სპორტის პირველი სახელმძღვანელო

931

ყინული სპორტის საგაკვეთილო მეთოდიკაშიც დაიძრა და პირველად ისტორიაში, სპორტის გაკვეთილების გრიფირებული სახელმძღვანელოც გვაქვს – VII-VIII კლასებისთვის შექმნილი წიგნი, რომლის ავტორია ოლიმპიური ჩემპიონი შოთა ხაბარელია. სპორტის გაკვეთილების რეფორმასთან დაკავშირებით, რომელმაც მაქსიმალურად უნდა გამოკვეთოს სპორტის უმთავრესი დანიშნულება – ხელი შეუწყოს ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას და აღზარდოს ფიზიკურად თუ სულიერად ჯანმრთელი თაობა, ბოლო წლებში ბევრი კეთდება. თუმცა, აქამდე ოფიციალური სახელმძღვანელო არ გვქონდა, ახალი სახელმძღვანელო ამ ხარვეზს ნაწილობრივ შეავსებს.

იმედია, მალე დანარჩენი კლასებისთვისაც ვიხილავთ ანალოგიურ წიგნებს.

ირაკლი თავაძე

დატოვეთ კომენტარი