საზღვარგარეთ უნი­ვერ­სი­ტე­ტი, პირ­ველ რიგ­ში, კვლე­ვი­თი ცენ­ტ­რია

901

 

რუბრიკის სტუმარია აბუ-და­ბის ნიუ-იორ­კის უნი­ვერ­სი­ტეტ­ის სტუდენტი დავით ჯინჭარაძე

— ბა­თუ­მის კერ­ძო სკო­ლა-გიმ­ნა­ზი­ა­ში „XXI სა­უ­კუ­ნე“ გა­ტა­რე­ბუ­ლი წლე­ბი შენს ბავ­შ­ვო­ბას უკავ­შირ­დე­ბა. რამ­დე­ნად წარ­მა­ტე­ბუ­ლი მოს­წავ­ლე იყა­ვი, რო­გორ გახ­სენ­დე­ბა მას­წავ­ლებ­ლე­ბი, გან­საზღ­ვ­რა სკო­ლამ შე­ნი პრო­ფე­სი­უ­ლი მო­მა­ვა­ლი?

— გიმ­ნა­ზი­ა­ში პირ­ვე­ლი კლა­სი­დან ვსწავ­ლობ­დი, სკო­ლა არ შე­მიც­ვ­ლია. ბე­ბი­ა­ჩე­მი დაწყე­ბი­თე­ბის მას­წავ­ლე­ბე­ლი იყო და მა­ნამ­დეც დავ­ყავ­დი ხოლ­მე სკო­ლა­ში. სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის დი­დი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი არ ვარ. ვთვლი, რომ ჯერ ძა­ლი­ან ბევ­რი გვიკ­ლია გან­ვი­თა­რე­ბამ­დე, მაგ­რამ ჩე­მი სკო­ლის მას­წავ­ლებ­ლებს გა­მო­ვარ­ჩევ. ასეთ გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში, რო­გო­რიც სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში გვაქვს, ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი თი­თო­ე­ულ მოს­წავ­ლეს­თან მას­წავ­ლებ­ლის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი მიდ­გო­მაა. ამი­ტომ, ჩე­მი გიმ­ნა­ზი­ის მას­წავ­ლებ­ლებს ძა­ლი­ან ვა­ფა­სებ.

მახ­სოვს, ორი-სა­მი წლის წინ, პო­ლი­ტი­კის შეს­წავ­ლა მინ­დო­და უნი­ვერ­სი­ტეტ­ში. ჩე­მი სურ­ვი­ლი ბი­ო­ლო­გი­ის მას­წავ­ლე­ბელს გა­ვან­დე: პო­ლი­ტი­კის შეს­წავ­ლა მინ­და-მეთ­ქი, მი­პა­სუ­ხა — არა, შენ ბი­ო­ლო­გი­ის, სა­მე­დი­ცი­ნო სპე­ცი­ა­ლო­ბე­ბის ნი­ჭი გაქვს და ამ გზას უნ­და გაჰ­ყ­ვეო. მა­შინ ძა­ლი­ან სკეპ­ტი­კუ­რად ვუ­ყუ­რებ­დი მის სიტყ­ვებს. დღეს კი, რო­გორც აღ­მოჩ­ნ­და, მე­დი­ცი­ნას­თან საკ­მა­ოდ ახ­ლო გზას ვად­გა­ვარ.

— FLEX – მო­მა­ვალ ლი­დერ­თა გაც­ვ­ლით პროგ­რა­მა­ში გა­მარ­ჯ­ვე­ბის შემ­დეგ, ერ­თ­წ­ლი­ა­ნი პროგ­რა­მით, კა­ლი­ფორ­ნი­ა­ში სწავ­ლობ­დი, რო­გორ გახ­სენ­დე­ბა ამე­რი­კა­ში გა­ტა­რე­ბუ­ლი პე­რი­ო­დი?

— ფლექ­ს­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბა და შემ­დეგ გა­მარ­ჯ­ვე­ბა საზღ­ვარ­გა­რეთ გა­მოც­დი­ლე­ბის მი­ღე­ბის­თ­ვის და ლი­დე­რუ­ლი უნარ-ჩვე­ვე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის ერთ-ერ­თი სა­უ­კე­თე­სო პროგ­რა­მაა, რაც ევ­რა­ზი­ა­ში არ­სე­ბობს. დღეს უკ­ვე ბუნ­დოვ­ნად მახ­სოვს ფლექ­სის გავ­ლის პრო­ცე­სი, თუმ­ცა ჩე­მი ამე­რი­კუ­ლი წე­ლი და მის შემ­დეგ გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი ყო­ველ­თ­ვის მე­მახ­სოვ­რე­ბა.

რო­დე­საც პირ­ვე­ლად მოხ­ვ­დე­ბი საზღ­ვარ­გა­რეთ, თან ერ­თი წლით და თან — უცხო კონ­ტი­ნენ­ტ­ზე, ენით აღუ­წე­რე­ლი გან­ც­დე­ბი გე­უფ­ლე­ბა. მახ­სენ­დე­ბა, რომ ჩე­მი დი­დი ბა­ბუ­აც იყო ამე­რი­კა­ში ემიგ­რან­ტი და სულ ვფიქ­რობ­დი — ნე­ტავ რო­გორ გრძნობ­და თავს უცხო ქვე­ყა­ნა­ში, მით უმე­ტეს, რო­დე­საც ამ­დე­ნი ბა­რი­ე­რი ჰქონ­და, მათ შო­რის, ენის.

ჩემ­თ­ვი­საც, ეს ერ­თი ამე­რი­კუ­ლი წე­ლი ბა­რი­ე­რე­ბის მსხვრე­ვის და გარ­კ­ვე­უ­ლი უნარ-ჩვე­ვე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის წე­ლი­წა­დი იყო. გა­მოც­დი­ლე­ბა, რაც მა­შინ მი­ვი­ღე, გა­ცი­ლე­ბით მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი და შთამ­ბეჭ­და­ვი იყო, ვიდ­რე სან-ფრან­ცის­კო­სა და ლოს-ან­ჯე­ლე­სის გა­და­ჭე­დი­ლი ქუ­ჩე­ბი.

— პროგ­რა­მამ სა­შუ­ა­ლე­ბა მოგ­ცა, გაც­ნო­ბო­დი ამე­რი­კუ­ლი სკო­ლის სპე­ცი­ფი­კას. რა მსგავ­სე­ბა და გან­ს­ხ­ვა­ვე­ბაა ქარ­თულ სკო­ლა­სა და ამე­რი­კულს შო­რის, გაგ­ვი­ზი­ა­რე ამე­რი­კულ სკო­ლა­ში მი­ღე­ბუ­ლი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბი.

— ამე­რი­კუ­ლი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა ძა­ლი­ან გან­ს­ხ­ვავ­დე­ბა ქარ­თუ­ლის­გან. პირ­ვე­ლი გან­ს­ხ­ვა­ვე­ბა ის არის, რომ საგ­ნებს ირ­ჩევს უშუ­ა­ლოდ მოს­წავ­ლე. მეც მქონ­და სა­შუ­ა­ლე­ბა, ამერ­ჩია ისე­თი საგ­ნე­ბი, რო­გო­რი­ცაა კრი­მი­ნო­ლო­გია, ამე­რი­კის ის­ტო­რია და ა.შ. ამ საგ­ნებს სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ვერ შე­ვის­წავ­ლი­დი. მე­ო­რე, საკ­მა­ოდ სა­ინ­ტე­რე­სო გან­ს­ხ­ვა­ვე­ბა ისაა, რომ ამე­რი­კულ სკო­ლებ­ში მოს­წავ­ლეს შე­უძ­ლია აირ­ჩი­ოს რთუ­ლი (ეი-პი) და სა­შუ­ა­ლო დო­ნის საგ­ნებს შო­რის. რა თქმა უნ­და, უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბი ე.წ. „ეი-პი“ საგ­ნებს მე­ტი ყუ­რადღე­ბით გა­ნი­ხი­ლა­ვენ და უპი­რა­ტე­სო­ბა­საც ანი­ჭე­ბენ. მეც გარ­თუ­ლე­ბუ­ლი დო­ნის ქი­მია და მსოფ­ლიო ის­ტო­რია ავირ­ჩიე.

— მო­ხა­ლი­სე­ო­ბის პრო­ცეს­ში ჩარ­თ­ვა FLEX-ის პროგ­რა­მის ერთ-ერ­თი აუცი­ლე­ბე­ლი პი­რო­ბაა. კერ­ძოდ, რა საქ­მი­ა­ნო­ბას ეწე­ო­დი და რა გა­მოც­დი­ლე­ბას იღებს ადა­მი­ა­ნი მსგავს საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ჩარ­თუ­ლო­ბით?

— პი­რა­დად მე ჩე­მი ქა­ლა­ქის, კინ­გ­ს­ბურ­გის მე­რი­ა­ში ვმო­ხა­ლი­სე­ობ­დი და ვეხ­მა­რე­ბო­დი ად­გი­ლობ­რივ მთავ­რო­ბას საქ­მეთ­წარ­მო­ე­ბა­ში. ასე­ვე, მი­ვი­ღე მო­ნა­წი­ლე­ო­ბა რამ­დე­ნი­მე საქ­ველ­მოქ­მე­დო ფეს­ტი­ვალ­ში. ერთ-ერთ ასეთ ფეს­ტი­ვალ­ში, გაც­ვ­ლით სტუ­დენ­ტებს, ეროვ­ნუ­ლი სა­მო­სით გა­მოს­ვ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბაც გვქონ­და და გა­დავ­წყ­ვი­ტე ჩო­ხა მეჩ­ვე­ნე­ბი­ნა ამე­რი­კე­ლე­ბის­თ­ვის. მარ­თა­ლია, ეს ყვე­ლა­ფე­რი პა­ტა­რა ქა­ლაქ­ში ხდე­ბო­და, მაგ­რამ ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნი და­დი­ო­და საქ­ველ­მოქ­მე­დო ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე. ამან მაჩ­ვე­ნა, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის ამა­ვე სა­ზო­გა­დო­ე­ბის თი­თო­ე­ულ­მა წევ­რ­მა უნ­და აიღოს სა­კუ­თარ თავ­ზე პა­სუ­ხის­მ­გე­ლო­ბა. ამე­რი­კა, სწო­რედ ასე­თი ხალ­ხი­სა და ეფექ­ტუ­რი მთავ­რო­ბის სა­ფუძ­ველ­ზე გან­ვი­თარ­და.

— ვფიქ­რობ, კა­ლი­ფორ­ნი­ა­ში გა­ტა­რე­ბულ­მა პე­რი­ოდ­მა გი­ბიძ­გა უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბაც საზღ­ვარ­გა­რეთ მი­გე­ღო…

— დი­ახ, ნამ­დ­ვი­ლად ასეა. შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, რომ სწო­რედ ამე­რი­კა­ში გა­ტა­რე­ბულ­მა ამ ერ­თ­მა წელ­მა შთა­მა­გო­ნა საზღ­ვარ­გა­რეთ სწავ­ლა. რო­დე­საც მივ­ხ­ვ­დი, რომ საზღ­ვარ­გა­რეთ კონ­კუ­რენ­ცი­აც უფ­რო მა­ღა­ლია და სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის უფ­რო ფარ­თო სპექ­ტ­რია, მო­მინ­და, გა­მო­მე­ცა­და სხვა ქვეყ­ნის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლა. ამე­რი­კა­ში ყოფ­ნი­სას მე­ნატ­რე­ბო­და სა­ქარ­თ­ვე­ლო და მა­შინ არ მი­ფიქ­რია უცხო ქვე­ყა­ნა­ში სწავ­ლის გაგ­რ­ძე­ლე­ბა­ზე, მინ­დო­და სხვა ქვე­ყა­ნა­ში მეს­წავ­ლა. თუმ­ცა, მე­რე მივ­ხ­ვ­დი, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში დავ­ბ­რუნ­დე­ბი ყო­ველ­თ­ვის, რო­ცა მო­ვი­სურ­ვებ, საზღ­ვარ­გა­რეთ გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა კი უნი­კა­ლუ­რი შან­სია და თა­ნაც ქარ­თუ­ლი სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო სის­ტე­მის­გან მე­ტად გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც ხე­ლი­დან არ უნ­და გა­უშ­ვა.

— და­ვით, აბუ-და­ბის ნიუ-იორ­კის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სას­წავ­ლებ­ლად მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის ოდე­ნო­ბის გრან­ტი მი­ი­ღე, რა ეტა­პე­ბი გა­ი­ა­რე უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მო­სახ­ვედ­რად?

— არ­სე­ბობს უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბი, სა­დაც მოხ­ვედ­რა საკ­მა­ოდ რთუ­ლია, თუმ­ცა თუ­კი მოხ­ვ­დი, და­ფი­ნან­სე­ბაც უფ­რო სო­ლი­დუ­რია მე მხო­ლოდ მთლი­ა­ნი და­ფი­ნან­სე­ბა მაძ­ლევ­და იმის სა­შუ­ა­ლე­ბას, მეცხოვ­რა ისეთ „ძვი­რი­ან“ ქა­ლაქ­ში, რო­გო­რიც აბუ-და­ბია.

რო­დე­საც უნი­ვერ­სი­ტე­ტებს ვეც­ნო­ბო­დი, თვალ­ში ნიუ-იორ­კის უნი­ვერ­სი­ტე­ტი მომ­ხ­ვ­და, რო­მე­ლიც ისე­თი გი­გან­ტე­ბის გვერ­დით იდ­გა, რო­გო­რი­ცაა ჰარ­ვარ­დი, იელი, პრინ­ს­ტო­ნი და ა.შ. ვი­ფიქ­რე, ეს სა­ინ­ტე­რე­სო შან­სი იქ­ნე­ბა-მეთ­ქი. მი­თუ­მე­ტეს, რომ აქ თით­ქ­მის ყვე­ლა ქვეყ­ნი­დან სწავ­ლო­ბენ ახალ­გაზ­რ­დე­ბი და მხო­ლოდ ერ­თი კულ­ტუ­რა არ დო­მი­ნი­რებს. რო­ცა უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­მეც­ნი­ე­რო აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა და­ვათ­ვა­ლი­ე­რე, მივ­ხ­ვ­დი, რომ ვერც მსგავს შე­საძ­ლებ­ლო­ბას ვნა­ხავ­დი. ამ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს და ქვეყ­ნ­დე­ბა თა­ნა­მედ­რო­ვე მეც­ნი­ე­რე­ბის სტან­დარ­ტებ­თან შე­სა­ბა­მი­სი კვლე­ვე­ბი, რაც კი­დევ უფ­რო, მომ­ხიბ­ვ­ლე­ლი აღ­მოჩ­ნ­და ჩემ­თ­ვის.

— რა პრო­ფე­სი­ას ეუფ­ლე­ბი უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, რამ­დენწლი­ა­ნია სწავ­ლა, რამ­დე­ნად რთუ­ლი იქ­ნე­ბა სტი­პენ­დი­ის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა, რა პრი­ვი­ლე­გი­ე­ბით სარ­გებ­ლო­ბენ წარ­ჩი­ნე­ბუ­ლი სტუ­დენ­ტე­ბი, არის თუ არა მათ­თ­ვის რა­ი­მე შე­ღა­ვა­თე­ბი და აპი­რებ თუ არა არა­ბუ­ლი ენის შეს­წავ­ლას?

— თუ­კი სტი­პენ­დია ერ­თხელ მი­ი­ღო მოს­წავ­ლემ, ის მთე­ლი ოთხი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გაჰ­ყ­ვე­ბა, და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლი დო­ნის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში. სტუ­დენ­ტე­ბის­თ­ვის ხელ­მი­საწ­ვ­დო­მია უფა­სო ტრან­ს­პორ­ტი­რე­ბა (მაგ. სა­ვაჭ­რო ცენ­ტ­რებ­ში, რე­ლი­გი­უ­რი თავ­შეყ­რის ად­გი­ლებ­ში და მათ შო­რის, ბერ­ძ­ნულ მარ­თ­ლ­მა­დი­დებ­ლურ ტა­ძარ­შიც), კვე­ბა და ცხოვ­რე­ბის ხარ­ჯე­ბიც მთლი­ა­ნად და­ფა­რუ­ლია. ასე­ვე, წე­ლი­წად­ში ორ­ჯერ უნი­ვერ­სი­ტე­ტი ფა­რავს სახ­ლ­ში და­საბ­რუ­ნე­ბე­ლი სამ­გ­ზავ­რო ბი­ლე­თე­ბის ხარ­ჯებს.

გა­მომ­დი­ნა­რე იქე­დან, რომ ამ ქვე­ყა­ნა­ში არა­ბე­ბის დი­დი ნა­წი­ლიც კი ინ­გ­ლი­სუ­რად სა­უბ­რობს, ამ ეტაპ­ზე არა­ბუ­ლის შეს­წავ­ლას არ ვა­პი­რებ, თუმ­ცა არ გა­მოვ­რიცხავ. უბ­რა­ლოდ, დღე­ვან­დე­ლი გად­მო­სა­ხე­დი­დან, ჩემს კა­რი­ე­რულ მი­ზანს სხვა სა­ხის საგ­ნე­ბი სჭირ­დე­ბა. ვფიქ­რობ, სწავ­ლა და მუ­შა­ო­ბა გა­ვაგ­რ­ძე­ლო ნე­ი­რო­ბი­ო­ლო­გი­ის ან ნე­ი­როფ­სი­ქო­ლო­გი­ის სფე­რო­ში. ამი­ტომ, ამ­ჟა­მად ვსწავ­ლობ ფსი­ქო­ლო­გი­ას ტვი­ნის მეც­ნი­ე­რე­ბის კონ­ცენ­ტ­რა­ცი­ით. ეს არის ერ­თ­გ­ვა­რი ფა­კულ­ტე­ტი ფსი­ქო­ლო­გი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტ­ში, რო­მე­ლიც მო­ი­ცავს ბი­ო­ლო­გი­ის ელე­მენ­ტებ­საც მათ­თ­ვის, ვი­საც ნე­ი­რო­მეც­ნი­ე­რე­ბის შეს­წავ­ლა უნ­და, ძა­ლი­ან კარ­გი შე­საძ­ლებ­ლო­ბაა.

ამ­ჟა­მად, ერთ-ერ­თი პრო­ფე­სო­რის ნე­ი­რო­მეც­ნი­ე­რე­ბის ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში ვი­ძენ გა­მოც­დი­ლე­ბას. კლა­სის გა­რეთ, და­მა­ტე­ბით ვიკ­ვ­ლევთ და ვსა­უბ­რობთ ადა­მი­ა­ნის ცნო­ბი­ე­რე­ბა­სა და მეხ­სი­ე­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ სა­კითხ­ზე და სირ­თუ­ლე­ებ­ზე. პირ­ვე­ლი კურ­სის­თ­ვის საკ­მა­ოდ კარ­გი შე­საძ­ლებ­ლო­ბაა და ვცდი­ლობ, მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­მო­ვი­ყე­ნო.

— რო­გო­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბაა აბუ-და­ბის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ლექ­ტორ­სა და სტუ­დენ­ტებს შო­რის?

— ლექ­ტო­რებ­სა და სტუ­დენ­ტებს შო­რის არც თუ ისე ფორ­მა­ლუ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბაა. რა თქმა უნ­და, ყვე­ლამ იცის სა­კუ­თა­რი რო­ლი. აქ ლექ­ტო­რე­ბი კარ­გად აც­ნო­ბი­ე­რე­ბენ, რომ ჩვენ ბავ­შ­ვე­ბი აღარ ვართ. თუ არ სწავ­ლობ, შე­ნი არ­ჩე­ვა­ნია, თუ სწავ­ლობ და ლექ­ცი­ას გა­აც­დენ, ამის­თ­ვის არა­ვინ გი­საყ­ვე­დუ­რებს. მაგ­რამ რო­გორც ყველ­გან, აქაც არ­სე­ბო­ბენ პრო­ფე­სო­რე­ბი, რომ­ლე­ბიც მოგ­წონს და რომ­ლე­ბიც დი­დად არ გხიბ­ლავს. ერ­თი გან­ს­ხ­ვა­ვე­ბა ისაა, რომ აქ ბევ­რი წარ­ჩი­ნე­ბუ­ლი მეც­ნი­ე­რი და პო­ლი­ტი­კო­სი ას­წავ­ლის. ახ­ლა­ხან, ჩვენ­თან, ამე­რი­კის სა­ხელ­მ­წი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის მდი­ვა­ნი მა­იკ პომ­პე­ოც ჩა­მო­ვი­და.

— რო­გორ ფიქ­რობ, რა უპი­რა­ტე­სო­ბა აქვს საზღ­ვარ­გა­რეთ მი­ღე­ბულ გა­ნათ­ლე­ბას ქარ­თულ­თან შე­და­რე­ბით?

— გან­ს­ხ­ვა­ვე­ბა იმ­დე­ნია, რომ ჩა­მოთ­ვ­ლას დი­დი დრო დას­ჭირ­დე­ბა. თუმ­ცა გა­მოვ­ყოფ ერთ, მთა­ვარ გან­მას­ხ­ვა­ვე­ბელ ფაქ­ტორს. აქ, საზღ­ვარ­გა­რეთ, უნი­ვერ­სი­ტე­ტი, პირ­ველ რიგ­ში, კვლე­ვი­თი ცენ­ტ­რია. უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრეს­ტი­ჟი სხვა ბევრ ფაქ­ტორს შო­რის და­მო­კი­დე­ბუ­ლია მის მი­ერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი და გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი კვლე­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა­ზეც. თუ მეც­ნი­ე­რი ხარ, მე­ოთხე კურ­ს­ზე უკ­ვე მო­გეთხო­ვე­ბა, სა­კუ­თა­რი კვლე­ვის ჩ­ა­ტა­რე­ბა, რა­საც უნი­ვერ­სი­ტე­ტი გი­ფი­ნან­სებს. მთა­ვა­რია, შე­ძე­ნი­ლი ცოდ­ნა მეც­ნი­ე­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას მო­ახ­მა­რო და პრაქ­ტი­კუ­ლი უნარ-ჩვე­ვე­ბიც შე­ი­ძი­ნო.

— რო­გო­რია შე­ნი პირ­ვე­ლი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბი, რა შე­გიძ­ლია გვი­ამ­ბო ქა­ლაქ აბუ-და­ბის შე­სა­ხებ, რამ­დე­ნად შე­ე­გუე ახალ გა­რე­მოს… სად და რო­გორ ატა­რებ თა­ვი­სუ­ფალ დროს?

— ახალ გა­რე­მოს დღი­თი დღე ნელ-ნე­ლა ვე­გუ­ე­ბი. აქა­უ­რო­ბა ძა­ლი­ან გან­ს­ხ­ვავ­დე­ბა ბა­თუ­მის­გან. ეს ქა­ლა­ქი ბევ­რად დი­დია, რამ­დე­ნი­მე კუნ­ძულს მო­ი­ცავს. ტრან­ს­პორ­ტის მთა­ვა­რი სა­შუ­ა­ლე­ბა ტაქ­სია. მარ­თა­ლია, გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­ე­მი­რო­ე­ბი არა­ბუ­ლი ქვე­ყა­ნაა, მაგ­რამ ის არ წარ­მო­ად­გენს ჩვე­ნი ახ­ლოაღ­მო­სავ­ლუ­რი ქვეყ­ნის სტე­რე­ო­ტიპს. ეს გა­ცი­ლე­ბით გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ქვე­ყა­ნაა, სა­ქარ­თ­ვე­ლოს­გან ბევ­რად გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი და სა­ინ­ტე­რე­სო, რო­მელ­საც თით­ქ­მის მი­ვეჩ­ვიე.

— რა შე­გიძ­ლია ურ­ჩიო თა­ნა­ტო­ლებს, რომ­ლებ­საც საზღ­ვარ­გა­რეთ სწავ­ლის მი­ღე­ბის სურ­ვი­ლი აქვთ?

— ვურ­ჩევ, პირ­ველ რიგ­ში, სა­კუ­თა­რი თა­ვის რწმე­ნა იქო­ნი­ონ და ეცა­დონ, სკო­ლის გა­რეთ, ბევ­რი იკითხონ. თუმ­ცა უნ­და გვა­ხ­სოვ­დეს, რომ და­სავ­ლეთ­ში გა­ცი­ლე­ბით უფ­რო დი­დი კონ­კუ­რენ­ციაა, ვიდ­რე სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში. სამ­წუ­ხა­როდ, ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა, გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მით, ბევრ სხვას ქვე­ყა­ნას ჩა­მო­უ­ვარ­დე­ბა, თუმ­ცა ჩვე­ნი მას­წავ­ლებ­ლე­ბი (ამის მა­გა­ლი­თი ლა­დო აფხა­ზა­ვაა) და მოს­წავ­ლე­ე­ბი არა­ვის­ზე ნაკ­ლე­ბად ნი­ჭი­ე­რე­ბი არ არი­ან. პი­რი­ქით, თუ­ ქარ­თ­ველ ახალ­გაზ­რ­დებს და­სავ­ლუ­რი სტან­დარ­ტე­ბის გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა მი­ე­ცე­მათ, ისი­ნი არ­ნა­ხულ შე­დე­გებს მი­აღ­წე­ვენ. ფსი­ქო­ლო­გი­ა­ში ცნო­ბი­ლია, რომ გე­ნე­ტი­კას­თან ერ­თად, ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია რა პი­რო­ბებ­შია გაზ­რ­დი­ლი ახალ­გაზ­რ­და. თუ­კი ახალ­გაზ­რ­დებს სწავ­ლის ინ­ტე­რესს გა­ვუღ­ვი­ვებთ და ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი აღ­მო­ჩე­ნე­ბის­კენ ვუ­ბიძ­გებთ, აი, სწო­რედ მა­შინ შეგ­ვეძ­ლე­ბა და­სავ­ლუ­რი სტან­დარ­ტის მიღ­წე­ვა.

— მო­მა­ვა­ლი რო­გორ გე­სა­ხე­ბა… რა გეგ­მე­ბი გაქვს?

— მინ­და, დრო ნე­ი­რო­ბი­ო­ლო­გი­ის ან კლი­ნი­კუ­რი ნე­ი­როფ­სი­ქო­ლო­გი­ის შეს­წავ­ლას და­ვუთ­მო. ჯერ არ მაქვს გა­დაწყ­ვე­ტი­ლი, კონ­კ­რე­ტუ­ლად რო­მელ სფე­როს ავირ­ჩევ ამ ორი­დან, თუმ­ცა ადა­მი­ა­ნის ტვი­ნის მუ­შა­ო­ბა სულ უფ­რო და უფ­რო მხიბ­ლავს და მა­ინ­ტე­რე­სებს. მინ­და, ცხოვ­რე­ბის დი­დი ნა­წი­ლი და­ვუთ­მო კვლე­ვას და კლი­ნი­კურ პრაქ­ტი­კას, თუმ­ცა ასე­ვე მსურს, ბევ­რი სხვა­დას­ხ­ვა გა­მოც­დი­ლე­ბა მი­ვი­ღო. მინ­და ვი­მოგ­ზა­უ­რო, გა­ვაგ­რ­ძე­ლო სწავ­ლა საზღ­ვარ­გა­რეთ, მიღ­წე­ვე­ბი მეც­ნი­ე­რე­ბა­ში სა­კუ­თარ ქვე­ყა­ნას მო­ვახ­მა­რო — სხვა შემ­თხ­ვე­ვა­ში, ჩემს საზღ­ვარ­გა­რეთ სწავ­ლას აზ­რი არ აქვს.

ესა­უბ­რა მა­კა ყი­ფი­ა­ნი

დატოვეთ კომენტარი