საქარ­თ­ვე­ლოს ახა­ლი იდე­ე­ბი, ახა­ლი სა­ხე­ე­ბი, ახ­ლე­ბუ­რად გან­ვი­თა­რე­ბა სჭირ­დე­ბა

551

რუბ­რი­კის„ქართველი სტუდენტები უცხოეთში“ სტუ­მა­რია ჯა­ბა მეს­ხიშ­ვი­ლი, კო­ბეს უნი­ვერ­სი­ტე­ტის დოქ­ტო­რან­ტი

– ჯა­ბა, გვი­ამ­ბე მოს­წავ­ლე­ო­ბის პე­რი­ოდ­ზე, რამ­დე­ნად წარ­მა­ტე­ბუ­ლი მოს­წავ­ლე იყა­ვი, გარ­კ­ვე­ულ­წი­ლად, გან­საზღ­ვ­რა თუ არა სკო­ლამ შე­ნი პრო­ფე­სი­უ­ლი მო­მა­ვა­ლი?

– მოს­წავ­ლე­ო­ბის პე­რი­ო­დი თბი­ლი­სის მე-5 სა­შუ­ა­ლო სკო­ლა­ში გა­ვა­ტა­რე. სკო­ლა­ში ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მოს­წავ­ლე ვი­ყა­ვი, ჩე­მი აზ­რით, არაფ­რით გა­მორ­ჩე­უ­ლი სხვა მოს­წავ­ლე­ე­ბის­გან. ვსწავ­ლობ­დი სა­შუ­ა­ლო დო­ნე­ზე, ოღონდ მქონ­და ჩე­მი „უც­ნა­უ­რო­ბე­ბი“, იმ საგ­ნე­ბის სწავ­ლით, რომ­ლე­ბიც არ მიყ­ვარ­და (ძი­რი­თა­დად ტექ­ნი­კური საგ­ნე­ბი), დი­დად თავს არ ვი­წუ­ხებ­დი. ყვე­ლა­ზე მე­ტად მიყ­ვარ­და ის­ტო­რია-გე­ოგ­რა­ფია, ამი­ტომ ამ საგ­ნებს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მონ­დო­მე­ბით ვსწავ­ლობ­დი, კლას­გა­რე­შე ლი­ტე­რა­ტუ­რა­საც დი­დი ინ­ტე­რე­სით ვკითხუ­ლობ­დი. ჩე­მი პრო­ფე­სი­უ­ლი არ­ჩე­ვა­ნი სკო­ლას ნამ­დ­ვი­ლად არ გა­ნუ­საზღ­ვ­რავს და არ­ჩე­ვა­ნი და­მო­უ­კი­დებ­ლად გა­ვა­კე­თე. წა­ვი­კითხე რამ­დე­ნი­მე წიგ­ნი იაპო­ნი­ის შე­სა­ხებ და წა­კითხულ­მა იმ­დე­ნად და­მა­ინ­ტე­რე­სა, გა­დავ­წყ­ვი­ტე იაპო­ნუ­რი ენის შეს­წავ­ლა, უკეთ რომ გა­მეც­ნო იაპო­ნია, მი­სი ის­ტო­რია, კულ­ტუ­რა და ტრა­დი­ცი­ე­ბი.

– შემ­დეგ სწავ­ლას აგ­რ­ძე­ლებ თბი­ლი­სის ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, ირ­ჩევ საკ­მა­ოდ სა­ინ­ტე­რე­სო სპე­ცი­ა­ლო­ბას – აღ­მო­სავ­ლე­თის ქვეყ­ნე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბის ექ­ს­პერ­ტი­ზა (იაპო­ნია)…

– დი­ახ, რო­გორც ზე­მოთ აღ­ვ­ნიშ­ნე, იაპო­ნი­ის შე­სა­ხებ წა­კითხუ­ლი მქონ­და გარ­კ­ვე­უ­ლი სა­ხის ლი­ტე­რა­ტუ­რა და იმ­დე­ნად გან­ს­ხ­ვა­ვე­ბულ სამ­ყა­როდ მეჩ­ვე­ნა, რომ გა­დავ­წყ­ვი­ტე უკეთ შე­მეს­წავ­ლა. აბი­ტუ­რი­ენ­ტო­ბის პე­რი­ოდ­ში გა­ვარ­კ­ვიე, რომ თსუ-ში ის­წავ­ლე­ბო­და იაპო­ნი­ის ის­ტო­რია, კულ­ტუ­რა და, რაც მთა­ვა­რია, იაპო­ნუ­რი ენა. ამი­ტომ გა­დავ­წყ­ვი­ტე, სწავ­ლა ამ სპე­ცი­ა­ლო­ბა­ზე გა­მეგ­რ­ძე­ლე­ბი­ნა. პრო­ფე­სი­ის და­სა­ხე­ლე­ბა სა­შუ­ა­ლე­ბას მაძ­ლევ­და, მი­ღე­ბუ­ლი ცოდ­ნა მო­მა­ვალ­ში გა­მო­მე­ყე­ნე­ბი­ნა რო­გორც სა­მეც­ნი­ე­რო საქ­მი­ა­ნო­ბა­ში, ასე­ვე დიპ­ლო­მა­ტი­ურ სფე­რო­შიც. ორი­ვე სფე­რო ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოდ მეჩ­ვე­ნე­ბო­და.

– უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის მი­სა­ღე­ბად აღ­მო­სავ­ლეთ აზი­ის ქვე­ყა­ნას, კუნ­ძულ-სა­ხელ­მ­წი­ფოს – იაპო­ნი­ას ირ­ჩევ. რა გზა გა­ი­ა­რე სა­ქარ­თ­ვე­ლო­დან ამო­მა­ვა­ლი მზის ქვეყ­ნამ­დე?

– თბი­ლი­სის ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ვსწავ­ლობ­დი მა­გის­ტ­რა­ტუ­რის პირ­ველ კურ­ს­ზე (მსოფ­ლი­ოს ახა­ლი და უახ­ლე­სი ის­ტო­რი­ის სპე­ცი­ა­ლო­ბა­ზე, შო­რე­უ­ლი აღ­მო­სავ­ლე­თის ის­ტო­რი­ის გან­ხ­რით). სწო­რედ მა­შინ, იაპო­ნი­ის სა­ხელ­მ­წი­ფომ გა­მო­აცხა­და კონ­კურ­სი იაპო­ნი­ა­ში მკვლევ­რე­ბის გრან­ტ­ზე და გა­დავ­წყ­ვი­ტე, ბე­დი მე­ცა­და. სი­მარ­თ­ლე გითხ­რათ, თა­ვი­დან ცო­ტა ვღე­ლავ­დი, ბო­ლომ­დე დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი არ ვი­ყა­ვი, დავ­ძ­ლევ­დი თუ არა კონ­კურ­სის პი­რო­ბებს, რად­გან ვთვლი­დი, რომ იაპო­ნუ­რი ენა სა­თა­ნა­დო დო­ნე­ზე არ ვი­ცო­დი. მაგ­რამ წე­რი­თი გა­მოც­დაც და გა­სა­უბ­რე­ბის ეტა­პე­ბიც წარ­მა­ტე­ბით დავ­ძ­ლიე. თსუ-ში მი­ღე­ბუ­ლი იაპო­ნუ­რი ენის ცოდ­ნა საკ­მა­რი­სი აღ­მოჩ­ნ­და წარ­მა­ტე­ბის­თ­ვის და ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი ვი­ყა­ვი, რომ მე ეს შევ­ძე­ლი. შემ­დეგ იყო მე­ო­რე და არა­ნაკ­ლებ რთუ­ლი ეტა­პი, თა­ვად უნ­და მო­მე­ძი­ე­ბი­ნა სა­სურ­ვე­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტი იაპო­ნი­ა­ში და გა­მე­მარ­თა მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი, რომ მი­ვე­ღე, რო­გორც მკვლე­ვა­რი სტუ­დენ­ტი. ასე­ვე უნ­და მო­მე­ძებ­ნა პრო­ფე­სო­რი, ვინც ჩე­მი ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი იქ­ნე­ბო­და. საკ­მა­ოდ რთუ­ლი პრო­ცე­სი აღ­მოჩ­ნ­და. სა­ბო­ლო­ოდ, ჩემ­თ­ვის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე სა­სურ­ველ კო­ბეს უნი­ვერ­სი­ტეტ­თან წარ­მა­ტე­ბით და­ვას­რუ­ლე მო­ლა­პა­რა­კე­ბა და თან­ხ­მო­ბა მი­ვი­ღე.

მკვლე­ვ­რად ყოფ­ნის პე­რი­ო­დი, რომ­ლის შემ­დე­გაც მო­მი­წია სა­მა­გის­ტ­როს და სა­დოქ­ტო­როს მი­სა­ღე­ბი გა­მოც­დე­ბის ჩა­ბა­რე­ბა, საკ­მა­ოდ რთუ­ლი გა­მოდ­გა, სა­ბედ­ნი­ე­როდ, ჩა­ვა­ბა­რე. იაპო­ნი­ა­ში ჩას­ვ­ლამ­დე მე­გო­ნა, რომ, რო­გორც უცხო­ელ სტუ­დენტს, გა­მოც­დებ­ზე შე­ღა­ვა­თი მექ­ნე­ბო­და, მაგ­რამ სპე­ცი­ა­ლო­ბის გა­მოც­და­ზე მეც იმა­ვე სა­კითხე­ბის წე­რა მო­მი­წია, რო­გორც სხვა იაპო­ნელ სტუ­დენ­ტებს, გან­ს­ხ­ვა­ვე­ბა მხო­ლოდ იაპო­ნუ­რი ენის გა­მოც­და­ში იყო – უცხო­ელ სტუ­დენ­ტებს ცო­ტა გან­ს­ხ­ვა­ვე­ბულ შე­კითხ­ვებ­ზე მოგ­ვი­წია პა­სუ­ხე­ბის გა­ცე­მა. აი, ასე­თი გრძე­ლი და არც თუ ად­ვი­ლი გზა გა­ვი­ა­რე იაპო­ნი­ამ­დე და დოქ­ტო­რან­ტუ­რამ­დე.

– ამ­ჟა­მად კო­ბეს უნი­ვერ­სი­ტე­ტის დოქ­ტო­რან­ტი ხარ (სპე­ცი­ა­ლო­ბა – იაპო­ნი­ის ახა­ლი ის­ტო­რია), მი­ამ­ბე ამ უნი­ვერ­სი­ტე­ტის შე­სა­ხებ?

– იაპო­ნი­ა­ში კო­ბეს უნი­ვერ­სი­ტე­ტი ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე ძლი­ერ და პრეს­ტი­ჟულ უნი­ვერ­სი­ტე­ტად ით­ვ­ლე­ბა. მის სტუ­დენ­ტად გახ­დო­მა მხო­ლოდ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად კარ­გი შე­დე­გე­ბის მქო­ნე აბი­ტუ­რი­ენ­ტებს შე­უძ­ლი­ათ. კო­ბეს უნი­ვერ­სი­ტე­ტი 1949 წელს და­არ­ს­და. დღეს­დღე­ო­ბით აქ 30 000 სტუ­დენ­ტამ­დე სწავ­ლობს. კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლე­ბის მი­ერ კარ­გი სამ­სა­ხუ­რის პოვ­ნის და სა­შუ­ა­ლო შე­მო­სავ­ლის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლის მი­ხედ­ვით ერთ-ერ­თი მო­წი­ნა­ვეა იაპო­ნი­ა­ში. ეს უნი­ვერ­სი­ტე­ტი ბევრ წარ­მა­ტე­ბულ ადა­მი­ანს აქვს დამ­თავ­რე­ბუ­ლი, მა­გა­ლი­თად, იაპო­ნი­ის ყო­ფი­ლ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტ­რ სო­სუ­კე უნოს. კო­ბეს უნი­ვერ­სი­ტე­ტის ყო­ფი­ლი მკვლე­ვა­რი იყო ში­ნია იამა­ნა­კა, რო­მელ­მაც 2012 წელს ნო­ბე­ლის პრე­მია მი­ი­ღო მე­დი­ცი­ნის დარ­გ­ში. აქ გა­ნათ­ლე­ბა აქვთ მი­ღე­ბუ­ლი, ასე­ვე, მრა­ვა­ლი წარ­მა­ტე­ბუ­ლი ბიზ­ნეს-კორ­პო­რა­ცი­ის მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რებს და გა­მორ­ჩე­ულ მეც­ნი­ე­რებს. უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გა­მორ­ჩე­უ­ლად ძლი­ე­რია იური­დი­უ­ლი და ეკო­ნო­მი­კუ­რი სპე­ცი­ა­ლო­ბე­ბი.

– რა რო­ლი უჭი­რავს სტუ­დენ­ტის ცხოვ­რე­ბაში სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო ბიბ­ლი­ო­თე­კას?

– იაპო­ნი­ა­ში ბიბ­ლი­ო­თე­კა სტუ­დენ­ტუ­რი ცხოვ­რე­ბის ერთ-ერთ მთა­ვა­რი და აუცი­ლე­ბე­ლია კომ­პო­ნენ­ტია. ყვე­ლა მა­ღა­ლი დო­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტი ცდი­ლობს იქო­ნი­ოს კარ­გი ბიბ­ლი­ო­თე­კა. მარ­ტო კო­ბეს უნი­ვერ­სი­ტეტს ცხრა ში­და სა­ფა­კულ­ტე­ტო ბიბ­ლი­ო­თე­კა (ზო­გი­ერ­თი მათ­გა­ნი რამ­დე­ნი­მე სარ­თულ­ზეა გან­თავ­სე­ბუ­ლი) აქვს, სა­დაც მი­ლი­ო­ნო­ბით წიგ­ნი ინა­ხე­ბა. სის­ტე­მა­ტუ­რად ხდე­ბა ბიბ­ლი­ო­თე­კე­ბის შევ­სე­ბა ახა­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რით. შარ­შან, წიგ­ნე­ბის გან­თავ­სე­ბის პრობ­ლე­მის გა­მო ახა­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის და­მა­ტე­ბის სა­კითხი წარ­მო­იშ­ვა. ასე­ვე ხდე­ბა ძვე­ლი ჟურ­ნალ-გა­ზე­თე­ბის და წიგ­ნე­ბის „გა­ციფ­რუ­ლე­ბაც“, რომ სტუ­დენტს მა­სა­ლას­თან წვდო­მა გა­უ­ად­ვილ­დეს. ასევე მნიშვნელოვანია ძვე­ლი წიგ­ნე­ბის ან ჟურ­ნალ-გა­ზე­თე­ბის, ხში­რი ხმა­რე­ბის გა­მო, და­ზი­ა­ნე­ბის­გან დაც­ვა. არ­სე­ბობს ელექ­ტ­რო­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კე­ბიც, შე­გიძ­ლია შეხ­ვი­დე ვებ­სა­იტ­ზე და წიგ­ნის ციფ­რუ­ლი ვა­რი­ან­ტი წა­ი­კითხო და არ მო­გი­წი­ოს მა­ინ­ც­და­მა­ინც, რო­მე­ლი­მე ქა­ლაქ­ში ბიბ­ლი­ო­თე­კის გა­მო ჩას­ვ­ლა. ერ­თი სიტყ­ვით, აქ, ყვე­ლა სა­შუ­ა­ლე­ბაა სტუ­დენ­ტის­თ­ვის, რა­თა მან მა­ღა­ლი დო­ნის გა­ნათ­ლე­ბა მი­ი­ღოს და პრო­ფე­სორ-მას­წავ­ლებ­ლებს მუდ­მი­ვი წვდო­მა ჰქონ­დეთ სი­ახ­ლე­ებ­თან.

– რო­გორ ფიქ­რობ, რით გან­ს­ხ­ვავ­დე­ბა და რიგ შემ­თხ­ვე­ვა­ში, რა უპი­რა­ტე­სო­ბა შე­იძ­ლე­ბა მი­ე­ნი­ჭოს აღ­მო­სავ­ლეთ აზი­ის ქვე­ყა­ნა­ში, კერ­ძოდ იაპო­ნი­ა­ში მი­ღე­ბულ უმაღ­ლეს გა­ნათ­ლე­ბას, ევ­რო­პულ­თან შე­და­რე­ბით? ასე­ვე, რა უპი­რა­ტე­სო­ბა აქვს იაპო­ნურ მო­წი­ნა­ვე უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებს ქარ­თულ­თან შე­და­რე­ბით? რა შე­გიძ­ლია გვი­ამ­ბო სას­წავ­ლო პროგ­რა­მე­ბის, ლექ­ცი­ე­ბი­სა და პრო­ფე­სორ-მას­წავ­ლებ­ლე­ბის შე­სა­ხებ?

– სი­მარ­თ­ლე გითხ­რათ, არ გა­მოვ­დ­გე­ბი გა­ნათ­ლე­ბის ექ­ს­პერ­ტად, რად­გან კარ­გად არ ვიც­ნობ ევ­რო­პუ­ლი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მას. მაგ­რამ, რა თქმა უნ­და, იაპო­ნი­ა­ში მი­ღე­ბულ გა­ნათ­ლე­ბას ბევ­რი და­დე­ბით მხა­რე აქვს. მა­გა­ლი­თად, ბიზ­ნე­სის, ეკო­ნო­მი­კის, მე­დი­ცი­ნის, არ­ქი­ტექ­ტუ­რის, ქი­მია-ფი­ზი­კა-ბი­ო­ლო­გი­ის, IT ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის, მან­ქა­ნათ­მ­შე­ნებ­ლო­ბის სფე­რო­ში თუ მი­ი­ღებთ გა­ნათ­ლე­ბას იაპო­ნი­ა­ში, უდა­ვოდ გა­მო­სა­დე­გია, რად­გან ეს დარ­გე­ბი ძა­ლი­ან გან­ვი­თა­რე­ბუ­ლია და მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთ მო­წი­ნა­ვე პო­ზი­ცი­ებს იკა­ვებს.

რაც შე­ე­ხე­ბა ქარ­თუ­ლი და იაპო­ნუ­რი უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლე­ბის შე­და­რე­ბას, ვეც­დე­ბი, თსუ-ს და კო­ბეს უნი­ვერ­სი­ტე­ტის მა­გა­ლით­ზე შე­ვა­და­რო. გან­ს­ხ­ვა­ვე­ბა ძა­ლი­ან დი­დია და ყვე­ლა­ფერ­ზე ვერ ვი­სა­უბ­რებთ. მა­გა­ლი­თად, იაპო­ნი­ა­ში მა­გის­ტ­რან­ტე­ბი და დოქ­ტო­რან­ტე­ბი პირ­ვე­ლი­ვე სე­მეს­ტ­რი­დან იწყე­ბენ ძი­რი­თად კვლე­ვა­ზე მუ­შა­ო­ბას და სე­მეს­ტ­რ­ში, მი­ნი­მუმ, სამ­ჯერ უწევთ სტუ­დენ­ტე­ბის და პრო­ფე­სო­რე­ბის წი­ნა­შე, ჩა­ტა­რე­ბულ კვლე­ვა­ზე მოხ­სე­ნე­ბის გა­კე­თე­ბა, შე­კითხ­ვებ­ზე და კრი­ტი­კულ შე­ნიშ­ვ­ნებ­ზე პა­სუ­ხის გა­ცე­მა. ეს ხელს უწყობს სტუ­დენ­ტის, რო­გორც მკვლე­ვ­რის, გან­ვი­თა­რე­ბა-ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას და ასე­ვე, კვლე­ვის დროს დაშ­ვე­ბუ­ლი შეც­დო­მე­ბის გა­მოს­წო­რე­ბას. თსუ-ში მკვლე­ვარს მხო­ლოდ თე­მის დაც­ვის დროს უწევს სა­ჯა­რო მოხ­სე­ნე­ბის გა­კე­თე­ბა და შე­სა­ბა­მი­სად, დაშ­ვე­ბულ შეც­დო­მებ­ზე ვე­ღარ ას­წ­რებს რე­ა­გი­რე­ბას.

იაპო­ნი­ა­ში პრო­ფე­სო­რე­ბი მუდ­მი­ვად ჩარ­თუ­ლე­ბი არი­ან კვლე­ვის პრო­ცეს­ში და რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის მი­ცე­მით ცდი­ლო­ბენ სტუ­დენ­ტის გან­ვი­თა­რე­ბას. ლექ­ცი­ე­ბი ორი სა­ხი­საა: პირ­ვე­ლი – რო­დე­საც მხო­ლოდ ლექ­ტო­რი კითხუ­ლობს ლექ­ცი­ას და მე­ო­რე – რო­დე­საც სტუ­დენ­ტე­ბი აკე­თე­ბენ სხვა­დას­ხ­ვა თე­მებ­ზე მოხ­ს­ნე­ბებს და შემ­დეგ გან­ხილ­ვა­ში ერ­თ­ვე­ბა ლექ­ტო­რი და სხვა სტუ­დენ­ტე­ბი, სვა­მენ კითხ­ვებს და იწყე­ბა მსჯე­ლო­ბა. გან­სა­კუთ­რე­ბით სა­სარ­გებ­ლოა მე­ო­რე ტი­პის ლექ­ცი­ე­ბი, რად­გან სტუ­დენტს მსჯე­ლო­ბის, მკვლე­ვ­რის, სა­კუ­თა­რი არ­გუ­მენ­ტე­ბის დაც­ვის უნა­რებს უყა­ლი­ბებს. სტუ­დენ­ტებს უფ­რო მე­ტი თა­ვი­სუფ­ლე­ბა აქვთ სა­კუ­თა­რი სურ­ვი­ლით აირ­ჩი­ონ სა­სურ­ვე­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა და სა­გა­ნი ცოდ­ნის მი­სა­ღე­ბად.

ყვე­ლა­ზე მე­ტად მომ­წონს ის, რომ იაპო­ნე­ლი სტუ­დენ­ტე­ბი სწავ­ლო­ბენ მხო­ლოდ იმის­თ­ვის, რომ მი­ი­ღონ ცოდ­ნა და არა მა­ღა­ლი ნიშ­ნე­ბი. უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, თი­თო­ე­ულ მა­გის­ტ­რანტს და დოქ­ტო­რანტს, ჩვენ­თ­ვის გა­მო­ყო­ფილ ოთახ­ში გვაქვს ჩვე­ნი მერ­ხი და თა­რო­ე­ბი, ხო­ლო ბა­კა­ლავრ სტუ­დენ­ტებს თა­ვი­ან­თი ოთა­ხი აქვთ. ყვე­ლა ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლად უდ­გე­ბა სწავ­ლას, სხე­დან თა­ვი­ანთ ად­გი­ლებ­ზე და მუდ­მი­ვად რა­ღა­ცას კითხუ­ლო­ბენ ან წე­რენ. იშ­ვი­ა­თია შემ­თხ­ვე­ვა, რო­ცა სხვა თე­მა­ზე სა­უბ­რო­ბენ. ცდი­ლო­ბენ, ოთახ­ში მყოფს სა­კუ­თა­რი ხმა­უ­რით ხე­ლი არ შე­უ­შა­ლონ, ზო­გი­ერ­თე­ბი ღა­მი­თაც რჩე­ბი­ან სას­წავ­ლებ­ლად. ძა­ლი­ან ბე­ჯი­თე­ბი არი­ან და დი­დი პა­სუ­ხიმ­გებ­ლო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან რო­გორც საქ­მის, ასე­ვე სა­კუ­თა­რი მო­მა­ვა­ლი ცხოვ­რე­ბი­სად­მი.

– სად და რო­გორ ატა­რებ თა­ვი­სუ­ფალ დროს? რო­გორ ცხოვ­რო­ბენ იაპო­ნე­ლი ახალ­გაზ­რ­დე­ბი, რა არის მათ­თ­ვის პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი?

– სწავ­ლას ბევ­რი დრო სჭირ­დე­ბა და თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო არ­ც­თუ ისე ბევ­რი მაქვს. თუმ­ცა, რო­ცა ამის სა­შუ­ა­ლე­ბა მეძ­ლე­ვა, მე­გობ­რებ­თან ერ­თად მივ­დი­ვარ გა­სარ­თო­ბად. რო­ცა ვა­ხერ­ხებ, იაპო­ნი­ის სხვა­დას­ხ­ვა ად­გი­ლე­ბის მო­სა­ნა­ხუ­ლებ­ლად დავ­დი­ვარ.

იაპო­ნე­ლი ახალ­გაზ­რ­დე­ბის პრი­ო­რი­ტე­ბე­ბი გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლია, ზო­გი სწავ­ლას ანი­ჭებს უპი­რა­ტე­სო­ბას და უნ­და, სა­მეც­ნი­ე­რო კუთ­ხით გან­ვი­თარ­დეს, ზოგს კა­რი­ე­რის შექ­მ­ნა და მსხვილ კომ­პა­ნი­ებ­ში და­საქ­მე­ბა სურს, ამი­ტომ ბა­კალ­ვ­რი­ა­ტის დას­რუ­ლე­ბის­თა­ნა­ვე იწყებს მუ­შა­ო­ბას. ზო­გი თა­ვი­სუ­ფა­ლი ცხოვ­რე­ბის სტილს ირ­ჩევს. თით­ქ­მის ყვე­ლა ახალ­გაზ­რ­და ცდი­ლობს, სა­კუ­თა­რი შე­მო­სა­ვა­ლი სტუ­დენ­ტო­ბი­დან­ვე იქო­ნი­ოს და სწავ­ლას­თან ერ­თად, სად­მე მუ­შა­ობს (მრეცხა­ვად, მიმ­ტა­ნად და ა.შ.), არც ერთ სა­მუ­შა­ოს არ თვლი­ან სა­თა­კი­ლოდ. ვი­საც შეძ­ლე­ბუ­ლი ოჯა­ხი ჰყავს და ფი­ნან­სუ­რად ეხ­მა­რე­ბა, მი­ღე­ბულ შე­მო­სა­ვალს მსოფ­ლი­ო­ში სა­მოგ­ზა­უ­როდ იყე­ნე­ბენ თუ არა­და, ყო­ველ­დღი­უ­რი ხარ­ჯე­ბის და­სა­ფა­რად. ვიც­ნობ რამ­დე­ნი­მე სტუ­დენტს, რომ­ლე­ბიც დღი­სით უნი­ვერ­სი­ტეტ­ში არი­ან, შემ­დეგ კი გვი­ან ღა­მემ­დე მუ­შა­ო­ბენ, რა­თა სწავ­ლის გა­და­სა­ხა­დი თა­ვად შე­აგ­რო­ვონ. თა­ვი­სუ­ფალ დროს, მე­გობ­რებ­თან ერ­თად, გა­სარ­თო­ბად ბა­რებ­ში და­დი­ან. ასე­ვე ცდი­ლო­ბენ, იყ­ვ­ნენ და­კა­ვე­ბუ­ლი სპორ­ტით ან გა­წევ­რი­ა­ნე­ბუ­ლე­ბი რო­მე­ლი­მე თე­მა­ტურ კლუბ­ში.

– მო­მა­ვა­ლი რო­გორ გე­სა­ხე­ბა, სად აპი­რებ დამ­კ­ვიდ­რე­ბას? რო­გორ ფიქ­რობ, საზღ­ვარ­გა­რეთ მი­ღე­ბუ­ლი გა­ნათ­ლე­ბა და დიპ­ლო­მი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში და­საქ­მე­ბა­ში ითა­მა­შებს თუ არა გა­დამ­წყ­ვეტ როლს?

– თა­ვი­დან­ვე გა­დაწყ­ვე­ტი­ლი მქონ­და და, მი­უ­ხე­და­ვად 5-წლი­ა­ნი ცხოვ­რე­ბი­სა იაპო­ნი­ა­ში, დღემ­დე არ შე­მიც­ვ­ლია გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა – მინ­და სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში დავ­ბ­რუნ­დე. ვფიქ­რობ, ჩე­მი ცოდ­ნა ცო­ტა­თი მა­ინც და­ეხ­მა­რე­ბა ქვე­ყა­ნას გან­ვი­თა­რე­ბა­ში. არ ვთვლი, რომ ჩემს და­საქ­მე­ბა­ში მხო­ლოდ უცხო­უ­რი დიპ­ლო­მი ითა­მა­შებს გა­დამ­წყ­ვეტ როლს, რად­გან სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში გა­ნათ­ლე­ბა­მი­ღე­ბუ­ლებ­საც საკ­მა­ოდ კარ­გი ცოდ­ნა აქვთ. ვეც­დე­ბი, სა­კუ­თა­რი ცოდ­ნით და შრო­მის­მოყ­ვა­რე­ო­ბით და­ვამ­ტ­კი­ცო, რომ ნორ­მა­ლურ სამ­სა­ხურს ვიმ­სა­ხუ­რებ. სა­ერ­თოდ არას­წო­რად მი­მაჩ­ნია მსგავ­სი მიდ­გო­მა – უცხო­ეთ­ში მი­ღე­ბულ დიპ­ლომს, უპი­რო­ბოდ, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში მი­ღე­ბულ დიპ­ლომ­ზე მაღ­ლა რომ აყე­ნე­ბენ. უცხო­ეთ­ში მი­ღე­ბუ­ლი დიპ­ლო­მი ყოველთვის არ ნიშ­ნავს კარგ ცოდ­ნას, თუნ­დაც იმი­ტომ, რომ ბევ­რი საკ­მა­ოდ და­ბა­ლი დო­ნის სას­წავ­ლე­ბელ­ში იღებს გა­ნათ­ლე­ბას. რა თქმა უნ­და, უცხო­ეთ­ში მი­ღე­ბუ­ლი ცოდ­ნა, ხშირ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ბევ­რად სჯობს სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში მი­ღე­ბულ გა­ნათ­ლე­ბას, მაგ­რამ ბევ­რად უკე­თე­სი იქ­ნე­ბა სამ­სა­ხურ­ში აყ­ვა­ნა ხდე­ბო­დეს ტეს­ტი­რე­ბე­ბით და კონ­კურ­სე­ბით, სა­დაც მთა­ვა­რი იქ­ნე­ბა ცოდ­ნა და არა დიპ­ლო­მი. გარ­და ამი­სა, უცხო­ეთ­ში მი­ღე­ბუ­ლი დიპ­ლო­მის წინ და­ყე­ნე­ბით, სა­ქარ­თ­ვე­ლოს უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლე­ბის სტუ­დენ­ტებს სწავ­ლის სურ­ვილს ვუქ­ვე­ი­თებთ, რად­გან მათ უჩ­ნ­დე­ბათ გან­ც­და, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში მი­ღე­ბუ­ლი ცოდ­ნა ვერ გა­უ­წევს კონ­კუ­რენ­ცი­ას უცხო­ეთ­ში მი­ღე­ბულ ცოდ­ნას. მსგავ­სი მიდ­გო­მა არას­წო­რია და ამით, ისე­დაც მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყოფ, ქარ­თულ გა­ნათ­ლე­ბის სი­ტე­მას კი­დევ უფ­რო ვამ­ძი­მებთ.

-დღეს, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, ძალ­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლია უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის საზღ­ვარ­გა­რეთ მი­ღე­ბა. რას ურ­ჩევ ახალ­გაზ­რ­დებს, რომ­ლებ­საც საზღ­ვარ­გა­რეთ ცოდ­ნის გაღ­რ­მა­ვე­ბი­სა და კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ამაღ­ლე­ბის სურ­ვი­ლი აქვთ

– და­გე­თან­ხ­მე­ბით, რომ სულ უფ­რო პო­პუ­ლა­რუ­ლი ხდე­ბა უცხო­ეთ­ში გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა. ეს, ერ­თი მხრივ, ძა­ლი­ან კარ­გია, რად­გან უცხო­ეთ­ში მი­ღე­ბუ­ლი გა­ნათ­ლე­ბა ეხ­მა­რე­ბა ადა­მი­ანს ჩა­მო­ყა­ლიბ­დეს უკე­თეს სპე­ცი­ა­ლის­ტად, მი­ი­ღოს ახა­ლი ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა, გა­ეც­ნოს გან­ს­ხ­ვა­ვე­ბულ კულ­ტუ­რას და საქ­მი­სად­მი მიდ­გო­მას, ხო­ლო ქვე­ყა­ნა­ში დაბ­რუ­ნე­ბულ­მა შეძ­ლოს სა­კუ­თა­რი ცოდ­ნის გა­მო­ყე­ნე­ბა. მი­მაჩ­ნია, რომ არ უნ­და გვე­ში­ნო­დეს ყო­ვე­ლი­ვე უცხო­უ­რის ქვე­ყა­ნა­ში შე­მო­ტა­ნის. ღია უნ­და ვი­ყოთ წარ­მა­ტე­ბუ­ლი უცხო­უ­რი გა­მოც­დი­ლე­ბე­ბის სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში და­ნერ­გ­ვის­თ­ვის, ეს ქვე­ყა­ნას გან­ვი­თა­რე­ბა­ში და­ეხ­მა­რე­ბა. უცხო­ეთ­ში გა­ნათ­ლე­ბა­მი­ღე­ბუ­ლე­ბი სწო­რედ ამა­ში გა­მო­ად­გე­ბა ქვე­ყა­ნას. ამი­ტომ უდა­ვოდ და­დე­ბი­თია მსგავ­სი ტენ­დენ­ცი­ის გა­ჩე­ნა, თან, მე­ო­რე მხრივ, ახალ­გაზ­რ­დას უჩენს მო­ტი­ვა­ცი­ას, უკეთ ის­წავ­ლოს, რა­თა მე­რე უცხო­ეთ­ში სას­წავ­ლებ­ლად წას­ვ­ლა შეძ­ლოს.

რაც შე­ე­ხე­ბა რჩე­ვას, პირ­ველ რიგ­ში, ვურ­ჩევ­დი, არ იჩ­ქა­რონ უცხო­ეთ­ში სას­წავ­ლებ­ლად გამ­გ­ზავ­რე­ბა მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ უცხო­ეთ­ში უნ­დათ სწავ­ლა. არ აირ­ჩი­ონ ე.წ. პრეს­ტი­ჟუ­ლი სპე­ცი­ა­ლო­ბა მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ კარ­გად ჟღერს. სჯობს, კარ­გად ჩა­მო­ყა­ლიბ­დ­ნენ, რას უნ­დათ მი­აღ­წი­ონ, რა შე­უძ­ლი­ათ, რო­მე­ლი სპე­ცი­ა­ლო­ბი­თაა შე­და­რე­ბით ად­ვი­ლი სამ­სა­ხუ­რის შოვ­ნა ან რა სპე­ცი­ა­ლო­ბებ­ზეა ქვე­ყა­ნა­ში მოთხოვ­ნა. რო­გორც ვაკ­ვირ­დე­ბი, უცხო­ეთ­ში სას­წავ­ლებ­ლად წა­სუ­ლე­ბის დი­დი ნა­წი­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის სპე­ცი­ა­ლო­ბას ეუფ­ლე­ბა, რა­ზეც, რე­ა­ლუ­რად, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ნაკ­ლე­ბი მოთხოვ­ნაა და შე­სა­ბა­მი­სად, ქვე­ყა­ნა­ში დაბ­რუ­ნე­ბუ­ლებს სამ­სა­ხუ­რის პოვ­ნა უჭირთ. ბევ­რად უკე­თე­სი იქ­ნე­ბა, თუ ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი მოთხოვ­ნე­ბის შე­სა­ბა­მი­სად აირ­ჩე­ვენ სპე­ცი­ა­ლო­ბას. უცხო­ეთ­ში წას­ვ­ლამ­დე კი, ეცა­დონ კარ­გად შე­ის­წავ­ლონ იმ ქვეყ­ნის ენა, სადაც სას­წავ­ლებ­ლად მიემგზავრები, ეს ცოდ­ნის უკეთ მი­ღე­ბა­ში და­ეხ­მა­რე­ბათ.

ჩე­მი აზ­რით, უმ­ჯო­ბე­სია ბა­კა­ლავ­რი­ა­ტის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ გა­დაწყ­ვი­ტონ უცხო­ეთ­ში სწავ­ლა, რად­გან უფ­რო მე­ტად იქ­ნე­ბი­ან სა­კუ­თარ სურ­ვი­ლებ­სა და შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­ში გარ­კ­ვე­უ­ლე­ბი. უცხო­ეთ­ში ჩა­სუ­ლებს კი, არ და­ა­ვიწყ­დეთ, რომ ქარ­თ­ვე­ლე­ბი არი­ან, სა­კუ­თა­რი ქვეყ­ნის სა­ხეს წარ­მო­ად­გე­ნენ და შე­ე­ცა­დონ, სა­ქარ­თ­ვე­ლოს და ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას შე­უწყონ ხე­ლი. ყუ­რადღე­ბით ათ­ვა­ლი­ე­რონ გა­რე­მო და შე­ის­წავ­ლონ ის და­დე­ბი­თი მხა­რე­ე­ბი, რი­სი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში და­ნერ­გ­ვაც ჩვენს ქვე­ყა­ნას სარ­გე­ბელს მო­უ­ტანს. არ ჩათ­ვა­ლონ, რომ მა­თი მი­სია მხო­ლოდ პი­რა­დი მიზ­ნე­ბის მი­საღ­წე­ვად გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბაა. ცოდ­ნის მი­ღე­ბას­თან ერ­თად, მუდ­მი­ვად იფიქ­რონ, რა­ში შე­უძ­ლი­ათ, დახ­მა­რე­ბა გა­უ­წი­ონ ქვე­ყა­ნას მი­ღე­ბუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბი­თა და შე­ძე­ნი­ლი კავ­ში­რე­ბის მეშ­ვე­ო­ბით. მჯე­რა, სულ რამ­დე­ნი­მე წე­ლი­წად­ში, სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­სი­კე­თოდ გარ­დაქ­მ­ნას სწო­რე­დ ის თა­ო­ბა და ის ხალ­ხი და­იწყებს, ვი­საც გა­ნათ­ლე­ბა უცხო­ეთ­ში აქვს მი­ღე­ბუ­ლი. ქვე­ყა­ნა გა­მო­ვა იმ მო­ჯა­დო­ე­ბუ­ლი წრი­დან, სა­დაც ბო­ლო 25 წე­ლი­წა­დია ვტრი­ა­ლებთ და ჯერ კი­დევ ვერ და­ვაღ­წი­ეთ თა­ვი. სა­ქარ­თ­ვე­ლოს სჭირ­დე­ბა ახა­ლი იდე­ე­ბი, ახა­ლი სა­ხე­ე­ბი, ახ­ლე­ბუ­რი გან­ვი­თა­რე­ბა და ამი­ტომ მჯე­რა, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლოს მო­მა­ვა­ლი მათ ხელ­ში იქ­ნე­ბა. მაქ­სი­მა­ლუ­რად დი­დი პა­სუ­ხიმ­გებ­ლო­ბით უნ­და მო­ე­კი­დონ სწავ­ლას და ჩა­მო­ყა­ლიბ­დ­ნენ თა­ვი­ან­თი საქ­მის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბად. ეს მა­თაც გა­მო­ად­გე­ბათ და სა­ქარ­თ­ვე­ლო­საც.

– ღი­რე­ბუ­ლე­ბა­თა იერარ­ქი­ა­ში გა­ნათ­ლე­ბას იაპო­ნე­ლე­ბის­თ­ვის ერთ-ერ­თი უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სი ად­გი­ლი უჭი­რავს. სწო­რედ გა­ნათ­ლე­ბის მა­ღა­ლი დო­ნის დამ­სა­ხუ­რე­ბაა, ამო­მა­ვა­ლი მზის ქვე­ყა­ნამ ძალ­ზე მოკ­ლე ხან­ში, უდი­დეს წარ­მა­ტე­ბას და პროგ­რესს რომ მი­აღ­წია. ამი­ტომ გა­ნათ­ლე­ბი­სად­მი სწრაფ­ვას უფ­რო­სი თა­ო­ბა ბავ­შ­ვებს მცი­რე ასა­კი­დან­ვე უვი­თა­რებს. იაპო­ნი­ის გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის მთა­ვა­რი ამო­ცა­ნა არა­ორ­დი­ნა­რუ­ლი და აქ­ტი­უ­რი პი­როვ­ნე­ბის აღ­ზ­რ­დაა. შენ რო­გორ აფა­სებ იაპო­ნურ გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მას?

– იაპო­ნე­ლე­ბი, ჯერ კი­დევ მე­ი­ჯის რეს­ტავ­რა­ცი­ის (1867წ) მე­რე, კარ­გად მიხ­ვ­დ­ნენ, რომ ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბა გა­ნათ­ლე­ბის გა­რე­შე შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რადღე­ბა და­უთ­მეს ამ სფე­როს. გა­ნათ­ლე­ბის და და­სავ­ლუ­რი გა­მოც­დი­ლე­ბის მი­სა­ღე­ბად ევ­რო­პა­ში აგ­ზავ­ნიდ­ნენ ახალ­გაზ­რ­დებს, და­სავ­ლე­თი­დან იწ­ვევ­დ­ნენ რე­ფორ­მა­ტო­რებ­სა და მეც­ნი­ე­რებს. ქვეყ­ნის ყვე­ლა კუთხე-კუნ­ჭულ­ში და­იწყეს სა­ყო­ველ­თაო გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის­თ­ვის სკო­ლე­ბის გახ­ს­ნა. მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის შემ­დე­გაც, აშშ-ს დახ­მა­რე­ბით და მი­თი­თე­ბით, გა­ტარ­და გა­ნათ­ლე­ბის რე­ფორ­მე­ბი, შე­იც­ვა­ლა სას­კო­ლო სის­ტე­მა, სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი და ა.შ. მსგავ­ს­მა და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბამ თით­ქ­მის ყვე­ლა სფე­რო­ში მო­ი­ტა­ნა შე­დე­გე­ბი. სას­კო­ლო გა­ნათ­ლე­ბას თუ გა­დავ­ხე­დავთ, ჩემ­თ­ვის ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოდ ჩანს მო­რა­ლის გაკ­ვე­თი­ლე­ბი, რო­მე­ლიც პირ­ვე­ლი კლა­სი­დან იწყე­ბა და რამ­დე­ნი­მე წე­ლი გრძელ­დე­ბა. ეს არის ყვე­ლა მო­მა­მა­ვა­ლი წარ­მა­ტე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი. მო­რა­ლის გაკ­ვე­თი­ლე­ბი ბავ­შ­ვებს პი­როვ­ნე­ბე­ბად და პა­სუ­ხის­მ­გებ­ლი­ან მო­ქა­ლა­ქე­ბად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში ეხ­მა­რე­ბათ. პა­ტა­რა მოთხ­რო­ბე­ბის მა­გა­ლით­ზე, ას­წავ­ლი­ან მოს­წავ­ლე­ებს, რომ არ უნ­და და­ა­ნაგ­ვი­ა­ნონ გა­რე­მო, სა­კუ­თა­რი საქ­მე მხო­ლოდ თვი­თონ უნ­და გა­ა­კე­თონ და არ ეცა­დონ ხრი­კე­ბით თა­ვის არი­დე­ბას, არ უნ­და და­ჩაგ­რონ სხვა და ა.შ. ასე­ვე, ცდი­ლო­ბენ ბავ­შ­ვო­ბი­დან­ვე ჩა­უ­ნერ­გონ გუნ­დუ­რი მუ­შა­ო­ბის პრინ­ცი­პე­ბი. სხვა­დას­ხ­ვა სა­ხელ­მ­ძღა­ვა­ნე­ლო­ებს მაქ­სი­მა­ლუ­რად ყუ­რადღე­ბით ქმნი­ან, რა­თა ბავ­შ­ვ­მა კარ­გად აით­ვი­სოს მა­სა­ლა. მშო­ბე­ლიც და სკო­ლაც ცდი­ლობს, მოს­წავ­ლე­ე­ბი მუდ­მი­ვად და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი იყ­ვ­ნენ სწავ­ლით ან სპორ­ტით და თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო ნაკ­ლე­ბად დარ­ჩეთ. ეს ბავ­შ­ვებს და­ძა­ბულ და დატ­ვირ­თულ რე­ჟიმ­ში ცხოვ­რე­ბას აჩ­ვევს და რო­დე­საც იზ­რ­დე­ბი­ან, ნაკ­ლე­ბად უჭირთ და­ძა­ბულ რიტ­მ­თან შე­გუ­ე­ბა. სა­ხელ­მ­წი­ფო კი, თა­ვის მხრივ, მუდ­მი­ვად ატა­რებს კვლე­ვებს ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბულ პრობ­ლე­მებ­ზე და ხარ­ვე­ზე­ბის გა­მო­სას­წო­რე­ბლად გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში მცი­რე რე­ფორ­მებს მი­მარ­თა­ვენ. მა­გა­ლი­თად, ბო­ლო კვლე­ვე­ბის შე­დე­გად, და­ად­გი­ნეს, რომ იაპო­ნი­ას მსოფ­ლი­ო­ში ეკო­ნო­მი­კუ­რი დო­მი­ნი­რე­ბის­თ­ვის ინ­გ­ლი­სუ­რი ენის კარ­გად მცოდ­ნე იაპო­ნე­ლე­ბი ესა­ჭი­რო­ე­ბა, ინ­გ­ლი­სუ­რი ენის სწავ­ლე­ბის ხა­რის­ხი არ არის და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლი და ახ­ლა ამ ხარ­ვე­ზის გა­მოს­წო­რე­ბა­ზე მუ­შა­ო­ბენ. სა­ხელ­მ­წი­ფო ცდი­ლობს, ქვეყ­ნის ინ­ტე­რე­სებს მო­არ­გოს გა­ნათ­ლე­ბა. მათ კარ­გად იცი­ან, რომ ქვეყ­ნის წარ­მა­ტე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი გა­ნათ­ლე­ბა­შია.

– რა შე­იძ­ლე­ბა გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ იაპო­ნუ­რი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის გა­მოც­დი­ლე­ბი­დან, რა არის ის, რი­სი და­ნერ­გ­ვაც ღირს ქარ­თულ სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო სივ­რ­ცე­ში?

– ასე მოკ­ლედ რთუ­ლია იმის თქმა, თუ რი­სი და­ნერ­გ­ვა ღირს სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, რად­გან კომ­პ­ლექ­სუ­რი სა­კითხია, ბევ­რი ნი­უ­ან­სია გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი, თან ეს ჩვენს ხა­სი­ათს და არ­სე­ბულ რე­ა­ლო­ბა­საც უნ­და ეწყო­ბო­დეს. მა­გა­ლი­თად, სა­მა­გის­ტ­რო და სა­დოქ­ტო­რო სის­ტე­მე­ბი რომ მო­არ­გო სა­ქარ­თ­ვე­ლოს, ამის­თ­ვის, მი­ნი­მუმ, სა­ჭი­როა მდი­და­რი ბიბ­ლი­ო­თე­კე­ბის არ­სე­ბო­ბა, ბევ­რი ლი­ტე­რა­ტუ­რა უნ­და იყოს ქარ­თუ­ლად ნა­თარ­გ­მ­ნი, რაც სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, ჯერ­ჯე­რო­ბით, ერთ-ერთ უმ­წ­ვა­ვეს პრობ­ლე­მად რჩე­ბა. ვიდ­რე ეს არ მოგ­ვარ­დე­ბა გა­ნათ­ლე­ბის სფე­რო­ში წინ­ს­ვ­ლა ძა­ლი­ან რთუ­ლი იქ­ნე­ბა. მუდ­მი­ვად უნ­და ხდე­ბო­დეს ახ­ლად გა­მო­სუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის თარ­გ­მ­ნა და ახა­ლი წიგ­ნე­ბის მი­წო­დე­ბა ბიბ­ლი­ო­თე­კე­ბის­თ­ვის, რა­თა სტუ­დენ­ტებს და პრო­ფე­სორ-მას­წავ­ლებ­ლებს შე­ეძ­ლოთ სი­ახ­ლე­ე­ბის გაც­ნო­ბა. თუმ­ცა, შეგ­ვიძ­ლია გარ­კ­ვე­უ­ლი ელე­მენ­ტე­ბის და­ნერ­გ­ვა, რა­საც მა­ტე­რი­ა­ლუ­რი რე­სურ­სი არ სჭირ­დე­ბა. მა­გა­ლი­თად, საქ­მი­სად­მი ისე­თი­ვე პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბით მიდ­გო­მა, რო­გორც იაპო­ნურ უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებ­შია. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში სწავ­ლე­ბის­თ­ვის რთუ­ლი პი­რო­ბე­ბია, არ­სე­ბუ­ლი რე­სურ­სე­ბის ნა­ხევ­რის გა­მო­ყე­ნე­ბაც არ ხდე­ბა. ეს ეხე­ბა პრო­ფე­სო­რებ­საც და სტუ­დენ­ტებ­საც.

გარ­და ამი­სა, ჩე­მი აზ­რით, გარ­კ­ვე­ულ დო­ნე­ზე, შე­საძ­ლე­ბე­ლია სა­მა­გის­ტ­რო და სა­დოქ­ტო­რო თე­მებ­ზე მოხ­სე­ნე­ბე­ბის ყო­ველ­სე­მეს­ტ­რუ­ლად მომ­ზა­დე­ბა და სტუ­დენ­ტე­ბი­სა და პრო­ფე­სო­რე­ბის წი­ნა­შე გან­ხილ­ვის და­ნერ­გ­ვა. კარ­გი იქ­ნე­ბა, ასე­ვე, მკვლე­ვარ სტუ­დენ­ტებს თუ გა­მო­უ­ყო­ფენ ცალ­კე სა­მუ­შაო ოთახს, სა­დაც თი­თო­ე­ულ მათ­განს სა­კუ­თა­რი მერ­ხი ექ­ნე­ბა. ეს სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს, მშვი­დად იმუ­შა­ონ საკ­ვ­ლევ თე­მა­ზე. ბევ­რის­გან გა­მი­გია, რომ შინ უჭირთ მე­ცა­დი­ნე­ო­ბა, რად­გან ოჯახ­ში არ აქვთ საკ­მა­რი­სი ფარ­თი, სა­კუ­თა­რი ოთა­ხი და ხმა­უ­რის გა­მო რი­გი­ა­ნად სწავ­ლას ვერ ახერ­ხე­ბენ.

– რო­გო­რია იაპო­ნე­ლი ხალ­ხის ყო­ფა-ცხოვ­რე­ბა, შე­ნი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა და შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბი აღ­მო­სავ­ლუ­რი ქვეყ­ნის კულ­ტუ­რის, ტრა­დი­ცი­ე­ბის მი­მართ, გან­სა­კუთ­რე­ბით რას გა­მო­ყოფ­დი, რო­გო­რია, თუნ­დაც, იაპო­ნუ­რი გა­ზაფხუ­ლი? ამ­ბო­ბენ, რომ, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლია.

– იაპო­ნია მარ­თ­ლაც გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი კუ­ლ­ტუ­რის ქვე­ყა­ნაა. რთუ­ლი გა­სა­მიჯ­ნია, რა უფ­რო მე­ტად იწ­ვევს ჩემ­ში აღ­ფ­რ­თო­ვა­ნე­ბას – კულ­ტუ­რა თუ ხალ­ხი. კულ­ტუ­რა იმ­დე­ნად მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნია, რომ ამას ერ­თი გა­ზე­თიც არ ეყო­ფა, ამი­ტომ, სჯობს ხალ­ხ­ზე ვი­სა­უბ­რო. იაპო­ნე­ლებ­ში ყვე­ლა­ზე მე­ტად მომ­წონს ის, რომ ძა­ლი­ან პა­სუ­ხის­მ­გებ­ლი­ა­ნი ერია, და­კის­რე­ბულ მო­ვა­ლე­ო­ბას ყო­ველ­თ­ვის მაქ­სი­მა­ლუ­რად ას­რუ­ლე­ბენ, ძა­ლი­ან შრო­მის­მოყ­ვა­რე­ნი არი­ან, დღე­ში 10-12 სა­ა­თი მუ­შა­ო­ბენ. არ­სე­ბობს ტერ­მი­ნი „კა­რო­ში“, რაც გა­და­მე­ტე­ბუ­ლი მუ­შა­ო­ბის შე­დე­გად სიკ­ვ­დილს ნიშ­ნავს, დი­ახ, არც თუ ისე იშ­ვი­ა­თია გა­და­მე­ტე­ბუ­ლი მუ­შა­ო­ბის­გან გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­თხ­ვე­ვე­ბი.

იაპო­ნე­ლი მუ­შა­ო­ბა­ში ძა­ლი­ან შე­უ­პო­ვა­რია. მი­აჩ­ნია, რომ, თუ სხვას შე­უძ­ლია გა­ა­კე­თოს რა­მე, ე.ი. მა­საც შე­უძ­ლია იგი­ვე, ხო­ლო თუ სხვას არ შე­უძ­ლია, მა­შინ მან უნ­და შეძ­ლოს! სამ­სა­ხუ­რის მი­მართ დი­დი ერ­თ­გუ­ლე­ბით და მუ­ყა­ი­თო­ბით გა­მოირ­ჩე­ვი­ან. მი­აჩ­ნი­ათ, რომ სა­კუ­თა­რი სი­ზარ­მა­ცით კომ­პა­ნი­ას პრობ­ლე­მა არ უნ­და შე­უქ­მ­ნან, თან, თუ კომ­პა­ნია წარ­მა­ტე­ბუ­ლი არ იქ­ნე­ბა, შე­იძ­ლე­ბა სამ­სა­ხუ­რიც და­კარ­გონ. ამი­ტომ ენერ­გი­უ­ლ­ად მუ­შა­ო­ბენ. ერ­თ­მა­ნეთს დიდ პა­ტივს სცე­მენ და ყო­ველ­თ­ვის თა­ვა­ზი­ა­ნად მი­მარ­თა­ვენ, ცდი­ლო­ბენ სა­კუ­თა­რი სი­ა­მოვ­ნე­ბის გა­მო, სხვა არ შე­ა­წუ­ხონ. ღა­მით არ ხმა­უ­რო­ბენ და არც ტრან­ს­პორ­ტ­ში უს­მე­ნენ ხმა­მაღ­ლა მუ­სი­კას, რა­თა ყურ­თ­სას­მე­ნე­ბი­დან გა­მო­სულ­მა მცი­რე ხმამ გვერ­დით მჯდომს დის­კომ­ფორ­ტი არ შე­უქ­მ­ნას. არ ანაგ­ვი­ა­ნე­ბენ გა­რე­მოს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ქუ­ჩებ­ში ნაგ­ვის ურ­ნე­ბი არ დგას, ძირს დაგ­დე­ბულ ნა­გავს იშ­ვი­ა­თად წა­აწყ­დე­ბით. რამ­დენ­ჯერ­მე მი­ნა­ხავს, ქუ­ჩა­ში შემ­თხ­ვე­ვით და­ვარ­დ­ნი­ლი მცი­რე ნა­გა­ვი გამ­ვ­ლელს წა­უ­ღია გა­და­საგ­დე­ბად ან კუთხე­ში გა­და­უ­დია. ძა­ლი­ან პა­ტი­ო­სა­ნი ხალ­ხია და ნაკ­ლე­ბად ცდი­ლო­ბენ სხვი­სი მოტყუ­ე­ბის ხარ­ჯ­ზე სარ­გებ­ლის მი­ღე­ბას. ეს დიდ სირ­ცხ­ვი­ლად მი­აჩ­ნი­ათ. არ არი­ან კონ­ფ­ლიქ­ტუ­რე­ბი. უყ­ვართ გა­რე­მო­ზე ზრუნ­ვა და თი­თო­ე­ულ ხეს, ბუჩქს და ყვა­ვილს სა­თუ­თად უვ­ლი­ან. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მუდ­მი­ვად მო­მავ­ლის­კენ ის­წ­რაფ­ვი­ან და უცხო­უ­რი კულ­ტუ­რაც ძა­ლი­ან აინ­ტე­რე­სებთ, არ ივიწყე­ბენ სა­კუ­თარ წარ­სულს და ტრა­დი­ცი­ებს, რო­მელ­საც უდი­დეს პა­ტივს სცე­მენ. იაპო­ნე­ლე­ბის ეს თვი­სე­ბე­ბი ძა­ლი­ან მომ­წონს და არ იქ­ნე­ბო­და ური­გო მა­თი გად­მო­ტა­ნა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში.

რაც შე­ე­ხე­ბა იაპო­ნურ გა­ზაფხულს, იაპო­ნუ­რი ალუბ­ლის, იმა­ვე სა­კუ­რას ყვა­ვი­ლო­ბას, მარ­თ­ლაც ერთ-ერ­თი მშვე­ნი­ე­რი პე­რი­ო­დია იაპო­ნი­ა­ში. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, უამ­რა­ვი სა­კუ­რა ერ­თ­დ­რო­უ­ლად ყვა­ვის და ულა­მა­ზეს სა­ნა­ხაო­ბას ქმნის. გან­სა­კუთ­რე­ბით ლა­მა­ზია პარ­კე­ბი, სა­დაც სპე­ცი­ა­ლუ­რად მი­დი­ან ოჯა­ხე­ბი, მე­გობ­რე­ბი ან წყვი­ლე­ბი სა­კუ­რას სა­ყუ­რებ­ლად და პიკ­ნი­კის­თ­ვის. ასე­ვე ულა­მა­ზე­სი სა­ნა­ხა­ვია ღა­მით, მთვა­რის შუ­ქით გა­ნა­თე­ბუ­ლი აყ­ვა­ვე­ბუ­ლი სა­კუ­რა.

– რუბ­რი­კის „ქარ­თ­ვე­ლი სტუ­დებნ­ტე­ბი უცხო­ეთ­ში“ სტუმ­რე­ბი, ძი­რი­თა­დად, ევ­რო­პის მო­წი­ნა­ვე უმაღ­ლე­სი სას­წა­ლებ­ლე­ბის სტუ­დენ­ტე­ბი არი­ან. შე­სა­ბა­მი­სად, მა­თი მის­წ­რა­ფე­ბა ევ­რო­პი­სად­მი გა­ნუ­საზღ­ვ­რე­ლია, შენ სას­წავ­ლებ­ლად აღ­მო­სავ­ლე­თი აირ­ჩიე და უკ­ვე კარ­გად იც­ნობ აზი­ურ კულ­ტუ­რას. შე­ნი გა­და­სა­ხე­დი­დან, რო­მე­ლია ჩვენ­თ­ვის მი­სა­ღე­ბი – ევ­რო­პა თუ აზია?

– ვფიქ­რობ, აქ სხვა პა­სუ­ხი არც არ­სე­ბობს, უპი­რო­ბოდ – ევ­რო­პა! ევ­რო­პულ ღი­რე­ბუ­ლე­ბებს არ აქვს ალ­ტერ­ნა­ტი­ვა და ჩვენს მენ­ტა­ლი­ტეტ­თან ბევ­რად უფ­რო ახ­ლო­საა, ვიდ­რე აზი­უ­რი. სამ­წუ­ხა­როა, რომ ეს შე­კითხ­ვა ჯერ კი­დევ არ­სე­ბობს, ალ­ბათ, იმით არის გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი, რომ ან­ტი­ევ­რო­პუ­ლი მცი­რე ჯგუ­ფე­ბი ცდი­ლო­ბენ, ევ­რო­პა­ში არ­სე­ბუ­ლი ნაკ­ლო­ვა­ნე­ბე­ბით ხალ­ხ­ში ევ­რო­პი­სად­მი ში­ში და­ნერ­გონ. რე­ა­ლუ­რად კი ევ­რო­პა­ში ძა­ლი­ან ბევ­რი სი­კე­თეა, რო­მე­ლიც ჩვენ ქვე­ყა­ნა­საც და­ეხ­მა­რე­ბა, ხალ­ხ­საც და კულ­ტუ­რა­საც. ჩვენ ევ­რო­პი­დან უნ­და გად­მო­ვი­ღოთ ის, რაც კარ­გია ქვეყ­ნის­თ­ვის და შე­ვუ­ხა­მოთ ქარ­თულ ტრა­დი­ცი­ებს, კულ­ტუ­რას და ხა­სი­ათს. ჩე­მი აზ­რით, ყვე­ლაფ­რის უპი­რო­ბოდ კო­პი­რე­ბაც არ მოგ­ვი­ტანს დიდ სარ­გე­ბელს.

– რო­ცა ადა­მი­ა­ნი საზღ­ვარ­გა­რეთ ცხოვ­რობს, ალ­ბათ მეტს ფიქ­რობს სამ­შობ­ლო­ზე. საზღ­ვარ­გა­რეთ გა­ტა­რე­ბულ მცი­რე პე­რი­ოდ­შიც კი სხვა­ნა­ი­რად აფა­სებს სა­კუ­თარ ღი­რე­ბუ­ლე­ბებს. რო­გორ ფიქ­რობ, მიგ­ვი­ღებს ევ­რო­პა ისე­თებს, რო­გო­რე­ბიც ვართ თუ ძა­ლი­ან ბევ­რი რა­მის გა­და­ხედ­ვა და გა­და­ფა­სე­ბა მოგ­ვი­წევს? რა არის შენ­თ­ვის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი და ღი­რე­ბუ­ლი, რაც იაპო­ნი­ა­ში გა­ტა­რე­ბულ­მა პე­რი­ოდ­მა მოგ­ცა?

– ევ­რო­პამ უკ­ვე მიგ­ვი­ღო. ჩვენ ისე­დაც ვი­ყა­ვით და ვართ ევ­რო­პა. ევ­რო­პა ისეთს არა­ფერს გვთხოვს, რაც ჩვენს იდენ­ტო­ბას და ჩვენს სურ­ვი­ლებს ეწი­ნა­აღ­მ­დე­გე­ბა (რო­გორც ზო­გი­ერ­თე­ბი ცდი­ლო­ბენ წარ­მო­ა­ჩი­ნონ). არ ითხო­ვენ ჩვე­ნი ღი­რე­ბუ­ლე­ბის გა­და­ფა­სე­ბას და არა­ვინ გვთხოვს, მა­გა­ლი­თად, და­ვემ­ს­გავ­სოთ გერ­მა­ნი­ას. ჩე­მი გად­მო­სა­ხე­დი­დან, თა­ვად ევ­რო­პაც არ არის ერ­თ­ფე­რო­ვა­ნი, მა­გა­ლი­თად, ნორ­ვე­გია-საფ­რან­გე­თი-იტა­ლია – სა­მი­ვე ევ­რო­პუ­ლი ქვე­ყა­ნაა, მაგ­რამ ძა­ლი­ან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლე­ბი. ისი­ნი გვთხო­ვენ, რომ ყვე­ლა ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბი იყოს თა­ნაბ­რად და უმაღ­ლეს დო­ნე­ზე და­ცუ­ლი, კა­ნო­ნის წი­ნა­შე ყვე­ლა თა­ნას­წო­რი იყოს, გვქონ­დეს კვე­ბი­თი პრო­დუქ­ტე­ბის ვარ­გი­სი­ა­ნო­ბის და უსაფ­რ­თხო­ე­ბის დაც­ვის მა­ღა­ლი სტან­დარ­ტე­ბი, და­ვიც­ვათ ეკო­ლო­გია და ა.შ. არა მგო­ნია, ამ სა­სარ­გებ­ლო მოთხოვ­ნებ­მა ზი­ა­ნი მოგ­ვი­ტა­ნოს ჩვენ ან ჩვენს ღი­რე­ბუ­ლე­ბებს.

რაც შე­ე­ხე­ბა ღი­რე­ბუ­ლე­ბის გა­და­ფა­სე­ბას, აქ ევ­რო­პა არა­ფერ შუ­ა­შია, ჩვენ თვი­თონ გვჭირ­დე­ბა, რომ შე­ვიც­ვა­ლოთ ზო­გი­ერ­თი რამ. თუმ­ცა, ეს ალ­ბათ ჩვე­ვე­ბია, ვიდ­რე ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი. მა­გა­ლი­თად, უნ­და შე­ვიგ­ნოთ, რომ სა­ხელ­მ­წი­ფო ქო­ნე­ბა ჩვე­ნი სა­კუ­თა­რი ქო­ნე­ბაა და, მა­გა­ლი­თად, ტრან­ს­პორ­ტ­ში ინ­ვენ­ტა­რი არ უნ­და და­ვა­ზი­ა­ნოთ. ყვე­ლა­ფერ­ში დახ­მა­რე­ბის­თ­ვის სა­ხელ­მ­წი­ფოს არ უნ­და შევ­ყუ­რებ­დეთ და სა­კუ­თარ პრობ­ლე­მებს თა­ვად უნ­და ვაგ­ვა­რებ­დეთ. დღეს ღა­ტა­კიც, მომ­ღე­რა­ლიც, ბიზ­ნეს­მე­ნიც და გლე­ხიც სა­ხელ­მ­წი­ფოს­გან ითხოვს დახ­მა­რე­ბას და თა­ვად ნაკ­ლე­ბად ცდი­ლობს, პი­რა­დად იპო­ვოს გა­მო­სა­ვა­ლი. ის, რომ ქუ­ჩა­ში და ბუ­ნე­ბა­ში სა­ქე­ი­ფოდ გას­ვ­ლის მე­რე ნა­გა­ვი არ უნ­და დავ­ყა­როთ, სხვის ინ­ტე­რე­სებ­საც რომ უნ­და ვცეთ პა­ტი­ვი და ვა­კე­თოთ ის, რაც სხვებს დის­კომ­ფორტს უქ­მ­ნის – ევ­რო­პას­თან ინ­ტეგ­რა­ცი­ას კი არა, ჩვენ გვ­ჭირ­დე­ბა – ხალ­ხ­საც და ქვე­ყა­ნა­საც – გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის.

რაც შე­ე­ხე­ბა შე­კითხ­ვას, იაპო­ნი­ა­ში გა­ტა­რე­ბულ­მა პე­რი­ოდ­მა რა მომ­ცა ღი­რე­ბუ­ლი და მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ბევრ სა­კითხს ახ­ლე­ბუ­რად შევ­ხე­დე, ამ­ჯე­რად მხო­ლოდ ორს გა­მოვ­ყოფ — თუ გინ­და წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წიო, უნ­და იყო შრო­მის­მოყ­ვა­რე და გა­გაჩ­ნ­დეს პა­სუ­ხიმ­გებ­ლო­ბის დი­დი გრძნო­ბა. ამ სა­კითხე­ბის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა იაპო­ნი­ა­ში გან­სა­კუთ­რე­ბით მკვეთ­რად იგ­რ­ძ­ნო­ბა.

ესაუბრა მაკა ყიფიანი

დატოვეთ კომენტარი