როგორი იქნება უმაღლესის დაფინანსების ახალი მოდელი

1192

 

ამ კითხვაზე კონკრეტული პასუხი ჯერჯერობით საზოგადოებას არ მიუღია, სამინისტროს მიერ ამ თემაზე დაანონსებული შეხვედრაც გადაიდო, ინტერესი კი,   ბუნებრივია, ძალიან დიდია. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი სოფო გორგოძე ადასტურებს, რომ დაფინანსების წესი ისევ ცენტრალიზებულად განისაზღვრება და არ გადაინაცვლებს უნივერსიტეტების ნაწილში.

რა შეიცვლება სტუდენტისთვის გრანტის მიღების წესში? ცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, რომ სტუდენტისთვის გრანტის მიღების წესში რადიკალურად არაფერი შეიცვლება. „აქამდე, გრანტის განაწილებისას, სავალდებულო საგნებს ჰქონდათ მნიშვნელოვანი წონა. ახლა ვამუშავებთ რამდენიმე ვარიანტს, რომლებსაც აუცილებლად განვიხილავთ და საბოლოო გადაწყვეტილებას სამინისტრო მიიღებს. დღეს კი გამიჭირდება იმის თქმა, კონკრეტულად რა შეიცვლება სტუდენტისთვის, მაგრამ იმას ვიტყვი, რომ   განსაკუთრებულ ან სრულიად სხვა სისტემაზე ნამდვილად არ გადავდივართ.“

გულისხმობს თუ არა დაფინანსების ახალი მოდელი დიფერენცირებული დაფინანსების სისტემას (მაგალითად, უფრო ძვირადღირებული ფაკულტეტების მეტი ოდენობის თანხით დაფინანსება) და იგეგმება თუ არა დღეს არსებული დაფინანსების   თანხის – 2250 ლარის გაზრდა? – ამასტან დაკავშირებით სოფო გორგაძე ამბობს, რომ თვითონ ამ შეკითხვას ვერ უპასუხებს, რადგან ეს სამინისტროს პრეროგატივაა.

რაც შეეხება არჩევით საგნებში გამოცდის უნივერისიტეტებისთვის დამოუკიდებლად ჩატარების უფლებას, ცენტრის ხელმძღვანელმა განმარტა, რომ „ამ ეტაპზე გამოცდის დამოუკიდებლად ჩატარება არ განიხილება. თქვენ იცით, რომ დამოუკიდებლად შემოქმედებითი ტურები ტარდება და ისევ ამ ფორმატით გაგრძელდება. მაგრამ, თუკი, მაგალითად, სამედიცინო უნივერსიტეტი არჩევით საგნებად დაამატებს ფზიკას, ქიმიას ან ბილოგიას, ამ გამოცდას ჩვენი ცენტრი ცენტრალიზებულად ჩაატარებს.“

ლალი ჯელაძე

დატოვეთ კომენტარი