სკოლის ლიდერობის ეროვნული კონკურსის გამარჯვებულები დასახელდნენ

1792
19 სექტემბერს, 20:00 საათზე, განათლების კოალიციის და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ინიციატივითა და ორგანიზებით მიმდინარე სკოლის ლიდერობის ეროვნული კონკურსის დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა.
ღონისძიებაზე გამოვლინდა 3 გამარჯვებული დირექტორი,  გრან-პრის და ორი სპეციალური პრიზის მფლობელი – გრან-პრის მფლობელი გახდა ‼️➡ ლენა გომართელი, ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ საჩხერის №2 საჯარო სკოლის დირექტორი; ხოლო სპეციალური პრიზის მფლობელები არიან:
გელა მაჭარაშვილი – საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ კორბოულის N2 საჯარო სკოლის დირექტორი;
➡ ვარდენ ნიქაბაძე – მამია ფანცულაიას სახელობის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხანაყანევის N2 საჯარო სკოლის დირექტორი.

გრან-პრის მფლობელ დირექტორს, პრიზის სახით, გადაეცა 5000 ლარი, ხოლო სკოლას სპეც-პროექტის განსახორციელებლად – 30 000 ლარი. სპეციალური პრიზის მფლობელ დირექტორებს კი, პრიზის სახით, 2000-2000 ლარი გადაეცათ, მათი სკოლების მხარდაჭერის ერთიანი ფონდი კი 25 000 ლარს შეადგენს.
კონკურსის მიზანია წარმატებული დირექტორების გამოვლენა და მათი გაცნობა საზოგადოებისათვის, ასევე სკოლის მართვის პრაქტიკის განვითარების ხელშეწყობა და სწავლა-სწავლების შედეგების გაუმჯობესებაზე მიმართული შიდა სასკოლო ძალისხმევის მხარდაჭერა საქართველოს საჯარო სკოლებში.
კონკურსს ახორციელებს განათლების კოალიცია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან პარტნიორობით და გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის მხარდაჭერით. კონკურსის სხვა მხარდამჭერები არიან: კონსულტაციისა და ტრენინგების ცენტრის (ctc), თიბისი, ტელეკომპანია იმედი, KPMG Georgia და მარკეტინგული კომპანია „4media”.

დატოვეთ კომენტარი