სა­ჯა­რო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა გა­მარ­თუ­ლად რომ ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რებ­დეს

2880

სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე სა­ჯა­რო მმარ­თ­ვე­ლო­ბის რე­ფორ­მის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლი სა­ჯა­რო მო­ხე­ლის პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის აუცი­ლე­ბე­ლი პროგ­რა­მე­ბის შექ­მ­ნა, მა­თი აკ­რე­დი­ტა­ცია და გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბაა. სწო­რედ თი­თო­ე­უ­ლი მო­ხე­ლის აუცი­ლე­ბელ ცოდ­ნა­სა და უნარ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი ნე­ბის­მი­ე­რი სა­ჯა­რო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის გა­მარ­თუ­ლი ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რე­ბა, რაც, ჯერ­ჯე­რო­ბით, ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მ­წი­ფოს ერთ-ერთ სე­რი­ო­ზულ გა­მოწ­ვე­ვად რჩე­ბა. სა­ჯა­რო მო­ხე­ლის პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის პროგრამების ხა­რის­ხის კონ­ტ­როლს, აკ­რე­დი­ტა­ცი­ის გზით, გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რი უზ­რუნ­ველ­ყოფს. ამი­ტომ მივ­მარ­თეთ რამ­დე­ნი­მე შე­კითხ­ვით პროგ­რა­მის აკ­რე­დი­ტა­ცი­ის პრო­ცე­სის კო­ორ­დი­ნა­ტორს, თა­მარ შენ­გე­ლი­ას.

— რა სა­ხი­საა სა­ჯა­რო მო­ხე­ლის პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის პროგ­რა­მა?

— მო­ხე­ლის პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის პროგ­რა­მე­ბი ორი სა­ხი­საა: სა­ბა­ზი­სო და და­მა­ტე­ბი­თი. სა­ბა­ზი­სო პროგ­რა­მას გა­დის პი­რი, რო­მე­ლიც პირ­ვე­ლად ინიშ­ნე­ბა მო­ხე­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე, და­ნიშ­ვ­ნი­დან ერ­თი წლის ვა­და­ში. სხვა მო­ხე­ლის მი­ერ პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სათ­ვის სა­ბა­ზი­სო პროგ­რა­მის გავ­ლის შე­სა­ხებ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას იღებს სა­ჯა­რო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლი პი­რი, სა­ჯა­რო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. აქ­ვე უნ­და აღი­ნიშ­ნოს, რომ სა­ბა­ზი­სო პროგ­რა­მა გან­ს­ხ­ვავ­დე­ბა სა­ჯა­რო მო­ხე­ლე­თა რან­გის მი­ხედ­ვით. IV და III რან­გის მო­ხე­ლის პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის სა­ბა­ზი­სო პროგ­რა­მას წარ­მო­ად­გენს „პი­როვ­ნუ­ლი და პრო­ფე­სი­უ­ლი კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის კურ­სი“, ხო­ლო II და I რან­გის მო­ხე­ლის პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის სა­ბა­ზი­სო სას­წავ­ლო პროგ­რა­მას — „მო­ხე­ლის მე­ნე­ჯე­რუ­ლი უნა­რე­ბი“.

რაც შე­ე­ხე­ბა და­მა­ტე­ბით პროგ­რა­მებს, მა­თი გავ­ლის სა­ჭი­რო­ე­ბას ად­გენს თა­ვად სა­ჯა­რო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა, წი­ნას­წარ დად­გე­ნი­ლი კრი­ტე­რი­უ­მე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით. გა­მოვ­ლე­ნი­ლი სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, სა­ჯა­რო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა ვალ­დე­ბუ­ლია, უზ­რუნ­ველ­ყოს, ხო­ლო თი­თო­ე­უ­ლი სა­ჯა­რო მო­ხე­ლე ვალ­დე­ბუ­ლია, გა­ი­ა­როს პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის და­მა­ტე­ბი­თი პროგ­რა­მის ერ­თი კურ­სი მა­ინც, სა­ჭი­რო­ე­ბის გა­მოვ­ლე­ნი­დან ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, გარ­და იმ შემ­თხ­ვე­ვი­სა, რო­დე­საც გა­მოვ­ლე­ნი­ლი სა­ჭი­რო­ე­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი მო­ხე­ლის ცოდ­ნი­სა და უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა ხდე­ბა სა­ჯა­რო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის ან/და თა­ვად მო­ხე­ლის მი­ერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბის ფარ­გ­ლებ­ში.

პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის პროგ­რა­მე­ბის (სა­ბა­ზი­სო და და­მა­ტე­ბი­თი) გავ­ლა შე­საძ­ლე­ბე­ლია სწავ­ლე­ბის შემ­დე­გი მე­თო­დე­ბით/ფორ­მე­ბით: ა) ელექ­ტ­რო­ნუ­ლი კურ­სი, რაც გუ­ლის­ხ­მობს დის­ტან­ცი­ურ სწავ­ლე­ბას; ბ) საკ­ლა­სო მე­ცა­დი­ნე­ო­ბა, რაც გუ­ლის­ხ­მობს ტრე­ნე­რის თან­დას­წ­რე­ბით მე­ცა­დი­ნე­ო­ბას ლექ­ცი­ის, სე­მი­ნა­რი­სა და სხვა ფორ­მატ­ში; გ) მას­ტერ­კ­ლა­სი, რაც გუ­ლის­ხ­მობს შე­სა­ბა­მი­სი დარ­გის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლის მი­ერ გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბას ლექ­ცი­ის, სე­მი­ნა­რი­სა და სხვა ფორ­მატ­ში; დ) სწავ­ლა კე­თე­ბით, რაც გუ­ლის­ხ­მობს პრაქ­ტი­კა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბულ სწავ­ლე­ბას. მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია აღი­ნიშ­ნოს, რომ აკ­რე­დი­ტა­ცია სა­ვალ­დე­ბუ­ლოა ელექ­ტ­რო­ნუ­ლი კურ­სით ან/და საკ­ლა­სო მე­ცა­დი­ნე­ო­ბის ფორ­მით/მე­თო­დით და­გეგ­მი­ლი მო­ხე­ლის პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის სა­ბა­ზი­სო პროგ­რა­მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის­თ­ვის. ამას­თან, აკ­რე­დი­ტა­ცი­ას შე­საძ­ლე­ბე­ლია და­ექ­ვემ­დე­ბა­როს აღ­ნიშ­ნუ­ლი ფორ­მით/მე­თო­დით და­გეგ­მი­ლი მო­ხე­ლის პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის და­მა­ტე­ბი­თი პროგ­რა­მა, სა­ჯა­რო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის მოთხოვ­ნის შემ­თხ­ვე­ვა­ში.

— ვის შე­უძ­ლია გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს სა­ჯა­რო მო­ხე­ლის პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის პროგ­რა­მა?

— სა­ბა­ზი­სო პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის პროგ­რა­მის გან­მა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი შე­იძ­ლე­ბა იყოს რო­გორც სა­ჯა­რო, ისე კერ­ძო სა­მარ­თ­ლის იური­დი­უ­ლი პი­რის ფორ­მით სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში მოქ­მე­დი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა, ასე­ვე, სა­ქარ­თ­ვე­ლოს კა­ნონ­მ­დებ­ლო­ბის სა­ფუძ­ველ­ზე შექ­მ­ნი­ლი სხვა ნე­ბის­მი­ე­რი იური­დი­უ­ლი პი­რი. რაც შე­ე­ხე­ბა და­მა­ტე­ბი­თი პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის პროგ­რა­მებს, ზე­მოთ ჩა­მოთ­ვ­ლი­ლი პი­რე­ბის გარ­და, მა­თი გან­მა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი შე­საძ­ლე­ბე­ლია იყოს, ასე­ვე, ფი­ზი­კუ­რი პი­რიც.

— რა მოთხოვ­ნებს უნ­და აკ­მა­ყო­ფი­ლებ­დეს სა­ჯა­რო მო­ხე­ლის პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის პროგ­რა­მა, რომ მო­ი­პო­ვოს აკ­რე­დი­ტა­ცია?

აკ­რე­დი­ტა­ცი­ის პრო­ცეს­ში ექ­ს­პერ­ტ­თა ჯგუ­ფი ად­გენს პრო­ფე­სი­უ­ლი სა­ჯა­რო მო­ხე­ლის პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის პროგ­რა­მის შე­სა­ბა­მი­სო­ბას აკ­რე­დი­ტა­ცი­ის სტან­დარ­ტებ­თან, რო­მე­ლიც ეხე­ბა პროგ­რა­მის ში­ნა­არსს და პროგ­რა­მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ რე­სურ­სებს. პროგ­რა­მის ში­ნა­არ­ს­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სტან­დარ­ტი მო­ი­ცავს 10 კომ­პო­ნენტს, რომ­ლე­ბიც შე­ე­ხე­ბა პროგ­რა­მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის გეგ­მას, მსმე­ნელ­თა შე­ფა­სე­ბას, პროგ­რა­მის შე­სა­ბა­მის სას­წავ­ლო მა­სა­ლას, პროგ­რა­მის გავ­ლის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი სერ­ტი­ფი­კა­ტის გა­ცე­მას და სხვა მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან გა­რე­მო­ე­ბებს.

ამას­თან, მო­ხე­ლის პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის სა­ბა­ზი­სო პროგ­რა­მა უნ­და აკ­მა­ყო­ფი­ლებ­დეს მთავ­რო­ბის დად­გე­ნი­ლე­ბის („პრო­ფე­სი­უ­ლი სა­ჯა­რო მო­ხე­ლის პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის გან­საზღ­ვ­რის წე­სის, პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის სტან­დარ­ტი­სა და წე­სის დამ­ტ­კი­ცე­ბის შე­სა­ხებ“ სა­ქარ­თ­ვე­ლოს მთავ­რო­ბის 2018 წლის 22 მა­ი­სის №242 დად­გე­ნი­ლე­ბა) და­ნარ­თით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ მოთხოვ­ნებს. კერ­ძოდ, და­ნარ­თით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია „პი­როვ­ნუ­ლი და პრო­ფე­სი­უ­ლი კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის კურ­სი­სა“ და „მო­ხე­ლის მე­ნე­ჯე­რუ­ლი უნა­რე­ბის“ მო­დუ­ლე­ბი, „მე­ნე­ჯე­რუ­ლი უნა­რე­ბის“ პროგ­რა­მის მი­ნი­მა­ლუ­რი ვა­და გან­საზღ­ვ­რუ­ლია 24 აკა­დე­მი­უ­რი სა­ა­თით, ხო­ლო მაქ­სი­მა­ლუ­რი — 40 აკა­დე­მი­უ­რი სა­ა­თით. პროგ­რა­მა ით­ვა­ლის­წი­ნებს ისეთ საგ­ნებს, რო­გო­რი­ცაა: სტრა­ტე­გი­უ­ლი მარ­თ­ვა-და­გეგ­მ­ვა, პრო­ფე­სი­უ­ლი კო­მუ­ნი­კა­ცია, სა­ჯა­რო სამ­სა­ხუ­რის ეთი­კა და სხვა. რაც შე­ე­ხე­ბა „პი­როვ­ნუ­ლი და პრო­ფე­სი­უ­ლი კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის“ პროგ­რა­მას, მი­ნი­მა­ლუ­რი ვა­და გან­საზღ­ვ­რუ­ლია 16 აკა­დე­მი­უ­რი სა­ა­თით, ხო­ლო მაქ­სი­მა­ლუ­რი — 24 აკა­დე­მი­უ­რი სა­ა­თით. პროგ­რა­მა ით­ვა­ლის­წი­ნებს ისეთ საგ­ნებს, რო­გო­რი­ცაა: ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­უ­ლი წარ­მო­ე­ბა, ეთი­კა სა­ჯა­რო სამ­სა­ხურ­ში და სხვა.

აკ­რე­დი­ტა­ცი­ის მე­ო­რე სტან­დარ­ტი, რო­მე­ლიც შე­ე­ხე­ბა პროგ­რა­მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ რე­სურ­სებს, მო­ი­ცავს 4 კომ­პო­ნენტს, მათ შო­რის, სა­თა­ნა­დო კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის მქო­ნე ტრე­ნე­რე­ბის მი­ერ სწავ­ლე­ბას, რე­სურ­სე­ბის ოპ­ტი­მა­ლურ გა­და­ნა­წი­ლე­ბას, პროგ­რა­მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­სათ­ვის სა­ჭი­რო მა­ტე­რი­ა­ლურ-ტექ­ნი­კუ­რი, ფი­ნან­სუ­რი და ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­უ­ლი რე­სურ­სე­ბის ქო­ნას. სა­ერ­თო ჯამ­ში, და­წე­სე­ბუ­ლე­ბის რე­სურ­სე­ბი უნ­და უზ­რუნ­ველ­ყოფ­დეს პროგ­რა­მის ეფექ­ტი­ან გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას და გან­საზღ­ვ­რუ­ლი მიზ­ნე­ბის მიღ­წე­ვას.

— ვინ შე­იძ­ლე­ბა იყოს აკ­რე­დი­ტა­ცი­ის ექ­ს­პერ­ტი აღ­ნიშ­ნუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით, ასე­ვე, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია აკ­რე­დი­ტა­ცი­ის საბ­ჭოს შე­მად­გენ­ლო­ბა…

ამ ეტაპ­ზე, ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ცენ­ტ­რ­ში, პრო­ფე­სი­უ­ლი სა­ჯა­რო მო­ხე­ლის პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის პროგ­რა­მის აკ­რე­დი­ტა­ცი­ის ექ­ს­პერ­ტ­თა შერ­ჩე­ვის მიზ­ნით, მიმ­დი­ნა­რე­ობს კონ­კურ­სი. ვფიქ­რობ, უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში დამ­ტ­კიც­დე­ბა ექ­ს­პერ­ტ­თა კორ­პუ­სის შე­მად­გენ­ლო­ბა. ექ­ს­პერ­ტ­თა ერთ-ერთ საკ­ვა­ლი­ფი­კა­ციო მოთხოვ­ნად გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია 5-წლი­ა­ნი სა­მუ­შაო გა­მოც­დი­ლე­ბა რო­მე­ლი­მე შემ­დეგ სფე­რო­ში: ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის მარ­თ­ვა; ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა და მარ­თ­ვა; ზრდას­რულ­თა გა­ნათ­ლე­ბა და გა­დამ­ზა­დე­ბა; სა­მარ­თა­ლი; გა­ნათ­ლე­ბის ად­მი­ნის­ტ­რი­რე­ბა. უნ­და აღი­ნიშ­ნოს, რომ აკ­რე­დი­ტა­ცი­ის ექ­ს­პერ­ტი არ შე­იძ­ლე­ბა იყოს ცენ­ტ­რის ან სა­ჯა­რო სამ­სა­ხუ­რის ბი­უ­როს თა­ნამ­შ­რო­მე­ლი, გარ­და იმ შემ­თხ­ვე­ვი­სა, რო­დე­საც იგი ცენ­ტ­რ­ში/ბი­უ­რო­ში და­საქ­მე­ბუ­ლია 3 თვე­ზე ნაკ­ლე­ბი ვა­დით, კონ­კ­რე­ტუ­ლი მო­ცუ­ლო­ბის სა­ექ­ს­პერ­ტო სა­მუ­შა­ოს შე­სას­რუ­ლებ­ლად.

პროგ­რა­მის აკ­რე­დი­ტა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბულ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბებს იღებს მო­ხე­ლის პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის პროგ­რა­მე­ბის აკ­რე­დი­ტა­ცი­ის საბ­ჭო, რომ­ლის წევ­რებ­საც ნიშ­ნავს და ათა­ვი­სუფ­ლებს სა­ჯა­რო სამ­სა­ხუ­რის ბი­უ­როს უფ­რო­სი: საბ­ჭო შედ­გე­ბა, მი­ნი­მუმ, 5 წევ­რი­სა­გან, რო­მელ­თა­გან ერ­თი წევ­რი ბი­უ­როს წარ­მო­მად­გე­ნე­ლია, ხო­ლო სხვა წევ­რე­ბი შე­იძ­ლე­ბა იყ­ვ­ნენ სა­ჯა­რო მო­ხე­ლე­ე­ბი, აკა­დე­მი­უ­რი წრის ან არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტო­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი. ამ ეტაპ­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს საბ­ჭოს ფორ­მი­რე­ბა და უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში მი­სი შე­მად­გენ­ლო­ბაც დამ­ტ­კიც­დე­ბა. საბ­ჭოს უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ვა­და გა­ნი­საზღ­ვ­რე­ბა ერ­თი წლით.

— რა სა­ხის გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბებს იღებს საბ­ჭო სა­ჯა­რო მო­ხე­ლის პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის პროგ­რა­მის აკ­რე­დი­ტა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით?

აკ­რე­დი­ტა­ცი­ის საბ­ჭო, მო­ხე­ლის პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის პროგ­რა­მე­ბის აკ­რე­დი­ტა­ცი­ის თა­ო­ბა­ზე, იღებს სა­მი სა­ხის გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას: ა) აკ­რე­დი­ტა­ცი­ის შე­სა­ხებ — თუ პროგ­რა­მა აკ­მა­ყო­ფი­ლებს აკ­რე­დი­ტა­ცი­ის სტან­დარ­ტებს; ბ) აკ­რე­დი­ტა­ცი­ა­ზე უარის თქმის შე­სა­ხებ — თუ პროგ­რა­მა ვერ აკ­მა­ყო­ფი­ლებს აკ­რე­დი­ტა­ცი­ის ერთ-ერთ სტან­დარტს; გ) აკ­რე­დი­ტა­ცი­ის გა­უქ­მე­ბის შე­სა­ხებ — თუ პროგ­რა­მის აკ­რე­დი­ტა­ცი­ის პე­რი­ოდ­ში და­ფიქ­სირ­და აკ­რე­დი­ტა­ცი­ის პი­რო­ბე­ბის დარ­ღ­ვე­ვის ფაქ­ტი.

ამას­თან, აკ­რე­დი­ტა­ცი­ის სტან­დარ­ტებ­თან შე­სა­ბა­მი­სო­ბა ფას­დე­ბა სამ­დო­ნი­ა­ნი სკა­ლის სა­შუ­ა­ლე­ბით: „შე­სა­ბა­მი­სო­ბა­შია სტან­დარ­ტის მოთხოვ­ნებ­თან“, „მეტ­წი­ლად შე­სა­ბა­მი­სო­ბა­შია სტან­დარ­ტის მოთხოვ­ნებ­თან“ და „არ არის შე­სა­ბა­მი­სო­ბა­ში სტან­დარ­ტის მოთხოვ­ნებ­თან“. იმ შემ­თხე­ვა­ში, თუ პროგ­რა­მა შე­ფას­და რო­გორც „მეტ­წი­ლად შე­სა­ბა­მი­სო­ბა­შია სტან­დარ­ტის მოთხოვ­ნებ­თან“, საბ­ჭო იღებს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას აკ­რე­დი­ტა­ცი­ის შე­სა­ხებ და და­წე­სე­ბუ­ლე­ბას გა­ნუ­საზღ­ვ­რავს ვა­დას მი­ღე­ბუ­ლი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის შეს­რუ­ლე­ბის თა­ო­ბა­ზე ან­გა­რი­შის წარ­სად­გე­ნად.

— პროგ­რა­მი­სათ­ვის აკ­რე­დი­ტა­ცი­ის მი­ნი­ჭე­ბის შემ­დეგ, რა ფორ­მით შე­ა­მოწ­მებს გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ცენ­ტ­რი აკ­რე­დი­ტა­ცი­ის პი­რო­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბას?

— პროგ­რა­მის აკ­რე­დი­ტა­ცი­ის ვა­და 5 წე­ლია. აკ­რე­დი­ტა­ცი­ის პი­რო­ბე­ბის შე­მოწ­მე­ბის მიზ­ნით, და­წე­სე­ბუ­ლე­ბა, რო­მე­ლიც ახორ­ცი­ე­ლებს პროგ­რა­მას, ვალ­დე­ბუ­ლია პირ­ვე­ლი და ყო­ვე­ლი მომ­დევ­ნო აკ­რე­დი­ტა­ცი­ის მი­ნი­ჭე­ბი­დან სამ­წ­ლი­ა­ნი ვა­დის გას­ვ­ლი­დან ერ­თი თვის ვა­და­ში ცენტრს წა­რუდ­გი­ნოს თვით­შე­ფა­სე­ბის ან­გა­რი­ში. გარ­და ამი­სა აკ­რე­დი­ტა­ცი­ის პი­რო­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბის შე­მოწ­მე­ბა ხორ­ცი­ელ­დე­ბა გეგ­მუ­რი და/ან არა­გეგ­მუ­რი მო­ნი­ტო­რინ­გის გზით. მო­ნი­ტო­რინ­გი ხორ­ცი­ელ­დე­ბა ცენ­ტ­რის ინი­ცი­ა­ტი­ვით ან საბ­ჭოს შუ­ამ­დ­გომ­ლო­ბით. პროგ­რა­მის აკ­რე­დი­ტა­ცი­ის სტან­დარ­ტებ­თან შე­სა­ბა­მი­სო­ბის შე­მოწ­მე­ბის მიზ­ნით, ცენ­ტ­რი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლია, და­წე­სე­ბუ­ლე­ბის­გან გა­მო­ითხო­ვოს დო­კუ­მენ­ტა­ცია და/ან გა­მოს­ცეს ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ულ-სა­მარ­თ­ლებ­რი­ვი აქ­ტი აკ­რე­დი­ტა­ცი­ის ექ­ს­პერ­ტ­თა ჯგუ­ფის შექ­მ­ნი­სა და/ან მო­ნი­ტო­რინ­გის ვი­ზი­ტის შე­სა­ხებ. აკ­რე­დი­ტა­ცი­ის პი­რო­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბის შე­მოწ­მე­ბის შე­დე­გად, საბ­ჭო უფ­ლე­ბა­მო­სი­ლია, მი­ი­ღოს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა პროგ­რა­მის აკ­რე­დი­ტა­ცი­ის გა­უქ­მე­ბის შე­სა­ხებ, თუ გა­მოვ­ლინ­და აკ­რე­დი­ტა­ცი­ის პი­რო­ბე­ბის დარ­ღ­ვე­ვის ფაქ­ტი.

ესა­უბ­რა ანა ფირ­ცხა­ლა­იშ­ვი­ლი

დატოვეთ კომენტარი