როგორი კალამის გამოყენება შეუძლია აპლიკანტს

343

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის აბიტურიენტთა საყურადღებოდ ავრცელებს ინფორმაციას, რომ 2019 წლის გამოცდებზეც უზრუნველყოფს თითოეულ აპლიკანტს შესაბამისი გელიანი (ტუშის) კალმით, თუმცა, სურვილის შემთხვევაში, გამოცდაში მონაწილეს შეუძლია გამოიყენოს საკუთარი კალამი – გელიანი (ე. წ. ტუშის), შავი ფერის, 0,5 – 0,7 მმ. ბურთულიანი წვერით.

ცენტრი აბიტურიენტებს აფრთხილებს, რომ სხვა კალმით დაწერის შემთხვევაში, შესაძლებელია სკანერმა ტექსტი ვერ აღიქვას და პრობლემა შეექმნათ.

დატოვეთ კომენტარი