საშემოდგომო გამოცდებზე 26 600-ზე მეტი აპლიკანტი დარეგისტრირდა

235

17 სექტემბერს დასრულდა პრაქტიკოსი მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველებისათვის განკუთვნილი რეგისტრაციისათვის დრო.

26 600-ზე მეტი აპლიკანტი დარეგისტრირდა საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების ტესტირებისათვის.

⇒ 2019 წელს პრაქტიკოს მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს უკვე მეორედ მიეცათ კომპეტენციის დადასტურების შესაძლებლობა.

⇒ შეგახსენებთ, რომ პედაგოგობის მსურველ პირს მხოლოდ საგნის გამოცდის ჩაბარება შეუძლია, პრაქტიკოს მასწავლებელს კი უფლება აქვს დაადასტუროს როგორც საგნობრივი,ისე პროფესიული კომპეტენციები.

√ საგამოცდო პროცესის დაწყება ნოემბერში იგეგმება.

√ √ √ პრაქტიკოსმა მასწავლებლებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ ხელახალი ტესტირებისას მიღებული შედეგები (ანუ საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის ყოველი შემდგომი დადასტურება) აუქმებს იმავე საგანში საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის დადასტურებისას, წინა ჯერზე მიღებულ შეფასებასა და შესაბამის კრედიტქულებს.

დატოვეთ კომენტარი