საპენსიო ასაკის პრაქტიკოს მასწავლებლებს სახელმწიფოსგან შეთავაზებული ჯილდოს მოთხოვნის შესაძლებლობა მომავალ წლებში არ ექნებათ

732

საპენსიო ასაკის პრატქიკოს პედაგოგებს სახელმწიფოსგან შეთავაზებული ჯილდოს მოთხოვნის შესაძლებლობა მომავალ წლებში აღარ ექნებათ – ამის შესახებ დღეს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ირინა აბულაძემ განაცხადა„ეს შეთავაზება არის 2019 წლის შეთავაზება, რადგან ეს არის ერთ-ერთი საკვანძო ელემენტი იმისთვის, რომ რეფორმა უფრო დიდი ნაბიჯებით განხორციელდეს წელს“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

საპენსიო ასაკის პრაქტიკოს პედაგოგებს წელს ორჯერ მიეცემათ მინიმალური კომპეტენციის დადასტურებისა და სტატუსის ამაღლების შესაძლებლობა. აქედან გამომდინარე, მათ უფლება აქვთ ორივე გამოცდის წარუმატებლად ჩაბარების შემთხვევაშიც კი ისარგებლონ მინიჭებული პრივილეგიით. ჯილდოს მიღების სურვილის შესახებ კი აუცილებლად 2019 წლის ბოლომდე უნდა განაცხადონ.

სახელმწიფო ჯილდოს გაცემა დაიწყება  2019 წლის სექტემბრიდან დაიწყება.

იმ შემთხვევაში, თუკი პრაქტიკოსი მასწავლებელი 2019 წლის ბოლომდე ვერ შეძლებს მინიმალური კომპეტენციის დადასტურებას და სტატუსის ამაღლებას, ის პროფესიული საქმიანობის გაგრძელებას შეძლებს, სკოლის საჭიროებიდან გამომდინარე, დროებითი ხელშეკრულების საფუძველზე ხელფასის შენარჩუნებით.

 

 

 

დატოვეთ კომენტარი