საქართველოს ნაკრებმა ევროპის ფიზიკის მე-4 ოლიმპიადაზე წარმატებით იასპარეზა

100

გიორგი ძაძამია, იოანე თოიძე და ლუკა კირთაძე ვერცხლის მედლებით დაჯილდოვდნენ, ხოლო ნიკოლოზ ნიკურაძე – ბრინჯაოს მედლით. ნაკრების წევრები კომაროვის სახელობის ფიზიკა-მათემატიკური სკოლის მოსწავლეები არიან.

ოლიმპიადაზე საქართველოს ნაკრებს ხელმძღვანელობდნენ: ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი დავით ნიშნიანიძე, კომაროვის სკოლის ფიზიკის მასწავლებელი თეიმურაზ კალატოზი, ვირჯინიის უნივერსიტეტის დოქტორანტი, კომაროვის სკოლის ფიზიკის წრის მასწავლებელი მიხეილ სოხაშვილი.

ევროპის ფიზიკის მე-4 ონლაინ ოლიმპიადაში, რომელიც 2020 წლის 20-26 ივლისს ჩატარდა, 57 ქვეყანა მონაწილეობდა.

დატოვეთ კომენტარი