ფასდაკლებები სტუდენტური ID ბარათით სარგებლობისას

202

✅ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო სტუდენტებს სტუდენტური ID ბარათით სარგებლობისას სხვადასხვა სახის ფასდაკლების მიღებას სთავაზობს.

✔️ ბარათის მეშვეობით სტუდენტებს შეუძლიათ ისარგებლონ ფასდაკლებებით ტრანსპორტით მგზავრობისას (რკინიგზა), ზოგიერთი მობილური ოპერატორით სარგებლობისას, ასევე კულტურულ და გასართობ (კინო, თეატრი, მუზეუმები, წიგნის მაღაზიები და სხვა) ცენტრებში. სტუდენტური ბარათი ასევე მოქმედებს სხვადასხვა ტიპის სავაჭრო დაწესებულებებსა და კომპანიებში.

✔️ სტუდენტური ID ბარათით სარგებლობა შეუძლიათ ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების „აქტიური“ სტატუსის მქონე სტუდენტებს, რომლებიც სწავლობენ:

🟥ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე;

🟩ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარის ინტეგრირებულ სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის, სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამებზე;

🟥მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამებზე;

🟩დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე.

✅ სტუდენტური ბარათის აღება სტუდენტებს შეუძლიათ იუსტიციის სახლში. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული ⏩ http://studentcard.mes.gov.ge

 

დატოვეთ კომენტარი