ლე­ბებს უზი­ა­რე­ბენ.

ინი­ცი­ა­ტი­ვა „სკო­ლე­ბი: მო­მავ­ლის პარ­ტ­ნი­ო­რე­ბი“ (PASCH) გერ­მა­ნი­ის სა­გა­რეო საქ­მე­თა ყო­ფილ მი­ნისტრს, ფრანკ-ვალ­ტერ შტა­ინ­მა­ი­ერს ეკუთ­ვ­ნის. ინი­ცი­ა­ტი­ვის მი­ზა­ნია მსოფ­ლიო პარ­ტ­ნი­ო­რუ­ლი ქსე­ლის შექ­მ­ნა, მი­ნი­მუმ, 2000 სკო­ლას შო­რის და ამით ახალ­გაზ­რ­დებ­ში ინ­ტე­რე­სის გაღ­ვი­ვე­ბა გერ­მა­ნი­ი­სა და მი­სი სა­ზო­გა­დო­ე­ბის მი­მართ. PASCH-ის სკო­ლე­ბის ქსელ­ში შე­დი­ან DSD-ს სკო­ლე­ბი (გერ­მა­ნუ­ლი ენის სა­დიპ­ლო­მო სკო­ლე­ბი) და პროგ­რა­მა უზ­რუნ­ველ­ყოფს მო­ნა­წი­ლე სკო­ლე­ბის გერ­მა­ნუ­ლი ენის მას­წავ­ლებ­ლე­ბის დახ­მა­რე­ბას კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ამაღ­ლე­ბა­ში მე­თო­დი­კი­სა და დი­დაქ­ტი­კის მი­მარ­თუ­ლე­ბით, ასე­ვე გას­ცემს სტი­პენ­დი­ებს გერ­მა­ნი­ა­ში საკ­ვა­ლი­ფი­კა­ციო სე­მი­ნა­რებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბი­სათ­ვის; გერ­მა­ნუ­ლი ენის კა­ბი­ნე­ტე­ბის აღ­ჭურ­ვას სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბით, ტექ­ნი­კი­თა და მე­დია სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით, ენის სწავ­ლის ხელ­შემ­წყო­ბი სხვა­დას­ხ­ვა კულ­ტუ­რუ­ლი პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას სკო­ლებ­ში. PASCH-ის სკო­ლა­ში, ქარ­თ­ველ მას­წავ­ლებ­ლებ­თან ერ­თად, გერ­მა­ნე­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბიც მუ­შა­ო­ბენ. სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ამ ინი­ცი­ა­ტი­ვა­ში სულ ცა­მე­ტი სკო­ლაა ჩარ­თუ­ლი.

„უდი­დე­სი სამ­სა­ხი­ო­ბო ნი­ჭით, შე­მოქ­მე­დე­ბი­თო­ბი­თა და გერ­მა­ნუ­ლი ენის გა­სა­ოც­რად კარ­გი ცოდ­ნით, თბი­ლი­სის პირ­ვე­ლი ექ­ს­პე­რი­მენ­ტუ­ლი სკო­ლის მე-8 კლა­სის მოს­წავ­ლე­ებ­მა 2018 წლის 19 დე­კემ­ბერს, წარ­მო­ად­გი­ნეს ძმე­ბი გრი­მე­ბის გერ­მა­ნუ­ლე­ნო­ვა­ნი ზღა­პა­რი „ქალ­ბა­ტო­ნი ჰო­ლე“.

სპექ­ტაკ­ლის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ სკო­ლას სა­სი­ა­მოვ­ნო სი­ურ­პ­რი­ზი ელო­და: გერ­მა­ნი­ის ელ­ჩის მე­უღ­ლემ, ქალ­ბა­ტონ­მა ევა ქნირ­შ­მა და საზღ­ვარ­გა­რე­თის სკო­ლებ­ში სწავ­ლე­ბის გერ­მა­ნი­ის ცენ­ტ­რა­ლუ­რი უწყე­ბის (ZfA) კონ­სულ­ტანტ-კო­ორ­დი­ნა­ტორ­მა, ქალ­ბა­ტონ­მა ან­გე­ლა შმიდ­ტ­მა, PASCH-მას­წავ­ლე­ბელ­თა პრე­მია გა­დას­ცეს გერ­მა­ნუ­ლი ენის მას­წავ­ლე­ბელს (და აღ­ნიშ­ნუ­ლი სპექ­ტაკ­ლის რე­ჟი­სორს), ქალ­ბა­ტონ ზე­ი­ნაბ მურ­ჯიკ­ნელს.

PASCH-ინი­ცი­ა­ტი­ვის ათი წლის იუბი­ლეს­თან და­კავ­ში­რე­ბით, აღ­ნიშ­ნუ­ლი პრე­მია მსოფ­ლი­ო­ში 10 მას­წავ­ლე­ბელს გა­და­ე­ცა. ამ პრე­მი­ით და­ფას­და ქალ­ბა­ტო­ნი ზე­ი­ნა­ბის მი­ერ მი­სი სკო­ლი­სა და გერ­მა­ნუ­ლი ენი­სათ­ვის გა­წე­უ­ლი შრო­მა.

მერ­ვეკ­ლა­სე­ლე­ბის თე­ატ­რა­ლუ­რი წარ­მოდ­გე­ნა „ქა­ლბა­ტო­ნი ჰო­ლე“ ქალ­ბა­ტო­ნი ზე­ი­ნა­ბის ნი­ჭის ერთ-ერ­თი მცი­რე მა­გა­ლი­თია, თუ რო­გორ შე­უძ­ლია მას მოს­წავ­ლე­ებს შე­აყ­ვა­როს გერ­მა­ნუ­ლი ენა.

ჩვენ მო­ხა­რუ­ლე­ბი ვართ, რომ გერ­მა­ნუ­ლი ენის ქარ­თ­ველ­მა მას­წავ­ლე­ბელ­მა, ქა­ლა­ბა­ტონ­მა ზე­ი­ნაბ მურ­ჯიკ­ნელ­მა მო­ი­პო­ვა PASCH-მას­წავ­ლე­ბელ­თა პრე­მია და მად­ლო­ბას ვუხ­დით გერ­მა­ნუ­ლი ენის ყვე­ლა მას­წავ­ლე­ბელს მა­თი მოღ­ვა­წე­ო­ბის­თ­ვის!“ — ეს ინ­ფორ­მა­ცია გერ­მა­ნი­ის სა­ელ­ჩომ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში სა­კუ­თარ ფე­ის­ბუქ­გ­ვერ­დ­ზე გა­ავ­რ­ცე­ლა.

პრე­მი­ა­ზე კან­დი­და­ტი მას­წავ­ლებ­ლის წარ­დ­გე­ნა მხო­ლოდ კო­ლე­გებ­სა და მოს­წავ­ლე­ებს შე­უძ­ლი­ათ, მათ უნ­და წა­რად­გი­ნონ მას­წავ­ლებ­ლის საქ­მი­ა­ნო­ბის ამ­სახ­ვე­ლი ფო­ტო და ვი­დე­ო­მა­სა­ლა და და­ა­სა­ბუ­თონ, რა­ტომ იმ­სა­ხუ­რებს შერ­ჩე­უ­ლი კან­დი­და­ტი ამ ჯილ­დოს. პირ­ველ­მა ექ­ს­პე­რი­მენ­ტულ­მა სკო­ლამ, გა­სულ წელს, არ­ჩე­ვა­ნი ზე­ი­ნაბ მურ­ჯიკ­ნელ­ზე გა­ა­კე­თა და სრუ­ლი­ად სა­მარ­თ­ლი­ა­ნად.

პრე­მი­ის მფლო­ბელ­მა მას­წავ­ლე­ბელ­მა, თბი­ლი­სის პირ­ველ ექ­ს­პე­რი­მენ­ტულ სკო­ლა­ში, გერ­მა­ნუ­ლი ენის მას­წავ­ლებ­ლად მუ­შა­ო­ბა ცხრა წლის წინ და­იწყო და DSD-ს პროგ­რა­მა­ში სკო­ლა­ში მის­ვ­ლის­თა­ნა­ვე ჩა­ერ­თო. თუმ­ცა, რო­გორც გვითხ­რა, ჯილ­დო მის­თ­ვის სი­ურ­პ­რი­ზი აღ­მოჩ­ნ­და, რად­გან არა­ფე­რი იცო­და იმის შე­სა­ხებ, რომ სკო­ლამ პრე­მი­ა­ზე წა­რად­გი­ნა. წლის ბო­ლოს, სა­შო­ბაო სპექ­ტაკ­ლის სა­ნა­ხა­ვად მი­სულ­მა გერ­მა­ნი­ის ელ­ჩის მე­უღ­ლემ, ქალ­ბა­ტონ­მა ევა ქნირ­შ­მა და DSD-ს პროგ­რა­მის კონ­სულ­ტანტ-კო­ორ­დი­ნა­ტორ­მა, ქალ­ბა­ტონ­მა ან­გე­ლა შმიდ­ტ­მა, წარ­მოდ­გე­ნის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, გა­მარ­ჯ­ვე­ბულ მას­წავ­ლე­ბელს სა­სი­ხა­რუ­ლო ამ­ბა­ვი თა­ვად შე­ატყო­ბი­ნეს და ჯილ­დოც გა­დას­ცეს.

უნი­ვერ­სი­ტე­ტის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, 10 წე­ლი ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სამ­ხედ­რო კა­თედ­რა­ზე ვმუ­შა­ობ­დი. სკო­ლა­ში რო­ცა მი­ვე­დი, გერ­მა­ნუ­ლი ენის სა­დიპ­ლო­მო პროგ­რა­მა (DSD) უკ­ვე დაწყე­ბუ­ლი იყო, შე­სა­ბა­მი­სად, 2010 წლი­დან, მეც ფეხ­და­ფეხ მივ­ყ­ვე­ბი პროგ­რა­მას.“ — ამ­ბობს ქალბატონი ზე­ი­ნა­ბი.

DSD-ს პროგ­რა­მა­ში, ქვეყ­ნის მას­შ­ტა­ბით, 10 სკო­ლა ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რებს და პროგ­რა­მის ფარ­გ­ლებ­ში მოს­წავ­ლე­ებს სა­შუ­ა­ლე­ბა ეძ­ლე­ვათ, მეცხ­რე და მე­თორ­მე­ტე კლა­სე­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, ორი დო­ნის დიპ­ლო­მი მო­ი­პო­ვონ. ქალ­ბა­ტო­ნი ზე­ი­ნა­ბი გვიყ­ვე­ბა, რომ პროგ­რა­მის მო­ნა­წი­ლე მოს­წავ­ლე­ებ­მა გა­მოც­დებ­ზე კარ­გი შე­დე­გე­ბი აჩ­ვე­ნეს: „ჩვენს სკო­ლა­ში პროგ­რა­მა მე­სა­მე კლა­სი­დან იწყე­ბა. მეცხ­რე კლას­ში ბარ­დე­ბა პირ­ვე­ლი სა­დიპ­ლო­მო გა­მოც­და. წე­რი­თი გა­მოც­დის სა­გა­მოც­დო მა­სა­ლა შე­სას­წო­რებ­ლად გერ­მა­ნი­ა­ში იგ­ზავ­ნე­ბა, ხო­ლო ზე­პირ გა­მოც­დას ქარ­თ­ვე­ლი და გერ­მა­ნე­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბი სკო­ლა­ში იბა­რე­ბენ.

პირ­ველ ექ­ს­პე­რი­მენ­ტულ სკო­ლა­ში პირ­ვე­ლი სა­ფე­ხუ­რის DSD-1-ის გა­მოც­და 2017 წელს ჩა­ტარ­და. პროგ­რა­მის კო­ნს­უ­ლ­ტანტ-კო­ორ­დი­ნა­ტო­რის, ან­გე­ლა შმიდ­ტის შე­ფა­სე­ბით, სკო­ლამ სა­უ­კე­თე­სო შე­დე­გე­ბი აჩ­ვე­ნა რო­გორც 2017, ასე­ვე, 2018 წლებ­ში. გერ­მა­ნუ­ლი ენის მე­ო­რე სა­ფე­ხუ­რის (DSD-2) გა­მოც­დას ჩვე­ნი მოს­წავ­ლე­ე­ბი 2020 წელს ჩა­ა­ბა­რე­ბენ.“

გერ­მა­ნუ­ლი ენის დიპ­ლო­მის მე­ო­რე სა­ფე­ხუ­რი (DSD-2), გერ­მა­ნი­ის კულ­ტუ­რის მი­ნის­ტ­რე­ბის მუდ­მივ­მოქ­მე­დი კონ­ფე­რენ­ცი­ის (KMK) გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის თა­ნახ­მად, გერ­მა­ნი­ის უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში სწავ­ლის­თ­ვის სა­ჭი­რო გერ­მა­ნუ­ლი ენის ცოდ­ნის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი სა­ბუ­თია.

ზე­ი­ნაბ მურ­ჯიკ­ნე­ლი: „რად­გან გერ­მა­ნუ­ლი ენის სწავ­ლე­ბა DSD-ს სკო­ლებ­ში გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლია, სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში სხვა­დას­ხ­ვა აქ­ტი­ვო­ბებს ვი­ყე­ნებთ. ჩვე­ნი გაკ­ვე­თი­ლე­ბი ძა­ლი­ან მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნია — ვდგამთ სპექ­ტაკ­ლებს, ვაწყობთ ღო­ნის­ძი­ე­ბებს, მოს­წავ­ლე­ე­ბი აქ­ტი­უ­რად არი­ან ჩარ­თულ­ნი ში­და­სას­კო­ლო და სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­კურ­სებ­ში და ა.შ. ამ­ჯე­რა­დაც სა­შო­ბაო ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში ჩა­ვერ­თეთ და 19 დე­კემ­ბერს, სპექტაკლის სა­ხით წარ­მო­ვად­გი­ნეთ ზღა­პა­რი „ქალ­ბა­ტო­ნი ჰო­ლე“. სპექ­ტაკლს სი­ურ­პი­ზი მოჰ­ყ­ვა — სკო­ლა­ში მობ­რ­ძან­და ელ­ჩის მე­უღ­ლე ქალ­ბა­ტო­ნი ქნირ­ში და DSD-ს პროგ­რა­მის კონ­სულ­ტანტ-კო­ორ­დი­ნა­ტო­რი ან­გე­ლა შმიდ­ტი. სწო­რედ მათ გად­მომ­ცეს ჯილ­დო, რო­მელ­ზეც ერ­თი წლის წინ ვყო­ფილ­ვარ ნო­მი­ნი­რე­ბუ­ლი. რო­გორც მე­რე მითხ­რეს, PASCH-ის 10 წლის იუბი­ლეს­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მოცხა­დე­ბულ კონ­კურ­ს­ში წარ­დ­გე­ნის შემ­დეგ, ჩემ შე­სა­ხებ გა­მო­კითხეს კო­ლე­გე­ბი, შემ­დეგ გერ­მა­ნი­ა­ში გაგ­ზავ­ნეს ინ­ფორ­მა­ცია — არა­ მარ­ტო ტექ­ს­ტე­ბი, არა­მედ ჩე­მი მოღ­ვა­წე­ო­ბის ამ­სახ­ვე­ლი ფო­ტო-ვი­დე­ო­მა­სა­ლაც, რაც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მაქვს გა­კე­თე­ბუ­ლი. ასე­ვე, გა­მო­კითხეს მოს­წავ­ლე­ე­ბი, გერ­მა­ნე­ლი კო­ლე­გა ლი­ზა ლინ­ტ­ცე­ნი, რო­მე­ლიც 2013 წლი­დან ას­წავ­ლის ჩვენს სკო­ლა­ში გერ­მა­ნულ ენას.

იუნეს­კოს ეგი­დით ყო­ველ­წ­ლი­უ­რად, PASCH-სკო­ლებ­ში (სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში 13 PASCH სკო­ლაა, აქე­დან 10 DSD-ს სკო­ლა, 2 — გო­ე­თეს ინ­ს­ტი­ტუ­ტის სკო­ლა და 1 — ინ­ტერ­ნა­ცი­ო­ნა­ლე­შუ­ლე) ჩა­მო­დი­ან მო­ხა­ლი­სე­ე­ბი გერ­მა­ნი­ი­დან, რომ­ლე­ბიც აქ­ტი­უ­რად არი­ან ჩარ­თულ­ნი სას­კო­ლო ცხოვ­რე­ბა­ში, ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბენ მოს­წავ­ლე­თათ­ვის გან­კუთ­ვ­ნილ სხვა­დას­ხ­ვა სას­წავ­ლო პრო­ექ­ტებს და აქ­ტი­ვო­ბებს. რო­გორც შე­ვიტყ­ვე, ყვე­ლა ყო­ფი­ლი და ამ­ჟა­მინ­დე­ლი მო­ხა­ლი­სე იქ­ნა გა­მო­კითხუ­ლი ჩემ შე­სა­ხებ (ეს იყო ანო­ნი­მუ­რი გა­მო­კითხ­ვა). სპექ­ტაკ­ლი კი, უბ­რა­ლოდ, სკო­ლა­ში მობ­რძა­ნე­ბის და პრე­მი­ის გად­მო­ცე­მის მი­ზე­ზი იყო. მოვ­ხ­ვ­დი მსოფ­ლიო მას­შ­ტა­ბის ათე­ულ მას­წავ­ლე­ბელ­თა რიცხ­ვ­ში, რაც, ბუ­ნებ­რი­ვია, ძა­ლი­ან მა­ხა­რებს. ჩე­მი ჯილ­დო არ ეხე­ბა რო­მე­ლი­მე კონ­კ­რე­ტუ­ლი კლა­სის შე­დე­გებს, არა­მედ — მთლი­ა­ნად ჩემს მოღ­ვა­წე­ო­ბას, ეს იყო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­წე­უ­ლი შრო­მის შე­ფა­სე­ბა. პირ­ვე­ლი ვარ სა­ქარ­თ­ვე­ლო­დან, რო­მელ­მაც ეს ჯილ­დო მი­ი­ღო და, ბუ­ნებ­რი­ვია, ძა­ლი­ან მა­ხა­რებს ჯილ­დოც და ისიც, რომ DSD-ს სკო­ლა­ში ვას­წავ­ლი. ეს წარ­მა­ტე­ბა თი­თო­ე­უ­ლი ჩე­მი კო­ლე­გის, მოს­წავ­ლის და სკო­ლის დამ­სა­ხუ­რე­ბაა, რადგან მათ გა­რე­შე ვე­რა­ფერს შევ­ძ­ლებ­დი.“

რა იქ­ნე­ბა შემ­დ­გო­მი ეტა­პი? ამ კითხ­ვას ქალ­ბა­ტო­ნი ზე­ი­ნა­ბი პა­სუ­ხობს, რომ ჯილ­დო მუ­შა­ო­ბის სტილ­ში არა­ფერს ცვლის, იმის გარ­და, რომ მი­სი მო­ტი­ვა­ცია კი­დევ უფ­რო გა­ი­ზარ­და: „რა თქმა უნ­და, ჩვე­უ­ლებ­რივ ვაგ­რ­ძე­ლებ მუ­შა­ო­ბას და ბავ­შ­ვე­ბი მიგ­ვყ­ავს მიზ­ნამ­დე. ჩვე­ნი მი­ზა­ნი კი ერ­თია, რაც შე­იძ­ლე­ბა მეტ­მა მოს­წავ­ლემ აიღოს DSD-ს დიპ­ლო­მი. DSD I დიპ­ლო­მით, რო­მელ­საც მეცხ­რე კლას­ში იღე­ბენ, მოს­წავ­ლე­ე­ბი შეძ­ლე­ბენ გერ­მა­ნი­ის კო­ლე­ჯებ­ში სწავ­ლის გაგ­რ­ძე­ლე­ბას, ხო­ლო DSD II დიპ­ლო­მით კი — უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში სწავ­ლის გაგ­რ­ძე­ლე­ბას.“

ჰყავს თუ არა პროგ­რა­მას ბევ­რი მსურ­ვე­ლი და უზ­რუნ­ველ­ყოფს თუ არა ყვე­ლას მი­ღე­ბას სკო­ლა — ამის შე­სა­ხებ ქალ­ბა­ტო­ნი ზე­ი­ნა­ბი ამ­ბობს, რომ და­საწყის­ში, პროგ­რა­მა­ზე ასე­თი მოთხოვ­ნა არ იყო, თუმ­ცა, ახ­ლა მსურ­ველ მოს­წავ­ლე­თა რიცხ­ვი საგ­რ­ძ­ნობ­ლად გა­ი­ზარ­და. „მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ჩვე­ნი სკო­ლა ერთ-ერ­თი მრა­ვალ­კონ­ტინ­გენ­ტი­ა­ნი სკო­ლაა, სა­ქარ­თ­ვე­ლოს მას­შ­ტა­ბით — 2500-ზე მე­ტი მოს­წავ­ლე სწავ­ლობს. რა თქმა უნ­და, პროგ­რა­მა ვერ და­აკ­მა­ყო­ფი­ლებს ყვე­ლა მსურ­ველს, რად­გან სკო­ლის გამ­ტა­რი­ა­ნო­ბა არ გვაძ­ლევს ამის სა­შუ­ა­ლე­ბას, ვგუ­ლის­ხ­მობ შე­ნო­ბას. 2010 წელს, პროგ­რა­მა­ში, რვა პა­რა­ლე­ლუ­რი კლა­სი­დან, სა­მი ჩა­ერ­თო. ინ­ტე­რე­სი მას შემ­დეგ გა­ი­ზარ­და, რაც მშობ­ლებ­მა ჩვე­ნი მუ­შა­ო­ბის შე­დე­გი და­ი­ნა­ხეს. რო­გორც გითხა­რით, შე­დე­გი საკ­მა­ოდ შთამ­ბეჭ­და­ვია. იმის გარ­და, რომ მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი სწავ­ლე­ბის მე­თო­დებს ვი­ყე­ნებთ, პროგ­რა­მა აქ­ტი­უ­რად ზრუ­ნავს მას­წავ­ლებ­ლის გან­ვი­თა­რე­ბა­ზეც — კვა­ლი­ფი­კა­ცი­ას გერ­მა­ნი­ა­შიც ვი­მაღ­ლებთ. მე, პი­რა­დად, სამ­ჯერ ვი­ყა­ვი გაგ­ზავ­ნი­ლი პროგ­რა­მის მი­ერ და იქა­ურ სკო­ლა­ში გავ­დი­ო­დი პრაქ­ტი­კას, რომ იქ მი­ღე­ბუ­ლი ცოდ­ნა და გა­მოც­დი­ლე­ბა ჩემს გაკ­ვე­თი­ლებ­ზეც და­მე­ნერ­გა და კო­ლე­გე­ბის­თ­ვი­საც გა­მე­ზი­ა­რე­ბი­ნა.“

რაც შეე­ხე­ბა მოს­წავ­ლე­თა შე­ფა­სე­ბას, და­ფუძ­ნე­ბუ­ლია სა­ქარ­თ­ვე­ლოს ეროვ­ნულ სას­წავ­ლო გეგ­მა­ზე. „მოს­წავ­ლე­ებს ყო­ვე­ლი წლის ბო­ლოს შე­მა­ჯა­მე­ბელ ტესტს ვა­წე­რი­ნებთ ან ეს შე­იძ­ლე­ბა გა­მოც­დის სა­ხით მოხ­დეს. რად­გან მოს­წავ­ლე­თა პირ­ვე­ლი შე­ფა­სე­ბა მე­ხუ­თე კლა­სი­დან იწყე­ბა, სწო­რედ მა­შინ ხდე­ბა პირ­ვე­ლი დო­ნის დად­გე­ნა (A1). ჩვენ ამას „ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვე­ბის თა­მაშს“ ვე­ძა­ხით. სა­ბო­ლოო ჯამ­ში კი, მოს­წავ­ლე დიპ­ლო­მე­ბით ფას­დე­ბა, რო­მელ­საც ვა­და არ აქვს. რაც მთა­ვა­რია, სწავ­ლე­ბის მე­თო­დი შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლია ისე, რომ წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბის ალ­ბა­თო­ბა მი­ნი­მუ­მამ­დეა დაყ­ვა­ნი­ლი.“ — ამ­ბობს ქალბატონი ზე­ი­ნა­ბი.

PASCH-ის პრე­მი­ის მფლო­ბე­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლი, წარ­მა­ტე­ბის მი­საღ­წე­ვად, პირ­ველ რიგ­ში, თვი­თონ მას­წავ­ლებ­ლის მო­ტი­ვი­რე­ბას მი­იჩ­ნევს, რად­გან სხვაგ­ვა­რად არც მოს­წავ­ლე ეყო­ლე­ბა მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი. ამის გარ­და, ამ­ბობს, რომ: „უნ­და ის­წ­რა­ფო­დეს მიზ­ნის­კენ, რო­მე­ლიც და­სა­ხუ­ლი აქვს, მიზ­ნის მიღ­წე­ვა კი შე­დე­გებ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი სწავ­ლე­ბი­თა და მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი მე­თო­დე­ბით მი­იღ­წე­ვა, რო­მე­ლიც აუცი­ლებ­ლად მოს­წავ­ლე­ზე მორ­გე­ბუ­ლი უნ­და იყოს და არა ერ­თ­პი­როვ­ნუ­ლად გა­დაწყ­ვე­ტი­ლი.“

ლა­ლი ჯე­ლა­ძე

დატოვეთ კომენტარი