სწო­რი ხედ­ვა სკო­ლის გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის

378

მე­რაბ მი­გი­ნე­იშ­ვი­ლი

აბა­შის მუნიციპალიტეტის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო რე­სურ­ს­ცენ­ტ­რის უფ­რო­სი:

2020-2021 სას­წავ­ლო წე­ლი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად გა­მორ­ჩე­უ­ლია, რად­გან ის იწყე­ბა მა­შინ, რო­ცა მსოფ­ლიო კო­რო­ნა­ვი­რუ­სის უდი­დეს გა­მოწ­ვე­ვას ებ­რ­ძ­ვის. ჩვე­ნი მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ყვე­ლა სა­ჯა­რო სკო­ლა­ში, ზაფხუ­ლის არ­და­დე­გე­ბის პე­რი­ოდ­ში­ვე, და­იწყო ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რუ­ლი პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბა, ახა­ლი სა­პირ­ფა­რე­შო­ე­ბის მშე­ნებ­ლო­ბა. სა­მი­ნის­ტ­როს მი­ერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი შეს­ყიდ­ვე­ბით, სკო­ლე­ბი დრო­უ­ლად მო­მა­რაგ­და დე­ზო­ბა­რი­ე­რე­ბით, სა­დე­ზინ­ფექ­ციო ხსნა­რე­ბით, თერ­მოს­კ­რი­ნინ­გის აპა­რა­ტე­ბით. ყვე­ლა სა­ჯა­რო სკო­ლა სას­წავ­ლო წლის და­საწყის­ში აკ­მა­ყო­ფი­ლებ­და ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტ­როს რე­კო­მენ­და­ცი­ებს და მათ­ზე გა­ი­ცა სკო­ლის საკ­ლა­სო ოთა­ხებ­ში სწავ­ლის დაწყე­ბის ნე­ბარ­თ­ვა. სკო­ლე­ბის მი­ერ შე­მუ­შავ­და სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ა­ში მოქ­მე­დე­ბის გეგ­მა, გა­მო­ი­ყო სხვა­დას­ხ­ვა პრო­ცე­დუ­რებ­ზე პა­სუ­ხის­მ­გე­ბე­ლი პი­რე­ბი და შე­მუ­შავ­და ამ პრო­ცეს­ში მშო­ბელ­თა ინ­ფორ­მი­რე­ბი­სა და მა­თი ჩარ­თუ­ლო­ბის მე­ქა­ნიზ­მე­ბი.

მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ამ­ჟა­მად სკო­ლებ­ში ხორ­ცი­ელ­დე­ბა მე­სა­მე თა­ო­ბის ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მა, რომ­ლის ერთ-ერ­თი უმ­თავ­რე­სი გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბაა „ახა­ლი სკო­ლის მო­დე­ლი“. აღ­ნიშ­ნულ პრო­ექ­ტ­ში, 2019 წლი­დან, ჩარ­თუ­ლია აბა­შის №1 სა­ჯა­რო სკო­ლა. პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის პე­რი­ოდ­ში სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო რე­სურ­ს­ცენ­ტ­რი აქ­ტი­უ­რად უწევ­და სკო­ლას თა­ნად­გო­მას სა­ორ­გა­ნი­ზა­ციო სა­კითხე­ბის ოპე­რა­ტი­უ­ლად და დრო­უ­ლად გა­დაწყ­ვე­ტა­ში. პრო­ექ­ტის და­დე­ბი­თი მხა­რე­ე­ბი­დან აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ის გა­რე­მო­ე­ბა, რომ სკო­ლის პე­და­გო­გე­ბი, სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში, უფ­რო მე­ტად კონ­ტაქ­ტობ­დ­ნენ კო­ლე­გებ­თან, მოს­წავ­ლე­ებ­თან, ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ას­თან, თემ­თან, მშობ­ლებ­თან. მარ­თა­ლია, „ახა­ლი სკო­ლის მო­დე­ლის“ პრო­ექ­ტი დაწყე­ბით სა­ფე­ხურ­ზე ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და, მაგ­რამ მა­ღა­ლი კლა­სე­ბის პე­და­გო­გე­ბი, სა­კუ­თა­რი სურ­ვი­ლით, იყე­ნებ­დ­ნენ ახ­ლე­ბურ მიდ­გო­მებს და სა­ინ­ტე­რე­სო შე­დე­გებ­საც აღ­წევ­დ­ნენ. მთე­ლი სა­პი­ლო­ტე პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში მო­დე­ლი ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და კუ­რი­კუ­ლუ­მის და ლი­დე­რო­ბის ექ­ს­პერ­ტე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბით. მოს­წავ­ლე­ე­ბი­სა და პე­და­გო­გე­ბი­სათ­ვის, ასე­ვე, გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ინ­ტე­რე­სო იყო ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის ექ­ს­პერ­ტის მხარ­და­ჭე­რით მიმ­დი­ნა­რე პრო­ექ­ტე­ბი, რო­მელ­მაც სკო­ლას სა­შუ­ა­ლე­ბა მის­ცა, გა­სუ­ლი სას­წავ­ლო წლის მე­ო­რე სე­მეს­ტ­რ­ში, უმ­ტ­კივ­ნე­უ­ლოდ გა­და­სუ­ლი­ყო დის­ტან­ცი­ურ სწავ­ლე­ბა­ზე. მოს­წავ­ლე­ებს და მას­წავ­ლებ­ლებს კი, შე­საძ­ლებ­ლო­ბა მი­ე­ცათ ჩარ­თუ­ლიყ­ვ­ნენ ონ­ლა­ინ რე­ჟი­მის შე­სა­ბა­მის პლატ­ფორ­მებ­ში და ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლად წა­რე­მარ­თათ სას­წავ­ლო პრო­ცე­სი, მე­ტი კო­მუ­ნი­კა­ცია ჰქო­ნო­დათ მოს­წავ­ლე­თა მშობ­ლებ­თან.

პრო­ექ­ტი „ახა­ლი სკო­ლი მო­დე­ლი“ დღე­საც გრძელ­დე­ბა, სკო­ლე­ბი უკ­ვე რე­ა­ლუ­რად მუ­შა­ო­ბენ ისეთ სი­ახ­ლე­ებ­ზე, რო­გო­რი­ცაა სას­კო­ლო კუ­რი­კუ­ლუ­მე­ბის შედ­გე­ნა, კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბე­ბი. სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო რე­სურ­ს­ცენ­ტ­რი და სა­ჯა­რო სკო­ლე­ბი დღე-დღე­ზე ვე­ლო­დე­ბით საგ­ნობ­რივ ექ­ს­პერ­ტებს, რომ­ლე­ბიც დაწყე­ბით და სა­ბა­ზო სა­ფე­ხურ­ზე, ყო­ველ­დღი­უ­რად, და­ეხ­მა­რე­ბი­ან სკო­ლებს სას­კო­ლო კუ­რი­კუ­ლუ­მის შედ­გე­ნა­ში, და­ნერ­გ­ვა­სა და მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის პრო­ცე­სე­ბის გა­ა­ნა­ლი­ზე­ბა­ში. მი­სა­სალ­მე­ბე­ლია, რომ საგ­ნობ­რი­ვი ექ­ს­პერ­ტე­ბი იმუ­შა­ვე­ბენ არა მარ­ტო პრო­ექ­ტ­ში ჩარ­თულ სკო­ლებ­თან, არა­მედ მათ სა­მოქ­მე­დო ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ­სე­ბულ სკო­ლებ­თა­ნაც, რი­თაც მო­ამ­ზა­დე­ბენ სა­ფუძ­ველს პრო­ექ­ტის და­სა­ნერ­გად, რა­თა კი­დევ უფ­რო გა­ი­ზარ­დოს „ახა­ლი სკო­ლის მო­დელ­ში“ ჩარ­თულ სკო­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა.

დო­დო დო­ლი­ძე

აბა­შის მუნიციპალიტეტის №1 სა­ჯა­რო სკო­ლის დი­რექ­ტო­რი:

ჩვენს სკო­ლა­ში „ახა­ლი სკო­ლის მო­დე­ლი“, 2019 წელს, I-IV კლა­სებ­ში და­ი­ნერ­გა და 4 პრო­ექ­ტი სხვა­დას­ხ­ვა მი­მარ­თუ­ლე­ბით გან­ხორ­ცი­ელ­და. „ახა­ლი სკო­ლის მო­დე­ლის“ ფარ­გ­ლებ­ში, სას­კო­ლო ცხოვ­რე­ბა­ში გაჩ­ნ­და ახა­ლი რგო­ლი — მხარ­დამ­ჭერ­თა ჯგუ­ფი, რო­მე­ლიც პე­და­გო­გებს, სკო­ლის ბა­ზა­ზე, რამ­დე­ნი­მე მი­მარ­თუ­ლე­ბით უწევ­და კონ­სულ­ტა­ცი­ას — სას­კო­ლო სას­წავ­ლო გეგ­მის გან­ვი­თა­რე­ბა და და­ნერ­გ­ვა, სკო­ლის მარ­თ­ვის ეფექ­ტუ­რი მიდ­გო­მის გან­ვი­თა­რე­ბა, სწავ­ლის პრო­ცეს­ში ციფ­რუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის ინ­ტეგ­რი­რე­ბა. „ახა­ლი სკო­ლის მო­დე­ლის“ და­ნერ­გ­ვის შემ­დეგ სკო­ლა გახ­და, რო­გორც ერ­თი მთლი­ა­ნი ორ­გა­ნი­ზა­ცია. მხარ­დამ­ჭე­რი ჯგუ­ფის ჩარ­თუ­ლო­ბით, სკო­ლა­ში შე­იქ­მ­ნა სას­კო­ლო სას­წავ­ლო გეგ­მა (კუ­რი­კუ­ლუ­მი) I-IV კლა­სე­ბის ყვე­ლა საგ­ნი­სათ­ვის. დაწყე­ბი­თი კლა­სე­ბის პე­და­გო­გებს საკ­მაო გა­მოც­დი­ლე­ბა და­უგ­როვ­დათ კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბე­ბის შექ­მ­ნის, რო­მელ­საც სა­ბა­ზო სა­ფე­ხუ­რის პე­და­გო­გებს უზი­ა­რე­ბენ. კომ­პ­ლექ­სურ­მა და­ვა­ლე­ბებ­მა სას­წავ­ლო ფერ­ხულ­ში ჩა­ა­ბა ყვე­ლა მოს­წავ­ლე, რა­მაც გა­ზარ­და მა­თი მო­ტი­ვა­ცია და გაკ­ვე­თი­ლე­ბი სა­ხა­ლი­სო გა­ხა­და. 2020-2021 სას­წავ­ლო წელს, ჩვე­ნი სკო­ლა „ახა­ლი სკო­ლის მო­დე­ლის“ ფარ­გ­ლებ­ში მუ­შა­ო­ბას სა­ბა­ზო სა­ფე­ხურ­ზე გა­ნაგ­რ­ძობს. შერ­ჩე­უ­ლი არი­ან პე­და­გო­გე­ბი საგ­ნე­ბის მი­ხედ­ვით, რომ­ლე­ბიც ონ­ლა­ინ რე­ჟიმ­ში და­ეს­წ­რე­ბი­ან მეგ­ზუ­რე­ბის ტრე­ნინ­გებს და შემ­დეგ ინ­ფორ­მა­ცი­ა­სა და რე­კო­მენ­და­ცი­ებს კა­თედ­რის წევ­რებს გა­აც­ნო­ბენ.

ჩვე­ნი სკო­ლა სწავ­ლის დაწყე­ბის­თ­ვის სა­თა­ნა­დოდ მომ­ზა­დე­ბუ­ლი აღ­მოჩ­ნ­და. მაქ­სი­მა­ლუ­რა­დაა და­ცუ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი დის­ტან­ცია რო­გორც დას­ვე­ნე­ბა­ზე, ისე სწავ­ლის პრო­ცეს­ში. სკო­ლამ ახა­ლი სას­წავ­ლო წე­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რად შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის დაც­ვით და­იწყო. სწავ­ლის დაწყე­ბამ­დე, სკო­ლა­ში შე­მო­ვი­ტა­ნეთ თერ­მოს­კ­რი­ნინ­გის აპა­რა­ტე­ბი, სა­დე­ზინ­ფექ­ციო ხსნა­რე­ბი, დე­ზო­ბა­რი­ე­რე­ბი. სას­წავ­ლო პრო­ცე­სი ისე და­ი­გეგ­მა, რომ მცი­რე სივ­რ­ცე­ში, ერ­თ­დ­რო­უ­ლად, ბევ­რი მოს­წავ­ლე არ ყო­ფი­ლი­ყო. გა­და­ვე­დით ორ­ც­ვ­ლი­ან სწავ­ლე­ბა­ზე. დაწყე­ბი­თი კლა­სის მოს­წავ­ლე­ე­ბი (I-IV) და და­მამ­თავ­რე­ბე­ლი კლა­სე­ბი (XII) პირ­ველ ცვლა­ში არი­ან, ხო­ლო და­ნარ­ჩე­ნი კლა­სე­ბი — მე­ო­რე ცვლა­ში. სკო­ლა­ში და­ცუ­ლია ყვე­ლა სა­ხის სა­ნი­ტა­რი­ულ-ჰი­გი­ე­ნუ­რი ნორ­მა.

ქე­თე­ვან შეყ­რი­ლა­ძე

თერ­ჯო­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის რე­სურ­ს­ცენ­ტ­რის უფ­რო­სი:

პრო­ექ­ტი „ახა­ლი სკო­ლის მო­დე­ლი“ არა მარ­ტო ახა­ლია, არა­მედ არის სწო­რი ხედ­ვა სკო­ლის გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის. მო­ხა­რუ­ლი ვარ, რომ მარ­თა­ლია მცი­რე ხნით, მაგ­რამ მეც ვი­ყა­ვი ამ პრო­ექ­ტის აქ­ტი­უ­რი მო­ნა­წი­ლე — ლი­დე­რო­ბის ექ­ს­პერ­ტი. „ახა­ლი სკო­ლის მო­დე­ლი“ პა­სუხს სცემს ისეთ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან კითხ­ვებს, რო­გო­რი­ცაა — რას ვას­წავ­ლით (საგ­ნებს, სა­კითხებს, თე­მებს), რის­თ­ვის ვას­წავ­ლით (მკვიდ­რი წარ­მოდ­გე­ნე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბი­სათ­ვის) და რო­გორ ვას­წავ­ლით (კე­თე­ბით, კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბე­ბით), რად­გან ჩი­ნუ­რი ან­და­ზი­სა არ იყოს — „მითხა­რი და და­მა­ვიწყ­დე­ბა, მაჩ­ვე­ნე და და­ვი­მახ­სოვ­რებ, გა­მა­კე­თე­ბი­ნე და გა­ვი­გებ“ — ყვე­ლა­ზე შე­დე­გი­ა­ნი სწო­რედ კე­თე­ბით სწავ­ლე­ბაა.

ჩვენს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში გა­ორ­მაგ­და პრო­ექ­ტ­ში ჩარ­თუ­ლი სკო­ლე­ბის რიცხ­ვი, ორს კი­დევ ორი და­ე­მა­ტა, სა­დაც სა­მუ­შაო ჯგუ­ფე­ბი ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით იმუ­შა­ვე­ბენ. არ­სე­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გვექ­ნე­ბა ონ­ლა­ინ შეხ­ვედ­რე­ბი კვი­რა­ში 3-ჯერ, თუმ­ცა, სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, იქ­ნე­ბა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი ან ჯგუ­ფუ­რი შეხ­ვედ­რე­ბი სკო­ლებ­თან.

რუ­სუ­დან უსუ­ფაშ­ვი­ლი

თერ­ჯო­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის №2 სა­ჯა­რო სკო­ლის დი­რექ­ტო­რის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­ს­რუ­ლე­ბე­ლი:

სას­კო­ლო კუ­რი­კუ­ლუ­მის გა­სა­ვი­თა­რებ­ლად, სკო­ლა მო­ზარ­დე­ბის შე­მეც­ნე­ბი­თი და შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ას­პა­რე­ზი უნ­და გახ­დეს. „ახა­ლი სკო­ლის მო­დე­ლის“ მი­ხედ­ვით, სწო­რედ ეს ორი მი­ზა­ნი გან­ხორ­ცი­ელ­და: ამაღ­ლ­და სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის ხა­რის­ხი და შე­იქ­მ­ნა ისე­თი გა­რე­მო, სა­დაც კარ­გი მო­ქა­ლა­ქის ჩა­მო­სა­ყა­ლი­ბებ­ლად მე­ტი შე­საძ­ლებ­ლო­ბაა. გარ­და ამი­სა, მოგ­ვე­ცა „კე­თე­ბით“ სწავ­ლის სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბა.

„ახა­ლი სკო­ლის მო­დელ­მა“ აქ­ცენ­ტი მას­წავ­ლებ­ლე­ბის მხარ­და­ჭე­რა­სა და დახ­მა­რე­ბა­ზე გა­და­ი­ტა­ნა, ზო­გა­დად, პრო­ექ­ტი მი­მარ­თუ­ლია სკო­ლის, რო­გორც ერ­თი­ა­ნი გუნ­დის, გან­ვი­თა­რე­ბა­ზე.

სკო­ლის­თ­ვის შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბი სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის, რე­სურ­სე­ბის, მე­თო­დე­ბის, სტრა­ტე­გი­ე­ბი­სა და შე­ფა­სე­ბე­ბის დე­ტა­ლურ და გა­სა­გებ ინ­ს­ტ­რუქ­ცი­ებს მო­ი­ცავ­და. კარ­გი შე­დე­გი მოგ­ვ­ცა კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბე­ბის ბან­კ­მა, რო­მე­ლიც საკ­ლა­სო ოთახ­ში რე­ა­ლიზ­დე­ბა. ამას­თან, პე­და­გო­გე­ბის თა­ნად­გო­მით, მო­ხერ­ხ­და სას­წავ­ლო პრო­ცე­სის მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი და სა­ინ­ტე­რე­სო რე­სურ­სე­ბით გამ­დიდ­რე­ბა.

კო­ბა ბარ­და­ვე­ლი­ძე

თერ­ჯო­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ჩხა­რის №1 სა­ჯა­რო სკო­ლის დი­რექ­ტო­რი:

2019-2020 სას­წავ­ლო წელს ჩხა­რის სა­ჯა­რო სკო­ლა­ში წარ­მა­ტე­ბით და­ი­ნერ­გა „ახა­ლი სკო­ლის მო­დე­ლი“. ქო­უ­ჩებ­თან პირ­ვე­ლი­ვე შეხ­ვედ­რის შემ­დეგ აღ­მოჩ­ნ­და, რომ პრო­ექ­ტი მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად გან­ს­ხ­ვავ­დე­ბო­და მი­სი წი­ნა­მორ­ბე­დე­ბის­გან — მე­ტად იყო ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი კონ­კ­რე­ტუ­ლი სკო­ლის სა­ჭი­რო­ე­ბებ­ზე. შე­სა­ბა­მი­სად, ტრე­ნინ­გ­თა სე­რი­ის ნაც­ვ­ლად, ჩვენ მი­ვი­ღეთ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მით გა­მორ­ჩე­უ­ლი ექ­ს­პერ­ტ­თა მხარ­დამ­ჭე­რი ჯგუ­ფი: ლი­დე­რო­ბის ექ­ს­პერ­ტი ქე­თე­ვან შეყ­რი­ლა­ძე, კუ­რი­კუ­ლუ­მის და­ნერ­გ­ვი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის ექ­ს­პერ­ტი სო­ფო სი­უ­კა­ე­ვა, კუ­რი­კუ­ლუ­მის და­ნერ­გ­ვი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის ექ­ს­პერ­ტის თა­ნა­შემ­წე შო­რე­ნა გვე­ნე­ტა­ძე და ექ­ს­პერ­ტი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით თეა დო­ლა­კი­ძე.

თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის პირ­ველ ეტაპ­ზე გა­ნი­საზღ­ვ­რა სკო­ლის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი პრო­ფი­ლი, მხარ­დამ­ჭერ­თა ჯგუფ­თან ერ­თად გა­ნი­საზღ­ვ­რა და შე­ფას­და სკო­ლის ძლი­ე­რი და სუს­ტი მხა­რე­ე­ბი. რე­ა­ლუ­რი სუ­რა­თის და­ნახ­ვის შემ­დეგ, და­ვიწყეთ კონ­კ­რე­ტუ­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბის და­გეგ­მ­ვა არ­სე­ბულ გა­მოწ­ვე­ვებ­თან გა­სამ­კ­ლა­ვებ­ლად. შევ­ქ­მე­ნით სას­კო­ლო კუ­რი­კუ­ლუ­მე­ბი, რომ­ლის ძი­რი­თა­დი ორი­ენ­ტი­რი მოს­წავ­ლე იყო. სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სერ­ვი­სი, რო­მელ­საც კუ­რი­კუ­ლუ­მე­ბის მეშ­ვე­ო­ბით ვთა­ვა­ზობთ მოს­წავ­ლე­ებს, მათ ინ­ტე­რე­სებ­სა და შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­ზეა მორ­გე­ბუ­ლი. რე­ფორ­მის ფარ­გ­ლებ­ში, ვით­ვა­ლის­წი­ნებთ სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის კონ­ს­ტ­რუქ­ტი­ვის­ტულ პრინ­ცი­პებს:

აქ­ტი­უ­რი სწავ­ლა-სწავ­ლე­ბა   — მი­ღე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია ცოდ­ნად გა­და­იქ­ცე­ვა, რო­ცა მოს­წავ­ლე თა­ვა­დაა ჩარ­თუ­ლი შე­მოქ­მე­დე­ბით პრო­ცეს­ში. კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბე­ბი სა­შუ­ა­ლე­ბას გვაძ­ლევს, მოს­წავ­ლემ ახა­ლი ცოდ­ნა წი­ნა­რე ცოდ­ნა­ზე და­ფუძ­ნე­ბით მი­ი­ღოს;

ცოდ­ნა­თა ურ­თი­ერ­თ­და­კავ­ში­რე­ბა და ორ­გა­ნი­ზე­ბა — მოს­წავ­ლე­თა გო­ნე­ბა­ში ცნე­ბე­ბის და მკვიდ­რი წარ­მოდ­გე­ნე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა, რაც მას ცოდ­ნის გამ­თ­ლი­ა­ნე­ბა­ში ეხ­მა­რე­ბა;

სწავ­ლის სწავ­ლა — იმ სტრა­ტე­გი­ე­ბის გაც­ნო­ბი­ე­რე­ბა, რომ­ლებ­საც მოს­წავ­ლე სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში იყე­ნებს. სას­კო­ლო კუ­რი­კუ­ლუმ­ზე მუ­შა­ო­ბა საკ­მა­ოდ ეფექ­ტუ­რად და ნა­ყო­ფი­ე­რად წა­რი­მარ­თა ჩვე­ნი სკო­ლის პე­და­გო­გე­ბის­თ­ვი­საც, თით­ქოს ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად ნაც­ნო­ბია, მე­თო­დე­ბიც მრა­ვალ­ჯერ ნა­ცა­დი, თუმ­ცა მა­თი გა­მო­ყე­ნე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა გაკ­ვე­თილ­ზე ახა­ლი კუთხი­თაა და­ნა­ხუ­ლი.

მხარ­დამ­ჭერ­თა ჯგუ­ფის ექ­ს­პერ­ტე­ბი მარ­თ­ლაც რომ მეგ­ზუ­რე­ბი იყ­ვ­ნენ რე­ფორ­მის და­ნერ­გ­ვის პრო­ცეს­ში. ისი­ნი აქ­ტი­უ­რად თა­ნამ­შ­რომ­ლობ­დ­ნენ პე­და­გო­გებ­თან, აძ­ლევ­დ­ნენ მყი­სი­ერ და კონ­ს­ტ­რუქ­ცი­ულ უკუ­კავ­შირს, ერ­თად გა­ნი­ხი­ლავ­დ­ნენ ყვე­ლა დე­ტალ­სა თუ პრობ­ლე­მას, პე­და­გო­გებს მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი რე­სურ­სე­ბით უზ­რუნ­ველ­ყოფ­დ­ნენ, რა­მაც ხე­ლი შე­უწყო მათ პრო­ფე­სი­ულ ზრდას და სკო­ლის ერ­თი­ან გუნ­დად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას.

„ახა­ლი სკო­ლის მო­დე­ლის“ და­ნერ­გ­ვი­სას გა­ი­ზარ­და მოს­წავ­ლე­თა ინ­ტე­რე­სი და ჩარ­თუ­ლო­ბა, კლას­ში არ რჩე­ბა პა­სი­უ­რი მოს­წავ­ლე, ას­რუ­ლე­ბენ კომ­პ­ლექ­სურ და­ვა­ლე­ბებს, ჩარ­თუ­ლი არი­ან შე­მოქ­მე­დე­ბით პრო­ცეს­ში, ქმნი­ან, იძი­ე­ბენ, აანა­ლი­ზე­ბენ, უკავ­ში­რე­ბენ, ახ­დე­ნენ მი­ღე­ბუ­ლი ცოდ­ნის სინ­თეზს. სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცე­სი უფ­რო დი­ნა­მი­უ­რი და სა­ინ­ტე­რე­სო გახ­და. შე­სა­ბა­მი­სად, ამაღ­ლ­და სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის ხა­რის­ხი.

„ახა­ლი სკო­ლის მო­დე­ლის“ ერთ-ერ­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ამო­ცა­ნაა ციფ­რუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის ინ­ტეგ­რი­რე­ბა სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში, რა­მაც ხე­ლი შე­უწყო რო­გორც გაკ­ვე­თი­ლის გამ­რა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბას, ასე­ვე მას­წავ­ლებ­ლებ­სა და მოს­წავ­ლე­ებს შეს­ძი­ნა სა­ჭი­რო და მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ცოდ­ნა და უნარ-ჩვე­ვე­ბი, რაც დაგ­ვეხ­მა­რა, პან­დე­მი­ის დროს, რამ­დე­ნი­მე ნა­ბი­ჯით წინ აღ­მოვ­ჩე­ნი­ლი­ყა­ვით დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში.

მოს­წავ­ლე­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი „ახა­ლი სკო­ლის მო­დე­ლის“ იმ­პ­ლე­მენ­ტა­ცია ნამ­დ­ვი­ლად სა­ინ­ტე­რე­სო და მრავ­ლის­მომ­ცე­მი, ცოცხა­ლი პრო­ცე­სი იყო. დარ­გის ექ­ს­პერ­ტე­ბის აქ­ტი­უ­რი და და­უ­ღა­ლა­ვი შრო­მით შევ­ძე­ლით მიგ­ვეღ­წია მიზ­ნის­თ­ვის: ჩა­მოგ­ვე­ყა­ლი­ბე­ბი­ნა კრი­ტი­კულ აზ­როვ­ნე­ბა­ზე, პი­როვ­ნე­ბა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო გა­რე­მო, რო­მე­ლიც მო­ზარდს 21-ე სა­უ­კუ­ნის­თ­ვის სა­ჭი­რო ცოდ­ნა­სა და უნარ-ჩვე­ვებს შეს­ძენს.

ინე­ზა ზამ­თა­რა­ძე

თერ­ჯო­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ღვან­კი­თის სა­ჯა­რო სკო­ლის დი­რექ­ტო­რის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­ს­რუ­ლე­ბე­ლი:

ჩე­მი აზ­რით ნე­ბის­მი­ე­რი ახა­ლი მო­დე­ლი, გან­სა­კუთ­რე­ბით გა­ნათ­ლე­ბა­ში, ეფუძ­ნე­ბა წი­ნა­რე კვლე­ვებს, რომ­ლე­ბიც, თა­ვის მხრივ, გუ­ლის­ხ­მობს კონ­კ­რე­ტუ­ლი პრობ­ლე­მე­ბის გა­მოკ­ვე­თას და მა­თი მოგ­ვა­რე­ბის­კენ მი­მარ­თულ ქმე­დე­ბას. რო­გორც სკო­ლის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი, „ახა­ლი სკო­ლის მო­დე­ლის“ ფარ­გ­ლებ­ში, ვე­ლო­დე­ბი პრო­ფე­სი­ო­ნალ­თა ჯგუფს, ახალ რგოლს, რო­მე­ლიც სკო­ლის ბა­ზა­ზე პე­და­გო­გებს რამ­დე­ნი­მე მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­უ­წევს კონ­სულ­ტა­ცი­ას, კერ­ძოდ: სას­კო­ლო სას­წავ­ლო გეგ­მის გან­ვი­თა­რე­ბა და და­ნერ­გ­ვა, სწავ­ლის პრო­ცეს­ში ციფ­რუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის ინ­ტეგ­რი­რე­ბა და სხვ.

ვფიქ­რობ, ამ მო­დე­ლის ფარ­გ­ლებ­ში მას­წავ­ლებ­ლე­ბის მი­ერ გა­წე­რილ ყო­ველ­დღი­ურ გეგ­მებს გრძელ­ვა­დი­ა­ნი მიზ­ნე­ბი ჩა­ა­ნაც­ვ­ლებს, რა უნ­და აკე­თოს მას­წავ­ლე­ბელ­მა, რა მი­ზანს მი­აღ­წი­ოს, რა შე­დეგ­ზე გა­ვი­დეს მოს­წავ­ლე. მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი იქ­ნე­ბა, რომ სკო­ლამ შეძ­ლოს ისე­თი სას­კო­ლო სას­წავ­ლო გეგ­მის შე­მუ­შა­ვე­ბა, რო­მე­ლიც მოს­წავ­ლის გან­ვი­თა­რე­ბის რე­ა­ლუ­რი გზა იქ­ნე­ბა.

ელი­სო მუ­რა­დაშ­ვი­ლი

თერ­ჯო­ლის მუნიციპალიტეტის №1 სა­ჯა­რო სკო­ლის დი­რექ­ტო­რის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­ს­რუ­ლე­ბე­ლი:

ყო­ველ­თ­ვის გვქონ­და სურ­ვი­ლი, ჩავ­რ­თუ­ლი­ყა­ვით ამ პრო­ექ­ტ­ში, რად­გან „ახა­ლი სკო­ლის მო­დე­ლი“ მას­წავ­ლებ­ლის მხარ­და­ჭე­რა-დახ­მა­რე­ბა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი პრო­ექ­ტია. ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია აგ­რეთ­ვე ის, რომ პრო­ექ­ტი მი­მარ­თუ­ლია სკო­ლის, რო­გორც ერ­თი­ა­ნი გუნ­დის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე და არა მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბით ელი­ტუ­რი მას­წავ­ლებ­ლე­ბის გა­მოკ­ვე­თა­ზე, აქ­ცენ­ტი კეთ­დე­ბა სას­კო­ლო კულ­ტუ­რის ყვე­ლა მხა­რე­ზე და არა რო­მე­ლი­მე ერთ-ერ­თ­ზე. „ახა­ლი სკო­ლის მო­დელს“ წი­ნა­მორ­ბე­დი პრო­ექ­ტე­ბის­გან გა­მო­არ­ჩევს, ერ­თი მხრივ, მას­შ­ტა­ბე­ბი, მე­ო­რე მხრივ კი — კონ­ცეპ­ტუ­ა­ლუ­რი მიდ­გო­მე­ბი.

გვაქვს მო­ლო­დი­ნი, რომ პრო­ექ­ტის გავ­ლე­ნით მას­წავ­ლე­ბე­ლი უკე­თე­სად შეძ­ლებს თე­მე­ბის, სა­კითხე­ბის, რე­სურ­სე­ბის, საკ­ვან­ძო შე­კითხ­ვე­ბი­სა და კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბე­ბის შერ­ჩე­ვას იმის მი­ხედ­ვით, თუ რა დას­ჭირ­დე­ბათ მის მოს­წავ­ლე­ებს. სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო მათ­თ­ვის ერთ-ერ­თი და არა ერ­თა­დერ­თი რე­სურ­სი იქ­ნე­ბა. ემო­ცი­უ­რად უსაფ­რ­თხო გა­რე­მო, გუნ­დუ­რი მუ­შა­ო­ბა და ყო­ველ­დღი­უ­რი თა­ნად­გო­მა სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ვ­ცემს მას­წავ­ლებ­ლებს, სა­კუ­თარ თავ­ში ვი­პო­ვოთ რე­სურ­სი სას­წავ­ლო საქ­მი­ა­ნო­ბის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად, მოს­წავ­ლე­თა ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი ძა­ლე­ბის გაშ­ლა-გან­ვი­თა­რე­ბის ხელ­შე­საწყო­ბად და უკე­თე­სი შე­დე­გე­ბის მი­საღ­წე­ვად. მო­ლო­დი­ნი გვაქვს, რომ სკო­ლა­ში კი­დევ უფ­რო წარ­მა­ტე­ბუ­ლად შევ­ძ­ლებთ პი­როვ­ნე­ბა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო გა­რე­მოს ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას, უკ­ლებ­ლივ ყვე­ლა მო­ზარდს მივ­ცემთ სა­კუ­თა­რი პო­ტენ­ცი­ა­ლის რე­ა­ლი­ზე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას და XXI სა­უ­კუ­ნის გა­მოწ­ვე­ვა­თა შე­სა­ბა­მის ახალ­გაზ­რ­დას გა­ვუშ­ვებთ სკო­ლი­დან.

მო­ამ­ზა­და მა­კა ყი­ფი­ან­მა

დატოვეთ კომენტარი