სა­ფეხ­ბურ­თო ლან­ჩხუ­თის მო­რი­გი სენ­სა­ცია

155

ლან­ჩხუ­თი კვლა­ვაც აგ­რ­ძე­ლებს სა­ფეხ­ბურ­თო სამ­ყა­როს გა­ო­ცე­ბას და არა მხო­ლოდ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში: მა­შინ, რო­ცა ვაჟ­თა ქარ­თუ­ლი სა­ფეხ­ბურ­თო კლუ­ბე­ბის­თ­ვის ევ­რო­თა­სებ­ზე ერ­თი თა­მა­შის მო­გე­ბაც კი სა­ნატ­რე­ლი გაგ­ვ­ხ­დე­ნია, ქალ­თა სა­ფეხ­ბურ­თო კლუბ­მა „ლან­ჩხუთ­მა“ ჩემ­პი­ონ­თა ლი­გის პირ­ვე­ლი ეტა­პი გა­და­ლა­ხა და მე­ო­რე­ზე გა­ვი­და! თა­ნაც, გუ­რულ­მა ქა­ლებ­მა ამ წარ­მა­ტე­ბას სტუმ­რად მი­აღ­წი­ეს — ყა­ზა­ხეთ­ში, ქა­ლაქ ჩიმ­კენ­ტ­ში, ად­გი­ლობ­რი­ვი „ოკ­ჟეტ­პე­სი“ და­მა­ტე­ბით დრო­ში 2:1 და­ა­მარ­ცხეს. გუ­რუ­ლებ­მა ეს წარ­მა­ტე­ბა ხა­ტია ჭყო­ნი­ას დუბ­ლით მო­ი­პო­ვეს. არა­და, შეხ­ვედ­რის დე­ბი­უტ­ში მას­პინ­ძ­ლე­ბი და­წი­ნა­ურ­დ­ნენ — გო­ლი ბი­ბი­გულ ნუ­რუ­შე­ვამ  გა­ი­ტა­ნა. პირ­ველ ტა­იმ­ში ან­გა­რი­ში აღარ შეც­ვ­ლი­ლა, მე­ო­რე­ში კი ჭყო­ნი­ამ გა­ა­თა­ნაბ­რა. ძი­რი­თა­დი დროც ასე დას­რულ­და, და­მა­ტე­ბით­ში კი კი­დევ ერ­თხელ გა­მო­ი­ჩი­ნა თა­ვი ჭყო­ნი­ამ და მას­პინ­ძ­ლებს გა­მარ­ჯ­ვე­ბის მომ­ტა­ნი გო­ლი გა­უ­ტა­ნა. გუ­რუ­ლებ­მა ორი­ვე გო­ლი სტან­დარ­ტუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბი­დან — კუთხუ­რი­დან გა­ი­ტა­ნეს, ჭყო­ნი­ას კი, ორი­ვე შემ­თხ­ვე­ვა­ში, ასის­ტენ­ტო­ბა ხა­ბურ­ძა­ნი­ამ გა­უ­წია. ბუ­ნებ­რი­ვია, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მა­ინც მე­ო­რე გო­ლი აღ­მოჩ­ნ­და, რო­ცა, საკ­მა­ოდ უხა­რის­ხო სტა­დი­ონ­ზე, კუთხუ­რი­დან ხა­ბურ­ძა­ნი­ამ ზუს­ტად ჩა­ა­წო­და ჭყო­ნი­ას, მან კი ბურ­თი თა­ვუ­რი დარ­ტყ­მით გა­დაგ­ზავ­ნა მე­ტო­ქე­თა კა­რის ქვე­და კუთხე­ში. ამ გოლ­მა ჩვე­ნებ­ში ენით აუწე­რე­ლი სი­ხა­რუ­ლი გა­მო­იწ­ვია. სა­ქარ­თ­ვე­ლო­შიც არა­ნაკ­ლე­ბი სი­ხა­რუ­ლი მოჰ­ყ­ვა ამ გა­მარ­ჯ­ვე­ბას – შინ დაბ­რუ­ნე­ბულ კლუბს, მშობ­ლი­ურ ლან­ჩხუთ­ში, ისე­თი­ვე დახ­ვედ­რა მო­უწყ­ვეს, როგორც, თა­ვის დრო­ზე, იქა­ურ „გუ­რი­ას“. კლუბ­მა ქო­მა­გებს სა­ჯა­როდ გა­და­უ­ხა­და მად­ლო­ბა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ჭყო­ნი­ას გო­ლე­ა­დო­რუ­ლი თვი­სე­ბე­ბიც: მან ეროვ­ნუ­ლი ჩემ­პი­ო­ნა­ტის ერთ-ერთ ბო­ლო შეხ­ვედ­რა­ში მე­ტო­ქეს, არც მე­ტი და არც ნაკ­ლე­ბი, 15 გო­ლი გა­უ­ტა­ნა და ამით ეროვ­ნუ­ლი პირ­ვე­ლო­ბის რე­კორ­დი და­ამ­ყა­რა. აქ­ვე იმა­საც გეტყ­ვით, რომ „ლან­ჩხუ­თი“ სა­ქარ­თ­ვე­ლოს თა­სის წლე­ვან­დე­ლი მფლო­ბე­ლი და ეროვ­ნუ­ლი ჩემ­პი­ო­ნა­ტის ვი­ცე-ჩემ­პი­ო­ნია – წინ მხო­ლოდ თბი­ლი­სის „ნი­კე“ გა­უშ­ვეს. გუ­რუ­ლე­ბი სა­ქარ­თ­ვე­ლოს შარ­შან­დე­ლი ჩემ­პი­ო­ნე­ბი არი­ან და მა­ში­ნაც „ნი­კეს­თან“ უწევ­დათ კონ­კუ­რენ­ცია – ორი­ვე გუნ­დ­მა ქუ­ლა­თა თა­ნა­ბა­რი მა­რა­გით და­ას­რუ­ლა პირ­ვე­ლო­ბა, თუმ­ცა, გუ­რუ­ლებ­მა კონ­კუ­რენტს ურ­თი­ერ­თ­შეხ­ვედ­რე­ბის ხარ­ჯ­ზე გა­ას­წ­რეს და ქვეყ­ნის ჩემ­პი­ო­ნის ტი­ტუ­ლი და­ი­სა­კუთ­რეს.

ყა­ზა­ხეთ­ში მო­პო­ვე­ბუ­ლი გა­მარ­ჯ­ვე­ბით „ლან­ჩხუ­თი“პირ­ვე­ლი ქარ­თუ­ლი ქალ­თა სა­ფეხ­ბურ­თო კლუ­ბი გახ­და, რო­მელ­მაც ჩემ­პი­ონ­თა ლი­გის მე­ო­რე ეტა­პის საგ­ზუ­რი მო­ი­პო­ვა, სა­დაც რუ­მი­ნე­თის ქა­ლაქ კლუ­ჟის „უნი­ვერ­სი­ტა­ტეა ოლიმ­პი­ას“ შეხ­ვ­დე­ბი­ან. ამ ეტა­პის მატ­ჩე­ბი 18-19 ნო­ემ­ბერს გა­ი­მარ­თე­ბა, ჩვე­ნე­ბი კვლა­ვაც სტუმ­რად ითა­მა­შე­ბენ.

ლან­ჩხუ­თელ ქალ­თა ეს წარ­მა­ტე­ბა თა­მა­მად შე­იძ­ლე­ბა შე­ვა­და­როთ იმ ტრი­უმფს, თა­ვის დრო­ზე, ამ ქა­ლა­ქის „გუ­რი­ის“ ვაჟ­თა სა­ფეხ­ბურ­თო კლუბ­მა რომ მო­ი­პო­ვა, ყო­ფი­ლი საბ­ჭო­თა კავ­ში­რის უმაღ­ლეს ლი­გა­ში გა­დას­ვ­ლით. ის ეპო­პეა ფეხ­ბურ­თის ყვე­ლა ქო­მაგს კარ­გად ემახ­სოვ­რე­ბა და სიტყ­ვას აღარ გა­ვაგ­რ­ძე­ლებ, მხო­ლოდ იმას ვიტყ­ვი, რომ იმ უზარ­მა­ზა­რი იმ­პე­რი­ის სა­ფეხ­ბურ­თო ელი­ტა­ში მა­შინ­დე­ლი მო­კავ­ში­რე რეს­პუბ­ლი­კე­ბის ფაქ­ტობ­რი­ვი ნაკ­რე­ბე­ბი გა­მო­დი­ოდ­ნენ, მო­უ­ლოდ­ნე­ლად მი­სი საგ­ზუ­რი  სა­ქარ­თ­ვე­ლოს პა­ტა­რა პე­რი­ფე­რი­უ­ლი ქა­ლა­ქის გუნ­დ­მა მო­ი­პო­ვა გუ­რი­ი­დან! არა­და, იმ კლუ­ბე­ბი­დან ლა­მის ყვე­ლას იმა­ზე გა­ცი­ლე­ბით დი­დი ტე­ვა­დო­ბის სტა­დი­ო­ნი ჰქონ­და, ვიდ­რე ამ ქა­ლა­ქის მთე­ლი მო­სახ­ლე­ო­ბა იყო… მარ­თა­ლია, მა­შინ ამას წარ­მო­შო­ბით ლან­ჩხუ­თე­ლის, იმ­დ­რო­ინ­დე­ლი საბ­ჭო­თა კავ­ში­რის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნისტრის, ედუ­არდ შე­ვარ­დ­ნა­ძის დამ­სა­ხუ­რე­ბად მი­იჩ­ნევ­დ­ნენ, კუ­ლუ­ა­რებ­ში კი, შინ თუ გა­რეთ, „მან­და­რი­ნის გუნდს“ ეძახ­დ­ნენ (აქა­ო­და, მან­და­რი­ნის­გან მი­ღე­ბუ­ლი შე­მო­სავ­ლით იყი­დეს საგ­ზუ­რიო), თუმ­ცა ფაქ­ტი ფაქ­ტად რჩე­ბა – მას შემ­დეგ ასე­თი პა­ტა­რა ქა­ლა­ქის გუნდს მსგავ­სი წარ­მა­ტე­ბის­თ­ვის არ მი­უღ­წე­ვია. მა­შინ ერ­თი ამ­ბა­ვიც და­დი­ო­და ანეგ­დო­ტი­ვით – ლან­ჩხუთ­ში გა­მომ­გ­ზავ­რე­ბის წინ, მოს­კო­ვის „სპარ­ტა­კის“ ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბა რუ­კა­ზე დიდ­ხანს ეძებ­და ამ ქა­ლაქ­სო (გე­მახ­სოვ­რე­ბათ – უმაღ­ლე­სი ლი­გის პირ­ველ ტურ­ში „გუ­რია“ „სა­ხალ­ხო კლუ­ბად“ წო­დე­ბულ ამ გუნდს და­უ­პი­რის­პირ­და). ვერ გეტყ­ვით, ეს ის­ტო­რია რამ­დე­ნად მარ­თა­ლია, მაგ­რამ შარ­შან, მინ­ს­კ­ში ყოფ­ნი­სას ერ­თი ბე­ლა­რუ­სი კო­ლე­გის ნათ­ქ­ვა­მი კარ­გად მახ­სოვს, რო­ცა თა­ვის ქვე­ყა­ნა­ში თა­ნა­მედ­რო­ვე სტა­დი­ო­ნე­ბის დე­ფი­ციტ­ზე და­ი­წუ­წუ­ნა — მინ­ს­კ­შიც კი არ გვაქვს ისე­თი სტა­დი­ო­ნი, სა­დაც ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბი ითა­მა­შებ­და, ყვე­ლა უკე­თე­სი სტა­დი­ო­ნი გო­მელ­შია, ეს კი და­ახ­ლო­ე­ბით იგი­ვეა, რაც – ლან­ჩხუ­თიო… სი­მარ­თ­ლე გითხ­რათ, კი­დეც გა­მიკ­ვირ­და, მინ­ს­კელ­მა კაც­მა ლან­ჩხუ­თის არ­სე­ბო­ბა რომ იცო­და – თურ­მე იმ წლებ­ში მინ­ს­კის „დი­ნა­მოს“ ჩა­მოჰ­ყო­ლია აქ რე­პორ­ტი­ო­რად.

ეს ის­ტო­რი­ე­ბი იქით იყოს და ლან­ჩხუ­თელ ქალ­თა მიღ­წე­ვა სენ­სა­ცი­უ­რი თუნ­დაც იმ ფონ­ზეც ჩანს, რა პი­რო­ბებ­შიც უწევთ მათ მომ­ზა­დე­ბა. ამის სა­ი­ლუს­ტ­რა­ცი­ოდ, ყა­ზა­ხებ­თან თა­მა­შის შემ­დეგ, კლუ­ბის კა­პი­ტან ია ალე­ლიშ­ვი­ლის მი­ერ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი პოს­ტიც გა­მოდ­გე­ბა, რო­მელ­საც უც­ვ­ლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

„ეს ის გუნ­დია, წლე­ბის წინ, გო­გო­ნე­ბი ვარ­ჯიშ­ზე მი­სას­ვ­ლე­ლად, კი­ლო­მეტ­რებს რომ გა­დი­ოდ­ნენ ფე­ხით. ეს ის გუნ­დია, გა­სახ­დე­ლის მა­გივ­რად რა­ღაც დან­გ­რე­ულ შე­ნო­ბა­ში რომ იც­ვ­ლიდ­ნენ. დი­ახ, ეს ის გუნ­დია, თა­მა­შის წინ შო­თის პურს და სა­წე­ბელს რომ მი­ირ­თ­მევ­დ­ნენ. ამ გუნ­დ­მა ის გზა გა­მო­ი­ა­რა, რაც უნ­და გა­მო­ევ­ლო გუნდს, დღეს ეს ფო­ტო რომ და­მე­დო წარ­წე­რით: ჩვენ გა­ვი­მარ­ჯ­ვეთ!“

ირაკ­ლი თა­ვა­ძე

დატოვეთ კომენტარი