სასტიპენდიო პროგრამები საზღვარგარეთ სწავლის მსურველი საქართველოს მოქალაქეებისთვის

264

3 თებერვალს, განათლების საერთაშორისო ცენტრმა, პარტნიორ საერთაშორისო

ორგანიზაციებთან – საქართველოში იტალიის საელჩოს, საქართველოში

საფრანგეთის საელჩოსა და ფრანგულ ინსტიტუტთან ერთად, 2020-2021

სასწავლო წლისათვის, ექვსი სასტიპენდიო პროგრამა გამოაცხადა. ეს

პროგრამებია:

♦ საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამები;

♦ საერთაშორისო სადოქტორო პროგრამები;

♦ საერთაშორისო სახელოვნებო აკადემიური პროგრამები;

♦ საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამა;

♦ სამაგისტრო პროგრამები საფრანგეთში;

♦ აკადემიური პროგრამები იტალიაში.

ღონისძიებაზე, განათლების საერთაშორისო ცენტრის დირექტორმა, ნინო

ჭელიძემ, საზოგადოებას პროგრამებით გათვალისწინებული გეგმების, ვადებისა

და პროცედურების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

პროგრამები ითვალისწინებს როგორც სწავლის საფასურის, ასევე

ცხოვრებისათვის საჭირო ხარჯების ანაზღაურებას. სასტიპენდიო პროგრამები

კარგი შესაძლებლობაა საქართველოს მოქალაქეებისთვის, რათა სწავლა

გააგრძელონ და აკადემიური ხარისხი მოიპოვონ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის

საუკეთესო უმაღლეს სასწავლებლებში.

ყოველწლიურად, სასტიპენდიო პროგრამებით განათლების საერთაშორისო

ცენტრი, დაახლოებით, 200-მდე ქართველ სტუდენტს აფინანსებს.

ექვსივე პროგრამის ელექტრონული განაცხადების მიღება ცენტრის ვებგვერდზე

3 თებერვალს დაიწყო – www.iec.gov.ge.

განათლების საერთაშორისო ცენტრი 2014 წელს დაარსდა და, დაარსებიდან

დღემდე, 850-ზე მეტი სასწავლო სტიპენდია გასცა საზღვარგარეთ სწავლის

მსურველი საქართველოს მოქალაქეებისთვის. მათმა ნაწილმა უკვე დაასრულა

საზღვარგარეთ სწავლა, დაბრუნდა ქვეყანაში და მიღებული ცოდნის რეალიზებას

საკუთარ ქვეყანაში განაგრძობს.

დატოვეთ კომენტარი