რა შე­იც­ვა­ლა იმ ადა­მი­ა­ნე­ბის­თ­ვის, ვის­თ­ვი­საც გამ­შ­ვე­ბი პუნ­ქ­ტე­ბი „სა­სი­ცოხ­ლო არ­ტე­რი­ას“ წარ­მო­ად­გენს

385
ქალ­თა არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია ფონ­დი „სო­ხუ­მი“ მრა­ვა­ლი წლის ის­ტო­რი­ას ით­ვ­ლის და არა­ერ­თი სა­ინ­ტე­რე­სო ღო­ნის­ძი­ე­ბის ინი­ცი­ა­ტო­რია. ახ­ლა­ხან, ფონ­დის ორ­გა­ნი­ზე­ბით, ჩა­ტარ­და კვლე­ვა — „პან­დე­მი­ის გენ­დე­რუ­ლი გან­ზო­მი­ლე­ბა და მი­სი გავ­ლე­ნა ადა­მი­ა­ნურ უსაფ­რ­თხო­ე­ბა­ზე“.
რო­გო­რია კონ­ფ­ლიქ­ტის გამ­ყოფ ხაზ­თან მცხოვ­რე­ბი დევ­ნი­ლე­ბი­სა და კონ­ფ­ლიქ­ტით და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა, რა ზე­გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა ვი­რუს­მა მათ­ზე, რა სა­ჭი­რო­ე­ბის წი­ნა­შე დგა­ნან ისი­ნი და რა კეთ­დე­ბა კონ­ფ­ლიქ­ტის ზო­ნის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სის­ტე­მა­ში არ­სე­ბუ­ლი სირ­თუ­ლე­ე­ბის, თუნ­დაც მცი­რე­დით, და­საძ­ლე­ვად — ამ და სხვა სა­კითხებ­ზე გვე­სა­უბ­რე­ბა კვლე­ვის ავ­ტო­რი და კულ­ტუ­რულ-ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი ფონ­დის „სო­ხუ­მი“ თბი­ლი­სის წარ­მო­მად­გენ­ლო­ბის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი ეკატე­რი­ნე გა­მა­ხა­რია.

— ქალ­ბა­ტო­ნო ეკა, პირ­ველ რიგ­ში, გაგ­ვა­ცა­ნით ფონ­დის „სო­ხუ­მი“ საქ­მი­ა­ნო­ბა

— ქალ­თა არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია, ფონ­დი „სო­ხუ­მი“, 20 წელ­ზე მე­ტია აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ობს გენ­დე­რუ­ლი თა­ნას­წო­რო­ბის, ქალ­თა მი­მართ ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბის წი­ნა­აღ­მ­დეგ, ქალ­თა პო­ლი­ტი­კუ­რი გაძ­ლი­ე­რე­ბისა და მშვი­დო­ბის მშე­ნებ­ლო­ბა­ში ქალ­თა ჩარ­თუ­ლო­ბის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად. ჩვენ სის­ტე­მა­ტუ­რად ვიკ­ვ­ლევთ და ვსწავ­ლობთ კონ­ფ­ლიქ­ტით და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი და დევ­ნი­ლი ქა­ლე­ბის და გო­გო­ნე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბებს. ვცდი­ლობთ, მათ ცხოვ­რე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბის გა­დაწყ­ვე­ტის ად­ვო­კა­ტი­რე­ბას ცენ­ტ­რა­ლურ და ად­გი­ლობ­რივ დო­ნე­ზე.

ფონ­დი „სო­ხუ­მის­თ­ვის“ პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბაა ახალ­გაზ­რ­დებ­თან მუ­შა­ო­ბა. ძა­ლა­დო­ბას­თან ბრძო­ლის პრე­ვენ­ცი­ის მიზ­ნით, მათ­ში გენ­დე­რუ­ლი თა­ნას­წო­რო­ბის, შემ­წყ­ნა­რებ­ლო­ბის, არა­ძა­ლა­დობ­რი­ვი კულ­ტუ­რის იდე­ის გავ­რ­ცე­ლე­ბა. ამ მიზ­ნით, ჩვე­ნი ორ­გა­ნი­ზა­ცია ისეთ რე­გი­ო­ნებ­სა და სკო­ლებ­ში მუ­შა­ობს, რომ­ლე­ბიც დიდ ქა­ლა­ქებ­თან სი­შო­რის გა­მო, მოკ­ლე­ბულ­ნი არი­ან ბევრ რე­სურ­ს­ზე ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბას, მათ შო­რის, გამ­ყოფ ზოლ­თან არ­სე­ბულ სოფ­ლებ­ში. 2011-2020 წლებ­ში, მო­ვი­ცა­ვით 144 სკო­ლა და 10 600-მდე მოს­წავ­ლე. საკ­მა­ოდ აქ­ტი­უ­რად ვმუ­შა­ობთ მას­წავ­ლე­ბელ­თა ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლო­ბის გაზ­რ­და­ზე, მა­თი რო­ლის შე­სა­ხებ, ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბის პრე­ვენ­ცი­ი­სა და რე­ა­გი­რე­ბის თვალ­საზ­რი­სით.

— ფონ­დი „სო­ხუ­მის“ ინი­ცი­ა­ტი­ვით, ჩა­ტარ­და თქვე­ნი სა­ავ­ტო­რო კვლე­ვა „პან­დე­მი­ის გენ­დე­რუ­ლი გან­ზო­მი­ლე­ბა და მი­სი გავ­ლე­ნა ადა­მი­ა­ნურ უსაფ­რ­თხო­ე­ბა­ზე“. რა იყო კვლე­ვის მი­ზა­ნი?

— მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ახა­ლი ვი­რუ­სის — COVID-19-ის აფეთ­ქე­ბამ უდი­დე­სი ზე­გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა ადა­მი­ან­თა ცხოვ­რე­ბა­ზე და უამ­რა­ვი გა­მოწ­ვე­ვის წი­ნა­შე და­ა­ყე­ნა თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნი. შე­იც­ვა­ლა ადა­მი­ან­თა ჩვე­უ­ლი ცხოვ­რე­ბის წე­სი, წარ­მო­იშ­ვა უამ­რა­ვი სო­ცი­ა­ლუ­რი და ეკო­ნო­მი­კუ­რი პრობ­ლე­მა, გაღ­რ­მავ­და სო­ცი­ა­ლუ­რი და გენ­დე­რუ­ლი უთა­ნას­წო­რო­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­სა და ოჯა­ხებ­ში. ჩვენ­მა უწყ­ვეტ­მა კო­მუ­ნი­კა­ცი­ამ დევ­ნილ­თა და კონ­ფ­ლიქ­ტით და­ზა­რა­ლე­ბულ პი­რებ­თან, გან­სა­კუთ­რე­ბით მათ­თან, ვინც კონ­ფ­ლიქ­ტის გამ­ყო­ფი ზო­ლის სი­ახ­ლო­ვეს ცხოვ­რობს, ცხად­ყო, რომ მი­უ­ხე­და­ვად პან­დე­მი­ის ნე­გა­ტი­უ­რი ზე­გავ­ლე­ნი­სა ქვეყ­ნის მთელ მო­სახ­ლე­ო­ბა­ზე, მი­სი გავ­ლე­ნა საკ­მა­ოდ გან­ს­ხ­ვავ­დე­ბო­და მო­სახ­ლე­ო­ბის ამ კონ­კ­რე­ტულ ჯგუფ­ზე, თა­ვი­სი მას­შ­ტა­ბე­ბით და ზე­გავ­ლე­ნის ხა­რის­ხით.

კვლე­ვის მთა­ვა­რი მი­ზა­ნი იყო, შეგ­ვეს­წავ­ლა სა­ზო­გა­დო­ე­ბის ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე მოწყ­ვ­ლა­დი ჯგუ­ფის — დევ­ნი­ლე­ბი­სა და კონ­ფ­ლიქ­ტით და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის, მათ შო­რის, ქა­ლე­ბი­სა და გო­გო­ნე­ბის ცხოვ­რე­ბა­ში COVID-19 ვი­რუ­სით გა­მოწ­ვე­უ­ლი ძი­რი­თა­დი პრობ­ლე­მე­ბი და გა­მოწ­ვე­ვე­ბი და ამ მო­ნა­ცე­მებ­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბით, შეგ­ვე­მუ­შა­ვე­ბი­ნა შე­სა­ბა­მი­სი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი, დაგ­ვე­გეგ­მა ად­ვო­კა­ტი­რე­ბის სტრა­ტე­გია მა­თი დრო­უ­ლი გა­დაჭ­რის­თ­ვის.

— რა შე­დე­გე­ბი აჩ­ვე­ნა კვლე­ვამ და რამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი მო­ნა­წი­ლე­ობ­და?

— კვლე­ვა ჩა­ტარ­და და­სავ­ლეთ სა­ქარ­თ­ვე­ლოს 11 მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში — ქუ­თა­ი­სი, წყალ­ტუ­ბო, თერ­ჯო­ლა, ხო­ნი, სე­ნა­კი, ფო­თი, ზუგ­დი­დი (სოფ­ლე­ბი: კო­კი, ხურ­ჩა, შამ­გო­ნა, კა­ხა­თი), წა­ლენ­ჯი­ხა (ფა­ხუ­ლა­ნი, წყო­უ­ში), ლან­ჩხუ­თი, ოზურ­გე­თი, ქო­ბუ­ლე­თი და მო­იც­ვა 363 ადა­მი­ა­ნი, მათ შო­რის — 264 ქა­ლი და 99 კა­ცი.

კვლე­ვამ აჩ­ვე­ნა, რომ პან­დე­მი­ამ გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა კონ­ფ­ლიქ­ტის გამ­ყოფ ზოლ­ში მცხოვ­რე­ბი მო­სახ­ლე­ო­ბის ცხოვ­რე­ბა­ზე. ამას მოწ­მობს ის, რომ კვლე­ვა­ში მო­ნა­წი­ლე რეს­პონ­დენ­ტ­თა­გან (რომ­ლებ­მაც ხა­ზი გა­უს­ვეს, რომ პან­დე­მი­ის შე­დე­გად მა­თი „მდგო­მა­რე­ო­ბა მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად გა­უ­ა­რეს­და და მრა­ვა­ლი საფ­რ­თხე შე­ექ­მ­ნა მათ ცხოვ­რე­ბას“), უმ­რავ­ლე­სო­ბა სწო­რედ გამ­ყოფ ზოლ­ში მცხოვ­რე­ბი დევ­ნი­ლე­ბი და კონ­ფ­ლიქ­ტით და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი პი­რე­ბი არი­ან. პან­დე­მი­ით გა­მოწ­ვე­ულ­მა შეზღუდ­ვებ­მა უკი­დუ­რე­სად გა­ა­უ­ა­რე­სა ადა­მი­ან­თა ეკო­ნო­მი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა, ბევ­რ­მა და­კარ­გა სამ­სა­ხუ­რი და ერ­თა­დერ­თი შე­მო­სავ­ლის წყა­რო. გარ­თუ­ლე­ბულ­მა ეკო­ნო­მი­კურ­მა ფონ­მა კი­დევ უფ­რო და­ამ­ძი­მა ქა­ლე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა ოჯა­ხებ­ში, რაც ხში­რად ოჯა­ხუ­რი კონ­ფ­ლიქ­ტე­ბი­სა და ძა­ლა­დო­ბის სა­ხით ვლინ­დე­ბა. გარ­და ამი­სა, ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი სტრე­სი, ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბა, შვი­ლე­ბის სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში სრულ­ფა­სოვ­ნად ჩარ­თ­ვის შე­უძ­ლებ­ლო­ბა, სა­ბა­ზი­სო სერ­ვი­სე­ბი­სად­მი ხელ­მი­უწ­ვ­დომ­ლო­ბა — ეს იმ პრობ­ლე­მა­თა ჩა­მო­ნათ­ვა­ლია, რო­მელ­საც ყვე­ლა­ზე ხში­რად უს­ვამ­დ­ნენ ხაზს რეს­პონ­დენ­ტე­ბი.

— რა მდგო­მა­რე­ო­ბა­ში არი­ან ისი­ნი?

— სადღე­ი­სოდ, მა­თი მოწყ­ვ­ლა­დო­ბის ხა­რის­ხი კი­დევ უფ­რო გა­ი­ზარ­და, რად­გან დღემ­დე არ მომ­ხ­და­რა მათ პრობ­ლე­მებ­ზე ჯე­რო­ვა­ნი რე­ა­გი­რე­ბა. კონ­ფ­ლიქ­ტით და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, პან­დე­მი­ამ­დეც სა­ზო­გა­დო­ე­ბის საკ­მა­ოდ მოწყ­ვ­ლად კა­ტე­გო­რი­ას წარ­მო­ად­გენ­დ­ნენ. მათ აქამ­დეც უწევ­დათ ისეთ გა­მოწ­ვე­ვებ­თან გამ­კ­ლა­ვე­ბა, რო­გო­რი­ცაა მათ და­სახ­ლე­ბებ­ში სა­ბა­ზი­სო სერ­ვი­სე­ბის — მა­ღა­ზი­ე­ბის, ამ­ბუ­ლა­ტო­რი­ე­ბის, გზე­ბის, გა­მარ­თუ­ლი ტრან­ს­პორ­ტის, წყალ­მო­მა­რა­გე­ბის არარ­სე­ბო­ბა. ეს ის კა­ტე­გო­რიაა, რომ­ლის­თ­ვი­საც გამ­შ­ვე­ბი პუნ­ქ­ტე­ბი „სა­სი­ცოხ­ლო არ­ტე­რი­ას“ წარ­მო­ად­გენს, რად­გან მა­თი ეკო­ნო­მი­კუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბა, ხშირ შემ­თხ­ვე­ვა­ში, სწო­რედ გა­ლის რა­ი­ო­ნის სოფ­ლებს უკავ­შირ­დე­ბა. იქ ამუ­შა­ვებ­დ­ნენ მი­წებს, იქ და­დი­ოდ­ნენ სა­ვაჭ­როდ, ბევრს იქ ჰყავს ხან­დაზ­მუ­ლი მშობ­ლე­ბი. დღეს კი, გამ­შ­ვე­ბი პუნ­ქ­ტე­ბის ჩა­კეტ­ვის გა­მო, და­კარ­გეს სა­არ­სე­ბო წყა­რო და არა­ნა­ი­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბა არ აქვთ, და­ეხ­მა­რონ იქ დარ­ჩე­ნილ სა­კუ­თარ ოჯა­ხის წევ­რებ­სა და ნა­თე­სა­ვებს.

— ჩვე­ნი გა­ზე­თის ინ­ტე­რე­სის სფე­რო გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მაა. რა მდგო­მა­რე­ო­ბა­ში არი­ან კონ­ფ­ლიქ­ტის გამ­ყოფ ზოლ­თან მდე­ბა­რე სკო­ლე­ბი, მას­წავ­ლებ­ლე­ბი, მოს­წავ­ლე­ე­ბი, რა პრობ­ლე­მე­ბის და სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის წი­ნა­შე დგა­ნან?

— ეს საკ­მა­ოდ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი და მტკივ­ნე­უ­ლი სა­კითხია. პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში მოს­წავ­ლე­თა სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში სრულ­ფა­სოვ­ნად ჩარ­თ­ვის შე­უძ­ლებ­ლო­ბა, ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე დი­დი გა­მოწ­ვე­ვაა კონ­ფ­ლიქ­ტით და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის­თ­ვის. ამ პრობ­ლე­მას უამ­რა­ვი წახ­ნა­გი აქვს.

COVID-19-ის გავ­რ­ცე­ლე­ბას­თან ერ­თად, სა­ჯა­რო და კერ­ძო სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის ონ­ლა­ინ სწავ­ლე­ბა­ზე გა­დას­ვ­ლამ უამ­რა­ვი ტექ­ნი­კუ­რი და ემო­ცი­უ­რი პრობ­ლე­მა შექ­მ­ნა ოჯა­ხებ­ში. ონ­ლა­ინ სწავ­ლე­ბის­თ­ვის მო­უმ­ზა­დე­ბელ მო­სახ­ლე­ო­ბას ძა­ლი­ან გა­უ­ჭირ­და ონ­ლა­ინ/დის­ტან­ცი­ურ გა­ნათ­ლე­ბა­ში შვი­ლე­ბის სრულ­ფა­სოვ­ნად ჩარ­თ­ვა. ყვე­ლა­ზე მე­ტად ამ პრობ­ლე­მას ხა­ზი გა­უს­ვა ზუგ­დი­დი­სა და წა­ლენ­ჯი­ხის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტებ­ში, გამ­ყოფ ზოლ­თან მდე­ბა­რე სოფ­ლებ­ში მცხოვ­რებ­მა მო­სახ­ლე­ო­ბამ.

ონ­ლა­ინ სწავ­ლე­ბის­თ­ვის ყვე­ლა­ზე დი­დი ბა­რი­ე­რი ისაა, რომ ოჯა­ხებს, რო­მელ­თა უმ­რავ­ლე­სო­ბა ეკო­ნო­მი­კუ­რად მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­შია, არ აქვთ კომ­პი­უ­ტე­რი ან შე­სა­ბა­მი­სი „სმარ­ტ­ფო­ნე­ბი“. მე­ო­რე ძი­რი­თა­დი მი­ზე­ზი უკავ­შირ­დე­ბა ოჯახ­ში ერ­თ­ზე მე­ტი შვი­ლის არ­სე­ბო­ბას, რომ­ლე­ბიც, არა­საკ­მა­რი­სი რა­ო­დე­ნო­ბის კომ­პი­უ­ტე­რის ან ტე­ლე­ფო­ნის გა­მო, ვერ ახერ­ხე­ბენ, ერ­თ­დ­რო­უ­ლად, სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში ჩარ­თ­ვას. ასე­ვე, პრობ­ლე­მას წარ­მო­ად­გენს ოჯა­ხებ­ში შე­სა­ბა­მი­სი სივ­რ­ცის/ოთა­ხე­ბის არა­საკ­მა­რი­სი რა­ო­დე­ნო­ბა, სა­დაც ბავ­შ­ვებს არ აქვთ ოჯა­ხის სხვა წევ­რე­ბის­გან გან­ცალ­კე­ვე­ბუ­ლად მე­ცა­დი­ნე­ო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა. ინ­ტერ­ნე­ტის სუს­ტი და­ფარ­ვა, ინ­ტერ­ნეტ­მომ­სა­ხუ­რე­ბის მა­ღა­ლი სა­ფა­სუ­რი, ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის მოხ­მა­რე­ბის სუს­ტი უნარ-ჩვე­ვე­ბი გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის, და­მა­ტე­ბით, ხე­ლის შემ­შ­ლე­ლი ფაქ­ტო­რია.

აქ­ვე მინ­და, გამ­ყოფ ზოლ­ში მდე­ბა­რე ზო­გი­ერ­თი სოფ­ლის­თ­ვის საკ­მა­ოდ სპე­ცი­ფი­კურ პრობ­ლე­მას გა­ვუს­ვა ხა­ზი — ერ­თი მხრივ, ინ­ტერ­ნე­ტის ძა­ლი­ან სუს­ტი სიგ­ნა­ლის, ხო­ლო მე­ო­რე მხრივ, გა­და­ად­გი­ლე­ბის შეზღუდ­ვის გა­მო, სას­წავ­ლო პრო­ცესს მიღ­მა დარ­ჩ­ნენ სა­ქარ­თ­ვე­ლოს მი­ერ არა­კონ­ტ­რო­ლი­რე­ბად ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მცხოვ­რე­ბი მოს­წავ­ლე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც დღემ­დე მიბ­მულ­ნი არი­ან სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მას. გან­სა­კუთ­რე­ბით მწვა­ვედ დგას პრობ­ლე­მა სო­ფელ სა­ბე­რი­ო­ში მცხოვ­რე­ბი მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის, რომ­ლე­ბიც ირიცხე­ბი­ან და სწავ­ლო­ბენ სო­ფელ ფა­ხუ­ლა­ნის სა­ჯა­რო სკო­ლა­ში (და­ახ­ლო­ე­ბით 16-17 მოს­წავ­ლე). ონ­ლა­ინ სწავ­ლე­ბის დროს, ინ­ტერ­ნე­ტის ძა­ლი­ან სუს­ტი სიგ­ნა­ლის და შე­სა­ბა­მი­სი ტექ­ნი­კუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის არარ­სე­ბო­ბის გა­მო, ვერ ხერ­ხ­დე­ბო­და ვერც ფა­ხუ­ლან­ში და ვერც მას­თან მო­მიჯ­ნა­ვე სო­ფელ სა­ბე­რი­ო­ში მცხოვ­რე­ბი მოს­წავ­ლე­ე­ბის ონ­ლა­ინ გაკ­ვე­თი­ლებ­ში სრულ­ფა­სო­ვა­ნი ჩარ­თ­ვა. სწავ­ლის საკ­ლა­სო ოთა­ხებ­ში გა­ნახ­ლე­ბის შემ­დეგ, სა­ბე­რი­ო­ში მცხოვ­რე­ბი მოს­წავ­ლე­ე­ბი, გამ­შ­ვე­ბი პუნ­ქ­ტის ცალ­მ­ხ­რი­ვად ჩა­კეტ­ვის გა­მო, ვერ გად­მო­დი­ან და სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში ვერ ერ­თ­ვე­ბი­ან. იმა­ვე პრობ­ლე­მის წი­ნა­შე დგა­ნან სო­ფელ ნა­ბა­კევ­ში მცხოვ­რე­ბი მოს­წავ­ლე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც გად­მო­დი­ოდ­ნენ და სწავ­ლობ­დ­ნენ სო­ფელ კო­კის სა­ჯა­რო სკო­ლა­ში. ამ ბავ­შ­ვებს სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში ჩარ­თ­ვის არც ფი­ზი­კუ­რი და არც დის­ტან­ცი­უ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბა არ აქვთ. სამ­წუ­ხა­როდ, დღემ­დე ვერ ხერ­ხ­დე­ბა ამ პრობ­ლე­მის გა­დაწყ­ვე­ტა და მას­ზე ჯე­რო­ვა­ნი რე­ა­გი­რე­ბა.

ზე­მოთ­ქ­მუ­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, რომ პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­ში დის­ტან­ცი­უ­რი თუ ჰიბ­რი­დუ­ლი სწავ­ლე­ბის­თ­ვის მო­უმ­ზა­დებ­ლო­ბამ, მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრო­ცეს­ზე ხელ­მი­უწ­ვ­დომ­ლო­ბამ ოჯა­ხებ­ში უამ­რა­ვი ემო­ცი­უ­რი პრობ­ლე­მა შექ­მ­ნა. ეს კი, ძა­ლი­ან ხში­რად, აგ­რე­სი­ა­ში ვლინ­დე­ბა, რაც, თა­ვის მხრივ, ოჯა­ხუ­რი კონ­ფ­ლიქ­ტე­ბი­სა და ძა­ლა­დო­ბის მი­ზე­ზი ხდე­ბა.

— რო­გორ ფიქ­რობთ, რა უნ­და გა­კეთ­დეს კონ­ფ­ლიქ­ტის გამ­ყოფ ხაზ­თან (ორი­ვე მხა­რეს) სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სის­ტე­მა­ში არ­სე­ბუ­ლი სირ­თუ­ლე­ე­ბის და­საძ­ლე­ვად, რა არის თქვე­ნი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი?

— უპირ­ვე­ლე­სად, ვიტყ­ვი, რომ აუცი­ლე­ბე­ლია, სა­ზო­გა­დო­ე­ბის ამ ძა­ლი­ან სპე­ცი­ფი­კუ­რი და მოწყ­ვ­ლა­დი კა­ტე­გო­რი­ის მი­მართ ყუ­რადღე­ბის გა­მო­ჩე­ნა, პრობ­ლე­მე­ბის სა­გულ­და­გუ­ლოდ შეს­წავ­ლა და, მა­თი ძა­ლი­ან სპე­ცი­ფი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, მა­თი­ვე სა­ჭი­რო­ე­ბებ­სა და პრი­ო­რი­ტე­ტებს მორ­გე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კის და­გეგ­მ­ვა. ამ ეტაპ­ზე, სას­წავ­ლო პრო­ცე­სის შე­მა­ფერ­ხე­ბე­ლი, გა­და­უ­დე­ბე­ლი პრობ­ლე­მე­ბის მო­საგ­ვა­რებ­ლად, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს, ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რი­სა და რე­გი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს, შე­რი­გე­ბი­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო თა­ნას­წო­რო­ბის სა­კითხებ­ში სა­ხელ­მ­წი­ფო მი­ნის­ტ­რის აპა­რა­ტის კო­ორ­დი­ნი­რე­ბუ­ლი მოქ­მე­დე­ბით და ხელ­შეწყო­ბით, გამ­ყოფ ზოლ­თან მდე­ბა­რე სოფ­ლებ­ში შე­სა­ბა­მი­სი ინ­ტერ­ნე­ტი­ზა­ცია და ძლი­ე­რი სიგ­ნა­ლით უზ­რუნ­ველ­ყო­ფა; პრობ­ლე­მის სპე­ცი­ფი­კი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, აუცი­ლე­ბე­ლია, გამ­ყოფ ზოლ­ში, ენ­გურს გაღ­მა მცხოვ­რე­ბი ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის, გა­მო­ი­ყე­ნონ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მიდ­გო­მა და უზ­რუნ­ველ­ყონ გამ­შ­ვე­ბი პუნ­ქ­ტი­დან მა­თი გად­მოშ­ვე­ბა, სკო­ლა­ში მი­სას­ვ­ლე­ლად; აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­კითხის მოგ­ვა­რე­ბამ­დე, აუცი­ლე­ბე­ლია სო­ფელ სა­ბე­რი­ოს ან სო­ფელ ნა­ბა­კე­ვის მოს­წავ­ლე­თათ­ვის ონ­ლა­ინ გაკ­ვე­თი­ლე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა. ამი­სა­თვის, ერ­თი მხრივ, მას­წავ­ლებ­ლებს უნ­და შე­ეძ­ლოთ ამ გაკ­ვე­თი­ლე­ბის ჩა­ტა­რე­ბა და, მე­ო­რე მხრივ, ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის ონ­ლა­ინ პლატ­ფორ­მე­ბის წვდო­მის მიზ­ნით, გამ­ყოფ ზოლ­ში, მოს­წავ­ლე­ე­ბის სა­ტე­ლე­ფო­ნო ინ­ტერ­ნეტ პა­კე­ტე­ბით, ხო­ლო სა­ჭი­რო­ე­ბი­სა­მებრ, შე­სა­ბა­მი­სი ტექ­ნი­კუ­რი მოწყო­ბი­ლო­ბე­ბით (კომ­პი­უ­ტე­რე­ბით, სმარ­ტ­ფო­ნე­ბით) უზ­რუნ­ველ­ყო­ფა.

ესა­უბ­რა მა­კა ყი­ფი­ა­ნი

დატოვეთ კომენტარი