სა­ბა­ზო სა­ფე­ხუ­რი 9-წლი­ა­ნი სწავ­ლე­ბი­დან 10-წლი­ან­ზე გა­და­დის

4498

ამის შე­სა­ხებ ირი­ნა აბუ­ლა­ძემ რე­ფორ­მის ფარ­გ­ლებ­ში გა­მარ­თულ პრე­ზენ­ტა­ცი­ა­ზე ისა­უბ­რა: „მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ დღეს გა­მოც­დებ­ზე ვსაუბ­რობ­დით, აუცი­ლე­ბე­ლია ცვლი­ლე­ბა სის­ტე­მუ­რი ცვლი­ლე­ბის ჭრილ­ში წარ­მო­ვიდ­გი­ნოთ, რად­გან მხო­ლოდ გა­მოც­დის ცვლი­ლე­ბა არა­ფერს მოგ­ვ­ცემს, ისე­ვე რო­გორც არა­ფე­რი არ მოგ­ვ­ცა თა­ვის დრო­ზე კონ­კ­რე­ტუ­ლი მიზ­ნის­თ­ვის შე­მო­ღე­ბულ­მა სა­ა­ტეს­ტა­ტო გა­მოც­დე­ბის სის­ტე­მამ. ბევ­რი მო­ნა­ცე­მი გა­ვა­ა­ნა­ლი­ზეთ და ერთ-ერ­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი მათ შო­რის სკო­ლის მი­ტო­ვე­ბის ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია, რო­მე­ლიც გან­სა­კუთ­რე­ბით   მე-10 კლას­ში ფიქ­სირ­დე­ბა. თა­ვის­თა­ვად, ეს რა­ღა­ცა­ზე მეტყ­ვე­ლებს და აუცი­ლებ­ლად სჭირ­დე­ბა მი­ზე­ზებს გა­მოკ­ვ­ლე­ვა. თუმ­ცა, ჩვე­ნი სა­ინ­ფორ­მა­ციო სის­ტე­მა იმის შე­საძ­ლებ­ლო­ბას მა­ინც იძ­ლე­ვა, და­ვი­ნა­ხოთ, ძი­რი­თა­დად, რის სა­ფუძ­ველ­ზე ხდე­ბა მოს­წავ­ლის მი­ერ სკო­ლის მი­ტო­ვე­ბა. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ასე­თი მშრა­ლი პა­სუ­ხი მი­ზე­ზე­ბის შე­სა­ხებ სრულ ინ­ფორ­მა­ცი­ას ვერ გვაძ­ლევს, მაგ­რამ, ერ­თი დე­ტა­ლი ძა­ლი­ან ნი­შან­დობ­ლი­ვია — მი­ტო­ვე­ბის მაჩ­ვე­ნებ­ლის ზრდა სკო­ლა­ში სა­გა­მოც­დო პე­რი­ოდს ემ­თხ­ვე­ვა.“ 

მინისტრის მოადგილე იხსენებს შემ­თხ­ვე­ვე­ბს, რო­ცა გა­მო­საშ­ვებ გა­მოც­დებ­ზე ჩაჭ­რის გა­მო დი­რექ­ტო­რებს ათა­ვი­სუფ­ლებ­დ­ნენ და ამბობს, რომ ეს ში­ში და და­ძა­ბუ­ლო­ბა კა­ტის გა­მოც­დებს დღემ­დე მოჰყ­ვე­ბა. „სკო­ლა, პრაქ­ტი­კუ­ლად, კე­დელ­თა­ნაა მი­ყე­ნე­ბუ­ლი. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, მი­სი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა მარ­თ­ლაც ძა­ლი­ან მა­ღა­ლი უნ­და იყოს, მაგ­რამ სწავ­ლის პრო­ცეს­ში და არა გა­მოც­დე­ბის შე­დე­გებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში. ამი­ტომ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, სკო­ლა სას­წავ­ლო პრო­ცეს­ზე, კარგ გაკ­ვე­თილ­ზე ორი­ენ­ტირ­დეს და არა კა­ტის გა­მოც­დე­ბის შე­დეგ­ზე. გვაქვს ინ­ფორ­მა­ცია ძა­ლი­ან ბევ­რი ცუ­დი შემ­თხ­ვე­ვე­ბის შე­სა­ხე­ბაც. მა­გა­ლი­თად, მას­წავ­ლებ­ლებს, გან­სა­კუთ­რე­ბით ქა­ლა­ქებ­ში, სკო­ლებ­თან ახ­ლოს, აქვთ სა­რე­პე­ტი­ტო­რო სივ­რ­ცე­ე­ბი და სა­კუ­თარ მოს­წავ­ლე­ებს გარ­კ­ვე­უ­ლი სა­ფა­სუ­რით ამ­ზა­დე­ბენ გა­მოც­დე­ბის­თ­ვის. ამით იმის თქმაც მინ­და, რომ, სამ­წუ­ხა­როდ, სა­გა­მოც­დო სის­ტე­მამ ბევ­რი სი­მა­ხინ­ჯე წარ­მოშ­ვა. თა­ვის­თა­ვად, ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რომ მოს­წავ­ლე სის­ტე­მი­დან არ გა­ვი­დეს, სამ­წუ­ხა­როდ, მოს­წავ­ლე­თა სკო­ლი­დან გა­დი­ნე­ბის ერთ-ერთ მი­ზე­ზად გა­მოც­დე­ბის ვერ­დაძ­ლე­ვაც მი­იჩ­ნე­ვა. ერთ-ერ­თი პრე­ზენ­ტა­ცი­ი­სას ვთქვით, რომ 5-6-წლი­ა­ნე­ბის­თ­ვის, 2022 წლის­თ­ვის, სკო­ლამ­დე­ლი მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი პროგ­რა­მე­ბი უნი­ვერ­სა­ლუ­რი უნ­და გავ­ხა­დოთ, რაც გუ­ლის­ხ­მობს და­მა­ტე­ბით ერთ წელს ქვე­მოთ. ცვლი­ლე­ბით, რო­მელ­საც გთა­ვა­ზობთ, სა­ვალ­დე­ბუ­ლო სა­ბა­ზო გა­ნათ­ლე­ბის 9-წლი­ა­ნი სწავ­ლე­ბი­დან 10-წლი­ან სწავ­ლე­ბა­ზე გა­დავ­დი­ვართ (ამას ძა­ლი­ან ბევ­რი ქვე­ყა­ნა აკე­თებს. არ­სე­ბობს სა­ერ­თა­შო­რი­სო კვლე­ვე­ბიც, რომ ერ­თი წლით მე­ტი და­ყოვ­ნე­ბა ფორ­მა­ლურ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სივ­რ­ცე­ში, მი­ნი­მუმ, 9 პრო­ცენ­ტით მა­ღალ შე­მო­სა­ვალს უდ­რის მო­მა­ვალ­ში). რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ცვლი­ლე­ბას თა­ვი­სი მი­ზე­ზე­ბი აქვს, მათ შო­რის, მა­გა­ლი­თად, 9-კლას­დამ­თ­ვ­რე­ბულ მოს­წავ­ლეს არც ასა­კობ­რი­ვი და არც აკა­დე­მი­უ­რი მზა­ო­ბა არ გა­აჩ­ნია იმის­თ­ვის, რომ სწო­რი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღოს — გა­და­ვი­დეს პრო­ფე­სი­ულ პროგ­რა­მა­ზე თუ გა­აგ­რ­ძე­ლოს სკო­ლა­ში, შემ­დეგ სა­ფე­ხურ­ზე სწავ­ლა. ამას ისიც ემა­ტე­ბა, რომ მას წინ გა­მოც­დე­ბის ჩა­ბა­რე­ბა უწევს, რომ­ლის­თ­ვი­საც უნ­და მო­ემ­ზა­დოს. თუ მომ­ზა­დე­ბის თა­ვი არ აქვს, ურ­ჩევ­ნია სკო­ლა მი­ა­ტო­ვოს ან სცა­დოს ბე­დი. ასე­თი მოს­წავ­ლე ხში­რად მე­თერ­თ­მე­ტე კლას­ში იჭ­რე­ბა გა­მოც­და­ზე და უწევს კლა­სის გა­მე­ო­რე­ბა ან რა­ღაც­ნა­ი­რად გა­და­დის შემ­დეგ კლას­ში და მე­რე იქ იჭ­რე­ბა გა­მოც­დებ­ზე. სა­ბო­ლოო ჯამ­ში, შე­დე­გად გვაქვს ის, რომ დღეს, ჩვე­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის სა­ერ­თო ციფ­რი­დან, მი­ლი­ო­ნამ­დე ეკო­ნო­მი­კუ­რად პრო­დუქ­ტი­უ­ლი ადა­მი­ა­ნი და­უ­საქ­მე­ბე­ლია. რა­ტომ?   იმი­ტომ, რომ ან არას­რუ­ლი გა­ნათ­ლე­ბა აქვს სკო­ლის დო­ნე­ზე ან უმაღ­ლე­სის გა­ნათ­ლე­ბა აქვს, რო­მელ­საც ვერ იყე­ნებს და­საქ­მე­ბის­თ­ვის და ა.შ.“

მისვე განმარტებით, 10 წლამ­დე სა­ბა­ზო გა­ნათ­ლე­ბის გაზ­რ­და ნიშ­ნავს, რომ სა­ხელ­მ­წი­ფო იღებს ვალ­დე­ბუ­ლე­ბას, იმ 13 პრო­ცენ­ტ­ზე მეტ მოს­წავ­ლე­ს, რო­მე­ლიც ყო­ველ­წ­ლი­უ­რად ტო­ვებს სკო­ლას მე­ა­თე კლას­ში, მის­ცეს სა­ფუძ­ვ­ლი­ა­ნი ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბა და აუცი­ლებ­ლად უზ­რუნ­ველ­ყოს მი­სი ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა.

ირინა აბულაძემ პრე­ზენ­ტა­ცი­ა­ზე კიდევ ერთ სიახლეზე ისაუბრა, რომელიც სა­შუ­ა­ლო სა­ფე­ხუ­რი­სა და პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის ინ­ტეგ­რა­ცი­ის შე­საძ­ლებ­ლო­ბას მოგვცემს. ის ამბობს, რომ სა­ბა­ზო სა­ფე­ხუ­რი­დან  პრო­ფე­სი­ულ გა­ნათ­ლე­ბა­ში იმიტომ ვერ გადადიოდნენ, რომ ატეს­ტატს ვერ იღებ­დ­ნენ და ჩიხ­ში ექ­ცე­ოდ­ნენ: „სა­ბა­ზო სა­ფე­ხუ­რის 10-წლი­ან სის­ტე­მა­ზე გა­დას­ვ­ლა იმის შე­საძ­ლებ­ლო­ბა­საც მოგ­ვ­ცემს, რომ მოს­წავ­ლე, რო­მე­ლიც სა­ბა­ზო ცოდ­ნას მი­ი­ღებს მე-10 კლა­სის ჩათ­ვ­ლით, შე­უძ­ლია უკ­ვე და­საქ­მე­ბის ბა­ზარ­ზე გა­ვი­დეს ან კო­ლეჯ­ში წა­ვი­დეს. იქ, სა­დაც ამის სურ­ვი­ლი და შე­საძ­ლებ­ლო­ბა იქ­ნე­ბა მოხ­დე­ბა მა­თი ინ­ტეგ­რა­ცია პრო­ფე­სი­ულ კო­ლე­ჯებ­ში და რაც მთა­ვა­რია, მოს­წავ­ლე, რო­მე­ლიც პრო­ფე­სი­ულ­ზე ჩა­ა­ბა­რებს ატეს­ტატ­საც აიღებს. ეს მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რად­გან ამით მივ­ცემთ უფ­ლე­ბას, სურ­ვი­ლის შემ­თხ­ვე­ვა­ში, სწავ­ლა გააგ­რ­ძე­ლოს რო­გორც მოკ­ლე ციკ­ლის სა­ბა­კა­ლავ­რო, ორ­წ­ლი­ან პროგ­რა­მებ­ზე (რო­მე­ლიც, ასე­ვე, სი­ახ­ლეა), ისე სრულ სა­ბა­კა­ლავ­რო პროგ­რა­მებ­ზე.“ 

ამბობს, რომ რე­ა­ლუ­რად დაწყე­ბი­თი­დან სა­ბა­ზო სა­ფე­ხურ­ზე გა­და­სუ­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბის აკა­დე­მი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა უცნობია, არა­და, „ჩვე­ნი ესგ გან­ვი­თა­რე­ბა­დია და მის მი­ერ დად­გე­ნი­ლი კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბი ბო­ლომ­დე უნ­და ვი­თარ­დე­ბო­დეს. შე­სა­ბა­მი­სად, თუ­კი მოს­წავ­ლეს დაწყე­ბით სა­ფე­ხურ­ზე კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის შე­სა­ბა­მი­სი დო­ნე არ ექ­ნე­ბა მიღ­წე­უ­ლი, ის ვე­ღარც სა­ბა­ზო­ზე გან­ვი­თარ­დე­ბა. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ვმუ­შა­ობთ მსოფ­ლიო ბან­კ­თან ერ­თად და დი­დი იმე­დი გვაქვს, რომ ზაფხუ­ლი­დან ჩა­ერ­თ­ვე­ბა შე­ფა­სე­ბე­ბის ნა­წილ­ში, რაც ძა­ლი­ან დაგ­ვეხ­მა­რე­ბა პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბა­ში. ჩვე­ნი მოს­წავ­ლე­ე­ბის რე­ა­ლუ­რი შე­დე­გე­ბი გვე­ცო­დი­ნე­ბა და მხო­ლოდ სა­ერ­თა­შო­რი­სო შე­ფა­სე­ბე­ბის ან­გა­რი­შე­ბი­დან აღარ გა­ვი­გებთ, რას შვე­ბი­ან მე­ოთხე და მერ­ვეკლა­სე­ლე­ბი, რომ­ლის ან­გა­რი­შე­ბი ოთხ წე­ლი­წად­ში ერ­თხელ ქვეყ­ნ­დე­ბა და ამ შე­დე­გე­ბის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად ვე­რა­ფერს ვა­კე­თებთ.“– აღნიშნა ირინა ალუბაძემ.

ლალი ჯელაძე 

დატოვეთ კომენტარი