რა პრობ­ლე­მე­ბი შექ­მ­ნა დი­რექ­ტო­რე­ბის და­პა­უ­ზე­ბულ­მა შესარჩევმა კონკურსმა

631

სექ­ტემ­ბერ-ოქ­ტომ­ბერ­ში, სა­ჯა­რო სკო­ლე­ბის დი­რექ­ტო­რე­ბის ნა­წილს უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ვა­და ამო­ე­წუ­რა, გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­რომ, შე­სარ­ჩე­ვი კონ­კურ­სის ჩა­ტა­რე­ბამ­დე, ნა­წი­ლი მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­ს­რუ­ლებ­ლად და­ნიშ­ნა, ნა­წი­ლი — არა. დი­რექ­ტო­რე­ბი, რომ­ლებ­საც უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა არ გა­უგ­რ­ძე­ლეს, დღემ­დე, უშე­დე­გოდ ელი­ან იმის და­სა­ბუ­თე­ბას, კონ­კ­რე­ტულ მი­ზე­ზებს, თუ რა­ტომ არ და­ე­თან­ხ­მა სა­მი­ნის­ტ­რო მა­თი დრო­ე­ბით მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­ს­რუ­ლებ­ლად და­ნიშ­ვ­ნის მოთხოვ­ნას.

გა­ურ­კ­ვე­ვე­ლია ისიც, რო­დის ჩა­ტარ­დე­ბა ახა­ლი შე­სარ­ჩე­ვი კონ­კურ­სი. სა­მი­ნის­ტ­როს ინ­ფორ­მა­ცი­ით, პრო­ცე­სი თე­ბერ­ვ­ლი­დან და­იწყო, მაგ­რამ პან­დე­მი­ის გა­მო კონ­კურ­სი არ ჩა­ტა­რე­ბუ­ლა. რე­გის­ტ­რა­ცი­ის გა­მოცხა­დე­ბის შემ­დეგ, 2000-ზე მე­ტი აპ­ლი­კან­ტი და­რე­გის­ტ­რირ­და, თუმ­ცა პრო­ცე­სი გა­და­ი­დო, სა­მი­ნის­ტ­რო­ში კი გან­მარ­ტეს, რომ სა­ჯა­რო სკო­ლის დი­რექ­ტო­რო­ბის მსურ­ველ­თა ტეს­ტი­რე­ბა ქვე­ყა­ნა­ში კო­რო­ნა­ვი­რუს­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის დას­რუ­ლე­ბის­თა­ნა­ვე ჩა­ტარ­დე­ბა. რო­დის დას­რულ­დე­ბა პან­დე­მია არა­ვინ იცის, შე­სა­ბა­მი­სად, არა­ვინ იცის რო­დის და­ი­ნიშ­ნე­ბა ახა­ლი კონ­კურ­სი. თუმ­ცა, სა­მი­ნის­ტ­რო­ში ამ­ბო­ბენ, რომ „სა­ჯა­რო სკო­ლის ყვე­ლა დი­რექ­ტო­რის­თ­ვის კარ­გად არის ცნო­ბი­ლი, რომ ყვე­ლა მათ­განს შე­საძ­ლებ­ლო­ბა აქვს, მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღოს სა­მი­ნის­ტ­როს მი­ერ გა­მოცხა­დე­ბულ სა­ჯა­რო სკო­ლე­ბის დი­რექ­ტორ­თა შე­სარ­ჩევ კონ­კურ­ს­ში. სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის სა­მი­ნის­ტ­რო კა­ტე­გო­რი­უ­ლად გა­მო­რიცხავს ამ პრო­ცეს­ში პო­ლი­ტი­კურ მო­ტივს.“

ჩვენ ვე­სა­უბ­რეთ ელ­ზა ბა­დაშ­ვილს, „სა­ქარ­თ­ვე­ლოს სკო­ლის ლი­დერ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის“ ხელ­მ­ძღ­ვა­ნელს, გვა­ინ­ტე­რე­სებ­და რამ­დე­ნად კა­ნო­ნი­ე­რია პრო­ცე­სი, რო­მე­ლიც ახ­ლა მიმ­დი­ნა­რე­ობს და რას უკავ­შირ­დე­ბა, მი­სი აზ­რით, ეს ყვე­ლა­ფე­რი.

„ეს დი­რექ­ტო­რე­ბი სა­მე­ურ­ვეო საბ­ჭოს მი­ერ არი­ან არ­ჩე­უ­ლი, ექ­ვ­სი წე­ლი გა­ვი­და და უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა შე­უ­ჩერ­დათ. თუ იური­დი­უ­ლად ვი­ფიქ­რებთ, ხელ­შეკ­რუ­ლე­ბებს ვა­და გა­უ­ვი­და და ეს ადა­მი­ა­ნე­ბი სა­მი­ნის­ტ­რომ მოხ­ს­ნა რე­ეს­ტ­რი­დან, რაც ჩვე­უ­ლებ­რი­ვი იური­დი­უ­ლი პრო­ცე­დუ­რაა. ამა­ზე არც არა­ვინ ედა­ვე­ბა სა­მი­ნის­ტ­როს. აქ მე­ო­რე მო­მენ­ტია, სა­მარ­თ­ლი­ა­ნო­ბის — რამ­დე­ნად სა­მარ­თ­ლი­ა­ნად გან­ხორ­ცი­ელ­და, უკ­ვე ამის შემ­დ­გომ, დი­რექ­ტო­რე­ბის გა­და­ნიშ­ვ­ნა მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­ს­რუ­ლებ­ლე­ბად, რაც მი­ნის­ტ­რის პრე­რო­გა­ტი­ვაა. არა­ვინ იცის, შერ­ჩე­ვის რა პრინ­ცი­პით იხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლეს, უბ­რა­ლოდ, ვინც უნ­დო­დათ, ის დი­რექ­ტო­რე­ბი გა­და­ნიშ­ნეს მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­ს­რუ­ლებ­ლე­ბად. მარ­თ­ლა უძ­ლი­ე­რე­სი დი­რექ­ტო­რე­ბი გა­ან­თა­ვი­სუფ­ლეს, მა­გა­ლი­თად თბი­ლი­სის მე-10 სკო­ლის, 209-ე სკო­ლის, ხო­ბის რა­ი­ო­ნის პირ­ვე­ლი მა­ი­სის სკო­ლის და სხვ. ეს ის დი­რექ­ტო­რე­ბი არი­ან, რომ­ლე­ბიც კი არ მოხ­ს­ნეს, არა­მედ არ გა­და­ნიშ­ნეს მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­ს­რუ­ლებ­ლე­ბად. რო­დე­საც რა­ი­ონ­ში 20 სკო­ლაა და 15 დი­რექ­ტორს გა­და­ნიშ­ნავ, 5-ს კი — არა, „ჰა­ერ­ში და­ტო­ვებ“, ეს უსა­მარ­თ­ლო­ბის გან­ც­დას აჩენს — რა­ტომ, რა კრი­ტე­რი­უ­მე­ბით? ამ ადა­მი­ა­ნებს ის ხომ მა­ინც უნ­და ვუთხ­რათ რა­ტომ არ გა­დავ­ნიშ­ნეთ.

იმ სკო­ლებ­ში, ხშირ შემ­თხ­ვე­ვა­ში, სა­დაც სა­მი­ნის­ტ­რომ დი­რექ­ტო­რე­ბი აღარ გა­და­ნიშ­ნა, თა­ვი­სი კან­დი­და­ტი კი არ გა­უშ­ვა, უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა ავ­ტო­მა­ტუ­რად გა­და­ვი­და მო­ად­გი­ლე­ებ­ზე. ბუ­ნებ­რი­ვია, ძა­ლი­ან ბევრ მო­ად­გი­ლეს არ შე­უძ­ლია დი­რექ­ტო­რო­ბა და, პრინ­ციპ­ში, სკო­ლე­ბი ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლე­ბის გა­რე­შე და­ტო­ვეს.“

რა ხდე­ბა იმ შემ­თხ­ვე­ვა­ში, თუ მო­ად­გი­ლეს არ აქვს დი­რექ­ტო­რო­ბის სურ­ვი­ლი? ქალ­ბა­ტო­ნი ელ­ზა ამ­ბობს, რომ არც ეკითხე­ბი­ან, ის ავ­ტო­მა­ტუ­რად ინიშ­ნე­ბა. რო­დე­საც დი­რექ­ტორს ირ­ჩე­ვენ, მან, 10 დღე­ში, უნ­და და­ნიშ­ნოს მო­ად­გი­ლე, რომ­ლის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა იმა­ვე დრო­ით გა­ნი­საზღ­ვ­რე­ბა, რა დრო­ი­თაც დი­რექ­ტო­რის. დი­რექ­ტო­რის გან­თა­ვი­სუფ­ლე­ბა პირ­და­პირ ნიშ­ნავს მო­ად­გი­ლე­ე­ბის გან­თა­ვი­სუფ­ლე­ბა­საც. ასე­ვე ავ­ტო­მა­ტუ­რად გა­და­ი­ნიშ­ნენ ისი­ნი დი­რექ­ტო­რის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­ს­რუ­ლებ­ლე­ბად. სავ­სე­ბით შე­საძ­ლე­ბე­ლია, რომ ბევრს არ სურს ან უბ­რა­ლოდ არც შე­უძ­ლია სკო­ლის მარ­თ­ვა და რო­გორც ქალ­ბა­ტონ­მა ელ­ზამ გვითხ­რა, ბევ­რი ბი­უ­ლე­ტენ­ზეც კი გა­ვი­და, რომ ეს ვი­თა­რე­ბა თა­ვი­დან აეშო­რე­ბი­ნა. მოკ­ლედ, სკო­ლებ­ში უმარ­თა­ვი პრო­ცე­სე­ბი მი­დის.

რა უნ­და გა­კე­თე­ბუ­ლი­ყო იმი­სათ­ვის, რომ ეს არ მომ­ხ­და­რი­ყო? „რო­გორც პარ­ლა­მენ­ტის შემ­თხ­ვე­ვა­ში, ვა­და რომ გა­უ­ვა, ახა­ლი არ­ჩევ­ნე­ბი ინიშ­ნე­ბა, ზუს­ტად ასე უნ­და ყო­ფი­ლი­ყო ჩვენ შემ­თხ­ვე­ვა­შიც — სა­ნამ ვა­და გაგ­ვი­ვი­დო­და, უნ­და და­ნიშ­ნუ­ლი­ყო დი­რექ­ტო­რე­ბის არ­ჩევ­ნე­ბი. ეს პრო­ცე­სე­ბი მარ­ტ­ში უკ­ვე დაწყე­ბუ­ლი იყო. მარ­თა­ლია, პან­დე­მია და­ემ­თხ­ვა, მაგ­რამ 10 000-იანი გა­მოც­დე­ბი ჩა­ა­ტა­რეს მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის და დი­რექ­ტო­რე­ბის გა­მოც­და­ზე 2000-ს ვერ ჩა­ა­ბა­რე­ბი­ნეს?! ბუ­ნებ­რი­ვია, ჩნდე­ბა ეჭ­ვი, რომ პო­ლი­ტი­კუ­რი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა იყო — არ და­ნიშ­ნუ­ლი­ყო დი­რექ­ტო­რე­ბის გა­მოც­დე­ბი და არ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი­ყო კონ­კურ­სი. ეს სა­მი­ნის­ტ­როს ვალ­დე­ბუ­ლე­ბაა და თუ არ­ჩევ­ნე­ბი ვერ მო­ას­წ­რო, სა­მი­ნის­ტ­როა პა­სუ­ხის­მ­გე­ბე­ლი. ახ­ლაც ხომ პან­დე­მიაა, მაგ­რამ მა­ინც ტარ­დე­ბა სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი.“ — ამ­ბობს ელ­ზა ბა­დაშ­ვი­ლი.

ჩვენს შე­კითხ­ვა­ზე, თუ შე­ეძ­ლო გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს, პან­დე­მი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რად­გან არ­ჩევ­ნებს ვერ ატა­რებ­და, დი­რექ­ტო­რე­ბის­თ­ვის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ვა­და გა­ეგ­რ­ძე­ლე­ბი­ნა, გვი­პა­სუ­ხა, რომ „ვა­დის გაგ­რ­ძე­ლე­ბა სა­ჭი­რო არ იყო, უბ­რა­ლოდ, უპი­რო­ბოდ, ყვე­ლა უნ­და გა­და­ე­ნიშ­ნათ მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­ს­რუ­ლებ­ლად. თუ ჩე­მი, სა­მი­ნის­ტ­როს, ბრა­ლია, რომ დრო­ზე არ ჩა­ვა­ტა­რე კონ­კურ­სი, ეს ხალ­ხი რა­ტომ უნ­და დავ­ტო­ვო უმუ­შევ­რად. ეს აღარ გა­მო­იწ­ვევ­და ეჭ­ვებს და შერ­ჩე­ვით სა­მარ­თალ­ზე სა­უ­ბარს“.

ეს­ტა­ტე შუ­შა­ნი­ას სა­ხე­ლო­ბის ხო­ბის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ პირ­ვე­ლი მა­ი­სის სა­ჯა­რო სკო­ლის დი­რექ­ტო­რი კო­ბა კვიკ­ვი­ნია ერთ-ერ­თი იმ დი­რექ­ტორ­თა­გა­ნია, რომ­ლე­ბიც   ელ­ზა ბა­დაშ­ვილ­მა, რო­გორც სა­უ­კე­თე­სო დი­რექ­ტო­რე­ბი, ისე და­ა­ხა­სი­ა­თა. ბა­ტონ კო­ბა­საც 2020 წლის შე­მოდ­გო­მა­ზე ამო­ე­წუ­რა უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის 6-წლი­ა­ნი ვა­და და მის­თ­ვის სტა­ტუ­სის შე­ჩე­რე­ბის ოფი­ცი­ა­ლუ­რი მი­ზე­ზიც სწო­რედ ეს გახ­და.

სო­ფელ პირ­ვე­ლი მა­ი­სის სკო­ლა­ში მოვ­ლე­ნე­ბი ასე გან­ვი­თარ­და: ვა­დის ამო­წურ­ვამ­დე, 9 ოქ­ტომ­ბერს, კო­ბა კვიკ­ვი­ნი­ამ გან­ცხა­დე­ბით მი­მარ­თა სა­მი­ნის­ტ­როს და მო­ითხო­ვა, დი­რექ­ტო­რის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­ს­რუ­ლებ­ლად და­ე­ნიშ­ნათ, პა­სუ­ხი არ მი­უ­ღია, თუმ­ცა, რე­გი­ონ­ში, დი­რექ­ტორ­თა აბ­სო­ლუ­ტურ­მა უმ­რავ­ლე­სო­ბამ, იმა­ვე დროს გაგ­ზავ­ნილ იმა­ვე ში­ნა­არ­სის მოთხოვ­ნა­ზე, სა­მი­ნის­ტ­როს­გან და­დე­ბი­თი პა­სუ­ხი მი­ი­ღო.

17 ოქ­ტომ­ბერს სკო­ლის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლეს კო­რო­ნა­ვი­რუ­სი და­უ­დას­ტურ­და, 22 ოქ­ტომ­ბერს კი სკო­ლის ბუ­ღალ­ტერ­მა მას­წავ­ლებ­ლებს აც­ნო­ბა, რომ ხელ­ფასს ვე­ღარ გას­ცემ­და, რად­გან სკო­ლას არ ჰყავ­და ოფი­ცი­ა­ლუ­რი ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი, რო­მე­ლიც ხელს მო­ა­წერ­და სა­ხელ­ფა­სო უწყისს.

26 ოქ­ტომ­ბერს სკო­ლის პედ­კო­ლექ­ტივ­მა, ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ამ და ტექ­პერ­სო­ნალ­მა, სა­კითხ­ში გა­სარ­კ­ვე­ვად, სა­მი­ნის­ტ­როს გან­ცხა­დე­ბით მი­მარ­თა: „მთე­ლი სას­კო­ლო სა­ზო­გა­დო­ე­ბა მი­ვიჩ­ნევთ, რომ ბა­ტო­ნი კო­ბა სკო­ლის წარ­მა­ტე­ბა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი პი­რია და მას არ ჰქო­ნია გა­დაც­დო­მე­ბი. მი­სი საქ­მი­ა­ნო­ბა თა­ნა­მედ­რო­ვე სას­კო­ლო მე­ნე­ჯე­რის მოთხოვ­ნებს სრუ­ლად პა­სუ­ხობს. ბო­ლო წლებ­ში სკო­ლა ჩარ­თუ­ლი იყო უამ­რავ პრო­ექ­ტ­ში, სკო­ლის კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლე­ბი უპ­რობ­ლე­მოდ აბა­რე­ბენ უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებ­ში და, ამა­ვე დროს, არა მხო­ლოდ რე­გი­ო­ნის დო­ნე­ზე.“

პირ­ვე­ლი მა­ი­სის სკო­ლის მას­წავ­ლებ­ლე­ბი გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტ­რის­გან ყო­ფი­ლი დი­რექ­ტო­რის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­ს­რუ­ლებ­ლად და­ნიშ­ვ­ნას მო­ითხო­ვენ და მზად არი­ან, რო­გორც თვი­თონ აცხა­დე­ბენ, სა­მარ­თ­ლი­ა­ნო­ბის­თ­ვის ბო­ლომ­დე იბ­რ­ძო­ლონ.

„სკო­ლის ყვე­ლა თა­ნამ­შ­რო­მე­ლი გა­მო­ხა­ტავს აღ­შ­ფო­თე­ბას აღ­ნიშ­ნულ ფაქ­ტ­თან და­კავ­ში­რე­ბით და ითხოვს სას­წ­რა­ფო რე­ა­გი­რე­ბას ბა­ტო­ნი მი­ნის­ტ­რის­გან, რაც მდგო­მა­რე­ობს იმა­ში, რომ და­უ­ყოვ­ნებ­ლივ, უახ­ლო­ეს ვა­დებ­ში, სსიპ ეს­ტა­ტე შუ­შა­ნი­ას სა­ხე­ლო­ბის ხო­ბის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ პირ­ვე­ლი მა­ი­სის სა­ჯა­რო სკო­ლის დი­რექ­ტო­რის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­ს­რუ­ლებ­ლად და­ი­ნიშ­ნოს ბა­ტო­ნი კო­ბა კვიკ­ვი­ნია. წი­ნა­აღ­მ­დეგ შემ­თხ­ვე­ვა­ში, სკო­ლის თა­ნამ­შ­რომ­ლე­ბი მი­მარ­თა­ვენ უკი­დუ­რეს ზო­მებს.“

იმა­ვე გან­ცხა­დე­ბა­ში ვკითხუ­ლობთ: „ამ ეტა­პის­თ­ვის, კო­ვიდ-19 და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი აქვს სკო­ლის 5 თა­ნამ­შ­რო­მელს და 4 მოს­წავ­ლეს. თვი­თი­ზო­ლა­ცი­ის პი­რო­ბებ­ში მყოფ სკო­ლის თა­ნამ­შ­რომ­ლებს და მათ ოჯა­ხებს ხელ­ფა­სის მი­უ­ღებ­ლო­ბით მე­ტად მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ვაგ­დებთ.“

მოგ­ვი­ა­ნე­ბით, „ფორ­ს­მა­ჟო­რის“ გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, მას­წავ­ლებ­ლებს ხელ­ფა­სე­ბი, ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რის ხელ­მო­წე­რის გა­რე­შე, ჩა­ე­რიცხათ, მაგ­რამ დი­რექ­ტო­რის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­ს­რუ­ლებ­ლის სა­კითხი ისევ გა­ურ­კ­ვევ­ლი დარ­ჩა. იმ შემ­თხ­ვე­ვა­ში, თუ კო­ბა კვიკ­ვი­ნი­ას დი­რექ­ტო­რის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­ს­რუ­ლებ­ლად საქ­მი­ა­ნო­ბის გაგ­რ­ძე­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა არ მი­ე­ცე­მა, სას­კო­ლო სა­ზო­გა­დო­ე­ბა სა­მი­ნის­ტ­როს­გან ცხად და კონ­კ­რე­ტულ გან­მარ­ტე­ბას ითხოვს, რის გა­მო ეთ­ქ­ვა მას უარი საქ­მი­ა­ნო­ბის გაგ­რ­ძე­ლე­ბა­ზე.

„არა­ნა­ი­რი პა­სუ­ხი არ მი­მი­ღია. გა­ურ­კ­ვე­ველ ვი­თა­რე­ბა­ში ვარ. ერ­თი, რომ უც­ნო­ბია რო­დის და­ი­ნიშ­ნე­ბა შერ­ჩე­ვი­თი კონ­კურ­სი და მე­ო­რეა, რომ სა­მი­ნის­ტ­რო სა­მე­ურ­ვეო საბ­ჭოს წი­ნა­აღ­მ­დეგ გა­მო­დის, რო­ცა თვით­ნე­ბუ­რად იღებს ამ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას. რო­დე­საც სკო­ლა­ში არა­ნა­ი­რი პრობ­ლე­მა არ არის, პი­რი­ქით, წარ­მა­ტე­ბუ­ლია ყო­ველ­მ­ხ­რივ, ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, რა­ტომ უნ­და ერე­ო­დეს სა­მი­ნის­ტ­რო, თუნ­დაც დრო­ე­ბით ნიშ­ნავ­დეს, რამ­დე­ნი ხნი­თაც უნ­და იყოს, რო­დე­საც არც ერთ რგოლ­ში არა­ნა­ი­რი უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა არ ყო­ფი­ლა. გა­ო­ცე­ბუ­ლი ვარ მეც და ყვე­ლა, ვინც ჩა­ხე­დუ­ლია ჩვე­ნი სკო­ლის სი­ტუ­ა­ცი­ა­ში.“ — გა­ნაცხა­და კო­ბა კვიკ­ვი­ნი­ამ ჩვენ­თან სა­უბ­რი­სას.

თბი­ლი­სის მე-10 სა­ჯა­რო სკო­ლის ყო­ფი­ლი დი­რექ­ტო­რი ბე­ლა ხუ­ბუ­ტია ამ­ბობს, რომ პრო­ცეს­ში, რო­მე­ლიც 8 სექ­ტემ­ბ­რი­დან და­იწყო და დღე­საც გრძელ­დე­ბა, არა­კა­ნო­ნი­ე­რი არა­ფე­რია, უბ­რა­ლოდ, ამის წი­ნა პი­რო­ბე­ბი და შემ­დ­გო­მი პი­რო­ბე­ბი აჩენს ძა­ლი­ან ბევრ კითხ­ვის ნი­შანს. „წი­ნა პი­რო­ბე­ბი არის ის, რომ ყვე­ლა რე­სურ­ს­ცენ­ტ­რის ხელ­მ­ძღ­ვა­ნელს ჰქონ­და მი­თი­თე­ბა, რა­ი­ო­ნებ­ში — სი­ე­ბიც, რო­მე­ლი დი­რექ­ტო­რის­თ­ვის მი­ე­ცათ გან­ცხა­დე­ბის და­წე­რის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, იმა­ვე სკო­ლებ­ში მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­ს­რუ­ლებ­ლად გა­და­ნიშ­ვ­ნის შე­სა­ხებ. იყ­ვ­ნენ დი­რექ­ტო­რე­ბი, მათ შო­რის მეც, ვი­საც ამის შე­საძ­ლებ­ლო­ბა არ მოგ­ვე­ცა, არ ვი­ყა­ვით სი­ა­ში და ცხა­დია, დი­რექ­ტო­რო­ბის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის შეწყ­ვე­ტამ­დე, არც გვითხ­რეს, რომ გან­ცხა­დე­ბა უნ­და დაგ­ვე­წე­რა. მე 8-ში შე­მიწყ­და უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა და 9-ში, უკ­ვე მო­ქა­ლა­ქე ბე­ლა ხუ­ბუ­ტი­ამ, მივ­მარ­თე გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს (რე­სურ­ს­ცენ­ტ­რის გავ­ლით არა), გან­ცხა­დე­ბით, რომ გა­ნე­ხი­ლათ ჩე­მი კან­დი­და­ტუ­რა მე-10 სკო­ლის დი­რექ­ტო­რის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­ს­რუ­ლებ­ლად. ცხა­დია, ვი­ცო­დი, რაც იქ­ნე­ბო­და შე­დე­გი, მაგ­რამ კი­დევ ერ­თხელ რომ და­მე­დას­ტუ­რე­ბი­ნა, რომ სა­მარ­თა­ლი შერ­ჩე­ვი­თია და არა­ვი­თა­რი პრო­ფე­სი­უ­ლი არ­გუ­მენ­ტი ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში არ არ­სე­ბობ­და, მხო­ლოდ მი­კერ­ძო­ე­ბუ­ლი არ­გუ­მენ­ტი იყო, ამი­ტომ გა­ვა­კე­თე. ერ­თი თვის შემ­დეგ მი­ვი­ღე პა­სუ­ხი გან­ცხა­დებ­ზე, რო­მელ­შიც ვე­უბ­ნე­ბო­დი, რომ გა­ნე­ხი­ლათ ჩე­მი კან­დი­და­ტუ­რა მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­ს­რუ­ლებ­ლად, მათ კი მომ­წე­რეს პა­სუ­ხი, რომ — თქვენ ამო­გე­წუ­რათ ვა­და 8 სექ­ტემ­ბერს და ამი­ტომ შე­გიწყ­დათ უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა. კითხ­ვა ერ­თია და პა­სუ­ხი — მე­ო­რე. დაგ­ზავ­ნი­ლი პა­სუ­ხე­ბი იმ­დე­ნად შაბ­ლო­ნუ­რია, რომ თბი­ლი­სის ერთ-ერ­თი სა­ჯა­რო სკო­ლის პე­და­გოგს, რო­მელ­მაც სა­კუ­თარ სკო­ლა­ში მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­ს­რუ­ლებ­ლად მი­სი კან­დი­და­ტუ­რის გან­ხილ­ვის თა­ო­ბა­ზე მი­მარ­თა სა­მი­ნის­ტ­როს გან­ცხა­დე­ბით, მის­წე­რეს, რომ თქვენ ვერ გა­ნი­ხი­ლე­ბით ქუ­თა­ი­სის მე-4 სა­ჯა­რო სკო­ლის დი­რექ­ტო­რა­დო. ეტყო­ბა, შაბ­ლონ­საც არ ცვლი­ან და ისე აგ­ზავ­ნი­ან და­კო­პი­რე­ბულ პა­სუ­ხებს. ასე­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბაა.“

ქალ­ბა­ტო­ნი ბე­ლა მი­იჩ­ნევს, რომ გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­რო­ში სის­ტე­მა­ში და­საქ­მე­ბულ ადა­მი­ა­ნებს პა­ტივს არ სცე­მენ. ერ­თი მხრივ, ეროვ­ნუ­ლი ჯილ­დო აქვთ მას­წავ­ლებ­ლის, სა­უ­კე­თე­სო დი­რექ­ტო­რის კონ­კურ­სი, ვი­თომ უნ­დათ მას­წავ­ლებ­ლის და დი­რექ­ტო­რის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია ქვე­ყა­ნა­ში, მაგ­რამ, მე­ო­რე მხრივ, დი­რექ­ტო­რის პრო­ფე­სი­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის იგ­ნო­რი­რე­ბას ახ­დე­ნენ. „მე გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლე სკო­ლის მარ­თ­ვა ჩვე­უ­ლებ­რივ სი­ტუ­ა­ცი­ა­შიც და კრი­ზი­სულ სი­ტუ­ა­ცი­ა­შიც — სხვა სკო­ლის შე­ნო­ბა­ში გა­დაგ­ვიყ­ვა­ნეს, ჩვე­ნი შე­ნო­ბის ავა­რი­უ­ლო­ბის გა­მო და იქაც კი მო­ვა­ხერ­ხე, ცხა­დია, მთელ ჩემ გუნ­დ­თან ერ­თად, რომ არც ერ­თი მოს­წავ­ლე არ გა­და­სუ­ლა სხვა­გან სას­წავ­ლებ­ლად, ყვე­ლა მას­წავ­ლე­ბელს შე­უ­ნარ­ჩუნ­და შრო­მი­თი პი­რო­ბე­ბი. ასე, რომ, ჩემ­თ­ვის სა­ინ­ტე­რე­სოა, რა გახ­და, მა­თი გად­მო­სა­ხე­დი­დან, ჩე­მი გან­თა­ვი­სუფ­ლე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი. თუ მე რა­ი­მე პრო­ფე­სი­უ­ლი ხარ­ვე­ზი მაქვს, მა­შინ არც ვა­დის ამო­წურ­ვას არ უნ­და და­ე­ლო­დონ, თუ სკო­ლა­ში სი­ტუ­ა­ცი­ას ვა­ფუ­ჭებ, დრო­უ­ლად უნ­და გა­მა­თა­ვი­სუფ­ლონ, მაგ­რამ რო­დე­საც არა­ფე­რი ხელ­მო­სა­ჭი­დი არ არის, რო­დე­საც წინ უდევთ მა­თი­ვე მო­ნი­ტო­რინ­გის არა­ერ­თი და­დე­ბი­თი დას­კ­ვ­ნა, და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი მა­თი წარ­მო­მად­გენ­ლი­სა და ჩე­მი წარ­მო­მად­გენ­ლის ხელ­მო­წე­რე­ბით, რა უნ­და მი­პა­სუ­ხონ, ცხა­დია, ვე­რა­ფე­რი.

აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, კონ­ტექ­ს­ტი, ზო­გა­დად, პო­ლი­ტი­კუ­რი მი­ზე­ზია და სა­ბა­ბი კი, ჩემ შემ­თხ­ვე­ვა­ში, შე­ნო­ბა გახ­და. 2017 წლი­დან ჩვენ ავა­რი­ულ შე­ნო­ბა­ში ვიმ­ყო­ფე­ბო­დით. სკო­ლა­ში მშო­ბელ­თა სა­თათ­ბი­რო შევ­ქ­მე­ნი და აქ­ტი­უ­რად ვი­ყა­ვით ამ საქ­მე­ში ჩარ­თუ­ლი, სა­მი­ნის­ტ­როს­გან ვითხოვ­დი, რომ სკო­ლა გა­მაგ­რე­ბუ­ლი­ყო, რომ ვი­თა­რე­ბა საფ­რ­თხის შემ­ც­ვე­ლი იყო. 2019 წლამ­დე ავა­რი­უ­ლი შე­ნო­ბი­დან არ გაგ­ვიყ­ვა­ნეს და მცო­ცა­ვი ბორ­დე­რი­ზა­ცი­ა­სა­ვით, გა­და­ტიხ­რუ­ლი კე­დე­ლი უფ­რო და უფ­რო აქეთ იწევ­და. მე მათ მუდ­მი­ვად ვა­წუ­ხებ­დი ამ თე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ხე­დავ­დ­ნენ, რომ კო­ლექ­ტივ­შიც 100%-იანი მხარ­და­ჭე­რა მქონ­და. ჩე­მი არ­გა­და­ნიშ­ვ­ნის შემ­დეგ, პედ­კო­ლექ­ტივ­მა, მშო­ბელ­თა სა­თათ­ბი­რომ სა­მი­ნის­ტ­როს არა­ერ­თი წე­რი­ლი მის­წე­რა და მოს­თხო­ვა, და­ე­სა­ხე­ლე­ბი­ნათ გან­თა­ვი­სუფ­ლე­ბის მი­ზე­ზი, რა გა­ვა­ფუ­ჭე სკო­ლა­ში და ა.შ. მი­წე­რეს, ასე­ვე, იმ არა­ერ­თი წარ­მა­ტე­ბუ­ლი პრო­ექ­ტის შე­სა­ხებ, რო­მელ­საც სკო­ლა ახორ­ცი­ე­ლებ­და და რა­შიც, ცხა­დია, ყო­ველ­თ­ვის დი­რექ­ტო­რის და ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ის წი­ლი დევს. მა­თაც იგი­ვე პა­სუ­ხი მი­ი­ღეს, რომ 8 სექ­ტემ­ბერს დი­რექ­ტორს ვა­და ამო­ე­წუ­რა. არც ერთ კითხ­ვა­ზე პა­სუ­ხი გა­ცე­მუ­ლი არ არის.“

ქალ­ბა­ტო­ნი ბე­ლა პო­ლი­ტი­კურ მო­ტივ­ზეც სა­უბ­რობს და ამ­ბობს, რომ ათ­ვა­ლი­ე­რებ­დ­ნენ მის გვერდს, ხე­დავ­დ­ნენ ვინ ჰყავ­და მე­გობ­რებ­ში, კითხუ­ლობ­დ­ნენ მის კო­მენ­ტა­რებს: „დღეს, ამ დუხ­ჭირ ცხოვ­რე­ბა­ში, შე­უძ­ლე­ბე­ლია ადა­მი­ანს, მო­ქა­ლა­ქეს არ ჰქონ­დეს პო­ლი­ტი­კუ­რი სიმ­პა­ტია-ან­ტი­პა­ტია. მას­წავ­ლებ­ლე­ბის შე­მად­გენ­ლო­ბა და მა­თი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი, მინ­და გითხ­რათ, მრა­ვალ­გ­ვა­რია, ზო­გი მმარ­თ­ველ პარ­ტი­ას უჭერს მხარს, ზო­გი — ოპო­ზი­ცი­ას, მაგ­რამ ამის გა­მო არც ერთ მას­წავ­ლე­ბელს ჩემ­გან არა­სო­დეს შეზღუდ­ვია უფ­ლე­ბა. არც ბავ­შ­ვებ­თან მქო­ნია არა­სო­დეს სა­უ­ბა­რი პო­ლი­ტი­კურ თე­მა­ზე. პი­რი­ქით, ჩვე­ნი მი­ზა­ნია დე­პო­ლი­ტი­ზე­ბუ­ლი სკო­ლა. სა­მი­ნის­ტ­რომ თვი­თონ კარ­გად გა­იხ­სე­ნოს, რამ­დე­ნად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია სკო­ლე­ბის დე­პო­ლი­ტი­ზე­ბა. სამ­წუ­ხა­როა, რო­დე­საც სა­მი­ნის­ტ­როს კონ­კ­რე­ტულ კითხ­ვებ­ზე პა­სუ­ხე­ბი არ აქვს, რო­დე­საც დის­ტან­ცი­ურ სწავ­ლე­ბას ნორ­მა­ლუ­რად და სა­თა­ნა­დო მზა­ო­ბით ვერ ხვდე­ბა, რო­დე­საც მათ მი­ერ და­დე­ბუ­ლი შე­დე­გე­ბი, რომ ყვე­ლა ჩარ­თუ­ლია დის­ტან­ცი­ურ სწავ­ლე­ბა­ში, ფარ­სია. მე მოქ­მე­დი მას­წავ­ლე­ბე­ლიც ვარ და ზუს­ტად ვი­ცი რა ხდე­ბა, ყვე­ლა სკო­ლის დი­რექ­ტორ­მა იცის. მას­წავ­ლებ­ლე­ბის გა­დამ­ზა­დე­ბა იმ პლატ­ფორ­მის მი­ხედ­ვით, რომ­ლი­თაც უნ­და ჩა­ტარ­დეს დის­ტან­ცი­უ­რი გაკ­ვე­თი­ლე­ბი, ახ­ლა მიმ­დი­ნა­რე­ობს, მარ­ტის თვი­დან სექ­ტემ­ბ­რამ­დე არა­ფე­რი გა­უ­კე­თე­ბი­ათ. რო­დე­საც ვსვამ­დი ამ კითხ­ვებს, რა თქმა უნ­და, მათ­თ­ვის კე­თილ­სა­ი­მე­დო და კომ­ფორ­ტუ­ლი ადა­მი­ა­ნი არ ვი­ყა­ვი. ამი­ტომ ჯო­ბია, ასეთ დი­რექ­ტორს, უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ამო­წურ­ვის შემ­დეგ, არ გა­უგ­რ­ძელ­დეს ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა დრო­ე­ბით მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­ს­რუ­ლებ­ლად.

რო­ცა პან­დე­მი­ა­ზე აპე­ლი­რე­ბენ, ისიც უნ­და გვახ­სოვ­დეს, რომ სწო­რედ პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში, ჩა­ტარ­და 45 000 აბი­ტუ­რი­ენ­ტის­თ­ვის გა­მოც­დე­ბი, პან­დე­მი­ის დროს ჩა­ტარ­და 11 000-მდე მას­წავ­ლებ­ლო­ბის მსურ­ველ­თათ­ვის გა­მოც­და და დი­რექ­ტო­რე­ბის კონ­კურ­ს­ში, სულ, 2 000-მდე აპ­ლი­კან­ტი იყო და­რე­გის­ტ­რი­რე­ბუ­ლი. 10-ჯერ და 20-ჯერ მე­ტი მა­სის­თ­ვის თუ შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო გა­მოც­დის ჩა­ტა­რე­ბა, აქ რა­ტომ გახ­და შე­უძ­ლე­ბე­ლი. ეს შეგ­ნე­ბუ­ლად არ­ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მოც­და იყო იმი­ტომ, რომ ე.წ. გა­და­ნიშ­ნუ­ლი, მი­ნის­ტ­რის ბრძა­ნე­ბით და­ნიშ­ნუ­ლი დი­რექ­ტო­რის­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, არ­ჩე­უ­ლი დი­რექ­ტო­რის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა მარ­ტი­ვი არ არის, რად­გან მას, არ­ჩე­ვის შემ­დ­გომ, სა­მე­ურ­ვეო საბ­ჭო უფორ­მებს ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას და სა­მი­ნის­ტ­როს, ბევ­რი პრო­ცე­დუ­რის გავ­ლის და და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის წარ­დ­გე­ნის შემ­დ­გომ, შე­უძ­ლია მხო­ლოდ ამის გა­კე­თე­ბა. ამი­ტომ, ცხა­დია, ეს წი­ნას­წარ გა­მიზ­ნუ­ლი, წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ გათ­ვ­ლი­ლი სი­ტუ­ა­ცია იყო, თო­რემ 2 000-მდე ადა­მი­ანს გა­მოც­და, რა თქმა უნ­და, ჩა­უ­ტარ­დე­ბო­და.“

ქალ­ბა­ტო­ნი ბე­ლა ამ­ბობს, რომ დი­რექ­ტორ­თა ის დი­დი ნა­წი­ლი, რო­მე­ლიც დარ­ჩა, მუდ­მივ შიშ­შია. ყვე­ლამ ძა­ლი­ან კარ­გად იცის კა­ნონ­მ­დებ­ლო­ბა და იცი­ან ისიც, რომ ერ­თი ბრძა­ნე­ბით შე­იძ­ლე­ბა მა­თი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა, ამი­ტომ ყვე­ლა და­დუ­მე­ბუ­ლია. არის რამ­დე­ნი­მე, თით­ზე ჩა­მო­სათ­ვ­ლე­ლი, დი­რექ­ტო­რი, რო­მე­ლიც დიდ პო­ლი­ტი­კურ ზე­წო­ლას ახ­დენს კო­ლექ­ტივ­ზე სამ­თავ­რო­ბო კან­დი­და­ტის სა­სარ­გებ­ლოდ და ეს ყვე­ლა­ფე­რი იცის სა­მი­ნის­ტ­რომ, მაგ­რამ, ცხა­დია, მათ ხელს არ მო­კი­დე­ბენ, რად­გან იმ დი­რექ­ტო­რე­ბის პო­ზი­ცია ემ­თხ­ვე­ვა სა­მი­ნის­ტ­რო­სას.

სა­მი­ნის­ტ­როს მხრი­დან მსგავ­სი მიდ­გო­მა სკო­ლის დი­რექ­ტო­რე­ბის მი­მართ, გა­ნათ­ლე­ბის ექ­ს­პერ­ტის, სი­მონ ჯა­ნა­ში­ას აზ­რით 5 სე­რი­ო­ზულ რისკს შე­ი­ცავს:

♦ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში სკო­ლე­ბის დი­რექ­ტო­რე­ბის ავ­ტო­რი­ტე­ტი იკ­ლებს, რად­გან მათ სა­ზო­გა­დო­ე­ბა უყუ­რებს, რო­გორც პარ­ტი­ულ მუ­შა­კებს და არა რო­გორც მა­თი მო­მავ­ლის გა­ნათ­ლე­ბით და­ინ­ტე­რე­სე­ბულ ადა­მი­ა­ნებს;

♦ სა­ჯა­რო სკო­ლე­ბის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლე­ბად მუ­შა­ო­ბით ინ­ტე­რეს­დე­ბი­ან სულ უფ­რო ნაკ­ლე­ბად პრო­ფე­სი­უ­ლი უნა­რე­ბის მქო­ნე და მე­ტად — პარ­ტი­უ­ლი აქ­ტი­ვის­ტო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნე­ბი;

♦ გა­ნათ­ლე­ბის პო­ლი­ტი­კა მი­მარ­თუ­ლია არა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი პრობ­ლე­მე­ბის შე­სა­ბა­მი­სი ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გ­მის­კენ, არა­მედ პარ­ტი­უ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბის შე­სა­ბა­მი­სად;

♦ მოს­წავ­ლე­ებს, რომ­ლებ­საც უნ­და ვუღ­ვი­ვებ­დეთ დე­მოკ­რა­ტი­ულ ღი­რე­ბუ­ლე­ბებს, ამ მიზ­ნის სა­პი­რის­პი­როდ — ან­ტი­დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სის­ტე­მის მოქ­მე­დე­ბის მა­გა­ლი­თებს ვაჩ­ვევთ;

♦ იფ­ლან­გე­ბა სკო­ლის დი­რექ­ტო­რე­ბის მომ­ზა­დე­ბის იმ პროგ­რა­მე­ბის ძა­ლის­ხ­მე­ვა, რომ­ლე­ბიც მათ ლი­დე­რუ­ლი უნა­რე­ბის გა­მო­მუ­შა­ვე­ბას და გა­მო­ყე­ნე­ბას ას­წავ­ლის. სა­მა­გი­ე­როდ, სკო­ლის დი­რექ­ტო­რებს აჩ­ვევს პარ­ტი­ი­სა და სა­ხელ­მ­წი­ფოს მი­მართ მორ­ჩი­ლე­ბას. ყვე­ლა ეს შე­დე­გი ხელს უშ­ლის სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში მა­ღა­ლი ხა­რის­ხის მქო­ნე, დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პრინ­ცი­პე­ბის გამ­ტა­რე­ბე­ლი და გან­ვი­თა­რე­ბა­დი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის შექ­მ­ნას. სა­ზო­გა­დო­ე­ბამ ამის­თ­ვის სა­ხელ­მ­წი­ფოს და ნე­ბის­მი­ერ სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო პარ­ტი­ას, რო­მე­ლიც ამით არის და­კა­ვე­ბუ­ლი, პა­სუ­ხი უნ­და აგე­ბი­ნოს არა მხო­ლოდ ამ არ­ჩევ­ნებ­ზე, არა­მედ ყო­ველ­თ­ვის!

გა­ნათ­ლე­ბის ექ­ს­პერ­ტს, თა­მარ მო­სი­აშ­ვი­ლს მი­აჩ­ნია, რომ ჩვენ­თან არ არ­სე­ბობს მად­ლო­ბის გა­დახ­და გა­წე­უ­ლი შრო­მის­თ­ვის და გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა ისეა მოწყო­ბი­ლი, რომ სკო­ლის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი რე­ა­ლუ­რად ლი­დე­რი ვერ იქ­ნე­ბა.

„ადა­მი­ა­ნი მუ­შა­ობს სკო­ლის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლად. ამო­ე­წუ­რა ვა­და. სა­მი­ნის­ტ­რო არ ნიშ­ნავს არ­ჩევ­ნებს, ზოგს ათა­ვი­სუფ­ლებს, ზოგს კი უგ­რ­ძე­ლებს ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას.

ახ­ლა ვინც ამ­ტ­კი­ცებთ, რომ სკო­ლის დი­რექ­ტო­რი ლი­დე­რია, უნ­და იყოს ლი­დე­რი, მჭერ­მეტყ­ვე­ლუ­რად ლა­პა­რა­კობთ სხვა­დას­ხ­ვა შეხ­ვედ­რებ­ზე, მე­დი­ა­სა და კონ­ფე­რენ­ცი­ებ­ზე, იღებთ ფო­ტო­ებს, თუ ხვდე­ბით, რომ სის­ტე­მა ისეა მოწყო­ბი­ლი, რომ ლი­დე­რი ვერ იქ­ნე­ბა სკო­ლის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი. ლი­დე­რი კი არა, ჭან­ჭი­კი­ვით მო­ას­რი­ა­ლებს ბი­უ­როკ­რა­ტი, თუ დას­ჭირ­და.

სა­მი­ნის­ტ­როს უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა სკო­ლის მარ­თ­ვის სა­კითხებ­ში უნ­და შე­იზღუ­დოს, ამის გა­რე­შე ვერ გაძ­ლი­ერ­დე­ბა სკო­ლე­ბი. მაგ­რამ სა­მი­ნის­ტ­როს და მათ­თან აფი­ლი­რე­ბუ­ლებს ეს არ ანაღ­ვ­ლებთ. თა­ვად და­ყავთ შვი­ლე­ბი ამე­რი­კულ, ფრან­გულ, გერ­მა­ნულ, ბრი­ტა­ნულ, ეს­პა­ნურ, ზან­ზი­ბა­რულ, მა­რო­კო­ულ, მექ­სი­კურ და სხვა სკო­ლებ­ში და ქარ­თუ­ლი სკო­ლა რა­ში ანაღ­ვ­ლებთ.

სა­ქარ­თ­ვე­ლოს მო­მა­ვა­ლი კი ძლი­ერ ქარ­თულ სკო­ლა­შია, რო­მელ­საც ჩი­ნოვ­ნი­კე­ბი ყმე­ბი­ვით ექ­ცე­ვი­ან. სო­ლი­და­რო­ბა რომ არ არ­სე­ბობს, ეს უკ­ვე ტრა­დი­ციაა ამ გა­რე­მო­ში. ვის რო­დის გე­წუ­რე­ბათ ვა­და? არ­ჩევ­ნებს რო­დის და­ნიშ­ნა­ვენ არა­ვინ იცის. თუ და­ნიშ­ნეს, ვის და სად გა­და­ა­ნა­წი­ლე­ბენ, არც ის. ვინ იქ­ნე­ბა შემ­დე­გი?“

და­ბო­ლოს გთა­ვა­ზობთ ამო­ნა­რიდს თბი­ლი­სის 28-ე სა­ჯა­რო სკო­ლის ყო­ფი­ლი დი­რექ­ტო­რის, გი­უ­ლი ხარ­ხე­ლის მი­მარ­თ­ვი­დან, რო­მე­ლიც სა­კუ­თარ ფე­ის­ბუქ გვერ­დ­ზე გა­მო­აქ­ვეყ­ნა:

„ძვირ­ფა­სო მშობ­ლე­ბო და პე­და­გო­გე­ბო, საყ­ვა­რე­ლო მოს­წავ­ლე­ე­ბო!

დი­დი მად­ლო­ბა მინ­და გა­და­გი­ხა­დოთ იმ მხარ­და­ჭე­რი­სათ­ვის, რაც ჩემ­თ­ვის მძი­მე დღე­ებ­ში გა­მო­ხა­ტეთ. აქ­ვე მინ­და გითხ­რათ, რომ ეს სიმ­ძი­მე ჩე­მი მშობ­ლე­ბის ჯან­მ­რ­თე­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე­ობს და დი­რექ­ტო­რად არ დამ­ტ­კი­ცე­ბას არა­ნა­ი­რად არ უკავ­შირ­დე­ბა. ძა­ლი­ან მიყ­ვარ­ხართ ყვე­ლა­ნი.

ყვე­ლას დიდ ბო­დიშს გიხ­დით, რომ ვერ შე­მო­ვუ­ერ­თ­დი თქვენს პრო­ტესტს, არა იმი­ტომ, რომ არ მინ­და, რომ ისევ ვი­ყო სკო­ლის დი­რექ­ტო­რი და გა­ვაგ­რ­ძე­ლო ჩე­მი საყ­ვა­რე­ლი საქ­მე, არც იმი­ტომ, რომ გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა ნორ­მა­ლუ­რი ფორ­მით, კა­ნო­ნი­ე­რად ან მი­ზან­შე­წო­ნი­ლად მოხ­და, არა­მედ იმი­ტომ, რომ მე არ შე­მიძ­ლია და არც მინ­და, ვინ­მე კონ­კ­რე­ტუ­ლი პი­როვ­ნე­ბის დი­რექ­ტო­რო­ბის­თ­ვის ვიბ­რ­ძო­ლო, თუნ­დაც ჩე­მი თა­ვის­თ­ვის.

ახ­ლა მთა­ვა­რია, რომ ამ გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბამ უკე­თე­სი კან­დი­და­ტუ­რის და­ნიშ­ვ­ნის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა წარ­მოშ­ვა ამ ქმე­დე­ბის ჩამ­დენ­თათ­ვის!!! მო­დით, მო­ვითხო­ვოთ უკე­თე­სი დი­რექ­ტო­რი, რად­გან თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნი ვიმ­სა­ხუ­რებთ სა­უ­კე­თე­სო სკო­ლას! უფ­რო მე­ტიც, ვალ­დე­ბუ­ლე­ბიც ვართ მო­ვითხო­ვოთ ჩვე­ნი, ჩვე­ნი მე­ზობ­ლე­ბის თუ ნა­თე­სა­ვე­ბის შვი­ლე­ბის, ჩვე­ნი მოს­წავ­ლე­ე­ბის წი­ნა­შე, რად­გან უკე­თე­სი სკო­ლა ნიშ­ნავს მათ უკე­თეს მო­მა­ვალს, უარე­სი კი — მათ გა­წირ­ვას წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი ცხოვ­რე­ბი­სათ­ვის!“

ასე­თი სუ­რა­თია დღე­ი­სათ­ვის, ვნა­ხოთ, რო­გორ გან­ვი­თარ­დე­ბა პრო­ცე­სი, ჩვე­ნი რე­დაქ­ცია მი­ა­დევ­ნებს თვალს მოვ­ლე­ნა­თა მსვლე­ლო­

ლა­ლი თვა­ლა­ბე­იშ­ვი­ლი

დატოვეთ კომენტარი