რა შემთხვევაშია შესაძლებელი სკოლის ბუფეტებისა და სასადილოების ფუნქციონირება

277

სკოლის ბუფეტის/სასადილოს ფუნქციონირება შესაძლებელია, თუ ის აკმაყოფილებს „სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით რეკომენდაციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 29 მაისის №01-227/ო ბრძანების №17 დანართის „ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19) დაკავშირებული ზოგადი რეკომენდაციები საზოგადოებრივი კვების ობიექტებისთვის“ მოთხოვნებს.

 ეკომენდაციები 

🔶🔸 არ დაუშვათ ბუფეტის/სასადილოს ფუნქციონირება, თუ შეუძლებელია მოსწავლეთა რიგში დგომის დროს უსაფრთხო დისტანციის დაცვა;

🔶🔸 საკვების შესაძენად მოსწავლეთა გადაადგილების მაქსიმალურად შეზღუდვის მიზნით, მიზანშეწონილია საკვების კონტეინერით (ლანჩ-ბოქსი) ტარება, ასევე, კვების შესვენების ორგანიზება სასწავლო ოთახებში;

🔶🔸 საკვების მიღების წინ დაიბანეთ ხელები წყლით და საპნით (საკვების მიღების წინ სანიტაიზერით ხელის დამუშავება არ არის რეკომენდებული);

🔶🔸 უზრუნველყავით ბუფეტში/სასადილოში არსებული ყველა ონკანის გამართული მუშაობის რეჟიმი;

🔶🔸 ბუფეტის/სასადილოს შესასვლელთან ახლოს, შიდა სივრცეში, ხელმისაწვდომი უნდა იყოს ფუნქციონირებისთვის გამართული ხელსაბანები.

დატოვეთ კომენტარი