როდის და რა ფორმით ჩატარდება ერთიანი ეროვნული გამოცდები

637

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ალტერნატიული წესით ჩატარების ვარიანტები განიხილება, ერთ-ერთია გამოცდის დისტანციურ რეჟიმში ჩაბარება.

რეგისტრაცია  აპრილის ბოლომდეა გახანგრძლივებული და როგორც მინისტრის მოადგილე ეკა დგებუაძე აცხადებს: პროცესი მიმდინარობს. გამოცდები დაგეგმილია ივლისის თვეში, ჩვენ ვაკვირდებით მოვლენებს. რა თქმა უნდა, გვაქვს გარკვეული შეთავაზებები და გადაწყვეტილებას იმის მიხედვით მივიღებთ, თუ როგორ განვითარდება პროცესები.

ეკა დგებუაძე ამბობს, რომ გამოცდების ონლაინ ჩატარების შემთხვევაში, მნიშვნელოვანია მოქალაქეების ინტერნეტზე ხელმისაწვდომობის გათვალისწინება და ეს ვარიანტი შეიძლება განხილული იყოს მხოლოდ იმ ჭრილში, რომ ყველამ, ვინც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დარეგისტრირდება, შეძლოს ონლაინ გამოცდის ჩაბარება. თუმცა ეს არ არის ერთერთი შეთავაზება. წინასწარ ვერ გეუბნებით. გვაქვს გარკვეული ვარიანტები, რომელსაც განვიხილავთ, საბოლოო ვარიანტზე, რომელზეც ჩამოვყალიბდებით, რა თქმა უნდა,  ჩვენ მოქალაეებთან საჯაროდ ვისაუბრებ“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ და იმედი გამოთქვა, რომ ამის საჭიროება ივლისში არ იქნება. შეკითხვაზე – არსებობს თუ არა იმის საფრთხე, რომ ერთიანი ერთიანი ეროვნული გამოცდები წელს საერთოდ არ ჩატარდეს? პასუხობს, რომ ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ განვითარდება პროცესები.

„ვაკვირდებით მოვლენებს. იმის მიხედვით, თუ როგორ განვითარდება პროცესები, ჩვენს მოსახლეობას მივაწვდით ინფორმაციას, რა ფორმით და როდის ჩავატარებთ ეროვნულ გამოცდებს“, – აცხადებს ეკა დგებუაძე.

 

დატოვეთ კომენტარი