სამოქალაქო განათლების პედაგოგი სამოქალაქო ცნობიერებით გაჯერებული ადამიანი უნდა იყოს

1463

 

რუბ­რი­კის სტუ­მა­რია თბი­ლი­სის №177 სა­ჯა­რო სკო­ლის დი­რექ­ტო­რი, გე­ლა ოდი­შე­ლი­ძე. სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის პე­და­გოგ­თა ეროვ­ნულ კონ­ფე­რენ­ცია-გა­მო­ფე­ნა­ზე იგი 2018 წლის სა­უ­კე­თე­სო მას­წავ­ლებ­ლად და­სა­ხელ­და თბილისიდან

 

რო­გორ გახ­დე წარ­მა­ტე­ბუ­ლი პე­და­გო­გი

ვფიქ­რობ, მოს­წავ­ლე­ე­ბის მხარ­და­ჭე­რის და სიყ­ვა­რუ­ლის გა­რე­შე, შე­უძ­ლე­ბე­ლია მას­წავ­ლე­ბე­ლი წარ­მა­ტე­ბულ პე­და­გო­გად შედ­გეს; ასე­თი მხარ­და­ჭე­რის მო­პო­ვე­ბის გზა ბავ­შ­ვებ­თან გულ­წ­რ­ფელ თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა­ზე გა­დის. მოს­წავ­ლე­ე­ბი უნ­და დარ­წ­მუნ­დ­ნენ, რომ მას­წავ­ლე­ბე­ლი მათ მხა­რე­საა, მათ­თ­ვის არის იქ, სა­დაც არის და ამას სი­ა­მოვ­ნე­ბით აკე­თებს. ეს არც ისე რთუ­ლია მა­შინ, რო­დე­საც მას­წავ­ლე­ბე­ლი გულ­წ­რ­ფე­ლია, მოს­წავ­ლე­ებ­თან ერ­თად ვი­თარ­დე­ბა და წარ­მა­ტე­ბებ­საც მათ­თან ერ­თად ზე­ი­მობს.

სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის პე­და­გო­გი

ყვე­ლა პე­და­გო­გი, მათ შო­რის სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის პე­და­გო­გი, სა­მო­ქა­ლა­ქო ცნო­ბი­ე­რე­ბით გა­ჯე­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნის ნა­თე­ლი მა­გა­ლი­თი უნ­და იყოს. მოს­წავ­ლე­ებს მშრა­ლი ინ­ფორ­მა­ცია არ აკ­მა­ყო­ფი­ლებთ, მათ კე­თე­ბით უნ­და შეძ­ლონ სწავ­ლა და წარ­მა­ტე­ბის გე­მოც ამ პრო­ცეს­ში გა­ი­გონ; შე­სა­ბა­მი­სად, მას­წავ­ლე­ბე­ლი, რო­გორც ფა­სი­ლი­ტა­ტო­რი, ვერ და­არ­წ­მუ­ნებს მათ, თუ თვი­თო­ნაც არ იქ­ნე­ბა კარ­გი მა­გა­ლი­თი.

რაც შე­ე­ხე­ბა სწავ­ლე­ბის პრო­ფე­სი­ულ ნა­წილს, ვფიქ­რობ, მოს­წავ­ლე­ებ­ში სა­მო­ქა­ლა­ქო ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის გაღ­ვი­ვე­ბა ყვე­ლა მას­წავ­ლებ­ლის საქ­მეა და არა მხო­ლოდ სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის საგ­ნის პე­და­გო­გის (რო­მელ­საც დღეს სხვა­დას­ხ­ვა პრო­ფე­სი­ის ადა­მი­ა­ნე­ბი ას­წავ­ლი­ან). იმე­დი მაქვს, არც ისე შო­რე­ულ მო­მა­ვალ­ში, ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბა და უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა — სას­კო­ლო სა­ზო­გა­დო­ე­ბა, ჩა­მო­ყა­ლიბ­დე­ბა სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბად, გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მაც და­იხ­ვე­წე­ბა და მო­ზარ­დებ­ში სა­მო­ქა­ლა­ქო ცნო­ბი­ე­რე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის ხელ­შეწყო­ბა მხო­ლოდ რო­მე­ლი­მე ერ­თი საგ­ნის სწავ­ლე­ბის იმე­დად აღარ იქ­ნე­ბა.

სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბა

ვფიქ­რობ, სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის სწავ­ლე­ბის პრო­ცესს ორი ძი­რი­თა­დი ხე­ლის შემ­შ­ლე­ლი ფაქ­ტო­რი ახ­ლავს:

  1. სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში (მათ შო­რის სას­კო­ლო სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში) ფეს­ვ­გად­გ­მუ­ლი სტე­რე­ო­ტი­პე­ბი;
  2. რე­სურ­სე­ბი.

სამ­წუ­ხა­როდ, ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლი და­ბა­ლი სა­მო­ქა­ლა­ქო ცნო­ბი­ე­რე­ბის მქო­ნეა, ამ­დე­ნად, მის­თ­ვის სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­უ­რო­ბა ნაკ­ლე­ბად ორ­გა­ნუ­ლია, ძი­რი­თა­დად, ნი­ჰი­ლის­ტუ­რი გან­წყო­ბე­ბი სჭარ­ბობს. მრა­ვა­ლი ჩვე­ნი თა­ნა­მო­ქა­ლა­ქის­თ­ვის ჯე­რაც რთუ­ლი გა­სა­გე­ბია „სხვი­სი საქ­მე“, „სხვი­სი პრობ­ლე­მა“ რა­ტომ უნ­და იყოს „მი­სი საქ­მე“ და „მი­სი პრობ­ლე­მა“, რა­ტომ უნ­და და­იც­ვას სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში „სხვი­სი ღირ­სე­ბა“, რო­ცა კონ­კ­რე­ტუ­ლად მის ღირ­სე­ბას არ ეხე­ბი­ან.

ჩე­მი გა­მოც­დი­ლე­ბით, მო­ზარ­დე­ბის დიდ უმ­რავ­ლე­სო­ბა­ში ნო­ყი­ე­რი ნი­ა­და­გია იმის­თ­ვის, რომ მა­ღა­ლი სა­მო­ქა­ლა­ქო ცნო­ბი­ე­რე­ბის მქო­ნე ღირ­სე­ულ პი­როვ­ნე­ბე­ბად ჩა­მო­ყა­ლიბ­დ­ნენ, ამის­თ­ვის მათ აქ­ტი­უ­რი, სა­ინ­ტე­რე­სო, პრაგ­მა­ტუ­ლი სას­წავ­ლო პრო­ცე­სი სჭირ­დე­ბათ.

რაც შე­ე­ხე­ბა რე­სურ­სებს, სამ­წუ­ხა­როდ, სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბას­თან მი­მარ­თე­ბა­ში, სკო­ლე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბის­თ­ვის, რე­სურ­სე­ბი კვლა­ვაც დიდ გა­მოწ­ვე­ვად რჩე­ბა, ვგუ­ლის­ხ­მობ რო­გორც სას­წავ­ლო, ისე ადა­მი­ა­ნურ რე­სურსს. საწყე­ნია, რომ სკო­ლე­ბის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან ნა­წილ­ში სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბა, რო­გორც სა­გა­ნი, ჯე­რაც სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მეც­ნი­ე­რე­ბე­ბის საგ­ნე­ბის პე­და­გოგ­თათ­ვის აკა­დე­მი­უ­რი დატ­ვირ­თ­ვის სრულ გა­ნაკ­ვე­თამ­დე „შევ­სე­ბის“ წყა­როს წარ­მო­ად­გენს; შე­სა­ბა­მი­სად, მი­სი სწავ­ლე­ბის ხა­რის­ხი, რიგ შემ­თხ­ვე­ვებ­ში, კრი­ტი­კას ვერ უძ­ლებს, ამას მწი­რი სას­წავ­ლო რე­სურ­სიც ემა­ტე­ბა.

სა­მარ­თ­ლი­ა­ნო­ბის­თ­ვის უნ­და ით­ქ­ვას, რომ უკა­ნას­კ­ნელ წლებ­ში, სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის პროგ­რა­მამ „მო­მავ­ლის თა­ო­ბა“ (დო­ნო­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი — USAID, PH International), სა­ქარ­თ­ვე­ლოს მას­შ­ტა­ბით, ფას­და­უ­დე­ბე­ლი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნა სა­ჯა­რო სკო­ლებ­ში სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის სწავ­ლე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბა­ში, რაც გა­მო­ი­ხა­ტე­ბა მას­წავ­ლებ­ლე­ბის პრო­ფე­სი­ულ გან­ვი­თა­რე­ბა­ზე პერ­მა­ნენ­ტულ ზრუნ­ვა­ში, და­მა­ტე­ბი­თი სას­წავ­ლო რე­სურ­სე­ბის რე­გუ­ლა­რულ მი­წო­დე­ბა­სა და მცი­რე საგ­რან­ტო კონ­კურ­სე­ბის პე­რი­ო­დულ ინი­ცი­რე­ბა­ში.

დის­ციპ­ლი­ნის №1 პრობ­ლე­მა

დის­ციპ­ლი­ნის თე­მას, მე უფ­რო წეს­რიგს და/ან უწეს­რი­გო­ბას და­ვუ­კავ­ში­რებ­დი. მო­ზარ­დი თა­ვი­სი ლა­ბი­ლუ­რი ნე­ბის­ყო­ფის გა­მო, წე­სებს, ძი­რი­თა­დად, ორ შემ­თხ­ვე­ვა­ში არ­ღ­ვევს:

  1. რო­დე­საც უსა­მარ­თ­ლო­ბის გან­ც­და აქვს;
  2. რო­დე­საც სას­წავ­ლო პრო­ცე­სი მო­საწყე­ნი, უინ­ტე­რე­სო და უხა­ლი­სოა.

ჩვენ­თ­ვის, მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის, ორი­ვე გა­მოწ­ვე­ვა ად­ვი­ლად დაძ­ლე­ვა­დია ბავ­შ­ვებ­თან ეფექ­ტუ­რი კო­მუ­ნი­კა­ცი­ით და პრო­ფე­სი­ულ გან­ვი­თა­რე­ბა­ზე აქ­ტი­უ­რი ზრუნ­ვით. ვფიქ­რობ, მას­წავ­ლე­ბე­ლი მა­შინ ხდე­ბი მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის ავ­ტო­რი­ტე­ტუ­ლი და პა­ტივ­სა­ცე­მი, თუ მათ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ (ქმე­დე­ბე­ბის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბი­სა და სა­მარ­თ­ლი­ა­ნო­ბის შე­სა­ხებ) არ­გუ­მენ­ტი­რე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას დრო­უ­ლად მი­აწ­ვ­დი; აგ­რეთ­ვე, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, თუ მოს­წავ­ლე­ე­ბი „აღ­მო­ა­ჩე­ნენ“, რომ ძა­ლა­უფ­ლე­ბით აღ­ჭურ­ვი­ლი მა­თი ზემ­დ­გო­მი კი არა, მა­თი მე­გო­ბა­რი და მო­კავ­ში­რე ხარ, მათ ინ­ტე­რე­სებს ით­ვა­ლის­წი­ნებ, მათ­თან ერ­თად ვი­თარ­დე­ბი და მათ­თან ერ­თად ზე­ი­მობ.

გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი პრო­ექ­ტე­ბი, სას­კო­ლო სა­მო­ქა­ლა­ქო ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბი

სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის პროგ­რა­მამ „მო­მავ­ლის თა­ო­ბა“ სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის პრო­ცე­სი­სად­მი მიდ­გო­მე­ბი შეც­ვა­ლა, რა­მაც პრო­ცე­სი უფ­რო ხა­ლი­სი­ა­ნი და ეფექ­ტუ­რი გა­ხა­და. პროგ­რა­მის ფარ­გ­ლებ­ში, მა­ტე­რი­ა­ლუ­რად და მე­თო­დუ­რად წა­ხა­ლი­სე­ბუ­ლია საკ­ლა­სო და საკ­ლუ­ბო ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბის და­გეგ­მ­ვა-გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა, რაც მოს­წავ­ლე­ე­ბის ინ­ტე­რეს­სა და ჩარ­თუ­ლო­ბას აძ­ლი­ე­რებს. ეს პრო­ცე­სი იდე­ე­ბის გე­ნე­რი­რე­ბი­სა და რე­ა­ლო­ბად ქცე­ვის არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი შე­საძ­ლებ­ლო­ბაა და მოს­წავ­ლე­ე­ბის თვით­რე­ა­ლი­ზე­ბას უწყობს ხელს. ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბის და­გეგ­მ­ვის და გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის პრო­ცე­სი მო­ზარ­დებს ერ­თ­მა­ნეთ­თან კი­დევ უფ­რო აკავ­ში­რებს, უფ­რო მეტ პა­ტი­ვის­ცე­მას უჩენს ერ­თ­მა­ნე­თი­სა და სხვი­სი შრო­მის მი­მართ. ამ მხრივ, ერთ-ერ­თი გა­მორ­ჩე­უ­ლი აღ­მოჩ­ნ­და მცი­რე საგ­რან­ტო კონ­კურ­სის ფარ­გ­ლებ­ში და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი პრო­ექ­ტი „არა ძა­ლა­დო­ბას!“. გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ­მა აქ­ტი­ვო­ბებ­მა — ტრე­ნინ­გებ­მა, ფილ­მე­ბის ჩვე­ნე­ბამ, სხვა­დას­ხ­ვა და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში სტუმ­რო­ბამ, ფლა­ე­რე­ბის, პლა­კა­ტე­ბის და ბა­ნე­რე­ბის მომ­ზა­დე­ბა-და­ბეჭ­დ­ვა-გავ­რ­ცე­ლე­ბამ — სას­კო­ლო სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ძა­ლა­დო­ბის შე­სა­ხებ ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბას შე­უწყო ხე­ლი, რაც მი­სი თა­ვი­დან აცი­ლე­ბის წი­ნა­პი­რო­ბაა.

სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო

სამ­წუ­ხა­როდ, სკო­ლებ­ში არ­ჩე­უ­ლი სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის გრი­ფი­რე­ბუ­ლი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი თა­ნა­მედ­რო­ვე გა­მოწ­ვე­ვე­ბის­თ­ვის არა­რე­ლე­ვან­ტუ­რია. მას­წავ­ლებ­ლე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა პი­რა­დი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბით ცდი­ლობს ამ და­ნაკ­ლი­სის შევ­სე­ბას. ამ მხრივ, გა­უ­მარ­თ­ლა იმ სკო­ლებ­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის პე­და­გო­გებს, რომ­ლე­ბიც ჩარ­თუ­ლი იყ­ვ­ნენ ან ახ­ლა არი­ან სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის პროგ­რა­მა­ში „მო­მავ­ლის თა­ო­ბა“. პროგ­რა­მის ფარ­გ­ლებ­ში, სკო­ლებს უფა­სოდ გა­და­ე­ცე­მათ დამ­ხ­მა­რე სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი, რო­მელ­თა გა­მო­ყე­ნე­ბა კი­დევ უფ­რო ხა­ლი­სი­ან­სა და ეფექ­ტურს ხდის სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცესს.

რო­გორ გავ­ხა­დოთ გაკ­ვე­თი­ლი მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი

სა­ინ­ტე­რე­სო გაკ­ვე­თი­ლის ჩა­ტა­რე­ბა მთლი­ა­ნად მას­წავ­ლე­ბელ­ზე, მის შე­მოქ­მე­დე­ბი­თო­ბა­სა და გულ­წ­რ­ფე­ლო­ბა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. რო­დე­საც მოს­წავ­ლე­ე­ბი ჩარ­თუ­ლი არი­ან სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცეს­ში, სა­უბ­რო­ბენ, ხა­ლი­სო­ბენ, კითხ­ვებს სვა­მენ, აქ­ტი­უ­რად ის­მე­ნენ და ერ­თად აკე­თე­ბენ — ეს ის ინ­დი­კა­ტო­რე­ბია, რაც მას­წავ­ლე­ბელს თვით­შე­ფა­სე­ბა­ში უნ­და ეხ­მა­რე­ბო­დეს. სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის პრო­ცე­სი, დღეს, თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გა­რე­შე, რთუ­ლად წარ­მო­სად­გე­ნია, თუმ­ცა, სა­ინ­ტე­რე­სო გაკ­ვე­თი­ლის ჩა­ტა­რე­ბის­თ­ვის არა­საკ­მა­რი­სი წი­ნა­პი­რო­ბაა. საწყე­ნია, რომ სკო­ლე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბას არ აქვს ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის აქ­ტი­უ­რად, ყო­ველ­დღი­ურ პრო­ცეს­ში გა­მო­ყე­ნე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა. ვფიქ­რობ, მას­წავ­ლებ­ლე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა, პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის პრო­ცეს­ში, წინ წა­სუ­ლია და იც­ნობს სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის გან­ს­ხ­ვა­ვე­ბულ სტრა­ტე­გი­ებს, თუმ­ცა, სკო­ლე­ბის მა­ტე­რი­ა­ლურ-ტექ­ნი­კუ­რი აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად ჩა­მორ­ჩე­ბა ამ დი­ნა­მი­კას, რაც სა­სურ­ველ ეფექტს თუ შე­დეგს ვერ გვაძ­ლევს.

ერ­თ­მ­ნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად უნ­და აღი­ნიშ­ნოს, რომ მოს­წავ­ლე­ე­ბი დი­დი ენ­თუ­ზი­აზ­მი­თა და ხა­ლი­სით ხვდე­ბი­ან სი­ახ­ლე­ებს. უფ­რო მე­ტიც, სწო­რედ ინო­ვა­ცი­უ­რი მიდ­გო­მე­ბი­სა და სტრა­ტე­გი­ე­ბის წყა­ლო­ბი­თაა შე­საძ­ლე­ბე­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბის მო­ბი­ლი­ზე­ბა, რის გა­რე­შეც წარ­მა­ტე­ბა თით­ქ­მის მი­უღ­წე­ვა­დია. სამ­წუ­ხა­როდ, არა­ერ­თი იმედ­გაც­რუ­ე­ბის გა­მო, სი­ახ­ლე­ე­ბის და­ნერ­გ­ვის პრო­ცეს­ში, მსგავ­სი ხა­რის­ხის ენ­თუ­ზი­აზ­მი მას­წავ­ლებ­ლებ­ში შერ­ყე­უ­ლია, მაგ­რამ მი­თი — „სას­კო­ლო სა­ზო­გა­დო­ე­ბის კონ­სერ­ვა­ტუ­ლო­ბი­სა“ დამ­ს­ხ­ვ­რე­უ­ლია და პრო­ცე­სის გა­ჯან­სა­ღე­ბა შე­უქ­ცე­ვა­დია.

პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბა

მე და ჩემს ბევრ კო­ლე­გას პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის უნი­კა­ლუ­რი შან­სი გვაქვს, სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის პე­და­გოგ­თა ფო­რუ­მის სა­ხით. პროგ­რა­მა­ში „მო­მავ­ლის თა­ო­ბა“ ჩარ­თუ­ლი სკო­ლე­ბის სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის ყვე­ლა პე­და­გოგს ჰქონ­და (და დღე­საც აქვს) შე­საძ­ლებ­ლო­ბა რე­გუ­ლა­რუ­ლად, უსას­ყიდ­ლოდ მი­ი­ღოს კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი და ხა­რის­ხი­ა­ნი შე­თა­ვა­ზე­ბე­ბი პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის, რაც გა­მო­ი­ხა­ტე­ბა ტრე­ნინ­გებ­ში, მრგვა­ლი მა­გი­დის და ღია გაკ­ვე­თი­ლე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა­ში, კონ­ფე­რენ­ცი­ებ­ში, კონ­კურ­სებ­ში, არა­ერთ ელექ­ტ­რო­ნულ რე­სურ­ს­სა და ონ­ლა­ინ პლატ­ფორ­მა­ში. არ მე­გუ­ლე­ბა სხვა რო­მე­ლი­მე პე­და­გო­გი­უ­რი გა­ერ­თი­ა­ნე­ბა, რო­მე­ლიც იმ­დენ შე­საძ­ლებ­ლო­ბას გა­უხ­ს­ნი­და მას­წავ­ლებ­ლებს, რამ­დენ­საც სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის პე­და­გოგ­თა ფო­რუ­მი ახერ­ხებს.

მი­მაჩ­ნია, რომ მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის აქ­ტი­ვო­ბე­ბი, ტრე­ნინგ მო­დუ­ლე­ბი საკ­მა­ოდ სა­ინ­ტე­რე­სო და ინ­ტენ­სი­უ­რი შე­თა­ვა­ზე­ბე­ბია პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბით და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი მოქ­მე­დი პე­და­გო­გე­ბის­თ­ვის. ასე რომ, დღეს, თუ მას­წავ­ლე­ბე­ლი პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბით და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლია, ის ამას შეძ­ლებს.

სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბი

შე­ვეც­დე­ბი ჩვენს სკო­ლა­ში, კო­ლე­გებ­თან ერ­თად, ხე­ლი შე­ვუწყო სას­კო­ლო სა­ზო­გა­დო­ე­ბის სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის პრო­ცესს. სკო­ლა­ში ისე­თი სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი კულ­ტუ­რის დამ­კ­ვიდ­რე­ბაა აუცი­ლე­ბე­ლი, რო­მე­ლიც თა­ვი­სი მდგრა­დო­ბით, სა­ხელ­მ­წი­ფო­ში სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ფორ­მი­რე­ბის გე­ნე­რა­ტო­რი იქ­ნე­ბა და პრო­ცესს შე­უქ­ცე­ვადს გახ­დის. ამ შე­საძ­ლებ­ლო­ბის რე­ა­ლო­ბად ქცე­ვის იმედს, ჩვენს სკო­ლა­ში და­საქ­მე­ბულ მას­წავ­ლე­ბელ­თა კორ­პუ­სი და მოს­წავ­ლე­თა დი­დი უმ­რავ­ლე­სო­ბა მაძ­ლევს.

ესა­უბ­რა მა­კა ყი­ფი­ა­ნი

დატოვეთ კომენტარი