უცხო ქვეყნების უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველთათვის

152

დღეს, 2 სექტემბერს, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში, გამოცდას უცხო ქვეყნების უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველები აბარებენ. დარეგისტრირებული 142 გამოსაცდელიდან ტესტირებაზე 131 აპლიკანტი გამოცხადდა. რეგისტრაცია 10:00 საათზე დაიწყო, ხოლო გამოცდა – 11:00 საათზე და 2 საათსა და 30 წუთს გასტანს.

უცხო ქვეყნების უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველები გამოცდას ზოგად უნარებში აბარებენ. ტესტის თითოეულ ნაწილში (წაკითხულის გააზრება, ლოგიკური მსჯელობა, რაოდენობრივი მსჯელობა) გამოსაცდელებს შესასრულებელი აქვთ 15 დავალება. ტესტი 45 არჩევითპასუხებიანი დავალებისგან შედგება. თითოეულ დავალებას 5 სავარაუდო პასუხი აქვს, რომელთაგან მხოლოდ ერთია სწორი. თითოეულ ტესტურ დავალებაზე გაცემული სწორი პასუხი 1 ქულით ფასდება, ხოლო არასწორი პასუხი – 0 ქულით.

გამოცდის წარმატებით ჩაბარება გულისხმობს ტესტისთვის განსაზღვრული მაქსიმალური ქულის 50%-ზე მეტის (მინიმუმ 23 ქულა) დაგროვებას.

გამოსაცდელთა უსაფრთხოების დაცვის მიზნით, გამოცდაზე დაცულია ყველა რეკომენდაცია, რომლებიც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ შეიმუშავა.

საგამოცდო პროცესის მიმდინარეობას ადგილზე აკვირდება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი სოფიო გორგოძე.

 

 

 

 

 

დატოვეთ კომენტარი