საგამოცდო ბარათების ამობეჭდვის პროცედურები

1040

საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა შესაძლებელი იქნება 20 ივნისის შემდეგ. 

⇒ ამისათვის, ნებისმიერ ხელმისაწვდომ კომპიუტერზე, პირად გვერდზე (სადაც ირჩევთ გამოცდებს, საგანმანათლებლო პროგრამებს, ნახულობთ შედეგებს) უნდა გამოიყენოთ ღილაკი – „დაბეჭდეთ ბარათი“. 

ბარათზე მითითებული იქნება შემდეგი ინფორმაცია: საგამოცდო ცენტრის მისამართი, თითოეული გამოცდის თარიღი, გამოცდაზე რეგისტრაციის დაწყების დრო.

⇒ მნიშვნელოვანია, რომ საგამოცდო ბარათზე მოცემული ყველა ინფორმაცია დაბეჭდილი იყოს მკაფიოდ, ხარვეზების (წყვეტა, ლაქები და ა.შ) გარეშე.

საგამოცდო ბარათი პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად იქნება თქვენი საშვი მთელი საგამოცდო პროცესის განმავლობაში.

 

დატოვეთ კომენტარი