რო­გორ და ვინ შე­ა­ფა­სებს სკო­ლებს – „რო­ცა სკო­ლა ცუ­დად მუ­შა­ობს, ეს სკო­ლის დი­რექ­ტო­რის ბრა­ლია“

6046

 

რე­ფორ­მის ფარ­გ­ლებ­ში, სა­მი­ნის­ტ­რო სკო­ლე­ბის კომ­პ­ლექ­სურ შე­ფა­სე­ბას გეგ­მავს, რო­მე­ლიც, პირ­ველ რიგ­ში, დი­ფე­რენ­ცი­რე­ბულ მიდ­გო­მას და­ე­ფუძ­ნე­ბა და კა­ტე­გო­რი­უ­ლად გა­მო­რიცხავს დას­ჯა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბას. უმ­თავ­რე­სი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა პრო­ცეს­ში დი­რექ­ტორს და­ე­კის­რე­ბა, ვა­უ­ჩე­რუ­ლი და­ფი­ნან­სე­ბის სის­ტე­მა კი უფ­რო მიზ­ნობ­რივი და­ფი­ნან­სე­ბის სის­ტე­მა­ზე გა­და­ვა.

რა გზით აპი­რებს სის­ტე­მა სვლას — რო­გორ და ვინ შე­ა­ფა­სებს სკო­ლებს? — ამის შე­სა­ხებ მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის დი­რექ­ტორ­მა, ბე­რი­კა შუ­კა­კი­ძემ, რა­დი­ო­გა­და­ცე­მა­ში („ჩვე­ნი სკო­ლა“) ისა­უბ­რა. მან მოს­წავ­ლის აკა­დე­მი­ურ მოს­წ­რე­ბა­ზე მოქ­მედ ფაქ­ტო­რებს შო­რის, მას­წავ­ლებ­ლის შემ­დეგ, მე­ო­რე ფაქ­ტო­რად, სკო­ლის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბა და­ა­სა­ხე­ლა. მი­სი­ვე თქმით, სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ სკო­ლის დი­რექ­ტო­რო­ბა არც პრო­ფე­სი­ად გა­ნი­ხი­ლე­ბა და არც თა­ნამ­დე­ბო­ბად. ცენ­ტ­რის ხელ­მ­ძღ­ვა­ნელ­მა სკო­ლა ფეხ­ბურ­თის გუნდს შე­ა­და­რა და დას­ძი­ნა, რომ ასე­თი მსგავ­სე­ბა მსოფ­ლი­ო­ში მე­ტი არც ეგუ­ლე­ბა.

„სკო­ლის დი­რექ­ტო­რებს ტრე­ნინ­გ­ზე ერთ რა­მეს ვე­უბ­ნე­ბი, თუ სკო­ლა კარ­გად მუ­შა­ობს (ფეხ­ბურ­თის გუნ­დი და სკო­ლა ძა­ლი­ან ჰგავს ერ­თ­მა­ნეთს), მას­წავ­ლებ­ლე­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბაა, ხო­ლო, რო­ცა ცუ­დად მუ­შა­ობს, ეს სკო­ლის დი­რექ­ტო­რის ბრა­ლია. ასე­ვეა ფეხ­ბურ­თის გუნ­დიც — იგებს გუნ­დი, ნიშ­ნავს, რომ ფეხ­ბურ­თე­ლებ­მა მო­ი­გეს, აგებს გუნ­დი, ნიშ­ნავს, რომ მწვრთნელ­მა წა­ა­გო.“ — აღ­ნიშ­ნა მან.

სკო­ლის კომ­პ­ლექ­სუ­რად შე­სა­ფა­სებ­ლად ბე­რი­კა შუ­კა­კი­ძემ ხუ­თი მთა­ვა­რი კომ­პო­ნენ­ტი და­ა­სა­ხე­ლა: სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის პრო­ცე­სი, დის­ციპ­ლი­ნა, ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სი, ფი­ნან­სუ­რი რე­სურ­სი და მა­ტე­რი­ა­ლურ-ტექ­ნი­კუ­რი ბა­ზა. მან ხაზ­გას­მით აღ­ნიშ­ნა, რომ ამ ხუ­თი კომ­პო­ნენ­ტით სკო­ლის შე­ფა­სე­ბა დას­ჯა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი არ იქ­ნე­ბა. მა­გა­ლი­თად მო­იყ­ვა­ნა, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, ამე­რი­კა­ში მოქ­მე­დი პროგ­რა­მა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, თუ სკო­ლა წა­ყე­ნე­ბულ მოთხოვ­ნებს ვერ აკ­მა­ყო­ფი­ლებ­და, ხუ­რავ­დ­ნენ. „სად გი­ნა­ხავთ მშო­ბე­ლი, რო­მე­ლიც შვილს იმის­თ­ვის სჯი­დეს, რომ ავა­დაა? ბავშვს, რო­მე­ლიც ავად არის, სწო­რედ მა­შინ სჭირ­დე­ბა მე­ტი ზრუნ­ვა, მე­ტი ენერ­გია და ფუ­ლის ხარ­ჯ­ვა, მე­ტი დრო­ის დათ­მო­ბა, რომ გა­მო­ა­კე­თო. ამი­ტომ, ჩვენ რომ მი­ვად­გეთ ახ­ლა სკო­ლებს და იმის გა­მო დავ­ხუ­როთ, რომ ამ ხუ­თი კომ­პო­ნენ­ტით ისი­ნი კარ­გად ვერ მუ­შა­ო­ბენ, გა­მო­ვა, რომ ჩვენ თავს ვის­ჯით. რო­გორ შე­იძ­ლე­ბა სა­ხელ­მ­წი­ფომ და­სა­ჯოს სკო­ლა იმის გა­მო, რომ თვი­თონ ვერ ას­რუ­ლებს მას­ზე და­კის­რე­ბულ მო­ვა­ლე­ო­ბას.

ამ მიდ­გო­მის შეც­ვ­ლას სხვაგ­ვა­რი მიდ­გო­მით ვა­პი­რებთ. ჩა­მოთ­ვ­ლილ კრი­ტე­რი­უ­მებს ექ­ნე­ბა სა­მი დო­ნე, რომ­ლის მი­ხედ­ვით შე­ვა­ფა­სებთ სკო­ლებს. მა­გა­ლი­თად, მი­ვე­დით სა­ქა­შე­თის სკო­ლა­ში (გო­რის რა­ი­ო­ნი), შე­ვა­ფა­სეთ სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის პრო­ცე­სი (პრო­ცეს­ში იქ­ნე­ბა, და­ახ­ლო­ე­ბით, 20-30 ცვლა­დი), ოღონდ ეს წი­ნას­წარ ეცო­დი­ნე­ბა სკო­ლას, რომ გა­მო­ჭე­რის მიზ­ნით არ მი­ვი­დეთ. თუ და­ვუდ­გი­ნეთ, რომ ისი­ნი არი­ან მე­სა­მე დო­ნე­ზე, უნ­და შე­ვი­მუ­შა­ოთ სტ­რა­ტე­გი­უ­ლი გეგ­მა და ამ პრო­ცეს­ში დი­დი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა დი­რექ­ტორს და­ე­კის­რე­ბა. მან სას­წავ­ლო პრო­ცე­სის მო­ბი­ლი­ზე­ბა ისე უნ­და მო­ახ­დი­ნოს, რომ მო­მა­ვალ წელს მე­ო­რე დო­ნე­ზე გა­და­ვიდ­ნენ. ბუ­ნებ­რი­ვია, სტრა­ტე­გი­უ­ლი გეგ­მის­თ­ვის სკო­ლებს მე­ტი თან­ხა დას­ჭირ­დე­ბათ და ყბა­და­ღე­ბუ­ლი ვა­უ­ჩე­რუ­ლი და­ფი­ნან­სე­ბის სის­ტე­მა უფ­რო მიზ­ნობ­რივი და­ფი­ნან­სე­ბის სის­ტე­მა­ზე გა­და­ვა. მა­გა­ლი­თად, რო­გორ ვიქ­ცე­ვით სახ­ლ­ში, თუ საქ­ვა­ბე გა­ფუჭ­და? რო­ი­ალს ხომ არ ვი­ყი­დით? — სა­დაც გვი­ჭირს, იქ მეტს ვხარ­ჯავთ და ვა­კე­თებთ საქ­ვა­ბეს. იგი­ვე მიდ­გო­მა იქ­ნე­ბა აქაც — ჩვენ სა­დაც გვი­ჭირს და გვინ­და მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უმ­ჯობ­ესე­ბა, თან­ხებ­საც იმ მი­მარ­თუ­ლე­ბით მივ­მარ­თავთ. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რო­დე­საც სკო­ლას და­უდ­გინ­დე­ბა, რომ მას დის­ციპ­ლი­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი აქვს, თან­ხა­საც და ადა­მი­ა­ნურ რე­სურ­ს­საც იქით მი­მარ­თავს. ამი­ტომ არას­წო­რია, ახ­ლა გა­მო­ვი­დეთ და პირ­და­პირ და­ვა­და­ნა­შა­უ­ლოთ პირ­ვე­ლი ექ­ს­პე­რი­მენ­ტუ­ლი ან 51-ე სკო­ლა, სა­დაც 2300-2400 ბავ­შ­ვი სწავ­ლობს, რომ დის­ციპ­ლი­ნა­ში არ აქვთ კარ­გი მდგო­მა­რე­ო­ბა. აბა, გა­უმ­კ­ლავ­დით ამ­დენ მოს­წავ­ლეს, რო­გო­რი იოლია. მათ აუცი­ლებ­ლად სჭირ­დე­ბათ ფსი­ქო­ლო­გი­სა და რე­სურ­სო­ფიც­რის დახ­მა­რე­ბა. ამი­ტომ, მა­გა­ლი­თად, თუ­კი 51-ე სკო­ლას კარ­გი მდგო­მა­რე­ო­ბა აქვს სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში, მა­შინ მე­ტი რე­სურ­სი უნ­და და­ხარ­ჯოს დის­ციპ­ლი­ნის­თ­ვის. აი, ასეთ დი­ფე­რენ­ცი­რე­ბულ მიდ­გო­მას გუ­ლის­ხ­მობს სკო­ლე­ბის შე­ფა­სე­ბის კომ­პ­ლექ­სუ­რი სის­ტე­მა.“

ცენ­ტ­რის დი­რექ­ტო­რი, დღე­ვან­დე­ლი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის ბევრ გა­მოწ­ვე­ვას შო­რის, უპირ­ვე­ლეს პრობ­ლე­მად მა­ინც იმ უნი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მას ასა­ხე­ლებს, რო­მე­ლიც ათ­წ­ლე­უ­ლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გვქონ­და: „რო­გო­რი გო­ნი­ე­რიც უნ­და ვი­ყო, რო­გო­რი გო­ნი­ე­რი თა­ნამ­შ­რომ­ლე­ბიც მყავ­დეს და რა მა­გი­უ­რი ძა­ლე­ბიც არ უნ­და გა­მაჩ­ნ­დეს, ჩხო­როწყუს რა­ი­ო­ნის სო­ფელ ხა­ბუ­მეს სკო­ლის ერთ კონ­კ­რე­ტულ საკ­ლა­სო ოთახ­ში რა ხდე­ბა (სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში 45 ათა­სი საკ­ლა­სო ოთა­ხია) მა­ინც ვერ გა­ვი­გებთ. ამი­ტომ ჩვენ უნ­და გა­და­ვი­დეთ სკო­ლის ბა­ზა­ზე პრო­ფე­სი­ულ გან­ვი­თა­რე­ბა­ზე და ერ­თხელ და სა­მუ­და­მოდ ვენ­დოთ სკო­ლას. დღე­ვან­დე­ლი გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტ­რის ხედ­ვაც ეს არის (რამ­დე­ნი­მე პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი სწო­რედ ამ ხედ­ვის გარ­შე­მო შე­მო­ვიკ­რი­ბეთ). ხედ­ვა ასე­თია: გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტ­რი უნ­და მენ­დოს მე, მე — დი­რექ­ტორს, დი­რექ­ტო­რი — მას­წავ­ლე­ბელს და მოს­წავ­ლეს. ჩვენს სა­ზო­გა­დო­ე­ბას (მო­გეხ­სე­ნე­ბათ, პოს­ტ­საბ­ჭო­თა ქვე­ყა­ნა ვართ და საბ­ჭო­თა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში უნ­დობ­ლო­ბის და­თეს­ვა და ზედ­მე­ტი კონ­ტ­რო­ლი ერთ-ერ­თი მთა­ვა­რი მე­თო­დი იყო), ეს უნ­დობ­ლო­ბა აღარ გვჭირ­დე­ბა. დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ძა­ლი­ან კარ­გად გეს­მით, რომ მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რი ვე­რა­ნა­ი­რად ვერ შეძ­ლებს 58684 პე­და­გო­გი­სა და 2083 სა­ჯა­რო სკო­ლის გა­კონ­ტ­რო­ლე­ბას, ეს უტო­პიაა და ვი­საც ამის სჯე­რა, ვეტყ­ვი, რომ ისევ სა­ბუ­თო­მა­ნი­ამ­დე მი­ვალთ.“

მო­ამ­ზა­და ლა­ლი ჯე­ლა­ძემ  

დატოვეთ კომენტარი