სხვადასხვა თაობის სტუდენტთა შეხვედრა

162

განათლების საერთაშორისო ცენტრის ორგანიზებით, სტიპენდიატთა ყოველწლიური ფორუმი ჩატარდა, რომლის მიზანს სხვადასხვა თაობის სტუდენტთა შეხვედრა და გაცნობა და მათი ურთიერთთანამშრომლობის ხელშეწყობა წარმოადგენდა.

ფორუმში მონაწილეობა მიიღეს როგორც კურსდამთავრებულმა სტუდენტებმა, ასევე 2020-2021 სასწავლო წლის სხვადასხვა სასტიპენდიო კონკურსის გამარჯვებულებმა, რომელთაც კონკურსებში გამარჯვება მიულოცეს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა და განათლების საერთაშორისო ცენტრის დირექტორმა ნინო ჭელიძემ.

მიხეილ ჩხენკელმა ახალგაზრდებს წარმატება უსურვა და აღნიშნა, რომ მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში მათ ეფექტური და ნაყოფიერი გამოცდილება ელით: ახალგაზრდებზე და მათ განათლებაზე ზრუნვა ჩვენი გუნდის უმთავრესი პრიორიტეტია, რადგანაც ჭეშმარიტად განათლებულ საზოგადოებას შეუძლია ქვეყნის წინაშე მდგარი პრობლემების გადაწყვეტა. მოხარული ვარ, რომ მქონდა შესაძლებლობა შევხვედროდი ძალიან ნიჭიერ ახალგაზრდებს, რომლებმაც განათლების საერთაშორისო ცენტრის სასტიპენდიო კონკურსში გაიმარჯვეს. ისინი გაემგზავრებიან საზღვარგარეთ და მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში მიიღებენ განათლებასმაგისტრისა და დოქტორის ხარისხებს; შემდგომ დაბრუნდებიან საქართველოში და საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას მოახმარენ ჩვენი ქვეყნის განვითარებას – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

ვრცლად ისაუბრა მათ შემდგომ დასაქმებაზე, ყურადღება გაამახვილა მსოფლიო დონის ქუთაისის საერთასორიოს უნივერსიტეტზე, სადაც ქართველ პროფესორებთან ერთად, ლექციებს მსოფლიოს წამყვანი უნივერისტეტების პროფესორები წაიკითხავენ: მინდა იცოდეთ, რომ დაბრუნების შემდეგ თქვენ გექნებათ შესაძლებლობა დასაქმდეთ ჭეშმარიტად მსოფლიო დონის უნივერსიტეტში. ეს იქნება საინტერესო გზა თქვენი შემდგომი აკადემიური განვითარებისთვის. თქვენ ჭეშარიტად ხართ ინტელექტუალური ოქროს ფონდი. დარწმუნებული ვარ, მთელი თქვენი ცოდნით ჩაებმებით ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში.

ფორუმის პირველი ნაწილი საინფორმაციო სესიას დაეთმო, რომელიც ონლაინ ფორმატში, ZOOM პლატფორმის მეშვეობით წარიმართა. ფორუმის განმავლობაში სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ, გასცნობოდნენ ცენტრის მიმდინარე პროგრამებსა და დაგეგმილ პროგრამულ ცვლილებებს უმაღლესი განათლების გლობალიზაციისა და ინტერნაციონალიზაციის პირობებში, შეფასებისა და შერჩევის სტრუქტურასა და პარამეტრებს, პრიორიტეტებს, მსგავსებასა და განსხვავებას სასტიპენდიო სქემებს შორის.

ფორუმის მიმდინარეობისას შედგა შეხვედრები ცენტრის პროგრამული სამსახურის წარმომადგენლებთან, სხვადასხვა დარგის სპეციალისტებთან და ცენტრის კურსდამთავრებულებთან, სადაც სტუდენტებმა მიიღეს პროფესიული განვითარებისათვის საჭირო რჩევები, გაეცნენ საერთაშორისო საგანმანათლებლო პროცესის თავისებურებებს.

ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის ეს ღონისძიება, რომელიც, ძირითადად, ემსახურება იმას, რომ ახალი სტიპენდიანტების, რომლებიც სახელმწიფო დაფინანსებით, განათლების საერთაშორისო ცენტრის დახმარებით, მიემგზავრებიან უცხოეთში, გაცნობას შევუწყოთ, პირველ რიგში, ხელი. დავეხმაროთ მათ, რომ გაიგონ მეტი იმასთან დაკავშირებით, თუ რა პერსპექტივები აქვთ და ექნებათ მას შემდეგ, რაც სწავლის დასრულების შემდეგ, საქართველოში დაბრუნდებიან. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ქვეყნისთვის.

დიდი მადლობა მინდა გადავუხადო განათლების საერთაშორისო ცენტრს იმისთვის, რომ მიუხედავად ამ ძალიან რთული გამოწვევებისა, არაპროგნოზირებადი ვითარებისა, რომელიც კოვიდ ინფექციასთან იყო დაკავშირებული, ცენტრმა მაინც მოახერხა და წლევანდელი სასწავლო წელიც შესაძლებლად გახადა ამ ბავშვებისთვის, კონკურსიც გამართა დისტანციურად, ყველა წესის დაცვით.“ – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

დატოვეთ კომენტარი