რო­გორ ვუ­პა­სუ­ხებთ გა­მოწ­ვე­ვას – ონლაინ სწავ­ლე­ბის ქარ­თუ­ლი მი­ნი­-მო­დე­ლი

19025

რა გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს ჩვენს გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მას დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბის კუთხით და რა ონ­ლა­ინ შე­საძ­ლებ­ლო­ბებს სთა­ვა­ზობს სკო­ლებს, ამის შე­სა­ხებ გვე­სა­უბ­რე­ბა მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის სტან­დარ­ტე­ბის გან­ვი­თა­რე­ბისა და და­ნერ­გ­ვის პროგ­რა­მე­ბის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი ნო­ნა პო­პი­აშ­ვი­ლი.

რა­ტომ გაჩ­ნ­და დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბის იდეა

ბო­ლო პე­რი­ოდ­ში გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ­მა რე­ფორ­მამ — პრაქ­ტი­კო­სი მას­წავ­ლებ­ლე­ბის სა­პენ­სიო ჯილ­დოს გა­ცე­მა და პრაქტი­კო­სის­თ­ვის სტა­ტუ­სის ასა­მაღ­ლებ­ლად  გარ­კ­ვე­უ­ლი დრო­ის გან­საზღ­ვ­რა (თუ დად­გე­ნილ დრო­ში სტა­ტუსს ვერ აიმაღ­ლებს, მო­უ­წევს სკო­ლის და­ტო­ვე­ბა) – გა­მო­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი ად­გი­ლე­ბის კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი კად­რე­ბით შევ­სე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბა გა­ა­ჩი­ნა, ანუ რე­ა­ლუ­რად აუცი­ლე­ბე­ლი გახ­და ვა­კან­სი­ე­ბი პე­და­გო­გე­ბით შეგ­ვევ­სო.

თუმ­ცა, მინ­და გითხ­რათ, რომ ეს საკ­მა­ოდ რთუ­ლია, გან­სა­კუთ­რე­ბით, მა­ღალ­მ­თი­ან რე­გი­ო­ნებ­ში, მცი­რე­კონ­ტი­ნგენ­ტი­ან სკო­ლებ­ში, სა­დაც ფაქ­ტობ­რი­ვად, არა­თუ უფ­რო­სი, წამ­ყვა­ნი და მენ­ტო­რი მას­წავ­ლებ­ლე­ბის, არა­მედ ზო­გა­დად, მას­წავ­ლებ­ლო­ბის მსურ­ვე­ლე­ბიც კი, რიგ შემ­თხ­ვე­ვა­ში,  დე­ფი­ცი­ტუ­რია. გან­სა­კუთ­რე­ბით დე­ფი­ცი­ტუ­რია ისეთ საგ­ნებ­ში, რო­გო­რი­ცაა ფი­ზი­კა, ქი­მია, ბი­ო­ლო­გია და მა­თე­მა­ტი­კა. გაჩ­ნ­და იდეა, ხომ არ ვას­წავ­ლოთ  ეს საგ­ნე­ბი დის­ტან­ცი­უ­რად?

გა­სულ წელს, წი­ნას­წარ იყო ნა­ვა­რა­უ­დე­ვი, რომ ეს პრობ­ლე­მა დად­გე­ბოდს და მო­ი­სინ­ჯა ნი­ა­და­გი — რამ­დე­ნად გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­დი იყო დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბა.  მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ პროგ­რა­მა  „ას­წავ­ლე სა­ქარ­თ­ვე­ლოს­თ­ვის“, რო­მე­ლიც, ძი­რი­თა­დად, რე­გი­ო­ნებ­ში დე­ფი­ცი­ტუ­რი კად­რე­ბის შევ­სე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბა, საკ­მა­ოდ დიდ ბი­უ­ჯეტს მო­ითხოვს, ამის გარ­და, ამ პროგ­რა­მით აუცი­ლებ­ლად ად­გილ­ზე უნ­და წა­ვი­დეს მას­წავ­ლე­ბე­ლი, ეს კი ყო­ველ­თ­ვის არ ხერ­ხ­დე­ბა. ამი­ტომ მცდე­ლო­ბად ღირ­და, გაგ­ვე­გო რო­გორ ავა­მუ­შა­ვებ­დით დის­ტან­ცი­ურ პროგ­რა­მას. თან ამ მხრივ მცი­რე გა­მოც­დი­ლე­ბა უკ­ვე გვქონ­და,  რად­გან გა­სულ სას­წავ­ლო წელს, ხუ­ლოს რა­ი­ო­ნის ორ სო­ფელ­ში, ინ­გ­ლი­სუ­რი ენის სწავ­ლე­ბა დის­ტან­ცი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. თუმ­ცა, ვი­მე­ო­რებ, ეს მხო­ლოდ­ და მ­ხო­ლოდ ორ სკო­ლა­ში გან­ხორ­ცი­ელ­და. დის­ტან­ცი­უ­რი პროგ­რა­მა, ასევე, მოქ­მე­დებს საზღ­ვარ­გა­რეთ მცხოვ­რე­ბი ქარ­თ­ვე­ლე­ბის­თ­ვის, რომ­ლებ­საც მშობ­ლი­უ­რი ენის შესწავ­ლა სურთ.

2019 წლის ზაფხულ­ში, მას შემ­დეგ, რაც გა­ვა­კე­თეთ მოკ­ვ­ლე­ვა, თუ რა ვა­კან­სი­ე­ბი  შე­იძ­ლე­ბა გა­ჩე­ნი­ლი­ყო სკო­ლებ­ში, სე­რი­ო­ზუ­ლი ფიქ­რი, უფ­რო სწო­რად მზა­დე­ბა და­ვიწყეთ, რომ მოგ­ვემ­ზა­დე­ბი­ნა მას­წავ­ლებ­ლე­ბის ჯგუ­ფი ჩა­მოთ­ვ­ლილ დე­ფი­ცი­ტურ საგ­ნებ­ში, რომ­ლე­ბიც, სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, სწავ­ლე­ბას დის­ტან­ცი­უ­რად გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებ­დ­ნენ. ამას­თა­ნა­ვე გა­მო­ვიკ­ვ­ლი­ეთ, რა სი­ტუ­ა­ციაა მა­ღალ­მ­თი­ა­ნი სოფ­ლე­ბის სკო­ლებ­ში. ინ­ტენ­სი­უ­რი შეხ­ვედ­რე­ბი გვქონ­და რე­გი­ო­ნებ­ში რე­სურ­ც­ენ­ტ­რებ­თან, სკო­ლის დი­რექ­ტო­რებ­თან, რო­მელ­თაც ვე­კითხებ­ოდით, არის თუ არა სკო­ლა მზად  დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბის­თ­ვის, თუ სკო­ლა­ში კად­რის/მას­წავ­ლებ­ლის დე­ფი­ცი­ტი გაჩ­ნ­დე­ბა?

რას გუ­ლის­ხ­მობს სკო­ლის მზა­ო­ბა? 

სკო­ლას  აუცი­ლებ­ლად უნ­და ჰქონ­დეს ინ­ტერ­ნე­ტი. ემი­სის სა­შუ­ა­ლე­ბით გვაქვს ინ­ფორ­მა­ცია, რომ ყვე­ლა სკო­ლა­ში არის ინ­ტერ­ნე­ტი, უბ­რა­ლოდ, რა­მდე­ნად სწრა­ფია ეს  სხვა სა­კითხია. ზო­გი­ერ­თი სკო­ლა  გვე­უბ­ნე­ბო­და, რომ პრობ­ლე­მა არ აქვთ, სკო­ლე­ბის ნა­წილს კი ამ კუთხით გაძ­ლი­ე­რე­ბა და დახ­მა­რე­ბა სჭირ­დე­ბა. იქ, სა­დაც  უწყ­ვე­ტი ინ­ტერ­ნე­ტი არ ჰქონ­დათ, პრობ­ლე­მა მო­დე­მის ან მო­ბი­ლუ­რი ინ­ტერ­ნე­ტის სა­შუ­ა­ლე­ბით მო­ვაგ­ვა­რეთ. თუმ­ცა, ამის გარ­და, პირ­ველ რიგ­ში, აუცი­ლე­ბე­ლია სკო­ლას ჰქონ­დეს  კომ­პი­უ­ტე­რი,  ვი­დეოთვა­ლი, მიკ­რო­ფო­ნი, ხმის გა­მაძ­ლი­ე­რე­ბე­ლი, ან უბ­რა­ლოდ,  ლეპ­ტო­პი — ეს ყვე­ლა­ზე მო­სა­ხერ­ხე­ბუ­ლია ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში.

ამის გარ­და, სა­ჭი­როა პროგ­რა­მუ­ლი უზ­რუნ­ველ­ყო­ფა —  ვინ­დო­უ­სის უახ­ლე­სი ვერ­სია.  ჩვენ მა­იკ­რო­სოფ­ტი ამის სა­შუ­ა­ლე­ბას გვაძ­ლევს, სა­მი­ნის­ტ­რო, ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, თა­ნამ­შ­რომ­ლობს მა­იკ­რო­სოფ­ტთან და სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა მას­წავ­ლე­ბელს აქვს მა­იკ­რო­სოფ­ტის ექა­უნ­თი შექ­მ­ნი­ლი, ანუ მე­ილ­ზე, აუთ­ლუქ­სა და ოფის 365-ზე ყვე­ლა მას­წავ­ლე­ბელს მი­უწ­ვ­დე­ბა ხე­ლი. იმ შემ­თხ­ვე­ვა­ში კი, რო­მელ სკო­ლა­შიც არ იცოდ­ნენ, მა­გა­ლი­თად, ოფის 365-ის გა­მო­ყე­ნე­ბა, ჩვენ ვუ­წევ­დით დახ­მა­რე­ბას.

რო­გორც გითხა­რით,  თა­და­რი­გი ზაფხულ­ში და­ვი­ჭი­რეთ და ყვე­ლა დე­ფი­ცი­ტურ სა­გან­ში,  და­ახ­ლო­ე­ბით, 20 მას­წავ­ლე­ბე­ლი გა­და­ვამ­ზა­დეთ. და­ვატ­რე­ნინ­გეთ  ფი­ზი­კის, ქი­მი­ის, ბი­ო­ლო­გი­ის, მა­თე­მა­ტი­კის, ინ­გ­ლი­სუ­რის, გე­ოგ­რა­ფი­ის, ქარ­თუ­ლი­სა და რუ­სუ­ლის მას­წავ­ლებ­ლე­ბი, რო­გორ უნ­და ას­წავ­ლონ დის­ტან­ცი­უ­რად — რო­გორ გა­მო­ი­ყე­ნონ ოფი­სის აპ­ლი­კა­ცი­ე­ბი, შექ­მ­ნან ბმუ­ლი, რო­მელ­საც შემ­დეგ სკო­ლა­ში გა­ა­ზი­ა­რე­ბენ და რომ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც წარ­მარ­თა­ვენ სწავ­ლე­ბას. ბმუ­ლე­ბი ხელ­მი­საწ­ვ­დო­მია ჩვე­ნი ექ­ს­პერ­ტე­ბის­თ­ვი­საც. საგ­ნობ­რივ მი­მარ­თუ­ლე­ბებ­ზე პა­სუ­ხის­მ­გე­ბე­ლი  ექ­ს­პერ­ტე­ბი გარ­კ­ვე­ულ მო­ნი­ტო­რინგს უწე­ვენ მას­წავ­ლებ­ლებს.  ბმულ­ზე წვდო­მა აქვს ტექ­ნი­კუ­რი უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სამ­სა­ხურ­საც, ანუ მათ, ვი­საც ბმულ­ზე წვდო­მა აქვს, ნე­ბის­მი­ერ დროს, შე­უძ­ლია შე­ვი­დეს  33-ვე მას­წავ­ლებ­ლის ბმულ­ზე და ნა­ხოს რას აკე­თე­ბენ, რა ხარ­ვე­ზე­ბი წარ­მო­იშ­ვა, ხომ არ არის შე­ფერ­ხე­ბა. პა­რა­ლე­ლუ­რად, მუდ­მი­ვად საქ­მის კურ­ს­შია ემი­სი, რად­გან თუ­კი ინ­ტერ­ნე­ტის მო­წო­დე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით პრობ­ლე­მა წარ­მო­იშ­ვე­ბა და ჩვენ ვერ ვაგ­ვა­რებთ, სკო­ლის დი­რექ­ტო­რი სას­წ­რა­ფოდ რე­კავს ემი­სის ცხელ ხაზ­ზე. ხში­რად კი, ლო­კა­ლუ­რა­დაც  ვაგ­ვა­რებთ მო­დე­მის ან სა­ტე­ლე­ფო­ნო ინ­ტერ­ნე­ტის სა­შუ­ა­ლე­ბით.

დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბა არის თუ არა ინ­ტე­რაქ­ცი­უ­ლი პრო­ცე­სი

სრუ­ლი­ად იქ­ნ­ტე­რაქ­ცი­უ­ლი პრო­ცე­სია. ად­რე სწავ­ლე­ბი­სას სკა­იპს ვი­ყე­ნებ­დით და ამ აპ­ლი­კა­ცი­ა­საც ძა­ლი­ან ბევ­რი შესა­ძ­ლე­ბობა ჰქონ­და ინ­ტე­რაქ­ცი­ის­თ­ვის — მა­გა­ლი­თად, გა­ზი­ა­რე­ბა, სა­ვარ­ჯი­შო­ე­ბის გა­კე­თე­ბა, კითხ­ვა-პა­სუ­ხის აქ­ტი­ვო­ბე­ბი და ა.შ.

აბ­სო­ლუ­ტუ­რად ცოცხა­ლი ატ­მოს­ფე­როა, უკუ­კავ­ში­რის მი­ღე­ბა,  დი­ფე­რენ­ცი­რე­ბუ­ლი მიდ­გო­მე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა (თუ­კი ამის სა­ჭი­როე­ბაა), ყვე­ლა­ფე­რი ზუს­ტად იმ­გვა­რად ხდე­ბა, რო­გორც ჩვე­უ­ლებ­რივ გაკ­ვე­თილ­ზე. სხვა სი­კე­თე­ებ­თან ერ­თად, დის­ტან­ცი­ურ­მა სწავ­ლე­ბამ ისიც მო­ი­ტა­ნა, რომ იმ მას­წავ­ლებ­ლე­ბსა და მოს­წავ­ლე­ე­ბს,  რომ­ლე­ბიც კარ­გად ვერ ფლობ­დ­ნენ ონ­ლა­ი­ნინ­ს­ტ­რუ­მენ­ტებს, ახ­ლა ეს კარ­გად შე­უძ­ლი­ათ, უბ­რა­ლოდ, სხვა გა­მო­სა­ვა­ლი არც აქვთ, რად­გან  სწო­რედ ონ­ლა­ი­ნინ­ს­ტ­რუ­მენ­ტე­ბი თა­მა­შობს გა­დამწ­­ყ­ვეტ როლს.

თიმ­ს­ზე გა­დას­ვ­ლით (ესეც ერთ-ერ­თი აპ­ლი­კა­ციაა მა­იკ­რო­სოფ­ტის), ტექ­ნი­კუ­რად  დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბა უფ­რო გა­ი­ოლ­და. სხვა­თა ­შო­რის, კო­რო­ნა­ვი­რუს­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრო­ცე­სე­ბის გა­მო, მა­იკ­რო­სოფ­ტ­მა მთელ მსოფ­ლი­ოს 6-თვი­ა­ნი უფა­სო რე­გის­ტ­რა­ცია შეს­თა­ვა­ზა. თუმ­ცა, რო­გორც გითხა­რით, ჩვენ ამის აუცი­ლებ­ლო­ბა არ გვაქვს, რად­გან სა­მი­ნის­ტ­როს ისე­დაც გა­ფორ­მე­ბუ­ლი აქვს თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა და ვსარ­გებ­ლობთ ოფის 365-ის ქსე­ლით. ძა­ლი­ან მოქ­ნი­ლი და მო­ხერ­ხე­ბუ­ლი პლატ­ფორ­მაა. მას­წავ­ლებ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც თიმსს იყე­ნე­ბენ, ამ­ბო­ბენ, რომ მო­ხერ­ხე­ბუ­ლია, რად­გან ყვე­ლა­ფე­რი ერთ სივ­რ­ცე­შია გან­თავ­სე­ბუ­ლი. ამი­ტომ, დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბი­სას, ჩვენც სკა­ი­პი თიმ­სით ჩა­ვა­ნაც­ვ­ლეთ,  აქ უპი­რა­ტე­სო­ბა ისი­ცაა, რომ უფ­რო გა­მარ­ტი­ვე­ბუ­ლია, თუნ­დაც გაკ­ვე­თი­ლის ჩა­წე­რის პრო­ცე­სი. გაკ­ვე­თი­ლის დაწყე­ბამ­დე, ღი­ლაკ­ზე თი­თის და­ჭე­რით, გაკ­ვე­თი­ლი მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის პრო­ცეს­ში­ვე იწე­რე­ბა, შემ­დეგ ავ­ტო­მა­ტუ­რად იტ­ვირ­თე­ბა თიმ­ს­ში, რად­გან  ყვე­ლა­ფე­რი და­არ­ქი­ვე­ბუ­ლი გვაქვს.  და­ვა­ლე­ბე­ბის მი­ცე­მა, ფა­ი­ლე­ბის მიბ­მა,  დის­კუ­სი­ის სა­შუ­ლე­ბა — ეს ყვე­ლა­ფე­რი ერთ სივ­რ­ცე­შია გან­თავ­სე­ბუ­ლი, სა­დაც მშობ­ლებ­საც კი შე­უძ­ლი­ათ დის­ტან­ცი­უ­რად ჩა­ერ­თონ და ნა­ხონ რას აკე­თე­ბენ მა­თი შვი­ლე­ბი. უბ­რა­ლოდ, ის კონ­ტინ­გენ­ტი, რო­მე­ლიც ამ დრო­ის­თ­ვის დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბის პროგ­რა­მა­ში გვყავს ჩარ­თუ­ლი (ეს მა­ინც მა­ღალ­მ­თი­ა­ნი, მცი­რე­კონ­ტი­ნგენ­ტი­ა­ნი სოფ­ლე­ბის სკო­ლე­ბი არი­ან და ასე იოლად  არ ხერ­ხ­დე­ბა მა­თი ჩარ­თ­ვა პრო­ცე­სებ­ში, რად­გან მშობ­ლებ­საც უნ­და ჰქონ­დეთ კომ­პი­უ­ტე­რი სახ­ლ­ში), ამას ვერ ახერ­ხებს ან არ ინ­ტე­რეს­დე­ბა. მაგ­რამ, ვფიქ­რობთ, ნელ-ნე­ლა გა­იზ­რ­დე­ბა ინ­ტე­რე­სი რო­გორც მშობ­ლე­ბის, ისე სკო­ლის დი­რექ­ცი­ის მხრი­დან. რაც მთა­ვა­რია, ბავ­შ­ვე­ბი ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რე­ბი არი­ან ამ ტი­პის გაკ­ვე­თი­ლე­ბით.

პი­რის­პირ კონ­ტაქ­ტი

ალ­ბათ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია პი­რის­პირ კონ­ტაქ­ტიც, ამი­ტომ ჩვენ ასე­თი რამ მო­ვი­ფიქ­რეთ — მას­წავ­ლებ­ლებს ჩა­ვუ­დეთ კონ­ტ­რაქ­ტ­ში, რომ სე­მეს­ტ­რის გან­მავ­ლო­ბა­ში  ერ­თხელ, ჩა­ვიდ­ნენ ად­გილ­ზე და გა­იც­ნონ მოს­წავ­ლე­ე­ბი, თუ შე­საძ­ლე­ბე­ლია, ერ­თი გაკ­ვე­თი­ლიც ჩა­ა­ტა­რონ. შორს მდე­ბა­რე სკო­ლებ­ში ვი­ზიტს ჩვენ ვა­ფი­ნან­სებთ, ახ­ლო სკო­ლებ­ში თა­ვად ახერ­ხე­ბენ ჩას­ვ­ლას. მა­გა­ლი­თად, გა­სულ სე­მეს­ტ­რ­ში, გო­გა­შე­ნის (ახალ­ცი­ხე­ში) სკო­ლა­ში, სა­მი­ვე საგ­ნის მას­წავ­ლე­ბელ­ი ერ­თ­დ­როუ­ლად ჩა­ვი­და მოს­წავ­ლე­ებ­თან — დის­ტან­ცი­უ­რად იქ რამ­დე­ნი­მე სა­განს ვას­წავ­ლით (ინ­გ­ლი­სუ­რი, რუ­სუ­ლი, გე­ოგ­რა­ფია).  ინ­გ­ლი­სუ­რი ენის მას­წავ­ლე­ბელ­მა ერთ-ერ­თი ამე­რი­კუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მი­ერ და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი წიგ­ნე­ბიც კი ჩა­უ­ტა­ნა მოს­წავ­ლე­ებს სა­ჩუქ­რად.

7 სა­გა­ნი, 33 სკო­ლა და 39 მას­წავ­ლე­ბე­ლი

ამ დრო­ის­თ­ვის, სულ, 7 სა­გა­ნი ის­წავ­ლე­ბა დის­ტან­ცი­უ­რად, მათ შო­რის, ყვე­ლა­ზე დე­ფი­ცი­ტუ­რია ფი­ზი­კა. რაც შე­ე­ხე­ბა რე­გი­ო­ნებს, პრო­ექ­ტ­ში ჩარ­თუ­ლია მა­ღალ­მ­თი­ა­ნი აჭა­რა —  ხუ­ლო, ქე­და, შუ­ა­ხე­ვი, ასე­ვე, ახალ­ცი­ხე, ახალ­ქა­ლა­ქი, ბორ­ჯო­მი, გუ­რი­ის რამ­დე­ნი­მე სო­ფე­ლი და დე­კემ­ბ­რი­დან შე­მოგ­ვი­ერ­თ­და შა­ტი­ლი,   ჯამ­ში — 33 სკო­ლა და 39 მას­წავ­ლე­ბე­ლი (მათ შო­რის, ორი სომ­ხუ­რე­ნო­ვა­ნი მას­წავ­ლე­ბე­ლია.), რად­გან ზო­გი­ერთ სკო­ლა­ში რამ­დე­ნი­მე სა­გა­ნი ის­წავ­ლე­ბა, მა­გა­ლი­თად, რო­გორც გითხა­რით, გო­გა­შენ­ში, სა­მი სა­გა­ნი, შა­ტილ­შიც რამ­დე­ნი­მე სა­განს ვას­წავ­ლით დის­ტან­ცი­უ­რად.  ძა­ლი­ან კი გვინ­დო­და, შა­ტილ­ში გაგ­ვეგ­ზავ­ნა მას­წავ­ლებ­ლე­ბი, მაგ­რამ, გარ­კ­ვე­უ­ლი მი­ზე­ზე­ბის გა­მო, ეს ყვე­ლა სა­გან­ში ვერ მო­ხერ­ხ­და. რი­გი საგ­ნე­ბი „ას­წავ­ლე სა­ქარ­თ­ვე­ლოს­თ­ვის“ პროექტის ფარ­გ­ლებ­ში დავ­ფა­რეთ, და­ნარ­ჩე­ნე­ბი კი, დის­ტან­ცი­უ­რად — ფი­ზი­კა, ქი­მია, ბო­ლო­გია და მა­თე­მა­ტი­კა.

მას­წავ­ლებ­ლე­ბის შერ­ჩე­ვი­სას აქ­ცენ­ტი ახალ­გაზ­რ­დებ­ზე გა­ვა­კე­თეთ. გან­სა­კუთ­რე­ბით ფი­ზი­კა­ში  გვი­ჭირს კად­რე­ბი, არა­თუ რე­გი­ო­ნებ­ში, თბი­ლის­შიც კი. სწო­რედ ზუ­რა ბე­რი­ას ინი­ცი­ა­ტი­ვა იყო, რომ ახალ­გაზ­რ­და ფი­ზი­კო­სე­ბისთ­ვის, რომ­ლებ­მაც არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად იცი­ან სა­გა­ნი, კარ­გად ფლო­ბენ ტექ­ნო­ლო­გი­ებ­საც  და ამას­თან ერ­თად, აქვთ მო­ტი­ვა­ცია, მიგვეცა პროგ­რა­მა­ში ჩარ­თვის შან­სი. თუმ­ცა, მათ გარ­და, პროგ­რა­მა­ში, ჩარ­თუ­ლე­ბი არი­ან წამ­ყ­ვა­ნი, მენ­ტო­რი და უფ­რო­სი მას­წავ­ლებ­ლე­ბიც, ანუ ძა­ლი­ან გა­მოც­დი­ლი პე­და­გო­გე­ბი, რომ­ლებ­საც მარ­თ­ლა დი­დი მო­ტი­ვა­ცია და გან­ც­და აქვთ იმი­სა, რომ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან და ეროვ­ნულ საქ­მეს აკე­თე­ბენ. ძა­ლი­ან კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი კად­რე­ბი გვყავს, მა­გა­ლი­თად, მა­თე­მა­ტი­კის მი­მარ­თუ­ლე­ბი­თ — და­ვატ­რე­ნინ­გეთ რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი, არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი გუნ­დი შე­იკ­რა, რო­მელ­თაც სა­ჭი­რო­ე­ბის მი­ხედ­ვით გა­და­ვა­ნა­წი­ლებთ სკო­ლებ­ში.

ამ მი­ნი-მო­დე­ლზე დავაკვირდებით, თუ რო­გორ იმუ­შა­ვებს ჩვენს რე­ა­ლო­ბა­ში დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბა. გარ­კ­ვე­ულ­წი­ლად ეს გახ­დე­ბა სტარ­ტი დის­ტან­ცი­უ­რი სკო­ლის ჩა­მო­სა­ყა­ლი­ბებ­ლა­დაც, რომ­ლის კონ­ცეფ­ცია მზად გვაქვს. ძა­ლი­ან გვინ­და ეს იდე­აც რე­ა­ლო­ბად ვაქ­ცი­ოთ, რად­გან დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლე­ბი ვართ, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი საქ­მე იქ­ნე­ბა ჩვე­ნი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის­თ­ვის. იდე­ის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად კი მხარ­დაჭ­ერა გვჭირ­დე­ბა.

რო­გო­რია დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბის რე­ზერ­ვი – რის­თ­ვის ვართ მზად?

კად­რე­ბის დე­ფი­ცი­ტით გა­მოწ­ვე­უ­ლი პრობ­ლე­მა, სა­ვა­რა­უ­დოდ, კი­დევ უფ­რო გაღრ­მავ­დე­ბა. ჩვენ გა­მოწ­ვე­ვას სრუ­ლად ვერ ვუ­პა­სუ­ხებთ, თუმ­ცა, მზად ვართ, და­ვაკ­მა­ყო­ფი­ლოთ 500 სა­ა­თის სწავ­ლე­ბა (კვი­რე­უ­ლი დატ­ვირ­თ­ვა), ახლა 39 მას­წავ­ლებ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბით 300-ზე მე­ტ სა­ათს მო­ვი­ცავთ. მარ­თა­ლია, ძა­ლი­ან დი­დი რე­ზერ­ვი არ გვაქვს, მაგ­რამ, გა­ზაფხულ­ზე არც ვე­ლო­დე­ბით კად­რე­ბის დე­ფი­ცი­ტის მკვეთრ ზრდას, რა იქ­ნე­ბა სექ­ტემ­ბ­რი­დან, ამა­ზე წი­ნას­წარ ვე­რა­ფერს გეტყ­ვით. ზაფხულ­ში­ვე და­ვაკ­ვირ­დე­ბით პრო­ცესს და თუ­კი აღ­მოჩ­ნ­დე­ბა, რომ შე­საძ­ლოა უფ­რო მე­ტი ვა­კან­სია გაჩ­ნ­დეს სას­წავ­ლო წლის და­საწყი­სის­თ­ვის, მა­შინ შე­იძ­ლე­ბა ბი­უ­ჯე­ტის ზრდა­ზეც ვი­ფიქ­როთ, რა­თა მე­ტი სკო­ლის ჩარ­თ­ვა შევ­ძ­ლოთ პრო­ექ­ტ­ში.

ნი­ა­და­გი მო­სინ­ჯუ­ლია და პროგ­რა­მა და­ტეს­ტი­ლია. დღე­ვან­დე­ლი გა­და­სა­ხე­დი­დან პრო­ცე­სე­ბი კარ­გად მი­დის, თუმ­ცა სა­ბო­ლოო შე­დე­გებ­ზე წლის ბო­ლოს ვი­სა­უბ­რებთ. ანა­ლი­ზის შემ­დეგ კი, რო­გორც გითხა­რით, შე­საძ­ლოა ჩვე­ნი ცენ­ტ­რის ბა­ზა­ზე დის­ტან­ცი­უ­რი სკო­ლაც ჩა­მო­ყა­ლიბ­დეს, სა­დაც ყვე­ლა საგ­ნობ­რი­ვი მი­მარ­თუ­ლე­ბით გვექ­ნე­ბა ესგ- ზე მორ­გე­ბუ­ლი და ადაპ­ტი­რე­ბუ­ლი კუ­რი­კუ­ლუ­მი. ამ ყვე­ლა­ფერს კი, გარ­კ­ვე­უ­ლი თან­ხე­ბი და ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სი დას­ჭირ­დე­ბა. თუმ­ცა, ღირს ამა­ზე ფიქ­რი, რად­გან სის­ტე­მას ექ­ნე­ბა სრუ­ლი მზა­ო­ბა,  სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, ობი­ექ­ტუ­რი მი­ზე­ზე­ბის გა­მო, სას­წავ­ლო პრო­ცესს გა­მო­თი­შულ მოს­წავ­ლე­ებს, ად­გილ­ზე სწო­რედ დის­ტან­ცი­უ­რი სკო­ლის სა­შუ­ა­ლე­ბით მი­ა­წო­დოს ხა­რის­ხი­ა­ნი გა­ნათ­ლე­ბა ყვე­ლა სა­გან­ში.

რო­გორ ვუ­პა­სუ­ხებთ გა­მოწ­ვე­ვას

ამა­ზე, ბუ­ნებ­რი­ვია, მი­ფიქ­რია, რა შეგვიძ­ლია გა­ვა­კე­თოთ იმ შემ­თხ­ვე­ვა­ში, თუ­კი სწავ­ლა ისევ გა­და­ი­დო? თუ სა­ჭი­რო გახ­დე­ბა ქვე­ყა­ნა­ში დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბის და­ნერ­გ­ვა, ჩვენ მზად ვართ, გა­მოც­დი­ლე­ბა გა­ვუ­ზი­ა­როთ მას­წავ­ლებ­ლებს იმ კონ­კ­რე­ტუ­ლი დე­ტა­ლე­ბის შე­სა­ხებ,  რაც ჩვე­ნი პროგ­რა­მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­სას და­ვი­ნა­ხეთ — რა მუ­შა­ობს ან რა არ მუ­შა­ობს;  გა­ვუ­ზი­ა­როთ რა გა­მოც­დი­ლე­ბა გვაქვს თიმ­სის მი­მარ­თუ­ლე­ბით. ბუ­ნებ­რი­ვია, ეს ყვე­ლა­ფე­რი შე­იძ­ლე­ბა ვე­ბი­ნა­რე­ბის სა­შუ­ლე­ბით გან­ხორ­ცი­ელ­დეს და სწო­რედ ასე­თი ფორ­მა­ტით ჩა­ვუ­ტა­როთ გარ­კ­ვე­ულ ჯგუ­ფებს ონ­ლა­ინ­ტ­რე­ნინ­გე­ბი, ვაჩ­ვე­ნოთ რო­გორ შე­უძ­ლი­ათ თიმ­სის გა­მო­ყე­ნე­ბით შექ­მ­ნან ჯგუ­ფი და მოს­წავ­ლე­ებს, რომ­ლე­ბიც სახ­ლ­ში იქ­ნე­ბი­ან, ჩა­უ­ტა­რონ გაკ­ვეთი­ლე­ბი. მარ­თა­ლია, ძა­ლი­ან დი­დი მას­შ­ტა­ბია — 60 ათა­სი მას­წავ­ლე­ბე­ლი ჰყავს სის­ტე­მას და ყვე­ლას­თ­ვის ასე­თი ტი­პის ტრე­ნინ­გის ჩა­ტა­რე­ბას ვერ შევ­ძ­ლებთ, მაგ­რამ შე­იძ­ლე­ბა შე­იქ­მ­ნას გა­იდ­ლა­ი­ნე­ბი, ჩა­ი­წე­როს ვი­დე­ო­ინ­ს­ტ­რუქ­ცი­ე­ბი და ეს რე­სურ­სი მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის გახ­დეს ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი.

ჩვე­ნი ამო­ცა­ნა იყო, დაგ­ვეწყო, გვე­ნა­ხა რა მას­შ­ტაბს შე­იძ­ლე­ბა გავ­წ­ვ­დეთ, რამ­დე­ნად კარ­გად იმუ­შა­ვებს მსგავ­სი მო­დე­ლი. რო­გორც ხე­დავთ, ეს შევ­ძე­ლით საც­დელ რე­ჟიმ­ში, თუმ­ცა, ახ­ლა ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა, რო­გო­რი იქ­ნე­ბა დის­ტან­ცი­ურ­ი სწავ­ლე­ბის შე­დე­გე­ბი — მოს­წავ­ლეთა მიღ­წე­ვე­ბი ეროვ­ნულ სას­წავ­ლო გეგ­მას­თან მი­მარ­თე­ბა­ში. გარ­და ამი­სა, სა­ინ­ტე­რე­სოა პრო­ექ­ტის ტექ­ნი­კუ­რი მხა­რეც და, ზო­გა­დად, ყვე­ლა ხარ­ვე­ზი, რაც გა­მოვ­ლინ­დე­ბა და რა­საც გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ პრო­ექ­ტის და­სახ­ვე­წად.

რო­მე­ლი ქვეყ­ნის გა­მოც­დი­ლე­ბას ანი­ჭებს უპი­რა­ტე­სო­ბას ქარ­თუ­ლი მო­დე­ლი 

ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით, რამ­დე­ნი­მე ქვეყ­ნის გა­მოც­დი­ლე­ბა შე­ვის­წავ­ლეთ და აღ­მოჩ­ნ­და, რომ ბალ­ტი­ის­პი­რეთს საკ­მა­ოდ კარ­გი გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს. ამე­რი­კა­ში დი­დი ხა­ნია მუ­შა­ობს დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბის პროგ­რა­მე­ბი, რად­გან იქაც ბევ­რი მი­ზე­ზი არ­სე­ბობს, რის გა­მოც მოს­წავ­ლე­ე­ბი ვერ და­დი­ან სკო­ლა­ში. ასე­ვე აღ­მოჩ­ნ­და, რომ დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბის ძა­ლი­ან კარ­გი პრაქ­ტი­კა აქვს ავ­ს­ტ­რი­ას. მაგ­რამ არ­ჩე­ვანს, ეს­ტო­ნურ გა­მოც­დი­ლე­ბა­ზე შე­ვა­ჩე­რებთ.

დის­ტან­ცი­ური სწავ­ლე­ბა ინ­კ­ლუ­ზი­ურ გა­ნათ­ლე­ბა­ში

დის­ტან­ცი­უ­რი სკო­ლის კონ­ცეფ­ცი­ის შე­მუ­შა­ვე­ბი­სას ერთ-ერ­თი პუნ­ქ­ტი სწო­რედ ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბას ეთ­მო­ბა.  ინ­კ­ლუ­ზია თა­ვის თავ­ში ინ­ტეგ­რი­რე­ბას და სო­ცი­უმ­თან მი­ახ­ლო­ე­ბას გუ­ლის­ხ­მობს, მაგ­რამ დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბა აქაც იმ გარ­კ­ვე­ულ შემ­თხ­ვე­ვებს გუ­ლის­ხ­მობს, რო­ცა მოს­წავ­ლე, ობი­ექ­ტუ­რი  მი­ზე­ზე­ბის გა­მო, თუნ­დაც რა­ღაც პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში, სკო­ლა­ში მის­ვ­ლას ვერ ახერ­ხებს.

ამი­ტომ, დის­ტან­ცი­უ­რი სკო­ლის ფარ­გ­ლებ­ში, აუცი­ლებ­ლად იქ­ნე­ბა ერ­თი მი­მარ­თუ­ლე­ბა ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბა, რო­მე­ლიც, სპე­ცი­ა­ლის­ტებ­თან ერ­თად, კარ­გად და­მუ­შავ­დე­ბა მე­თო­დუ­რად, სწო­რად გა­ნი­საზღ­ვ­რე­ბა სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი დარ­ღ­ვე­ვე­ბის ტი­პი­სა და მოთხოვ­ნე­ბის შე­სა­ბა­მი­სად. რე­ა­ლუ­რად, ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი  იძ­ლე­ვა არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ სა­შუ­ა­ლე­ბას, ყვე­ლა მოთხოვ­ნა­სა და სა­ჭი­რო­ე­ბას მო­ვარ­გოთ დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბა, რი­ს აუცი­ლებ­ლო­ბაში მსოფ­ლი­ო­ში (და ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში) მიმ­დი­ნა­რე ამ­ბებ­მა კი­დევ ერ­თხელ დაგ­ვარ­წ­მუ­ნა. ძა­ლი­ან კარ­გია, რომ ამ თე­მით და­ინ­ტე­რეს­დით. ეს კი­დევ ერ­თი ბიძ­გი იქ­ნე­ბა ამ მი­მარ­თუ­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის. რაც უფ­რო მე­ტი ადა­მი­ა­ნი მიხ­ვ­დე­ბა, რომ დღეს,  21-ე სა­უ­კუ­ნე­ში, სხვაგ­ვა­რად შე­უძ­ლე­ბე­ლია სრულ­ფა­სო­ვა­ნი გან­ვი­თა­რე­ბა, მით უფ­რო სწრა­ფად წა­ვალთ წინ.

ჩვენ ასე­ვე, მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის და­ვიწყეთ დის­ტან­ცი­უ­რი ტრე­ნინ­გე­ბი, რა­საც მრა­ვალ­მ­ხ­რი­ვი (თა­ვი­სე­ბუ­რი) დატ­ვირ­თ­ვა აქვს (პი­რის­პირ ტრე­ნინ­გებსც აქვს თა­ვი­სი და­დე­ბი­თი მხა­რე­ე­ბი, მაგ­რამ ვფიქ­რობ,  უკ­ვე მომ­წიფ­და სი­ტუ­ა­ცია, რომ მას­წავ­ლებ­ლე­ბიც გა­და­ვიდ­ნენ ონ­ლა­ინ­ტ­რე­ნინ­გე­ბის რე­ჟიმ­ზე). გარ­და იმი­სა, რომ ონ­ლა­ინ­ტ­რე­ნინ­გე­ბი რეფ­ლექ­სი­ის უფ­რო მეტ სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა (ამას კვლე­ვე­ბიც ადას­ტუ­რებს), რად­გან ხან­გ­რ­ძ­ლი­ვი პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში არი­ან ონ­ლა­ინ­კურ­ს­ში ჩარ­თუ­ლე­ბი და კითხუ­ლო­ბენ ერ­თ­მა­ნე­თის მი­ერ და­წე­რილ თვალ­თა­ხედ­ვას თუ სხ­ვა აქ­ტი­ვო­ბებს, ამით მე­ო­რე საქ­მეც გა­ვა­კე­თეთ — სა­ყო­ველ­თა­ოდ ცნო­ბი­ლია, რომ ჩვენს მას­წავ­ლებ­ლებს ტექ­ნო­ლო­გი­ებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მა აქვთ, ონ­ლა­ინ კურ­სი კი ამ უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას თა­ვის­თა­ვად უზ­რუნ­ველ­ყოფს.

ესაუბრა ლალი ჯელაძე

დატოვეთ კომენტარი