სა­ხელ­მ­წი­ფო უნ­და ემ­ზა­დოს იმ ვი­თა­რე­ბის­თ­ვი­საც, რო­დე­საც ისევ შე­იძ­ლე­ბა და­ი­კე­ტოს სკო­ლე­ბი

239

სი­მონ ჯა­ნა­შია

გა­ნათ­ლე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტი

 

რა სირ­თუ­ლე­ე­ბის წი­ნა­შე აღ­მოჩ­ნ­დ­ნენ პე­და­გო­გე­ბი

პე­და­გო­გე­ბის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან ნა­წილს უჭირს სა­კუ­თა­რი სას­წავ­ლო პრო­ცე­სის და­გეგ­მ­ვა. ისი­ნი მიჩ­ვე­უ­ლი არი­ან გარ­კ­ვე­ულ სტან­დარ­ტულ გზებს, ძი­რი­თა­დად, მიჰ­ყ­ვე­ბი­ან სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ებს. ხშირ შემ­თხ­ვე­ვა­ში, იმის­თ­ვის, რომ ას­წავ­ლონ, მა­თი პე­და­გო­გი­უ­რი გა­მოც­დი­ლე­ბა არის შეზღუ­დუ­ლი. ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, რო­დე­საც დის­ტან­ცი­უ­რად იწყებ­დ­ნენ სწავ­ლე­ბას, პე­და­გო­გებს მო­უ­წი­ათ სრუ­ლი­ად ახა­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის, ახა­ლი პე­და­გო­გი­უ­რი მიდ­გო­მე­ბის ათ­ვი­სე­ბა, ახა­ლი რე­ა­ლო­ბის გა­აზ­რე­ბა (მა­გა­ლი­თად, რას ნიშ­ნავს ის, რომ მოს­წავ­ლე და­ა­ინ­ტე­რე­სო ვირ­ტუ­ა­ლურ გა­რე­მო­ში), რაც სრუ­ლი­ად სხვა რამ არის, გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით საკ­ლა­სო გა­რე­მოს­გან, იმი­ტომ რომ, იქ შე­გიძ­ლია აკონ­ტ­რო­ლო მოს­წავ­ლის ქცე­ვა. მას­წავ­ლებ­ლე­ბის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან ნა­წილს ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის ათ­ვი­სე­ბა იმი­ტომ გა­უ­ჭირ­და, რომ კომ­პი­უ­ტე­რე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა არ ჰქონ­დათ ისე­ვე, რო­გორც იმ პროგ­რა­მე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის, რომ­ლი­თაც ას­წავ­ლი­ან.

ასე­ვე ძა­ლი­ან რთუ­ლია დის­ტან­ცი­უ­რად სწავ­ლე­ბა იმის გა­მო, რომ ჩვე­უ­ლებ­რი­ვი სწავ­ლე­ბი­სას და­რე­გუ­ლი­რე­ბუ­ლია ის დრო, რო­დე­საც შენ მოს­წავ­ლე­ებ­თან გაქვს ურ­თი­ერ­თო­ბა, ძი­რი­თა­დად, საკ­ლა­სო ოთახ­ში ურ­თი­ერ­თო­ბა და შე­იძ­ლე­ბა სკო­ლის შემ­დ­გო­მაც რა­ღაც პე­რი­ო­დე­ბი, მაგ­რამ დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბის დროს ეს ურ­თი­ერ­თო­ბა შე­იძ­ლე­ბა 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში გრძელ­დე­ბო­დეს. ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად ესეც ცო­ტა რთუ­ლია და მას­წავ­ლებ­ლებს გა­უ­ჭირ­დათ სა­კუ­თა­რი დრო­ის და­გეგ­მ­ვა.

რამ­დე­ნად მზად აღ­მოჩ­ნ­და გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­რო ახა­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბის პი­რის­პირ

პან­დე­მია მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო სა­მი­ნის­ტ­როს­თ­ვის და ის რე­სურ­სე­ბი, რაც მა­ნამ­დეც ჰქონ­დათ შეს­ყი­დუ­ლი, მა­გა­ლი­თად microsoft-პროგ­რა­მე­ბი, ისიც მა­ინ­ც­და­მა­ინც არ გა­მო­ი­ყე­ნე­ბო­და ჩვე­უ­ლებ­რივ პი­რო­ბებ­ში, თან ძა­ლი­ან სწრა­ფად მო­უ­წი­ათ ამ პროგ­რა­მე­ბის გავ­რ­ცე­ლე­ბა მას­წავ­ლებ­ლებ­ში. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, 60 000 მას­წავ­ლე­ბელ­ზეა სა­უ­ბა­რი და მოს­წავ­ლე­ებ­ზე (მოს­წავ­ლე­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა გა­ცი­ლე­ბიც დი­დია, ალ­ბათ, ნა­ხე­ვარ მი­ლი­ო­ნამ­დე). ასეთ პი­რო­ბებ­ში, რა თქმა უნ­და, ძნე­ლია იმის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა, რომ კონ­ს­ტი­ტუ­ცი­ით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ უფ­ლე­ბებს ყვე­ლა მოს­წავ­ლე იკ­მა­ყო­ფი­ლებ­დეს. სა­ხელ­მ­წი­ფომ, პრინ­ციპ­ში, გარ­კ­ვე­ულ­წი­ლად, სწრა­ფად იმუ­შა­ვა და­საწყის­ში, მაგ­რამ გა­ცი­ლე­ბით მე­ტის გა­კე­თე­ბა იყო შე­საძ­ლე­ბე­ლი თუნ­დაც იმ მხრივ, რომ, მა­გა­ლი­თად, სკო­ლის დი­რექ­ტო­რე­ბის­თ­ვის მი­ე­ცათ უფ­რო მკა­ფიო რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი რო­გორ შე­იძ­ლე­ბო­და დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბის პრო­ცე­სის აწყო­ბა, მი­ე­წო­დე­ბი­ნათ მო­დე­ლე­ბი რო­გორ შე­იძ­ლე­ბა დის­ტან­ცი­უ­რად ას­წავ­ლო კონ­კ­რე­ტუ­ლი სა­გა­ნი, ასე­ვე რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი რო­გორ და­ეხ­მა­რე­ბოდ­ნენ მოს­წავ­ლე­ებს, რო­დე­საც მათ არ ჰქონ­დათ აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა, ვი­ღა­ცას­თან ინ­ტერ­ნე­ტი არ მუ­შა­ობ­და წე­სი­ე­რად და ა.შ.

და­მა­ტე­ბი­თი ხარ­ჯი

მოს­წავ­ლე­ე­ბი და სტუ­დენ­ტე­ბი ურ­თუ­ლეს მდგო­მა­რე­ო­ბა­ში აღ­მოჩ­ნ­დ­ნენ პან­დე­მი­ის დაწყე­ბის შემ­დეგ იმი­ტომ, რომ მათ ახა­ლი ხარ­ჯე­ბის გა­ღე­ბა მო­უ­წი­ათ, მოს­წავ­ლე­ე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, მშობ­ლებს მო­უ­წი­ათ და­მა­ტე­ბი­თი ხარ­ჯის გა­წე­ვა იმის­თ­ვის, რომ შვილს შე­საძ­ლებ­ლო­ბა ჰქო­ნო­და დის­ტან­ცი­უ­რად გა­ევ­ლო სას­კო­ლო თუ სა­უ­ნი­ვერ­­სი­ტე­ტო კურ­სე­ბი. ბევრ ოჯახს დას­ჭირ­და ახა­ლი კომ­პი­უ­ტე­რის ყიდ­ვა, ზოგს — ინ­ტერ­ნე­ტის სი­ჩქა­რის გაზ­რ­და, ზოგს — და­ყე­ნე­ბა, ზოგს — ტე­ლე­ფო­ნის ყიდ­ვა და ა.შ. ნა­წილს ამის შე­საძ­ლებ­ლო­ბაც არ ჰქონ­და.

სტუ­დენ­ტე­ბის პრობ­ლე­მე­ბი კი­დევ სხვა იყო, მა­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლი ქი­რა­ობს ბი­ნას სხვა ქა­ლაქ­ში ან ცხოვ­რობს არა იქ, სა­დაც და­ი­ბა­და და გა­ი­ზარ­და. ეს ცალ­კე პრობ­ლე­მა იყო. მათ მო­უ­წი­ათ სახ­ლებ­ში დაბ­რუ­ნე­ბა იმის­თ­ვის, რომ შე­ემ­ცი­რე­ბი­ნათ ხარ­ჯი და ამან ისიც გა­მო­იწ­ვია, რომ მოხ­ვ­დ­ნენ ისეთ ად­გი­ლას (ზოგ შემ­თხ­ვე­ვა­ში — სოფ­ლებ­ში, პა­ტა­რა ქა­ლა­ქებ­ში), სა­დაც ინ­ტერ­ნე­ტის პრობ­ლე­მე­ბია, რა­მაც კი­დევ უფ­რო გა­ურ­თუ­ლა სწავ­ლა. მაგ­რამ ძი­რი­თა­დი პრობ­ლე­მა მა­ინც ის იყო, რომ მათ მას­წავ­ლებ­ლებ­სა და პრო­ფე­სო­რებს არ ჰქონ­და დის­ტან­ცი­უ­რად სწავ­ლე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა, ამი­ტომ გა­ნათ­ლე­ბა, რო­მელ­საც ისი­ნი ამ პე­რი­ოდ­ში იღებ­დ­ნენ, შე­იძ­ლე­ბა სუ­ლაც არ იყო სა­უ­კე­თე­სო ხა­რის­ხის.

მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა, რომ­ლის მოგ­ვა­რე­ბა შე­იძ­ლე­ბო­და, მაგ­რამ სა­ხელ­მ­წი­ფომ ვერ მო­აგ­ვა­რა

სა­ხელ­მ­წი­ფომ ჩათ­ვა­ლა, რომ ის არის ერ­თა­დერ­თი ძა­ლა და ერ­თა­დერ­თი მო­თა­მა­შე ამ პი­რო­ბებ­ში და შე­ე­ცა­და, მხო­ლოდ სა­კუ­თა­რი ძა­ლე­ბით მო­ეგ­ვა­რე­ბი­ნა მას­წავ­ლებ­ლის პრობ­ლე­მე­ბი. ეს, ჩე­მი აზ­რით, შეც­დო­მაა. სა­ხელ­მ­წი­ფოს შე­ეძ­ლო ფარ­თო მო­ბი­ლი­ზა­ცია გა­მო­ეცხა­დე­ბი­ნა, მა­გა­ლი­თად, ჩა­ერ­თო სტუ­დენ­ტე­ბი, უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის პრო­ფე­სო­რე­ბი, სატ­რე­ნინ­გო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში   მუ­შა­ო­ბენ დის­ტან­ცი­ურ გა­ნათ­ლე­ბა­ზე, უნ­და შე­ეკ­რი­ბა ყვე­ლა, ვი­საც შე­ეძ­ლო სკო­ლე­ბის დახ­მა­რე­ბა. ეს ერ­თი და მე­ო­რე, რაც, ჩე­მი აზ­რით, უკე­თე­სად უნ­და გა­კე­თე­ბუ­ლუ­ყო, უნ­და გა­მოვ­ლე­ნი­ლი­ყო ყვე­ლა ის ბავ­შ­ვი, ვი­საც ჩარ­თ­ვის პრობ­ლე­მა ჰქონ­და და მათ უნ­და დახ­მა­რე­ბო­და სა­ხელ­მ­წი­ფო, თუნ­დაც აღ­ჭურ­ვი­ლო­ბის თხო­ვე­ბით ან შე­იძ­ლე­ბა ჩუ­ქე­ბი­თაც კი. ასე­ვე, სა­ხელ­მ­წი­ფოს შე­ეძ­ლო მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად გა­ე­ფარ­თო­ე­ბი­ნა ინ­ტერ­ნე­ტის ქსე­ლი იმი­ტომ, რომ ეს აბ­სო­ლუ­ტუ­რად აუცი­ლე­ბე­ლი პი­რო­ბა იყო იმი­სათ­ვის, რომ მოს­წავ­ლე­ებს დის­ტან­ცი­უ­რად ეს­წავ­ლათ გა­მარ­თუ­ლად, თო­რემ, ცხა­დია, დის­ტან­ცი­უ­რად შე­იძ­ლე­ბა ინ­ტერ­ნე­ტის გა­რე­შეც ის­წავ­ლო. მე მგო­ნია, რომ ეს სა­კითხე­ბი სა­ხე­ლმ­წი­ფომ ვერ გა­დაჭ­რა.

გარ­და იმი­სა, რომ მას­წავ­ლებ­ლებს უნ­და ჰქო­ნო­დათ მკა­ფიო სცე­ნა­რე­ბი, რო­გორ მუ­შა­ო­ბენ მოს­წავ­ლე­ებ­თან, მა­გა­ლი­თად, რო­გორ მუ­შა­ობს მას­წავ­ლე­ბე­ლი, ტე­ლეს­კო­ლის გა­მო­ყე­ნე­ბით, მოს­წავ­ლე­ებ­თან — რა და­ვა­ლე­ბებს აძ­ლევს, მე­რე რო­გორ ამოწ­მებს ამ და­ვა­ლე­ბას, მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვი­საც უნ­და ეთხო­ვათ, რომ კო­ლე­გე­ბის­თ­ვის სა­კუ­თა­რი გა­მოც­დი­ლე­ბა გა­ე­ზი­ა­რე­ბი­ნათ. ეს იქ­ნე­ბო­და, ჩე­მი აზ­რით, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი.

გარ­და ამი­სა, სა­ხელ­მ­წი­ფომ ბევ­რი დრო და­კარ­გა ახა­ლი სას­წავ­ლო წლის ეფექ­ტუ­რად და­სა­გეგ­მად. რე­ა­ლუ­რად სა­ხელ­მ­წი­ფოს, მთე­ლი ამ თვე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, რო­დე­საც სკო­ლე­ბი და­ხუ­რუ­ლი იყო, შექ­მ­ნი­ლი ვი­თა­რე­ბა უნ­და გა­მო­ე­ყე­ნე­ბი­ნა სკო­ლე­ბის ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რუ­ლი გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის­თ­ვის. მა­გა­ლი­თად, სა­ნი­ტა­რი­უ­ლი და ჰი­გი­ე­ნუ­რი ნორ­მე­ბის შე­სა­ბა­მი­სად ტუ­ა­ლე­ტე­ბის მო­საწყო­ბად, წყლის გაყ­ვა­ნი­ლო­ბის გა­სა­მარ­თად და სხვ. ეს სა­უ­კე­თე­სო დრო იყო ამის გა­სა­კე­თებ­ლად. სკო­ლე­ბი, ზაფხულ­ში, მხო­ლოდ ორი თვით არის ხოლ­მე და­ხუ­რუ­ლი და სა­ხელ­მ­წი­ფო ხში­რად ვერ ას­წ­რებს მათ რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას, მაგ­რამ რო­დე­საც მარ­ტი­დან სექ­ტემ­ბ­რამ­დეა სკო­ლე­ბი და­ხუ­რუ­ლი და სა­ხელ­მ­წი­ფო პრაქ­ტი­კუ­ლად არა­ფერს აკე­თებს ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად, ჩე­მი აზ­რით, ეს შეც­დო­მაა.

რო­გო­რია სა­მი­ნის­ტ­რო­სა და პე­და­გო­გე­ბის მზა­ო­ბა 2020-2021 სას­წავ­ლო წლის­თ­ვის

მთა­ვა­რი გა­მოწ­ვე­ვა ახ­ლა უსაფ­რ­თხო­ე­ბაა, სა­ხელ­მ­წი­ფომ უნ­და შეძ­ლოს მოს­წავ­ლე­ე­ბის მაქ­სი­მა­ლუ­რად დაც­ვა ინ­ფექ­ცი­ის გავ­რ­ცე­ლე­ბის­გან, ასე­ვე უნ­და და­იც­ვას სა­ზო­გა­დო­ე­ბა, სკო­ლა არ უნ­და გახ­დეს ინ­ფექ­ცი­ის გავ­რ­ცე­ლე­ბის წყა­რო. ამი­ტომ, მაქ­სი­მა­ლუ­რად უნ­და და­ეხ­მა­როს სკო­ლებს, ეს არის პირ­ვე­ლა­დი ამო­ცა­ნა, მა­გა­ლი­თად, იმით, რომ სკო­ლებს ჰქონ­დეთ საკ­მა­რი­სი რე­სურ­სე­ბი დე­ზინ­ფექ­ცი­ის­თ­ვის, იყოს მოწყო­ბი­ლი ტუ­ა­ლე­ტე­ბი, იყოს სას­მე­ლი წყა­ლი, და­ატ­რე­ნინ­გოს მას­წავ­ლებ­ლე­ბი რო­გორ მო­იქ­ც­ნენ.

სა­ხელ­მ­წი­ფო უნ­და და­ეხ­მა­როს სკო­ლებს იმა­შიც, რომ მათ ჰქონ­დეთ ბერ­კე­ტე­ბი, რო­გორ იურ­თი­ერ­თონ მშობ­ლებ­თან იმი­ტომ, რომ მშობ­ლე­ბის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან ნა­წილს, და მას­წავ­ლებ­ლე­ბის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან ნა­წილ­საც, სა­ერ­თოდ არ სჯე­რა, რომ რა­ი­მე საფ­რ­თხე არ­სე­ბობს და მოს­წავ­ლე­ე­ბი ამ საფ­რ­თხის წი­ნა­შე არი­ან. მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, მშობ­ლე­ბის დარ­წ­მუ­ნე­ბა, რომ სა­ხუ­მა­რო და სა­თა­მა­შო ვი­თა­რე­ბა არ არის. ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რომ ყვე­ლა სე­რი­ო­ზუ­ლად მი­უდ­გეს ამას.

პა­რა­ლე­ლუ­რად, სა­ხელ­მ­წი­ფო უნ­და ემ­ზა­დოს იმ ვი­თა­რე­ბის­თ­ვი­საც, რო­დე­საც ისევ შე­იძ­ლე­ბა და­ი­კე­ტოს სკო­ლე­ბი იმი­ტომ, რომ ჩვენ და­ვი­ნა­ხეთ, ევ­რო­პა­შიც და ამე­რი­კა­შიც, სკო­ლე­ბის გახ­ს­ნას შე­იძ­ლე­ბა სე­რი­ო­ზუ­ლი უკუ­ე­ფექ­ტი ჰქონ­დეს. ინ­ფექ­ცი­ის გავ­რ­ცე­ლე­ბის თვალ­საზ­რი­სით. იქ სკო­ლე­ბი იკე­ტე­ბა ხე­ლახ­ლა და ასეთ პი­რო­ბებ­ში სა­ხელ­მ­წი­ფომ უნ­და სცა­დოს, მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­ა­უმ­ჯო­ბე­სოს, ერ­თი მხრივ — ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რა, მე­ო­რე მხრივ — მას­წავ­ლე­ბელს ჰქონ­დეს ყვე­ლა ის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ სა­თა­ნა­დოდ და­გეგ­მოს სას­წავ­ლო პრო­ცე­სი და ცხა­დია, აუცი­ლებ­ლად უნ­და მოხ­დეს მოს­წავ­ლე­ე­ბის გა­მოვ­ლე­ნა (იმ გა­მოც­დი­ლე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რაც 2019-2020 სას­წავ­ლო წლი­დან გვქონ­და) იმის­თ­ვის, რომ ყო­ველ კონ­კ­რე­ტულ მოს­წავ­ლეს და­ეხ­მა­როს სა­ხელ­მ­წი­ფო, ან ად­გი­ლობ­რი­ვი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, ან სკო­ლა, ან სა­ხელ­მ­წი­ფო, სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თან ერ­თად.

რო­გორ უნ­და მო­იქ­ცეს სა­ხელ­მ­წი­ფო ჩა­კეტ­ვის შემ­თხ­ვე­ვა­ში

და­ეხ­მა­როს სკო­ლებს რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის შერ­ბი­ლე­ბა­ში ან გან­საზღ­ვ­რა­ში იმის­თ­ვის, რომ სკო­ლებ­მა სა­კუ­თა­რი აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა, რაც მათ აქვთ, მა­გა­ლი­თად, სკო­ლა­ში არ­სე­ბუ­ლი კომ­პი­უ­ტე­რე­ბი მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­მო­ი­ყე­ნონ სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის.

უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, სა­ხელ­მ­წი­ფოს, ასე­ვე, შე­უძ­ლია და­ეხ­მა­როს სტუ­დენ­ტებს იმით, რომ, მა­გა­ლი­თად, უფა­სო ინ­ტერ­ნე­ტის გა­ფარ­თო­ე­ბა მოხ­დეს ქა­ლა­ქებ­ში ან სტუ­დენ­ტე­ბის­თ­ვის მო­ბი­ლუ­რი პა­კე­ტე­ბის სუბ­სი­დი­რე­ბა, სპე­ცი­ა­ლუ­რად, იმ მიზ­ნით, რომ მათ რაც შე­იძ­ლე­ბა ნაკ­ლე­ბი ხარ­ჯი ჰქონ­დეთ. ასე­ვე, უნ­და შე­ე­ცა­დოს, რომ უნი­ვერ­სი­ტე­ტებს ჰქონ­დეთ   მაქ­სი­მა­ლუ­რად სწრა­ფი ინ­ტერ­ნე­ტი იმის­თ­ვის, რომ შე­უ­ფერ­ხებ­ლად აწარ­მო­ონ დის­ტაც­ნი­უ­რი სწავ­ლე­ბა და სხვ.

დატოვეთ კომენტარი