როგორც ცოცხალი ურთიერთობაა აუცილებელი, ასევე საჭიროა დისტანციური პლატფორმა

182
ახალ სას­წავ­ლო წელს ჩო­ხა­ტა­უ­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის 32 სკო­ლაც კო­ვიდ-19-ის პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­ში შეხ­ვ­და. თა­ნაც, გუ­რი­ის რე­გი­ონ­შიც და ამ მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში ვი­რუ­სი ზედ სას­წავ­ლო წლის დაწყე­ბის წინ, სექ­ტემ­ბერ­ში, გა­მოვ­ლინ­და. ჯერ­ჯე­რო­ბით ამას ჩო­ხა­ტა­ურ­ში მა­სობ­რი­ვი პრობ­ლე­მე­ბი არ შე­უქ­მ­ნია, თუმ­ცა ორ სკო­ლა­ში სას­წავ­ლო პრო­ცე­სი დის­ტან­ცი­უ­რად და­იწყო — მა­ღალ­მ­თი­ა­ნი ზო­ტი­სა და ჩხა­კა­უ­რას სკო­ლებ­ში ვი­რუ­სი მას­წავ­ლებ­ლებს აღ­მო­აჩ­ნ­დათ. ამას­თან, ერთ-ერთ სკო­ლა­ში მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რის და­ფიქ­სი­რე­ბის გა­მო, პირ­ვე­ლი­ვე დღი­დან, ერ­თ­ბა­შად ოთხი მოს­წავ­ლე თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­შია და ასე­ვე დის­ტან­ცი­უ­რად შე­უდ­გა სწავ­ლას იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ მომ­დევ­ნო დღე­ებ­ში ტემ­პე­რა­ტუ­რა აღარ ჰქო­ნი­ათ. ჩო­ხა­ტა­უ­რის რე­სურ­ს­ცენ­ტ­რის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი შო­რე­ნა სი­ხა­რუ­ლი­ძე იმე­დოვ­ნებს, რომ ზო­ტი­სა და ჩხა­კა­უ­რას სკო­ლებ­ში, 28 სექ­ტემ­ბ­რი­დან, სწავ­ლა საკ­ლა­სო ოთა­ხებ­ში გაგ­რ­ძელ­დე­ბა. მი­სი თქმით, მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი ამ ვი­რუს­საც მომ­ზა­დე­ბუ­ლი შეხ­ვ­და და ზო­გა­დად, სას­წავ­ლო წელ­საც.

 

— რო­გორ შეხ­ვ­და ჩო­ხა­ტა­უ­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი ახალ სას­წავ­ლო წელს, ხომ არ ყო­ფი­ლა რა­ი­მე პრობ­ლე­მა?

— ჩო­ხა­ტა­უ­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში სულ 32 სკო­ლა გვაქვს — 31 სა­ჯა­რო და 1 — კერ­ძო. 15 სექ­ტემ­ბერს ყვე­ლა მათ­გან­მა და­იწყო სწავ­ლა, ოღონდ ორ სო­ფელ­ში ეს დის­ტან­ცი­უ­რად მოხ­და. ესე­ნია მა­ღალ­მ­თი­ა­ნი სოფ­ლე­ბის — ზო­ტი­სა და ჩხა­კა­უ­რას სკო­ლე­ბი, სა­დაც თი­თო-თი­თო პე­და­გოგს აღ­მო­აჩ­ნ­და კო­რო­ნა­ვი­რუ­სი. მათ, გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს­თან შე­თან­ხ­მე­ბით, უკ­ვე ითხო­ვეს, რომ 28 სექ­ტემ­ბ­რი­დან სას­წავ­ლო პრო­ცე­სი ისევ საკ­ლა­სო ოთა­ხებ­ში გაგ­რ­ძელ­დეს. ორი­ვე სკო­ლის ყვე­ლა პე­და­გოგს ჩა­უ­ტარ­და ტეს­ტი­რე­ბა და, სა­ბედ­ნი­ე­როდ, არც ერთ მათ­განს ეს ვი­რუ­სი არ აღ­მო­აჩ­ნ­და. ამი­ტომ, დი­დი ალ­ბა­თო­ბით, ზოტ­შიც და ჩხა­კა­უ­რა­შიც 28 სექ­ტემ­ბერს მარ­თ­ლაც და­უბ­რუნ­დე­ბი­ან საკ­ლა­სო ოთა­ხებს.

სხვა სკო­ლებს რაც შე­ე­ხე­ბათ, 15 სექ­ტემ­ბერს ყვე­ლა მათ­გან­მა ჩვე­უ­ლებ­რი­ვად, ყო­ველ­გ­ვა­რი შე­ფერ­ხე­ბი­სა და დაბ­რ­კო­ლე­ბის გა­რე­შე, და­იწყო სას­წავ­ლო პრო­ცე­სი, რა­ი­მე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი შე­ფერ­ხე­ბა და პრობ­ლე­მა არ გვქო­ნია. მხო­ლოდ ერთ სკო­ლა­ში იყო შემ­თხ­ვე­ვა, რო­ცა პირ­ვე­ლი­ვე დღეს 4 მოს­წავ­ლეს და­უ­ფიქ­სირ­და მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა. სკო­ლა შე­სა­ბა­მი­სი წე­სე­ბის დაც­ვით მო­იქ­ცა — მა­შინ­ვე გა­და­იყ­ვა­ნეს სა­ნი­ტა­რიულ ოთახ­ში, გა­მო­ი­ძა­ხეს მშობ­ლე­ბი, სა­მე­დი­ცი­ნო სამ­სა­ხუ­რი და ისი­ნი, ყვე­ლა პრო­ცე­დუ­რის დაც­ვით, ოჯა­ხის ექი­მის მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ არი­ან. თუმ­ცა მას შემ­დეგ საკ­მაო დრო გა­ვი­და და ბავ­შ­ვე­ბი თავს ნორ­მა­ლუ­რად გრძნო­ბენ, მე­რე ტემ­პე­რა­ტუ­რაც აღარ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლა და ტეს­ტის აღე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბაც არ დამ­დ­გა­რა. ისი­ნი დის­ტან­ცი­ურ რე­ჟიმ­ზე გა­და­იყ­ვა­ნეს და ჯე­რაც ასე რჩე­ბი­ან, მაგ­რამ, ალ­ბათ, ცო­ტა ხან­ში შე­მო­უ­ერ­თ­დე­ბი­ან სკო­ლას. დი­რექ­ცია ოჯა­ხის ექიმ­თან ყო­ველ­დღი­ურ კო­მუ­ნი­კა­ცი­ა­შია, თა­ვად სკო­ლა­საც აქვს ექი­მის შტა­ტი, სა­დაც სპე­ცი­ა­ლო­ბით ექი­მი მუ­შა­ობს და ამ პრო­ცესს აქ­ტი­უ­რად ადევ­ნე­ბენ თვალ­ყურს.

— თუ მა­ინც დის­ტან­ცი­უ­რად სწავ­ლო­ბენ და არ და­დი­ან სკო­ლა­ში, იქნებ ტეს­ტიც ჩა­ტა­რე­ბო­დათ ყო­ველ­გ­ვა­რი შემ­თხ­ვე­ვი­თო­ბის გა­მო­სა­რიცხად!

— ვერ გეტყ­ვით, ამას ჩვენ არ ვწყვეტთ, მაგ­რამ რა­კი მე­ო­რე დღეს ტემ­პე­რა­ტუ­რა აღარ ჰქონ­დათ, არ მი­იჩ­ნი­ეს სა­ჭი­როდ ტეს­ტის ჩა­ტა­რე­ბა. ამა­ზე გვქონ­და კონ­სულ­ტა­ცია ჯან­დაც­ვის სფე­როს წარ­მო­მად­გე­ნელ­თა­ნაც და ოჯა­ხის ექიმ­თა­ნაც. სკო­ლამ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა ის ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი, რაც მას კა­ნო­ნით ევა­ლე­ბო­და. რო­გორც გითხა­რით, ის ბავ­შ­ვე­ბი ამ­ჟა­მად დის­ტან­ცი­უ­რად არი­ან ჩარ­თუ­ლი სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში.

— სხვა სკო­ლებ­შიც ხომ არ ყო­ფი­ლა პრობ­ლე­მე­ბი ამ კუთხით?

— არა, სხვა­გან არა­ფე­რი ყო­ფი­ლა. ყვე­ლა იმ მას­წავ­ლე­ბელს, რო­მე­ლიც ბო­ლო 12 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ნამ­ყო­ფი იყო ე.წ. „წი­თელ ზო­ნა­ში“, ასე­თი კი, უპირ­ვე­ლე­სად, აჭა­რა იყო, ჩა­ვუ­ტა­რეთ ტეს­ტი­რე­ბა და თქვენ წარ­მო­იდ­გი­ნეთ, სწო­რედ მა­შინ აღ­მოჩ­ნ­და ის ორი შემ­თხ­ვე­ვაც. ნამ­დ­ვი­ლად სწო­რი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა იყო, რომ სას­წავ­ლო პრო­ცე­სის დაწყე­ბამ­დე მოხ­და მას­წავ­ლე­ბელ­თა შე­მოწ­მე­ბა და ეს პრო­ცე­სი არ გაგ­ვე­პა­რა. არა­და, ორი­ვე მათ­გა­ნი თავს მშვე­ნივ­რად გრძნობ­და, არა­ნა­ი­რი სიმ­პ­ტო­მე­ბი არ აღე­ნიშ­ნე­ბო­დათ. ამას­თან, მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დე ორი­ვე სკო­ლის დი­რექ­ცი­ა­საც, რად­გან მას­წავ­ლებ­ლე­ბი ყვე­ლა პრო­ცე­დუ­რის დაც­ვით იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ სკო­ლა­ში, ანუ ეკე­თათ პირ­ბა­დე­ე­ბი. ზო­ტე­ლი პე­და­გო­გი ორი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და სკო­ლა­ში, მაგ­რამ იქ პირ­ბა­დე არ მო­უხ­ს­ნია, აი, მე­ო­რე შემ­თხ­ვე­ვა­ზე კი ცო­ტა ვნერ­ვი­უ­ლობ­დი — პირ­ბა­დე მა­თაც ეკე­თათ, მაგ­რამ თათ­ბი­რი ჩა­ა­ტა­რეს, ფარ­თი კი შე­და­რე­ბით პა­ტა­რაა და 25 მას­წავ­ლე­ბე­ლი დის­ტან­ცი­ა­ზე ვერ გან­ლაგ­დე­ბო­და. ამი­ტომ, სა­ბო­ლოო პა­სუ­ხის მი­ღე­ბამ­დე, საკ­მა­ოდ ვი­ნერ­ვი­უ­ლე, მაგ­რამ აღ­მოჩ­ნ­და, რომ ამ პირ­ბა­დე­ებ­მა გა­დაგ­ვარ­ჩი­ნა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, აუცი­ლე­ბე­ლია, ყვე­ლამ, უპირ­ვე­ლე­სად კი მას­წავ­ლე­ბელ­მა, შე­ას­რუ­ლოს ის რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი, რაც შე­ნო­ბა­ში ყოფ­ნის დრო­საა სა­ჭი­რო. მად­ლო­ბა ღმერთს და მად­ლო­ბა მათ, რომ ეს რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი და­იც­ვეს, თო­რემ ბევ­რი პე­და­გო­გი გვე­ყო­ლე­ბო­და და­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი.

— სულ რამ­დე­ნი ტეს­ტი ჩა­ტარ­და რა­ი­ონ­ში?

— თავ­და­პირ­ვე­ლად — 55, იმ მას­წავ­ლებ­ლებ­თან, რომ­ლე­ბიც აჭა­რა­ში იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ, მაგ­რამ მას შემ­დეგ, რაც ვი­რუ­სის მა­ტე­ბა ქუ­თა­ის­შიც და­იწყო, ჯან­დაც­ვამ იქ ნამ­ყო­ფებ­საც აუღო ტეს­ტე­ბი. სა­ბედ­ნი­ე­როდ, ორის მეტს არ აღ­მო­აჩ­ნ­და ვი­რუ­სი. ისი­ნიც თავს კარ­გად გრძნო­ბენ და და­ა­ვა­დე­ბა რთუ­ლად არ მიმ­დი­ნა­რე­ობს, სის­ტე­მა­ტუ­რად ვე­კონ­ტაქ­ტე­ბით. ორი­ვე მათ­გა­ნი ბა­თუმს უკავ­შირ­დე­ბა, ერ­თი — იმ ქორ­წილს. ამ­ჟა­მად ორი­ვე მათ­გა­ნი საჩხე­რე­შია. თა­ვად სოფ­ლებ­შიც ჩა­ტარ­და შე­მოწ­მე­ბა და, სა­ბედ­ნი­ე­როდ, იქაც თი­თო სო­ფელ­ში მხო­ლოდ თი­თო მაცხოვ­რე­ბელს და­უ­დას­ტურ­და ვი­რუ­სი — ერთ შემ­თხ­ვე­ვა­ში ეს ჩვე­ნი მას­წავ­ლებ­ლის კა­რის მე­ზო­ბე­ლია, მე­ო­რე შემ­თხ­ვე­ვა­ში — მას­წავ­ლებ­ლის მე­უღ­ლე. ერ­თი სიტყ­ვით, სულ­ზე მი­ვუს­წა­რით და დრო­უ­ლად ჩა­ვა­ტა­რეთ ტეს­ტი­რე­ბა, თო­რემ ვი­რუ­სი სოფ­ლებ­შიც მა­ლე გავ­რ­ცელ­დე­ბო­და.

თუმ­ცა, ამის მი­უ­ხე­და­ვად, ძა­ლი­ან კი ვფრთხი­ლობთ და ვცდი­ლობთ, რა­ი­მე პრო­ცე­დუ­რა არ და­ირ­ღ­ვეს. ამ ორ­მა შემ­თხ­ვე­ვამ სხვა სკო­ლე­ბი კი გა­ა­ნერ­ვი­უ­ლა, მაგ­რამ, გა­მო­აფხიზ­ლა კი­დეც და ცდი­ლო­ბენ, ყვე­ლა რე­კო­მენ­და­ცია ზუს­ტად და­იც­ვან. ბავ­შ­ვე­ბის თერ­მოს­კ­რი­ნინ­გი ორ­ჯერ ხორ­ცი­ელ­დე­ბა — პირ­ვე­ლად, რო­ცა სკო­ლის ტრან­ს­პორ­ტ­ში ადი­ან, მძღო­ლი უმოწ­მებთ სიცხეს (ყვე­ლა მათ­განს აქვს ეს აპა­რა­ტი), მე­ო­რედ კი უკ­ვე სკო­ლა­ში შეს­ვ­ლი­სას უზო­მა­ვენ ტემ­პე­რა­ტუ­რას.

მთე­ლი ზაფხუ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში ვმუ­შა­ობ­დით იმის­თ­ვის, რომ სა­ნი­ტა­რიულ მდგო­მა­რე­ო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტ­როს რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი სრუ­ლად მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი­ყო — მძღო­ლებ­საც კი ჩა­ვუ­ტა­რეთ ტრე­ნინ­გე­ბი, რო­გორ უნ­და მო­იქ­ც­ნენ ბავ­შ­ვებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სას, და­ვუ­რი­გეთ თერ­მოს­კ­რი­ნინ­გის აპა­რა­ტე­ბი, სკო­ლებს გა­და­ვე­ცით დე­ზო­ბა­რი­ე­რე­ბი, სა­დე­ზინ­ფექ­ციო სითხე­ე­ბი თა­ვი­სი კონ­ტე­ი­ნე­რე­ბით, სიცხის სა­ზო­მი აპა­რა­ტე­ბი და სხვა, რა­შიც ძა­ლი­ან დაგ­ვეხ­მა­რა ად­გი­ლობ­რი­ვი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, რის­თ­ვი­საც დი­დი მად­ლო­ბა მათ. სა­ბედ­ნი­ე­როდ, ჩვე­ნი შრო­მა და­ფას­და და ყვე­ლა სკო­ლა სტან­დარ­ტებ­თან შე­სა­ბა­მი­სო­ბა­შია. ეს და­ა­დას­ტუ­რა კი­დეც მო­ნი­ტო­რინ­გ­მა. ყვე­ლამ და­დე­ბი­თი შე­ფა­სე­ბა მი­ი­ღო. მი­ხა­რია, რომ ამ შრო­მამ შე­დე­გი გა­მო­ი­ღო, ოღონდ თვით­კ­მა­ყო­ფი­ლე­ბას არ მივ­ცე­მი­ვართ, რომ არა­ფე­რი გა­მოგ­ვე­პა­როს, თით­ქ­მის ყო­ველდღე გავ­დი­ვართ სკო­ლებ­ში შე­მოწ­მე­ბებ­ზე და ვაკ­ვირ­დე­ბით ამ პრო­ცესს. ღვთის წყა­ლო­ბით, ჯერ­ჯე­რო­ბით, ყვე­ლა­ფე­რი ნორ­მა­ლუ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს. ბავ­შ­ვებ­საც და მას­წავ­ლებ­ლებ­საც იმ­დე­ნად მო­ნატ­რე­ბუ­ლი ჰყავ­დათ ერ­თ­მა­ნე­თი, რომ ყვე­ლა­ფერს გა­ა­კე­თე­ბენ, რა­თა არ გა­და­ვიდ­ნენ დის­ტან­ცი­ურ რე­ჟიმ­ში. ცხა­დია, ყვე­ლას ურ­ჩევ­ნია, იყ­ვ­ნენ საკ­ლა­სო ოთახ­ში ერ­თ­მა­ნე­თის პი­რის­პირ, იყოს ცოცხა­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა და არა — დის­ტან­ცი­უ­რი.

— ქვე­ნობ­ნის სკო­ლა­ში რა მდგო­მა­რე­ო­ბაა, იქ ხომ არა­ფე­რი გა­მოვ­ლე­ნი­ლა?

— სა­ბედ­ნი­ე­როდ, იქაც არა­ფე­რი არ ყო­ფი­ლა. ქვე­ნო­ბა­ნი იყო პირ­ვე­ლი სო­ფე­ლი ჩვენს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, სა­დაც ვი­რუ­სი და­ფიქ­სირ­და, აღ­მო­აჩ­ნ­და ბა­თუ­მი­დან ჩა­მო­სულ სტუ­დენტს და მის­გან მე­ზობ­ლის ჩვილ ბავშვს გა­და­ე­დო, სკო­ლა­ში კი არა­ფე­რი გა­მოვ­ლე­ნი­ლა. იქაც ჩა­ტარ­და მო­სახ­ლე­ო­ბის მა­სობ­რი­ვი ტეს­ტი­რე­ბა, მაგ­რამ იმ ორის გარ­და, სხვა შემ­თხ­ვე­ვა არ გა­მოვ­ლე­ნი­ლა.

ერ­თი სიტყ­ვით, ფრთხი­ლად თუ ვიქ­ნე­ბით და ყვე­ლა რე­კო­მენ­და­ცი­ას ზედ­მი­წევ­ნით და­ვი­ცავთ, ვფიქ­რობ, მწვა­ვე პრობ­ლე­მე­ბი არ გვექ­ნე­ბა. ამა­ში მშობ­ლე­ბის რო­ლიც უდი­დე­სია, თუმ­ცა ამ კუთხით უფ­რო გვი­ჭირს, რად­გან ბევ­რი მათ­გა­ნი ბა­თუმ­ში მუ­შა­ობს. სკო­ლე­ბის დი­რექ­ცი­ას ასეთ მშობ­ლებ­თა­ნაც აქვს კო­მუ­ნი­კა­ცია, რა­თა ყვე­ლამ ერ­თად და­ვიც­ვათ თა­ვი. ვი­მე­ო­რებ — მშობ­ლის რო­ლი უდი­დე­სია, მხო­ლოდ სკო­ლის ად­მი­ნის­ტ­რა­ცია, მას­წავ­ლე­ბე­ლი და სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სის­ტე­მა ვი­რუსს ვერ მო­ე­რე­ვა, ყვე­ლამ ერ­თად ხე­ლი­ხელ­ჩა­კი­დე­ბულ­მა ჩვენ­ზე და­კის­რე­ბუ­ლი მო­ვა­ლე­ო­ბა და პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა პირ­ნათ­ლად უნ­და შე­ვას­რუ­ლოთ.

— სა­ჭი­რო­ე­ბა რომ ყო­ფი­ლი­ყო, დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბის­თ­ვის რამ­დე­ნად იყა­ვით მზად?

— გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­რო ამის­თ­ვი­საც ემ­ზა­დე­ბო­და. გვაქვს სა­თა­ნა­დო პროგ­რა­მა, რო­მელ­შიც გარ­კ­ვე­უ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი შე­ვი­და, რო­გორც ეროვ­ნულ სას­წავ­ლო გეგ­მა­ში. რაც მთა­ვა­რია, ყვე­ლა სკო­ლა­ში მომ­ზად­და ისე­თი მას­წავ­ლე­ბე­ლი, ვინც დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბი­სას რა­ი­მე ხარ­ვე­ზის შემ­თხ­ვე­ვა­ში მშო­ბელს და­ეხ­მა­რე­ბო­და, რომ ბავ­შ­ვი პრობ­ლე­მის გა­რე­შე ჩარ­თუ­ლი­ყო სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში. იმე­დია, არ დაგ­ვ­ჭირ­დე­ბა დის­ტან­ცი­ურ­ზე გა­დას­ვ­ლა, მაგ­რამ ამის­თ­ვი­საც მზად ვართ.

— თქვე­ნი აზ­რი რო­გო­რია დის­ტან­ცი­ურ მუ­შა­ო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით? სა­ზო­გა­დო­ე­ბის გარ­კ­ვე­უ­ლი ფე­ნა ფიქ­რობს, რომ აჯო­ბებს, სამ­სა­ხუ­რე­ბის ნა­წი­ლი სა­ერ­თოდ დის­ტან­ცი­ურ­ზე თუ გა­და­ვა.

— არის თე­მე­ბი, სა­დაც დის­ტან­ცი­უ­რი პლატ­ფორ­მის გა­მო­ყე­ნე­ბა აუცი­ლე­ბე­ლია და მი­ზან­შე­წო­ნი­ლი. რა თქმა უნ­და, ორი­ვე მო­დე­ლი უნ­და არ­სე­ბობ­დეს. რო­გორც ცოცხა­ლი ურ­თი­ერ­თო­ბაა, აუცი­ლე­ბე­ლი, ასე­ვე სა­ჭი­როა დის­ტან­ცი­უ­რი მო­დე­ლი,   უფ­რო სწრა­ფად ვამ­ყა­რებთ ერ­თ­მა­ნეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბას. ჩვენ შემ­თხ­ვე­ვა­ში, გვაქვს სკო­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც და­ბი­დან 40 კი­ლო­მეტ­რი­თაა და­შო­რე­ბუ­ლი და ამ პლატ­ფორ­მის გა­მო­ყე­ნე­ბა სას­წ­რა­ფო სა­კითხე­ბის გან­სა­ხილ­ვე­ლად უფ­რო მად­გე­ბა, ვიდ­რე — ცოცხა­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა.

— ასე­თი შო­რე­უ­ლი და მთი­ა­ნი რე­გი­ო­ნე­ბის სკო­ლე­ბი ტექ­ნი­კუ­რად არი­ან მზად მსგავ­სი ურ­თი­ერ­თო­ბის­თ­ვის?

— ინ­ტერ­ნე­ტი ყვე­ლა სკო­ლა­ში გვაქვს, თუმ­ცა არის რამ­დე­ნი­მე სო­ფე­ლი, სა­დაც თა­ვად ინ­ტერ­ნე­ტის და­ფარ­ვის ზო­ნაა ნაკ­ლე­ბი და სიძ­ნე­ლე­ე­ბი ამან შეგ­ვიქ­მ­ნა. მა­გა­ლი­თად, გაგ­ვი­ჭირ­და ზე­მო­სუ­რე­ბის, შუ­ა­სე­რე­ბის, ჩხა­კა­უ­რას სკო­ლებ­ში, რად­გან იმ სოფ­ლებ­ში ინ­ტერ­ნე­ტი არ იჭერს კარ­გად, მაგ­რამ თა­ვად სკო­ლებ­ში ეს პრობ­ლე­მა მოგ­ვა­რე­ბუ­ლია. ამი­ტომ მათ­თან გაგ­ვი­ჭირ­და მა­შინ, რო­ცა დის­ტან­ცი­უ­რად ვმუ­შა­ობ­დით, შე­ნო­ბა­ში შეს­ვ­ლა არ შეგ­ვეძ­ლო და სახ­ლებ­ში იყ­ვ­ნენ, თუმ­ცა სკო­ლებ­ში რომ შე­ვიდ­ნენ, ეს პრობ­ლე­მაც მოგ­ვარ­და. სა­მა­გი­ე­როდ, იმ პე­რი­ოდ­ში შეგ­ვეშ­ვე­ლა ტე­ლეს­კო­ლა, რაც ძა­ლი­ან კარ­გი პლატ­ფორ­მა იყო სწო­რედ ჩვენ­ნა­ი­რი მა­ღალ­მ­თი­ა­ნი სკო­ლე­ბის­თ­ვის.

— ინ­ვენ­ტა­რის, მა­ტე­რი­ა­ლურ-ტექ­ნი­კუ­რი ბა­ზის მხრივ ხომ არ ყო­ფი­ლა სიძ­ნე­ლე­ე­ბი?

— აბ­სო­ლუ­ტუ­რად უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლია ყვე­ლა სკო­ლა. ამ­დე­ნი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო, ალ­ბათ, არც კი გვქო­ნია. თუ მა­ინც ბავშვს და­აკ­ლ­დე­ბა რა­ღაც ხარ­ვე­ზის გა­მო — ვთქვათ, ბა­ზა­ში არას­წო­რად იყო აღ­რიცხუ­ლი, ამის­თ­ვი­საც მზად ვართ, ად­გილ­ზე გვაქვს მა­რა­გი. სკო­ლებ­ში ყვე­ლა ინ­ვენ­ტა­რი გა­და­ცე­მუ­ლია, გა­ახ­ლე­ბუ­ლია, კომ­პი­უ­ტე­რე­ბიც და­რი­გე­ბუ­ლია და შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, ამ კუთხით ფორ­მა­ში ვართ.

— მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში რამ­დე­ნა­დაა და­ნერ­გი­ლი სწავ­ლე­ბის ისე­თი თა­ნა­მედ­რო­ვე მე­თო­დი, რო­გო­რი­ცაა ვი­დე­ო­თე­კე­ბი, რაც და­სავ­ლეთ­ში, კარ­გა ხა­ნია, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ამ­ბა­ვია?

— სულ რამ­დე­ნი­მე დღის წინ მწვრთნელ­თა შეხ­ვედ­რა გვქონ­და, გიფ­სის პროგ­რა­მა­ში ჩა­ვერ­თეთ, რომ­ლის მო­ნა­წი­ლეც ვართ, და პირ­ვე­ლი ონ­ლა­ინლექ­ცი­აც მო­ვის­მი­ნეთ. ეს შე­სა­ნიშ­ნა­ვი პლატ­ფორ­მაა.

— დღეს გარ­და­მა­ვალ ეტაპ­ზე ვართ, რო­ცა უშუ­ა­ლოდ ჩვენ ვამ­კ­ვიდ­რებთ ცხოვ­რე­ბა­ში თა­ნა­მედ­რო­ვე სკო­ლის მო­დელს. ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით რა­ი­მე სა­ხის შე­ნიშ­ვ­ნა ხომ არ გექ­ნე­ბათ? იქ­ნებ ხე­დავთ რა­მეს, რი­სი გა­კე­თე­ბაც უკეთ შე­იძ­ლე­ბა?

— პან­დე­მი­ამ ხე­ლი თუ შეგ­ვი­შა­ლა, ეგ­რეთ წო­დე­ბუ­ლი ქო­უ­ჩე­ბის ად­გილ­ზე მის­ვ­ლა, რომ­ლებ­მაც უნ­და გა­და­ამ­ზა­დონ კად­რე­ბი, ძა­ლი­ან გაძ­ნელ­დე­ბა. ვფიქ­რობ, ახა­ლი სკო­ლის მო­დე­ლის შემ­თხ­ვე­ვა­ში ცოცხა­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა, სკო­ლებ­ში მის­ვ­ლა და მას­წავ­ლებ­ლებ­თან უშუ­ა­ლო კონ­ტაქ­ტი აუცი­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა. იმე­დია, ეს დიდ­ხანს არ გაგ­რ­ძელ­დე­ბა და ამ პრო­ცესს ხელს არ შე­უშ­ლის.

— ახა­ლი სკო­ლის მო­დე­ლი რე­სურ­ს­ცენ­ტ­რე­ბის რო­ლის გაზ­რ­და­საც ით­ვა­ლის­წი­ნებს. მა­ინც — რა კუთხით?

— სწო­რედ ამ კუთხი­თაც მიმ­დი­ნა­რე­ობს ამ პრო­ცე­სებ­ში ჩვე­ნი ჩარ­თ­ვა, ანუ რაც ევა­ლე­ბათ ქო­უ­ჩებს, მათ­თან ერ­თად ჩვენც გვქონ­დეს სრუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია და ყვე­ლა­ნა­ი­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბა, და­ვეხ­მა­როთ ახალ სკო­ლებს. რე­სურ­ს­ცენ­ტ­რე­ბის რო­ლი ამ კუთხით გა­იზ­რ­დე­ბა, შემ­დეგ კი, ალ­ბათ, პრო­ცე­სე­ბი დაგ­ვა­ნახ­ვებს მო­მა­ვალ სა­ჭი­რო­ე­ბას, რო­ცა ყვე­ლა­ფე­რი და­ლაგ­დე­ბა.

— ანუ საქ­მე იქით მი­დის, რომ რე­სურ­ს­ცენ­ტ­რი იყოს ად­გილ­ზე პრო­ცე­სე­ბის წარ­მ­მარ­თ­ვე­ლი?

— უფ­რო ხე­ლის­შემ­წყო­ბი — ვფიქ­რობ, ასე შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას.

— და­ბო­ლოს სპორ­ტი, რო­გორც ახა­ლი სკო­ლის მო­დე­ლის და ცხოვ­რე­ბის ერთ-ერ­თი უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სი სეგ­მენ­ტი. ამ კუთხით სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი აქვთ თბი­ლი­სის დიდ სკო­ლებ­საც კი, რომ­ლებ­საც არა აქვთ სპორ­ტუ­ლი დარ­ბა­ზე­ბი… ამ მხრივ რა მდგო­მა­რე­ო­ბაა მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში — არის თუ არა საკ­მა­რი­სი მა­ტე­რი­ა­ლურ-ტექ­ნი­კუ­რი ბა­ზა, ინ­ვენ­ტა­რი, გყავთ თუ არა სპორ­ტის გა­დამ­ზა­დე­ბუ­ლი პე­და­გო­გე­ბი, რამ­დე­ნად აქ­ტი­უ­რია სპორ­ტუ­ლი ცხოვ­რე­ბა სკო­ლებ­ში?

— სკო­ლებ­ს, სა­დაც კი გვქონ­და სპორ­ტუ­ლი დარ­ბა­ზი, ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტ­რომ ყვე­ლას ჩა­უ­ტა­რა რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია, რო­ცა ჯერ კი­დევ მის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა­ში შე­დი­ო­და ამის მო­წეს­რი­გე­ბა. მახ­სოვს, რამ­დე­ნი­მე წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ეს მა­თი მთა­ვა­რი პრი­ო­რი­ტე­ტი იყო და მა­შინ მთლი­ა­ნად და­ფა­რეს ჩვე­ნი ზო­ნა.

სამ­წუ­ხა­როდ, ყველ­გან არაა და­ხუ­რუ­ლი სპორ­ტუ­ლი დარ­ბა­ზი. რამ­დე­ნი­მე სო­ფელ­ში მო­ეწყო ღია ბა­ზა, სა­დაც სა­ვა­ლა­ლო მდგო­მა­რე­ო­ბა იყო. თუმ­ცა, სამ­წუ­ხა­როდ, გვაქვს ისე­თი სოფ­ლე­ბიც, სა­დაც სპორ­ტუ­ლი ბა­ზის პრობ­ლე­მა კვლა­ვაც მწვა­ვედ დგას. ძი­რი­თა­დად, ეს პა­ტა­რა სკო­ლე­ბია, რომ­ელთა შე­ნო­ბებ­შიც თა­ვის დრო­ზეც არ იყო გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და­ხუ­რუ­ლი სპორ­ტუ­ლი დარ­ბა­ზი.

გვყავს სპორ­ტის მას­წავ­ლე­ბელ­თა გა­დამ­ზა­დე­ბის პროგ­რა­მა­ში ჩარ­თუ­ლი კად­რე­ბიც და ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რი პე­და­გო­გე­ბიც. გუ­რი­ის მას­შ­ტა­ბით, სპორ­ტულ ოლიმ­პი­ა­დებ­ში რამ­დენ­ჯერ­მე გავ­სულ­ვართ პირ­ველ ად­გილ­ზე სხვა­დას­ხ­ვა სა­ხე­ო­ბებ­ში. თუ არ ვცდე­ბი, სამ­ჯერ ვი­ყა­ვით რე­გი­ო­ნული გა­თა­მა­შე­ბის გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლე­ბი და ფი­ნა­ლურ ეტა­პებ­შიც ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დით, სა­ქარ­თ­ვე­ლოს მას­შ­ტა­ბით. მარ­თა­ლია, ფი­ნალ­ში არა­სო­დეს მოგ­ვი­გია, მაგ­რამ რე­გი­ო­ნულ დო­ნე­ზე გვაქვს წარ­მა­ტე­ბე­ბი.

ესა­უბ­რა ირაკ­ლი თა­ვა­ძე

დატოვეთ კომენტარი