რეკომენდაციები ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებისთვის

430
ცნობილია, რომ ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებები ფუნქციონირებას პირველი ოქტომბრიდან განაახლებენ. ჯანდაცვის სამინისტრომ, საბავშვო ბაღების გახსნამდე ერთი თვით ადრე, გამოაქვეყნა რეკომენდაციები, რომლის გათვალისწინებაც მოუწევთ დაწესებულებების თანამშრომლებს, აღსაზრდელებსა და მშობლებს.
⤵️⤵️⤵️

 სრული ვერსია იხილეთ ბმულზე 

ზოგადი რეკომენდაციების გარდა, დოკუმენტში ხაზგასმულია ის რეკომენდაციები, რომელსაც განსაკუთრებულად უნდა მიადევნონ თვალი სააღმზრდელო დაწესებულებებმა:

ბავშვებმა საკვების მიღებამდე და მიღების შემდეგ, საპირფარეშოში შესვლისა და გამოსვლის შემდეგ, საფუძვლიანად დაიბანონ ხელები წყლითა და საპნით და კარგად გაიმშრალონ ერთჯერადი ხელის გასამშრალებელი საშუალებებით;

ბავშვებს დაეხმარეთ/ასწავლეთ/გამოუმუშავეთ ჩვევა, რომ დახველებისა და დაცემინების დროს სახეზე სუფთა ხელსახოცი ან მოხრილი იდაყვი მიიფარონ. ქცევების დემონსტრირებისთვის გამოიყენეთ სათამაშოები/თოჯინები;

თუ რომელიმე ბავშვი თავს შეუძლოდ იგრძნობს (მაგ. ექნება მუცლის ტკივილი, დაუფიქსირდება ტემპერატურის მატება) დაუყოვნებლივ უზრუნველყავით მისი გადაყვანა საიზოლაციო ოთახში.

ასევე, განსაკუთრებული წესები დაწესდა სამზარეულოსთვის, ჭურჭლის ხელით რეცხვისასდა შემგომი პროცედურებისა და დასუფთავება/დეზინფექციის დაცვისას.

რაც შეეხება ზოგად რეკომენდაციებს, ასეთია:

🔴 შეიმუშავეთ პანდემიის პირობებში საგანგებო სიტუაციაში სამოქმედო გეგმა;

🔴 არ დაუშვათ საბავშვო ბაღის შენობაში გარეშე პირების (მათ შორის მშობელთა/მეურვეთა) შესვლა. ბავშვების მიღება განხორციელდეს ბაღის თანამშრომლის მიერ;

🔴 დაწესებულების შესასვლელთან განახორციელეთ თერმოსკრინინგი, რათა გააკონტროლოთ როგორც პერსონალის, ასევე ბავშვებისა და მათი მშობლების/მეურვეების ჯანმრთელობის მდგომარეობა, ტემპერატურის გაზომვით;

🔴 პირი, რომელიც ატარებს თერმოსკრინინგს, ვალდებულია, ეკეთოს პირბადე და იცავდეს, არანაკლებ, 1-მეტრიან დისტანციას;

🔴 თერმოსკრინინგის დროს დაფიქსირებული მაღალი ტემპერატურის ხელმეორედ გადამოწმების მიზნით, შენობის შესასვლელში, უზრუნველყავით შესაბამისი მოსაცდელი სივრცის მოწყობა;

🔴 თერმოსკრინინგისას, ცხელების 37 გრადუსი С ან 37 გრადუსი С -ზე მეტი ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში, პირი ექვემდებარება  ტემპერატურის გადამოწმებას ვერცხლისწყლის თერმომეტრით, მოსაცდელ სივრცეში, 15-წუთიან შუალედში. ყოველი გამოყენების შემდეგ სავალდებულოა ვერცხლისწყლის თერმომეტრის დამუშავება სადეზინფექციო ხსნარით;

🔴 უზრუნველყავით სიცხიანი და რესპირატორული სიმპტომების მქონე ბავშვებისთვის დროებითი საიზოლაციო ოთახის გამოყოფა;

🔴 რესპირატორული სიმპტომების/ცხელების მქონე ბავშვი, სიმპტომების გამოვლენისთანავე, დროებით გადაყვანილ უნდა იქნეს საიზოლაციო ოთახში კანონიერი წარმომადგენლის მოკითხვამდე; მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის გონივრულ ვადაში გამოუცხადებლობის შემთხვევაში, დაწესებულება ვალდებულია დაუკავშირდეს 112-ს, შესაბამისი სამედიცინო სერვისის მისაღებად, ბავშვის გადამისამართების მიზნით;

საიზოლაციო მიზნებისთვის გამოყენებული ოთახი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:

✔️ შესაძლებელია ოპტიმალური ბუნებრივი ვენტილაცია;

✔️ აღჭურვილია დასაჯდომი/მოსასვენებელი საშუალებებით (სკამი/სავარძელი/ტახტი);

✔️ ხელმისაწვდომია ხელის ჰიგიენის საშუალებები: ხელსაბანი ნიჟარა და თხევადი საპონი ან ხელის სანიტაიზერი;

✔️ ყოველი გამოყენების შემთხვევაში უნდა დამუშავდეს სველი წესით.

🔴 სიცხის გადამოწმების შემდეგ, 37 გრადუს С-ზე ან 37 გრადუს С-ზე მეტი ტემპერატურის დადასტურების შემთხვევაში:

✔️ მასწავლებელი/აღმზრდელი/ძიძა/ადმინისტრაციის წარმომადგენელი არ დაიშვება  დაწესებულებაში და ვალდებულია მიმართოს ოჯახის ექიმს;

✔️ აღსაზრდელი განათავსეთ წინასწარ მომზადებულ საიზოლაციო ოთახში. დაუყოვნებლივ დაუკავშირდით მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს, რომელიც ვალდებულია ბავშვის დაწესებულებიდან დროულად გაყვანაზე;

✔️ მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის გონივრულ ვადაში გამოუცხადებლობის შემთხვევაში,  დაწესებულება ვალდებულია, დაუკავშიდეს 112-ს, შესაბამისი სამედიცინო სერვისის მისაღებად, ბავშვის გადამისამართების მიზნით;

✔️ საიზოლაციო ოთახში მყოფ ყველა 6 წელზე მეტი ასაკის პირს უნდა ეკეთოს პირბადე, დაცული  უნდა იყოს 1-მეტრიანი დისტანცია და ბავშვები არ უნდა რჩებოდნენ მეთვალყურეობის გარეშე;

🔴 დაფიქსირებული ცხელების შემთხვევები აღრიცხეთ შესაბამის ფორმაში;

🔴 დღის განმავლობაში, დაწესებულების თანამშრომლის ან ბავშვის ჯანმრთელობის გაუარესების შემთხვევაში, გადაამოწმეთ ტემპერატურა და იმოქმედეთ შესაბამისად;

🔴 დაუშვებელია რესპირატორული ინფექციისთვის დამახასიათებელი სიმპტომების მქონე (ხველა, ცემინება, სურდო, სუნთქვის გაძნელება, საერთო სისუსტე და ა.შ.) პირების (მასწავლებლების, აღმზრდელების, თანამშრომლების და აღსაზრდელების) დაშვება დაწესებულების შენობაში;

🔴 თვალსაჩინო ადგილას განათავსეთ ინფორმაცია COVID-19-ის პრევენციული ღონისძიებების შესახებ;

🔴 ობიექტის შესასვლელში განათავსეთ ხელის ანტისეპტიკური საშუალებები;

🔴 დაწესებულების შესასვლელში განათავსეთ დეზობარიერი, შესაბამისი გამოყენების სავალდებულო ნიშნის მითითებით;

🔴 აღმზრდელები, აღმზრდელთა თანაშემწეები, ძიძები, დამლაგებლები და სხვა პერსონალი, რომლებიც სკოლამდელ დაწესებულებაში მუშაობენ, გადაამზადეთ (მათ შორის ახალი კორონავირუსის COVID19-ის პრევენციული ღონისძიებების შესახებ) დაწესებულების გახსნამდე და გარდამავალ პერიოდში, რათა შეძლონ უსაფრთხო მუშაობის პროცედურებისა და ვირუსის გავრცელების პრევენციის შესახებ რეკომენდაციების დაცვა თავიანთ სამუშაო ადგილზე;

🔴 შეადგინეთ გეგმა ჯგუფების ოთახებისა და ოთახებში ბავშვების რაოდენობის შესახებ;

🔴 უზრუნველყავით ბავშვების ხელების დაბანა სათანადო წესით, ჯგუფურ ოთახში შესვლის წინ;

🔴 უზრუნველყავით პერსონალისა და სხვა პირების (გარდა ბავშვებისა) შესვლა დაწესებულებაში მხოლოდ ნიღბით;

🔴 კომუნიკაციის გაძლიერების სტრატეგიისა და ბავშვების ოჯახთან დიალოგის წახალისების მიზნით, გამოიყენეთ კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებები (მაგ. მოკლე ტექსტური შეტყობინება ან ვიდეოზარი, პოსტერები);

🔴 დაწესებულებაში უზრუნველყავით ბავშვის მიღებისა და გაშვების დროში გაწერილი გრაფიკის დაცვა, ამასთან, რაიმე მიზეზით გრაფიკის დარღვევის აუცილებლობის შემთხვევაში, მშობელმა/კანონიერმა წარმომადგენელმა, ბაღში მისვლამდე არანაკლებ 10 წუთით ადრე, უნდა აცნობოს ტელეფონით ჯგუფის ხელმძღვანელს, რათა საკმარისი დრო იყოს იმისთვის, რომ ბავშვი მოამზადონ სახლში წასასვლელად;

🔴 გამოიყენეთ ე.წ. „ჩეკლისტები“ იმისთვის, რომ დაეხმაროთ ოჯახებს სწორად იქნეს დადგეგმილი მათ მიერ ბავშვის ბაღში მიყვანისა და გაყვანის დროები, რათა თავიდან იყოს აცილებული მშობლებისა და ბავშვების ერთდოული თავშეყრა დაწესებულების შესასვლელში;

🔴 შეიმუშავეთ საერთო სივრცეში (ეზო, დარბაზი და ა.შ.) ბავშვების გაყვანის გრაფიკი იმგვარად, რომ კონკრეტულ დროის მონაკვეთში, სათამაშო მოედანზე ან სხვა საერთო სივრცეში, ბავშვების მცირე ჯგუფმა ითამაშოს/დაისვენოს;

🔴 უზრუნველყავით ბავშვებისთვის ფანქრების, მაკრატლებისა და სხვა საშუალებებისთვის ინდივიდუალური ყუთების შექმნა ისე, რომ სახელოვნებო/გასართობი საქმიანობის დროს თითოელმა გამოიყენოს მისთვის ინდივიდუალურად განკუთვნილი ყუთი;

🔴 აკრძალეთ სახლიდან სათამაშოების მოტანა;

🔴 ხმარებიდან ამოიღეთ ისეთი სათამაშოები, რომელთა რეცხვა და დეზინფიცირება ვერ ხერხდება;

🔴 უზრუნველყავით საძინებლებში ბავშვების საწოლების ერთმანეთის საპირისპირო მიმართულებით განლაგება იმგვარად, რომ ბავშვები წოლის დროს სახით ერთმანეთის პირისპირ აღმოჩნდნენ;

🔴 ბავშვებში კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების განვითარება-ჩამოყალიბების ხელშეწყობისთვის, დანერგეთ იმგვარი თამაშები, როგორიცაა, მაგალითად:  შეჯიბრი ხელების დაბანაში;

🔴 მეგობრებთან შეხვედრის, მისალმების და ურთიერთობის ახალი უნარების სწავლა;

🔴 სახალისო თამაშები სახეზე ხელის შეხებისგან თავშეკავებაზე;

🔴 როგორ უნდა დავაცემინოთ და დავახველოთ ისე, რომ სხვა არ დავაზიანოთ;

🔴 უკონტაქტო მისალმების ხერხები, როგორიც არის მაგალითად, მისალმება ჟესტებით,·

🔴 მშვიდობის ნიშნის ჩვენება, ხელის დაქნევა, თვალის ჩაკვრა და ა.შ.;

🔴 ასაკისთვის შესაფერისი აქტივობები/თამაშები ჯგუფებში დაგეგმეთ იმგვარად, რომ შეძლებისდაგვარად მოახერხოთ ფიზიკური დისტანცირების დაცვა;

🔴 უზრუნველყავით ბავშვებისთვის სასწავლო გარემოს იმგვარად შედგენა, რომ მიეცეთ ყოველდღიური შესაძლებლობა, იყვნენ გარეთ (ღია სივრცეში), ითამაშონ ბუნებაში/ეზოში და ჩაერთონ სხვადასხვა აქტივობაში;

🔴 აკრძალეთ ისეთი გასართობი ღონისძიებები, რომელიც ბავშვთა დიდი ოდენობით თავშეყრას ითვალისწინებს;

🔴 უზრუნველყავით გარე სივრცეში ხანგრძლივად თამაშის ხელშეწყობა (თამაშებისთვის გამოიყენეთ ბავშვების დაყოფა მცირე ჯგუფებად);

🔴 შეზღუდეთ, აღმზრდელის/მასწავლებლის/ძიძის გარდა, სხვა პირების შესვლა ისეთ სივრცეებში, სადაც იმყოფებიან ბავშვები;

🔴 უზრუნველყავით დაწესებულებაში ხელის დაბანის გამართული საშუალებებით (ხელსაბანი ნიჟარა, თხევადი საპონი და ხელის გასამშრალებელი ერთჯერადი ხელსახოცები) სარგებლობა;

🔴 ბავშვებისთვის ხელების დაბანის დროს გამოიყენეთ გართობის სხვადასხვა საშუალება იმგვარად, რომ ხელების დაბანის პროცესი, არანაკლებ, 20 წამს შეადგენდეს;

🔴 ხელების გამშრალება მოხდეს ერთჯერადი ხელსახოცით ან ინდივიდუალური პირსახოცით (პირსახოცის გამოყენების შემთხვევაში მკაცრად უნდა კონტროლდებოდეს თითოეული ბავშვის მიერ მხოლოდ საკუთარი პირსახოცის გამოყენების პრაქტიკა და დაცული იყოს თეთრეულის რეცხვის ჰიგიენური რეჟიმი);

🔴 იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხერხდება ხელების დაბანა და გაშრობა, ხელების დასამუშავებლად გამოიყენეთ, არა უმცირეს, 70%-იანი სპირტის შემცველობის სადეზინფექციო საშუალებები;

🔴 სათანადო ადგილებში (საპირფარეშო, ონკანის სიახლოვეს) განათავსეთ ხელის ჰიგიენის წესები, მათ შორის ბავშვებისთვის გასაგებ ენაზე, სათანადო ილუსტრაციებით;

🔴 გამოყავით ჰიგიენის კუთხეები, ხელის ჰიგიენის საშუალებების განთავსებისთვის და მიაწოდეთ პერსონალს/აღსაზრდელებს ინფორმაცია ჰიგიენის საშუალებების სწორად გამოყენების შესახებ;

🔴 პერსონალისა და სხვა პირებისთვის ხელმისაწვდომ, სათანადოდ დაცულ, ადგილას განათავსეთ ხელის სადეზინფექციო ხსნარები;

🔴 პერსონალი უზრუნველყავით სათანადო სწავლებით, რათა მათ ხელი შეუწყონ ბავშვების მიერ ჰიგიენური ნორმების დაცვას;

🔴 გაითვალისწინეთ, რომ:

✔️ წინასწარ უნდა გქონდეთ თითოეულ ბავშვზე ინფორმაცია  იმის შესახებ, აქვს თუ არა ალერგია ალკოჰოლზე ან რომელიმე ისეთ ნივთიერებაზე, რომელიც შედის სადეზინფექციო სითხის შემადგენლობაში;

✔️ ბავშვებისთვის უფროსების მეთვალყურეობის გარეშე არ უნდა იყოს ხელმისაწვდომი სადეზინფექციო ხსნარები;

✔️ ბავშვებისთვის ამა თუ იმ ნივთიერების მოხმარების წესები ახსნილ უნდა იყოს მათთვის გასაგებ ენაზე და ამ ტიპის ნივთიერებების (მათ შორის ხელის სადეზინფექციო სითხე) გამოყენება სათანადო ზედამხედველობის ქვეშ უნდა ხდებოდეს.

🔴 პერიოდულად, დღეში რამდენჯერმე (არანაკლებ 2 საათიანი ინტერვალებით), უზრუნველყავით სათამაშო და საძინებელი სივრცეების/სათავსების ბუნებრივი ვენტილაცია;

🔴 სათამაშო სივრცეებში და ბავშვთა განთავსების ადგილებში უზრუნველყავით მაგიდების და დასაჯდომი ადგილების განლაგება იმგვარად, რომ მაგიდებს შორის, ასევე მაგიდასთან განთავსებულ პირთა შორის, ისევე როგორც დასაჯდომ ადგილებს შორის, დაიცავათ უსაფრთხო მანძილი;

🔴 უზრუნველყავით გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცებისა თუ სხვა გამოყენებული ჰიგიენური ნარჩენებისთვის დახურული კონტეინერების განთავსება (ფეხის პედლის შესაძლებლობით), რომელშიც ჩაფენილი იქნება ერთჯერადი პლასტიკური პაკეტი. ნარჩენების პარკის ამოღება და განკარგვა მოახდინეთ ერთჯერადი ხელთათმანების გამოყენებით. უზრუნველყავით ასეთი ნარჩენების დროული გატანა შესაბამისი პირის/სამსახურის მეშვეობით;

🔴 სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე, პერსონალი აღჭურვეთ ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით:

✔️ ნიღაბი;

✔️ სახის დამცავი ფარი;

✔️ ხელთათმანი;

✔️ ერთჯერადი ხალათი (დამლაგებლისთვის);

🔴 განახორციელეთ მონიტორინგი ამ წესით განსაზღვრული რეკომენდაციების შესრულებაზე.

დატოვეთ კომენტარი