რომელი უნივერსიტეტი ირჩევს მეოთხე საგნის ჩაბარებას, მათ შორის ზოგად უნარებს

803

 

მეოთხე საგნის ჩაბარებას დღევანდელი მონაცენემებით მხოლოდ 4 უნივერსიტეტი ირჩევს, თუმცა, უმაღლეს სასწავლებელს შესაძლებლობა აქვს დეკემბრის ბოლომდე შეიტანოს ცვლილება ჩამონათვალში.

ქვემოთ ჩამოთვლილ უნივერსიტეტებს შორის, სამმა უნივერსიტეტმა მეოთხე საგნად ზოგადი უნარებიც დაასახელა, არსებული მონაცემებით ჯერ-ჯერობით სულ ცხრა საგანმანათლებლო პროგრამაზე მოუწევთ აბიტურიენტებს ზოგადი უნარების ჩაბარება.

1. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა

  • საერთაშორისო ურთიერთობები  – ზოგადი უნარები; გეოგრაფია
  • სამართალი – ზოგადი უნარები; ლიტერატურა
  • საერთაშორისო სამართალი – ზოგადი უნარები

2. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი:

  • სამართალი – ზოგადი უნარები; ლიტერატურა; სამოქალაქო განათლება

3. საქართველოს უნივერსიტეტი

  • ბიზნესის ადმინისტრირება –  ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, ზოგადი უნარები, გეოგრაფია, ლიტერატურა
  • ბიზნესის ადმინისტრირება ინგლისურენოვანი პროგრამა – ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, ზოგადი უნარები, გეოგრაფია, ლიტერატურა
  • ეკონომიკა – ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, ზოგადი უნარები, გეოგრაფია, ლიტერატურა
  • საჯარო მმართველობა – ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, ზოგადი უნარები, გეოგრაფია, ლიტერატურა
  • სტრატეგიული კომუნიკაციები – ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, ზოგადი უნარები, გეოგრაფია, ლიტერატურა

4. ჯიპა – საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი

  • აუდიო-ვიზუალური და მედია ხელოვნება – ლიტერატურა; სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება

⇒ ამის გარდა, ცნობილია, რომ ჯანდაცვის საგანმანათლებლო პროგრამებზე სავალდებულო ოთხი გამოცდა იქნება:

  1. ქართული ენა და ლიტერატურა;
  2. უცხოური ენა;
  3. ბიოლოგია;
  4. მათემატიკა/ქიმია/ფიზიკა (აბიტურიენტი ირჩევს მინიმუმ ერთს). მეოთხე საგნისათვის გამოყოფილი იქნება კვოტირებული ადგილები, თითოეულ საგანზე არანაკლებ 30%-ისა.

დატოვეთ კომენტარი