სტუ­დენ­ტი მხო­ლოდ მსმე­ნე­ლი კი არა, პარ­ტ­ნი­ო­რიც უნ­და იყოს

416
ახა­ლი სას­წავ­ლო წე­ლი უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებ­ში ისევ დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბით და­იწყო. ამ კუთხით, გა­სულ სას­წავ­ლო წელს, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში გარ­კ­ვე­უ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა უკ­ვე დაგ­როვ­და. რამ­დე­ნად მო­სა­ხერ­ხე­ბე­ლი და მი­სა­ღე­ბია სწავ­ლე­ბის ამ­გ­ვა­რი ფორ­მა უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებ­ში — გვე­სა­უბ­რე­ბა ნა­თე­ლა მაღ­ლა­კე­ლი­ძე, გა­ნათ­ლე­ბის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი, ილი­ას უნი­ვერ­სი­ტე­ტის გა­ნათ­ლე­ბის სკო­ლის პრო­ფე­სო­რი.

— დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბა ორი უარე­სო­ბი­დან შე­და­რე­ბით ნაკ­ლე­ბი იყო. მხედ­ვე­ლო­ბა­ში მაქვს ის საფ­რ­თხე­ე­ბი, რო­მელ­თაც პან­დე­მია უქ­მ­ნის ჩვენს ქვე­ყა­ნას. ეს ერ­თა­დერ­თი გა­მო­სა­ვა­ლი გახ­ლ­დათ შექ­მ­ნილ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში.

თქვენს კითხ­ვას კი სა­ნამ ვუ­პა­სუ­ხებ­დე, და­ვა­კონ­კ­რე­ტებ­დი: რამ­დე­ნად მო­სა­ხერ­ხე­ბე­ლია, რომ მთე­ლი სა­ლექ­ციო კურ­სი „ონ ლა­ინ“ წა­რი­მარ­თოს, თო­რემ სწავ­ლე­ბის დის­ტან­ცი­ურ ფორ­მას გან­საზღ­ვ­რულ შემ­თხ­ვე­ვებ­ში ად­რეც მივ­მარ­თავ­დით. ილი­ას უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჯერ კი­დევ 2012 წლი­დან გვაქვს ამი­ს გა­მოც­დი­ლე­ბა. თი­თო­ე­ულ ლექ­ტორს აქვს თა­ვი­სი ვი­დე­ო­თე­კა, სა­დაც თავ­მოყ­რი­ლია ჩვე­ნი სა­ლექ­ციო კურ­სე­ბის ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რე­ბი. ამ ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რებს წარ­სულ­შიც წარ­მა­ტე­ბით ვი­ყე­ნებ­დით ცალ­კე­ულ შემ­თხ­ვე­ვებ­ში ასინ­ქ­რო­ნუ­ლი სწავ­ლე­ბი­სას. რაც შე­ე­ხე­ბა მთე­ლი სა­ლექ­ციო კურ­სის წაყ­ვა­ნას დის­ტან­ცი­უ­რი ფორ­მით, ეს ჩვენ­თ­ვი­საც ახა­ლი იყო და არ დავ­მა­ლავ, მან გარ­კ­ვე­უ­ლი სირ­თუ­ლე­ე­ბი მარ­თ­ლაც შეგ­ვიქ­მ­ნა.

— ხომ არ დაგ­ვი­კონ­კ­რე­ტებთ ამ სირ­თუ­ლე­ებს?

— ერ­თხელ კი­დევ გა­ვი­მე­ო­რებ (ეს ჩე­მამ­დეც ალ­ბათ ბევ­რ­მა რეს­პონ­დენ­ტ­მა თქვა), რომ აუდი­ტო­რი­ას­თან ცოცხა­ლი კავ­ში­რი თა­ვად პე­და­გო­გი­სათ­ვის, ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში ლექ­ტო­რი­სათ­ვის, არის აუცი­ლე­ბე­ლი. სტუ­დენ­ტე­ბი­სა­გან წა­მო­სუ­ლი მუხ­ტი გა­ნა­პი­რო­ბებს სწო­რედ ლექ­ცი­ის ხა­რისხს. თუ სტუ­დენ­ტი ინ­დი­ფე­რენ­ტუ­ლია ლექ­ცი­ის მსვლე­ლო­ბი­სას, არ უს­მენს, მა­შინ ლექ­ტო­რი წყვეტს გაბ­მულ თხრო­ბას და უამ­რავ სა­შუ­ა­ლე­ბას მი­მარ­თავს მის სა­ლექ­ციო პრო­ცეს­ში ჩა­სარ­თა­ვად. სწავ­ლე­ბის ის უახ­ლე­სი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი, რომ­ლებ­საც დღეს სკო­ლებ­ში ვი­ყე­ნებთ, ასე­ვე წარ­მა­ტე­ბით გა­მო­ი­ყე­ნე­ბა უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებ­ში სტუ­დენ­ტის მო­ტი­ვი­რე­ბი­სა და სას­წავ­ლო პრო­ცე­სის აქ­ტი­ვი­ზა­ცი­ი­სათ­ვის. ალ­ბათ და­მე­თან­ხ­მე­ბი­ან ჩე­მი კო­ლე­გე­ბი — შე­უძ­ლე­ბე­ლია მხო­ლოდ სა­ლექ­ციო მე­თო­დით მი­აღ­წიო მი­ზანს, ის დრო­დად­რო სა­უბ­რით უნ­და ჩა­ნაც­ვ­ლ­დეს, თუ გვსურს, რომ სტუ­დენ­ტი მხო­ლოდ მსმე­ნე­ლი კი არა, არა­მედ ჩვე­ნი პარ­ტ­ნი­ო­რიც იყოს სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში. გან­სა­კუთ­რე­ბით ეს ით­ქ­მის პე­და­გო­გი­უ­რი დარ­გის დის­ციპ­ლი­ნებ­ზე.

— სხვა სირ­თუ­ლე­ე­ბი არ შეგ­ხ­ვედ­რი­ათ დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბი­სას?

— რამ­დე­ნიც გინ­დათ. და­ვიწყოთ იმით, რომ მო­უმ­ზა­დებ­ლე­ბი შევ­ხ­ვ­დით ვი­დეო სწავ­ლე­ბას თუნ­დაც იმ კუთხით, რომ ყვე­ლა სტუ­დენტს არ ჰქონ­და წვდო­მა ინ­ტერ­ნეტ­თან. მე პი­რა­დად უამ­რა­ვი სტუ­დენ­ტი მყავ­და გა­სულ წელს, გან­სა­კუთ­რე­ბით პირ­ველ­კურ­სე­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ვერ ახერ­ხებ­დ­ნენ სა­ლექ­ციო პრო­ცეს­ში ჩარ­თ­ვას იმის გა­მო, რომ არ ჰქონ­დათ ინ­ტერ­ნე­ტი, ან თუ ჰქონ­დათ, არ მყარ­დე­ბო­და (ან ძა­ლი­ან ცუ­დად მყარ­დე­ბო­და) კავ­ში­რი მათ­თან. ეს ის სა­კითხია, რო­მელ­საც უნი­ვერ­სი­ტე­ტი ვერ გა­დაწყ­ვეტს. ამის გარ­და, გარ­კ­ვე­უ­ლი პრობ­ლე­მე­ბი შე­იქ­მ­ნა ცოდ­ნის შე­ფა­სე­ბი­სას. სას­წავ­ლო პრო­ცე­სის დაწყე­ბამ­დე მო­ვემ­ზა­დეთ ამი­სათ­ვის, ხა­რის­ხის სამ­სა­ხურ­თან შე­თან­ხ­მე­ბით   შევ­ცვა­ლეთ შე­ფა­სე­ბის ფორ­მე­ბი. მაგ­რამ და­მე­თან­ხ­მე­ბით — ძა­ლი­ან ძნე­ლია დის­ტან­ცი­უ­რად იმი­ს მო­ნი­ტო­რინ­გი, სტუ­დენ­ტ­მა თა­ვად შე­ას­რუ­ლა და­ვა­ლე­ბა, თუ სხვა და­იხ­მა­რა. გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ ისიც, რომ მა­თი დი­დი ნა­წი­ლი არ რთავ­და ვი­დე­ოს, მხო­ლოდ ხმა ის­მო­და. ასე რომ, ის შე­ფა­სე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც გა­სულ სე­მეს­ტ­რ­ში პი­რა­დად მე დავ­წე­რე, რამ­დე­ნად­მე პი­რო­ბი­თია.

— გამოდის, რომ დის­ტან­ცი­ურ­მა სწავ­ლე­ბამ ზო­გი­ერთ სტუ­დენტს მე­ტი შან­სი მის­ცა აკ­რ­ძა­ლუ­ლი მე­თო­დე­ბის გა­მო­სა­ყე­ნებ­ლად?

— რა თქმა უნ­და, აქ მო­ნი­ტო­რინ­გი სრუ­ლი­ად გა­მო­რიცხუ­ლია. უნ­და მოვ­ძებ­ნოთ ცოდ­ნის შე­ფა­სე­ბის ისე­თი ფორ­მე­ბი, რომ­ლე­ბიც შე­საძ­ლებ­ლო­ბას მოგ­ვ­ცემს, ვი­ყოთ მაქ­სი­მა­ლუ­რად ობი­ექ­ტურ­ნი ასეთ პი­რო­ბებ­ში. სა­ერ­თო­დაც ვიტყო­დი, რომ სწავ­ლე­ბის მე­თო­დო­ლო­გი­ის შეც­ვ­ლა მოგ­ვი­წევს, რად­გა­ნაც ფორ­მა­ტი: სტუ­დენ­ტი+ლექ­ტო­რი+აუდი­ტო­რია — შე­იც­ვა­ლა ფორ­მა­ტით: სტუ­დენ­ტი+ლექ­ტო­რი+ZOOM (ჩემ შემ­თხ­ვე­ვა­ში). ფაქ­ტია, რომ წელს უკ­ვე გარ­კ­ვე­უ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა ამ კუთხით დაგ­ვიგ­როვ­და. ისიც ვთქვათ, რომ ეს გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია პირ­ველ­კურ­სე­ლე­ბი­სათ­ვის, რომ­ლებ­საც მე პირ­ველ­კ­ლა­სე­ლებს შე­ვა­და­რებ­დი. მათ ჯერ არა აქვთ სტუ­დენ­ტუ­რი უნა­რე­ბი, ჩვე­ვე­ბი კი სკო­ლი­დან მოჰ­ყ­ვე­ბათ და ხში­რად თა­ვი ისევ გაკ­ვე­თილ­ზე ჰგო­ნი­ათ, მას­წავ­ლე­ბელ­თან. ვფიქ­რობ­დით, რომ მათ­თან მა­ინც ჩაგ­ვე­ტა­რე­ბი­ნა სა­ა­უ­დი­ტო­რიო მე­ცა­დი­ნე­ო­ბა, მაგ­რამ გარ­კ­ვე­უ­ლი მი­ზე­ზის გა­მო ჯერ ეს არ ხერ­ხ­დე­ბა. ასე რომ, პირ­ველ­კურ­სე­ლე­ბი ცო­ტა გვე­ჩაგ­რე­ბი­ან ამ თვალ­საზ­რი­სით.

— პირ­ველ­კურ­სე­ლებ­თან და­კავ­ში­რე­ბით მა­ინც რო­მელ შემ­თხ­ვე­ვას გა­იხ­სე­ნებ­დით თქვე­ნი პრაქ­ტი­კი­დან? დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბა მაქვს მხედ­ვე­ლო­ბა­ში.

— და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი ბევ­რი რამ იყო: გა­თი­შუ­ლი ვი­დეო გა­მო­სა­ხუ­ლე­ბა, ზოგ­ჯერ ხმაც გა­თი­შუ­ლია, ფიქ­სირ­დე­ბა, რომ სტუ­დენ­ტი „გეს­წ­რე­ბა“, ის­მენს ლექ­ცი­ას, ამ დროს ასე არ არის (შა­ტა­ლო­ზეა, ასე ვთქვათ); წყვე­ტი­ლი ინ­ტერ­ნეტ­კავ­ში­რი, სხვი­სი და­წე­რი­ლი და­ვა­ლე­ბე­ბი… მაგ­რამ არა­სო­დეს და­მა­ვიწყ­დე­ბა ერ­თი შემ­თხ­ვე­ვა: სტუ­დენ­ტი ეკ­რან­ზე ჩნდე­ბა ნიღ­ბით, დამ­ცა­ვი ფა­რით, სა­ხე სა­ერ­თოდ არ უჩანს და ასე აღ­ჭურ­ვი­ლი „მა­ბა­რებს“ ზე­პირ გა­მოც­დას.

იმედს ვი­ტო­ვებ, რომ მა­ლე შევ­ხ­ვ­დე­ბით ერ­თ­მა­ნეთს აუდი­ტო­რი­ა­ში. ასე რომ, შეხ­ვედ­რამ­დე!

ესაუბრა ანა ფირცხალაიშვილი

დატოვეთ კომენტარი