რა­ტომ ფერ­ხ­დე­ბა კა­რი­ე­რუ­ლი წინ­ს­ვ­ლა და რა გა­მო­სა­ვალს ხე­და­ვენ პე­და­გო­გე­ბი?

4463
2020 წლი­დან „მას­წავ­ლებ­ლის რე­გუ­ლი­რე­ბის წე­სის“ ამოქ­მე­დე­ბა, რო­მე­ლიც მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და კა­რი­ე­რუ­ლი წინ­ს­ვ­ლის ახალ შე­საძ­ლებ­ლო­ბას გა­ა­ჩენ­და, ჯერ კი­დევ გა­სუ­ლი წლის გა­ზაფხულ­ზე, სა­მი­ნის­ტ­როს მი­ერ რე­ფორ­მე­ბის წარ­დ­გი­ნე­ბე­ბის სე­რი­ის დროს და­ა­ნონ­ს­და. მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რი 2020 წლის უმ­თავ­რეს ცვლი­ლე­ბა­საც სწო­რედ ამ წე­სის ამოქ­მე­დე­ბას უკავ­ში­რებ­და. ბუ­ნებ­რი­ვია, და­ა­ნონ­სე­ბულ­მა ცვლი­ლე­ბამ დი­დი მო­ლო­დი­ნი გა­ა­ჩი­ნა პე­და­გო­გი­ურ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში. „2020 წლი­დან აღარ იარ­სე­ბებს აღარც კრე­დიტ­ქუ­ლე­ბის დაგ­რო­ვე­ბის სის­ტე­მა და აღარც გა­რე დაკ­ვირ­ვე­ბა. მას ჩა­ა­ნაც­ვ­ლებს მას­წავ­ლებ­ლის რე­გუ­ლი­რე­ბის წე­სი, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, მას­წავ­ლებ­ლო­ბის მსურ­ვე­ლებს და მათ, ვი­საც სურ­ვი­ლი აქვთ გა­ი­უმ­ჯო­ბე­სონ მდგო­მა­რე­ო­ბა, გა­მოც­დის ჩა­ბა­რე­ბა მო­უ­წევთ, ხო­ლო პრო­ფე­სი­ულ სა­ჭი­რო­ე­ბას სკო­ლა და­ად­გენს. პრო­ფე­სი­უ­ლი სა­ჭი­რო­ე­ბის­თ­ვის მას­წავ­ლე­ბე­ლი რამ­დე­ნი­მე ტრე­ნინგს გა­ივ­ლის, ოღონდ ამა­ში კრე­დიტ­ქუ­ლებს აღარ მი­ი­ღებს.“ – აცხა­დებ­და ბე­რი­კა შუ­კა­კი­ძე, 2019 წლის 8 მა­ისს, ჩვე­ნი გა­ზე­თის­თ­ვის მო­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში. მი­სი­ვე თქმით, პრო­ფე­სი­უ­ლი გა­დამ­ზა­დე­ბა მუდ­მი­ვად სა­ჭი­როა, მაგ­რამ მას­წავ­ლებ­ლებ­ზე აღარ იქ­ნე­ბა ზე­წო­ლა, რომ და­აგ­რო­ვონ კრე­დი­ტე­ბი. „რაც შე­ე­ხე­ბა სა­ფე­ხუ­რებ­რივ წინ­ს­ვ­ლას, ეს გა­მოც­დით გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა. ვმუ­შა­ობთ გა­მოც­დის ასეთ ტიპ­ზე: მა­გა­ლი­თად, ვარ უფ­რო­სი მას­წავ­ლე­ბე­ლი და მინ­და გავ­ხ­დე წამ­ყ­ვა­ნი ან მენ­ტო­რი, ამის­თ­ვის მო­მი­წევს პრო­ფე­სი­უ­ლი უნა­რე­ბის რთუ­ლი კა­ტე­გო­რი­ის ტეს­ტის ჩა­ბა­რე­ბა. პრო­ფე­სი­ულ უნა­რებ­ში ტეს­ტი რამ­დე­ნი­მე კა­ტე­გო­რი­ად და­ი­ყო­ფა, საგ­ნის გა­მოც­და კი ერ­თი ტი­პის იქ­ნე­ბა. სა­გან­ში სა­შუ­ა­ლო ბა­რი­ე­რად 50 პრო­ცენ­ტი გა­ნი­საზღ­ვ­რე­ბა, იგი­ვე ბა­რი­ე­რი და­წეს­დე­ბა პრო­ფე­სი­ულ უნა­რებ­შიც.
ახა­ლი წე­სის მი­ხედ­ვით, გვექ­ნე­ბა ორი გა­მოც­და: საგ­ნის კომ­პე­ტენ­ცი­ის და­დას­ტუ­რე­ბა და პრო­ფე­სი­უ­ლი უნა­რე­ბი. პრო­ფე­სი­ულ უნა­რებ­ში სა­მი ტი­პის გა­მოც­და იგეგ­მე­ბა – პი­რო­ბი­თად, I -II -III კა­ტე­გო­რი­ის. რო­მელ კა­ტე­გო­რი­ა­საც ჩა­ა­ბა­რებს მას­წავ­ლე­ბე­ლი, იმ კა­ტე­გო­რი­ის შე­სა­ბა­მის სტა­ტუსს მი­ი­ღებს. მა­გა­ლი­თად, თუ უფ­რო­სი მას­წავ­ლე­ბე­ლი გა­დაწყ­ვეტს, რომ გახ­დეს პირ­და­პირ მენ­ტო­რი და აღარ სურს წამ­ყ­ვა­ნი მას­წავ­ლებ­ლო­ბა, მენ­ტო­რის­თ­ვის გან­კუთ­ვ­ნილ ტესტს აირ­ჩევს და აღარ მო­უ­წევს ლო­დი­ნი, რომ ჯერ   წამ­ყ­ვა­ნი გახ­დეს და შემ­დეგ მენ­ტო­რი.“
თუმ­ცა, რო­გორც ირ­კ­ვე­ვა, 2020 წლის­თ­ვის ახა­ლი ტი­პის გა­მოც­და აღარ ჩა­ტარ­დე­ბა, ამის მი­ზე­ზად კი ის ფაქ­ტი სა­ხელ­დე­ბა, რომ გა­მოც­დის მომ­ზა­დე­ბა ვერ მო­ეს­წ­რო. შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი სო­ფო გორ­გო­ძე ადას­ტუ­რებს, რომ ეს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­რომ უკ­ვე მი­ი­ღო.
ცნო­ბი­ლია გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა, რომ ახა­ლი ტი­პის გა­მოც­და არ ჩა­ტარ­დე­ბა, მაგ­რამ გა­ურ­კ­ვე­ვე­ლია, რა სა­ხით შეძ­ლე­ბენ ან შეძ­ლე­ბენ თუ არა სა­ერ­თოდ, 2020 წელს, უფ­რო­სი და წამ­ყ­ვა­ნი პე­და­გო­გე­ბი სტა­ტუ­სის ამაღ­ლე­ბას?
რო­გო­რი იქ­ნე­ბა მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის 2020 წე­ლი კა­რი­ე­რუ­ლი ზრდის თვალ­საზ­რი­სით?
პრაქ­ტი­კო­სებს წინ­ს­ვ­ლის­თ­ვის კი­დევ ერ­თი შან­სი მის­ცეს და ისი­ნი ზაფხულ­ში ისევ შე­ეც­დე­ბი­ან და­ა­დას­ტუ­რონ კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბი. უფ­რო­სი მას­წავ­ლებ­ლე­ბის ნა­წი­ლი კი, რომ­ლებ­საც მხო­ლოდ გა­რე დაკ­ვირ­ვე­ბის გავ­ლა დარ­ჩათ,   ეტა­პობ­რი­ვად, წლის ბო­ლომ­დე, გა­ივ­ლი­ან გა­რე დაკ­ვირ­ვე­ბას და აიმაღ­ლე­ბენ სტა­ტუსს. რაც შე­ე­ხე­ბა წამ­ყ­ვან მას­წავ­ლებ­ლებს, რო­მელ­თაც მენ­ტო­რო­ბა სურთ – მათ­თ­ვის ჯერ­ჯე­რო­ბით გა­ურ­კ­ვე­ვე­ლია, რა უნ­და გა­ა­კე­თონ მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სტა­ტუ­სის ასა­მაღ­ლებ­ლად. რო­გორც თა­ვად ამ­ბო­ბენ, პრო­ცე­სი ერ­თი წლით და­პა­უზ­და. ასე­ვე გა­ურ­კ­ვე­ვე­ლია იმ უფ­რო­სი მას­წავ­ლებ­ლე­ბის კა­რი­ე­რუ­ლი წინ­ს­ვ­ლის სა­კითხიც, რომ­ლებ­მაც ახ­ლა აიმაღ­ლეს სტა­ტუ­სი და იმ მას­წავ­ლებ­ლე­ბის ბე­დიც, რომ­ლე­ბიც სექ­ტემ­ბ­რი­დან შე­ვიდ­ნენ სის­ტე­მა­ში. ეს მო­ცე­მუ­ლო­ბა გარ­კ­ვე­ულ უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას და გუ­ლის­წყ­რო­მას იწ­ვევს ჩა­მოთ­ვ­ლი­ლი კატ­რე­გო­რი­ის პე­და­გო­გებ­ში. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, რო­გორც ჩანს, მათ კი­დევ ერ­თი წე­ლი მო­უ­წევთ ლო­დი­ნი რა­ზე ჩა­მო­ყა­ლიბ­დე­ბა სა­ბო­­ლო­ოდ სა­მი­ნის­ტ­რო.
დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით, სის­ტე­მა­ში სულ 59 952 მას­წავ­ლე­ბე­ლია, აქე­დან 14 344 პრაქ­ტი­კო­სის სტა­ტუ­სის მქო­ნე მას­წავ­ლებ­ლად რჩე­ბა, რაც შე­ე­ხე­ბა მა­ღა­ლი სტა­ტუ­სის მქო­ნე პე­და­გო­გებს, მა­თი სტა­ტის­ტი­კა ასე­თია: უფ­რო­სი მას­წავ­ლე­ბე­ლი – 37 460; წამ­ყ­ვა­ნი მას­წავ­ლე­ბე­ლი – 2 908 ; მენ­ტო­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი – 261.

რა­ტომ ფერ­ხ­დე­ბა კა­რი­ე­რუ­ლი წინ­ს­ვ­ლა და რა გა­მო­სა­ვალს ხე­და­ვენ პე­და­გო­გე­ბი?

გი­ორ­გი ჭა­უ­ჭი­ძე, მარ­ნე­უ­ლის №2 სა­ჯა­რო სკო­ლის ქარ­თუ­ლის რო­გორც მე­ო­რე ენი­სა და ის­ტო­რი­ის მას­წავ­ლე­ბე­ლი:

იცის ღმერ­თ­მა, თა­ვი­დან­ვე მას­წავ­ლე­ბელ­თა 80%-იანი ჩაჭ­რე­ბის წი­ნა­აღ­მ­დე­გი ვი­ყა­ვი და ძლი­ერ გა­მი­ხარ­და 1 კრე­დი­ტის შე­მო­ღე­ბა ჯე­ჯე­ლა­ვას მი­ერ. რო­გორც ამ დღე­ებ­ში გა­ირ­კ­ვა, პრაქ­ტი­კუ­ლად მო­ის­პო პრაქ­ტი­კოს მას­წავ­ლე­ბელ­თა კლა­სი. მით უფ­რო მი­უ­ტე­ვე­ბე­ლი და უსა­მარ­თ­ლოა წამ­ყ­ვა­ნო­ბის­თ­ვის და მენ­ტო­რო­ბის­თ­ვის გზის დახ­შო­ბა წელ­საც.

გა­სა­გე­ბია, რომ სა­მენ­ტო­რო გა­მოც­დებს მომ­ზა­დე­ბა სჭირ­დე­ბა. რად­გან სა­ხელ­მ­წი­ფომ ეს ვერ მო­ა­ხერ­ხა წელს, ასე­თი რამ შეს­თა­ვა­ზოს წინ­ს­ვ­ლის მსურ­ველთ: წამ­ყ­ვა­ნო­ბი­სა და მენ­ტო­რო­ბის მსურ­ვე­ლებ­მა ჩა­ა­ბა­რონ ჩვე­უ­ლებ­რი­ვი პრო­ფე­სი­უ­ლი უნა­რე­ბის გა­მოც­და და იმ უფ­როს მას­წავ­ლე­ბელს, რო­მე­ლიც 70%-ზე მა­ღალ ქუ­ლას მი­ი­ღებს, წამ­ყ­ვა­ნის სტა­ტუ­სი მი­ე­ნი­ჭოს, ხო­ლო ის წამ­ყ­ვა­ნი მას­წავ­ლე­ბე­ლი, რო­მე­ლიც 80%-ზე მა­ღალ ქუ­ლას მო­აგ­რო­ვებს, მენ­ტო­რი გახ­დეს.

ვფიქ­რობ, თუ­კი სა­ხელ­მ­წი­ფო წელ­ს­ვე ვერ შეს­თა­ვა­ზებს მას­წავ­ლებ­ლებს წინ­ს­ვ­ლის გზას, ამ ვა­რი­ან­ტის გან­ხილ­ვა ეგე­ბის.

ნა­დია დაბ­რუნ­დაშ­ვი­ლი, ხა­შუ­რის №1 სა­ჯა­რო სკო­ლის მა­თე­მა­ტი­კის მას­წავ­ლე­ბე­ლი:

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, თუ რამ­დენ­წ­ლი­ა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბა გაქვს ამა თუ იმ პრო­ფე­სი­ა­ში, ნე­ბის­მი­ერ სპე­ცი­ა­ლო­ბა­ში პრო­ფე­სი­უ­ლი წინ­ს­ვ­ლა და გან­ვი­თა­რე­ბა აუცი­ლე­ბე­ლია. ეს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად პე­და­გო­გის პრო­ფე­სი­ას ეხე­ბა, მით უმე­ტეს, ჩვენს დრო­ში, რო­ცა მოს­წავ­ლე­ე­ბი, თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის და კო­მუ­ნი­კა­ცი­ის უამ­რა­ვი ახ­ლე­ბუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით, ხში­რად მას­წავ­ლებ­ლებს უს­წ­რე­ბენ ამა თუ იმ სფე­რო­ში – სი­ახ­ლე­ე­ბის გაც­ნო­ბით, სხვა­დას­ხ­ვა პრო­ექ­ტებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბით და ხში­რად წარ­მა­ტე­ბე­ბის მო­პო­ვე­ბი­თაც. ამი­ტომ ჩემ­თ­ვის, რო­გორც მას­წავ­ლებ­ლის­თ­ვის, მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და კა­რი­ე­რუ­ლი წინ­ს­ვ­ლის სქე­მის შე­მო­თა­ვა­ზე­ბა არც უცხო და არც მი­უ­ღე­ბე­ლი ყო­ფი­ლა, პი­რი­ქით, პირ­ვე­ლი­ვე ეტაპ­ზე აქ­ტი­უ­რად ჩა­ვერ­თე პრო­ცეს­ში.

ვერ და­ვე­თან­ხ­მე­ბი მო­საზ­რე­ბას იმის თა­ო­ბა­ზე, რომ სქე­მის ფარ­გ­ლებ­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბი მოს­წავ­ლე­ებს გვერ­დ­ზე ტო­ვებ­და, რად­გან სქე­მის ფარ­გ­ლებ­ში გან­სა­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი თი­თო­ე­უ­ლი აქ­ტი­ვო­ბა, სწო­რე­დაც რომ მოს­წავ­ლე­თა ჩარ­თუ­ლო­ბით და მათ­თან მუ­შა­ო­ბით, კლას­ში ან საკ­ლა­სო ოთა­ხის გა­რეთ,   უნ­და გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი­ყო. სხვა სა­კითხია თუ­კი ვინ­მე მოს­წავ­ლე­ე­ბის ჩარ­თ­ვას არ ახ­დენ­და ამ პრო­ცეს­ში, აქ­ტი­ვო­ბებს მხო­ლოდ დო­კუ­მენ­ტე­ბით, ფორ­მა­ლუ­რად აღ­რიცხავ­და და ყვე­ლა­ფე­რი მხო­ლოდ ჩა­ნა­წე­რებ­ში ხდე­ბო­და და რჩე­ბო­და.

და­დე­ბი­თად ვა­ფა­სებ ჩვენ მი­ერ გავ­ლილ პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ტრე­ნინ­გე­ბის უმე­ტე­სო­ბას, ჩემ­თ­ვის თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნი საკ­მა­ოდ დი­დი სარ­გებ­ლის მომ­ტა­ნი იყო რო­გორც პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სათ­ვის, ასე­ვე მი­ღე­ბუ­ლი ცოდ­ნით მოს­წავ­ლე­ებ­თან მუ­შა­ო­ბა­ში, სხვა­დას­ხ­ვა მე­თო­დე­ბის და­ნერ­გ­ვი­სა და გა­მო­ყე­ნე­ბი­სათ­ვის.

რადგან გა­რე დაკ­ვირ­ვე­ბის გავ­ლის პირ­ვე­ლი­ვე ეტა­პი­სათ­ვის, რამ­დე­ნი­მე სხვა მას­წავ­ლე­ბელ­თან ერ­თად, მას­წავ­ლებ­ლის სახ­ლის გა­რე დამ­კ­ვირ­ვებ­ლად შე­მარ­ჩი­ეს, ინ­ტე­რეს­თა კონ­ფ­ლიქ­ტის გა­მო, პრო­ცე­სებს ერ­თი სე­მეს­ტ­რით ჩა­მოვ­რ­ჩი. ვგეგ­მავ­დი, რომ შემ­დეგ­ში გა­რე დაკ­ვირ­ვე­ბა­საც მო­ვას­წ­რებ­დი და მენ­ტო­რო­ბის­თ­ვის სა­ჭი­რო აქ­ტი­ვო­ბებ­საც, თუმ­ცა, აღ­მოჩ­ნ­და, რომ პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის სქე­მით მენ­ტო­რის სტა­ტუ­სის მი­სა­ღე­ბად წინ­ს­ვ­ლას ვე­ღარ ვას­წ­რებ­დი და ამის­თ­ვის გა­მოც­დის ჩა­ბა­რე­ბა მო­მი­წევ­და. არც ეგაა პრობ­ლე­მა, მაგ­რამ გა­მოც­დის ჩა­ტა­რე­ბის პრო­ცე­სიც, რო­გორც ჩანს, გა­ხან­გ­რ­ძ­ლივ­და და ჯერ უც­ნო­ბია, რო­დის და რა ფორ­მა­ტით ჩა­ტარ­დე­ბა კა­რი­ე­რუ­ლი წინ­ს­ვ­ლის­თ­ვის გან­საზღ­ვ­რუ­ლი გა­მოც­დე­ბი.

ახ­ლა ის მდგო­მა­რე­ო­ბაა, თით­ქოს დამ­თავ­რ­და „მა­რა­თო­ნი“ და ზოგ­მა მო­ას­წ­რო ფი­ნი­შამ­დე მის­ვ­ლა, ზოგ­მა ვე­რა, ზოგს გა­უ­მარ­თ­ლა, ზოგს არა, ზო­გი გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლია, ზო­გი არა. არა­და მოს­წავ­ლე­ებ­თან მუ­შა­ო­ბა და აქ­ტი­ვო­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა მუდ­მი­ვი პრო­ცე­სია და თუ ერთ ეტაპ­ზე ეს იყო გან­ვი­თა­რე­ბი­სა და წინ­ს­ვ­ლის პი­რო­ბა, რა­ტომ არ უნ­და გაგ­რ­ძე­ლე­ბუ­ლი­ყო, სა­ნამ ვინ­მეს მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის სურ­ვი­ლი ჰქონ­და? მით უმე­ტეს, რო­ცა მას­ში მოს­წავ­ლე­თა ჩარ­თუ­ლო­ბა და მა­თი ინ­ტე­რე­სე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა ამ პრო­ცე­სის თან­მ­დე­ვი და აუცი­ლე­ბე­ლი პი­რო­ბაა.

მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და კა­რი­ე­რუ­ლი წინ­ს­ვ­ლის სქე­მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის ერ­თ­ბა­შად შე­ჩე­რე­ბა იმის შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას ტო­ვებს, რომ სქე­მამ ამ სა­ხით არ გა­ა­მარ­თ­ლა და ახ­ლა ეს ყვე­ლა­ფე­რი გა­მოც­დის თუ სხვა აქ­ტი­ვო­ბე­ბის სა­ხით უნ­და გაგ­რ­ძელ­დეს. სა­სურ­ვე­ლი იქ­ნე­ბო­და მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და კა­რი­ე­რუ­ლი წინ­ს­ვ­ლის სქე­მის მოქ­მე­დე­ბა გა­ხან­გ­რ­ძ­ლი­ვე­ბუ­ლი­ყო მა­ნამ, სა­ნამ გა­მოც­დე­ბის სა­კითხი სა­ბო­ლო­ოდ არ გახ­დე­ბო­და ნა­თე­ლი. უფ­რო მე­ტიც, ვფიქ­რობ, უკე­თე­სი იქ­ნე­ბო­და, არ­ჩე­ვა­ნი და­ე­ტო­ვე­ბი­ნათ მას­წავ­ლებ­ლე­ბი­სათ­ვის, ვის რო­გო­რი სა­ხით სურ­და პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბა და კა­რი­ე­რუ­ლი წინ­ს­ვ­ლა — გა­მოც­დის სა­ხით თუ მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და კა­რი­ე­რუ­ლი წინ­ს­ვ­ლის სქე­მის ფარ­გ­ლებ­ში მუ­შა­ო­ბით. მოს­წავ­ლე­თა შე­დე­გებ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბაც უფ­რო სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბო­და პა­რა­ლე­ლურ რე­ჟიმ­ში, ორი­ვე ტი­პის პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და კა­რი­ე­რუ­ლი წინ­ს­ვ­ლის მსვლე­ლო­ბის პრო­ცეს­ში.

მი­მაჩ­ნია, რომ ჩვენს სის­ტე­მა­ში რა­მის შეც­ვ­ლი­სას (თუ, რა თქმა უნ­და, ზი­ა­ნის მომ­ტა­ნი და სას­წ­რა­ფოდ შე­საწყ­ვე­ტი არ არის), ხის­ტად შეწყ­ვე­ტას ყო­ველ­თ­ვის სჯობს თან­და­თა­ნო­ბით, ეტა­პობ­რი­ვად გა­დას­ვ­ლა.

ეკა ცხა­დაია, მარ­ნე­უ­ლის №2 სა­ჯა­რო სკო­ლის ქარ­თუ­ლი ენის მას­წავ­ლე­ბე­ლი:

ყვე­ლა მას­წავ­ლებ­ლის უწყ­ვე­ტი გან­ვი­თა­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას რომ სა­ხელ­მ­წი­ფო თა­ნაბ­რად ვერ ქმნის, ვფიქ­რობ, გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი შე­ფა­სე­ბაა. სქე­მის ვა­დე­ბი­სა და მას­ში ჩარ­თ­ვის შე­სა­ხებ ყვე­ლას­თ­ვის თა­ნაბ­რად ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი იყო ინ­ფორ­მა­ცი­აც და სა­შუ­ა­ლე­ბაც. ყვე­ლა სფე­რო­ში არის კად­რი, რო­მე­ლიც არ ელო­დე­ბა რას შეს­თა­ვა­ზებს მას სა­ხელ­მ­წი­ფო ან სხვა დამ­საქ­მე­ბე­ლი. ამი­ტომ და­მო­უ­კი­დებ­ლად ცდი­ლობს სა­კუ­თა­რი პრო­ფე­სი­უ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის სრულ­ყო­ფას. ში­ნა­გა­ნი მო­ტი­ვა­ცია, გნე­ბავთ, ამ­ბი­ცია, გნე­ბავთ მა­ძი­ე­ბე­ლი ხა­სი­ა­თი აიძუ­ლებს მას იყოს სხვებ­ზე ერ­თი ნა­ბი­ჯით წინ. რა თქმა უნ­და, მას­წავ­ლებ­ლებ­შიც არი­ან ასე­თე­ბი და მა­თი აქ­ტი­უ­რო­ბა სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბი­და­ნაც მშვე­ნივ­რად ჩანს – ქმნიდ­ნენ ბლო­გებს, სხვა­დას­ხ­ვა სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბის ტუ­ტო­რი­ა­ლებს, აქ­ტი­ვო­ბა­თა ბან­კებს, რე­სურ­სებს, ატა­რებ­დ­ნენ და ეს­წ­რე­ბოდ­ნენ ტრე­ნინ­გებს, ვი­თარ­დე­ბოდ­ნენ პრო­ფე­სი­უ­ლად და სხვებ­საც აძ­ლევ­დ­ნენ გან­ვი­თა­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა­საც და სტი­მულ­საც. ბუ­ნებ­რი­ვია, ეს ყვე­ლა­ფე­რი მა­თი მუ­შა­ო­ბის შე­დეგ­ზე აისა­ხა.

რა გა­საკ­ვი­რია, რომ სქე­მის ამოქ­მე­დე­ბის შემ­დეგ, მათ მე­ტი აქ­ტი­ვო­ბა ჰქონ­დათ მა­რაგ­ში. შე­სა­ბა­მი­სად, უფ­რო ად­რე და­წი­ნა­ურ­დ­ნენ. შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, რომ პი­რი­ქი­თაც მოხ­და. ასე­თი მა­ძი­ე­ბე­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბი ერ­თ­გ­ვა­რად და­ი­ჩაგ­რ­ნენ, რად­გან სა­ხელ­მ­წი­ფომ მათ 2011 წლი­დან 2015 წლამ­დე ნა­მუ­შე­ვა­რი 6 კრე­დი­ტამ­დე და­უყ­ვა­ნა. ეს 6 კრე­დი­ტი მარ­ტი­ვად და­აგ­რო­ვა ნაკ­ლე­ბად მონ­დო­მე­ბულ­მა ადა­მი­ან­მა, სულ რა­ღაც, 1 წე­ლი­წად­ში. ერ­თ­გ­ვა­რი ფრუს­ტ­რა­ცია მა­ში­ნაც გაჩ­ნ­და, მაგ­რამ მას­წავ­ლე­ბელ­თა ნა­წილს სა­კუ­თარ გან­ვი­თა­რე­ბა­ზე უარი არ უთ­ქ­ვამს და კვლავ 1 ნა­ბი­ჯით აღ­მოჩ­ნ­დ­ნენ წინ.

პრაქ­ტი­კო­სი მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის მუდ­მი­ვი შე­ღა­ვა­თე­ბის, გა­და­ვა­დე­ბე­ბის, წე­ლი­წად­ში ორ­ჯერ გა­მოც­დე­ბის შე­თა­ვა­ზე­ბის პო­ლი­ტი­კა გვა­ფიქ­რე­ბი­ნებს, რომ   სა­ხელ­მ­წი­ფო და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლია, სკო­ლა­ში ამ სტა­ტუ­სის ადა­მი­ა­ნი არ იყოს, არა ჩა­ნაც­ვ­ლე­ბი­სა და უკე­თე­სი კად­რის ხარ­ჯ­ზე, არა­მედ მა­თი გა­უფ­რო­სე­ბის გზით.

სქე­მამ­დე სტა­ტუ­სის შეც­ვ­ლა მხო­ლოდ სა­სერ­ტი­ფი­კა­ციო გა­მოც­დით იყო შე­საძ­ლე­ბე­ლი, რაც, ჩე­მი აზ­რით, უფ­რო ობი­ექ­ტუ­რი იყო. დი­ახ, გა­მოც­და არ ამოწ­მებს პრაქ­ტი­კულ უნა­რებს და მი­სი ჩა­ბა­რე­ბა კარგ მას­წავ­ლებ­ლო­ბას არ ნიშ­ნავს, მაგ­რამ თუ სა­კუ­თარ სა­განს ვერ ფლობს ადა­მი­ა­ნი მი­ნი­მა­ლურ დო­ნე­ზე, არ მგო­ნია, რომ ის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი იყოს. პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი ცოდ­ნა­საც გუ­ლის­ხ­მობს და ცოდ­ნის ბავ­შ­ვე­ბამ­დე მი­ტა­ნის უნარ­საც.

რას ამოწ­მებს გა­მოც­დით სა­ხელ­მ­წი­ფო? და­ვუშ­ვათ, თე­ო­რი­ულ ცოდ­ნას. რა­ტომ აკე­თებს ამას სა­ხელ­მ­წი­ფო? 1. გა­არ­ჩი­ოს კარ­გი და ნაკ­ლე­ბად კარ­გი კად­რი; 2. მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი გა­ხა­დოს ნაკ­ლე­ბად კარ­გი, გახ­დეს კარ­გი; 3. კარგს მის­ცეს სტი­მუ­ლი და მი­ნი­მა­ლუ­რად მა­ინც და­ეხ­მა­როს ფი­ნან­სუ­რად; 4. და­ა­ინ­ტე­რე­სოს მას­წავ­ლე­ბე­ლი, თა­ვა­დაც ის­წავ­ლოს; 5. ყვე­ლა­ფერ­მა კი გა­ა­უმ­ჯო­ბე­სოს სწავ­ლე­ბის ხა­რის­ხი.

რა და­ამ­ტ­კი­ცა გა­მოც­დებ­მა? მას­წავ­ლე­ბელ­თა დიდ­მა ნა­წილ­მა ვერ მო­ა­ხერ­ხა მი­ნი­მა­ლუ­რი კომ­პე­ტენ­ცი­ის და­დას­ტუ­რე­ბა სა­კუ­თარ სა­გან­ში. რა ქნა სა­ხელ­მ­წი­ფომ? ატა­რა ტრე­ნინ­გე­ბი, ატა­რა და დი­დად ვერ წას­წია წინ სწავ­ლე­ბის ხა­რის­ხი. არა­ფე­რი და­ეტყოთ სკო­ლებს. პი­რი­ქით, ბო­ლო კვლე­ვე­ბის მი­ხედ­ვით, რამ­დე­ნი­მე პუნ­ქ­ტით კი­დევ უფ­რო და­ი­წია წე­რა-კითხ­ვა-გა­გე­ბი­სა და ლო­გი­კურ­მა კომ­პე­ტენ­ცი­ებ­მა მოს­წავ­ლე­ებ­ში. სა­ნაც­ვ­ლოდ, ე.წ. 1-4 კრე­დი­ტით გა­უფ­რო­სე­ბუ­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბით, რო­გორც ჩემ­მა კო­ლე­გამ ბრძა­ნა, „პრაქ­ტი­კუ­ლად მო­ის­პო პრაქ­ტი­კოს მას­წავ­ლე­ბელ­თა კლა­სი” . რა არის ამა­ში სა­სი­ხა­რუ­ლო? მხო­ლოდ ერ­თი – სა­ხელ­ფა­სო და­ნა­მატს მი­ი­ღებს უფ­რო მე­ტი, ვიდ­რე შარ­შან. მაგ­რამ შე­იც­ვა­ლა მათი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, კომ­პე­ტენ­ცია, სწავ­ლე­ბის ხა­რის­ხი, და­ეტყო მოს­წავ­ლე­თა შე­დე­გებს? რა თქმა უნ­და, არა. ისევ ბო­ლო კვლე­ვას და­ვი­მოწ­მებ. ამი­ტომ მი­მაჩ­ნია, რომ 1 კრე­დი­ტით გა­უფ­რო­სე­ბა არ იყო სწო­რი სტრა­ტე­გია.

ჩე­მი აზ­რით, სქე­მა ძა­ლი­ან ბი­უ­როკ­რა­ტი­უ­ლი მე­ქა­ნიზ­მი იყო, უამ­რა­ვი დო­კუ­მენ­ტის წე­რა-შევ­სე­ბა-შე­ფა­სე­ბას მო­ითხოვ­და. რო­ცა შემ­ფა­სე­ბე­ლი და შე­სა­ფა­სე­ბე­ლი ერ­თი და იმა­ვე ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი არი­ან, ფორ­მა­ლუ­რი და არა­ფორ­მა­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ფონ­ზე, გა­ჭირ­დე­ბა ობი­ექ­ტუ­რო­ბის ხა­რის­ხის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა. მით უფ­რო, თუ შემ­ფა­სე­ბე­ლი ხან­და­ხან სტა­ტუ­სი­თაც და კომ­პე­ტენ­ცი­ი­თაც აშ­კა­რად ნაკ­ლე­ბია შე­სა­ფა­სე­ბელ სუ­ბი­ექ­ტ­ზე. ამან წარ­მოშ­ვა ე.წ. კრე­დი­ტე­ბის მო­პო­ვე­ბის და­უ­ო­კე­ბე­ლი სწრაფ­ვა. მთა­ვა­რი გახ­და არა სა­კუ­თა­რი პრაქ­ტი­კის სრულ­ყო­ფა და პრო­ფე­სი­უ­ლი ზრდა, არა­მედ, რო­გორ­მე გა­მოც­და­ზე 1 კრე­დი­ტის მი­ღე­ბა. და­ნარ­ჩენს სკო­ლა მი­ხე­დავ­და, სკო­ლა მის­ცემ­და შე­საძ­ლებ­ლო­ბას და­წი­ნა­უ­რე­ბუ­ლი­ყო, ხშირ შემ­თხ­ვე­ვა­ში, არარ­სე­ბუ­ლი, შეთხ­ზუ­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბით. ეს იყო ის შა­ვი ხვრე­ლი, რომ­ლი­თაც, სამ­წუ­ხა­როდ, ძა­ლი­ან ბევ­რ­მა ისარ­გებ­ლა. კარ­გია, რო­ცა ძლი­ე­რი პედ­კორ­პუ­სი გყავს. თე­ო­რი­უ­ლი ცოდ­ნი­თა და პრაქ­ტი­კუ­ლი უნა­რე­ბით შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი, მაგ­რამ ხე­ლოვ­ნუ­რად სტა­ტუს­შეც­ვ­ლი­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბით სწავ­ლე­ბის ხა­რის­ხის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა კი­დევ უფ­რო დიდ­ხანს გა­ჭირ­დე­ბა.

კა­ხა ნა­დი­რა­ძე, ქუ­თა­ი­სის №29-ე სა­ჯა­რო სკო­ლის სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის მას­წავ­ლე­ბე­ლი:

არ მი­მაჩ­ნია, რომ დის­კ­რი­მი­ნა­ცი­ის მსხვერ­პ­ლი ვარ, მაგ­რამ სა­ხელ­მ­წი­ფოს გო­ნივ­რულ ვა­და­ში ჰქონ­და იმის სა­შუ­ლე­ბა, რომ ყვე­ლა მას­წავ­ლებ­ლის­თ­ვის შე­ექ­მ­ნა თა­ნა­ბა­რი მო­ტი­ვა­ცია და საზ­რუ­ნა­ვი სტა­ტუ­სის ამაღ­ლე­ბის­თ­ვის. დი­ახ, სა­ხელ­მ­წი­ფო ვალ­დე­ბუ­ლია, ნე­ბის­მი­ერ ადა­მი­ანს შე­უქ­მ­ნას თა­ნა­ბა­რი უწყ­ვე­ტი პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბის გა­რე­მო. აქამ­დე ამ გა­რე­მოს მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის სქე­მით ქმნი­და, თუმ­ცა, ეს სქე­მა არ ეხე­ბა სკო­ლა­ში წელს შე­სულ მას­წავ­ლებ­ლებს, რად­გან მა­თი ლტოლ­ვა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის­კენ და­პა­უ­ზე­ბუ­ლია უკ­ვე ერ­თი სე­მეს­ტ­რის გან­მავ­ლო­ბა­ში. მეც ამ მას­წავ­ლებ­ლე­ბის რიცხვს მი­ვე­კუთ­ვ­ნე­ბი, რად­გან სკო­ლა­ში მას­წავ­ლებ­ლად სექ­ტემ­ბერ­ში შევე­დი უფ­რო­სი მას­წავ­ლებ­ლის სტა­ტუ­სით. ფაქ­ტობ­რი­ვად, ახ­ლა არა­ფერს ვა­კე­თებ პრო­ფე­სი­უ­ლი ზრდის­თ­ვის, თუ არ ჩავ­თ­ვ­ლით იმას, რომ ჩვე­ნი სა­მო­ქა­ლა­ქო კლუ­ბი ჩარ­თუ­ლია არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის „მო­მავ­ლის თა­ო­ბის“ პრო­ექ­ტ­ში – სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის პე­და­გოგ­თა ფო­რუმ­თან ვთა­ნამ­შობ­ლობთ. რო­გორც გითხა­რით, 2014 წლამ­დე სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი უფ­რო­სი მას­წავ­ლე­ბე­ლი ვარ, მაგ­რამ სქე­მის ფარ­გ­ლებ­ში ახ­ლა ვე­რა­ნა­ირ საქ­მი­ა­ნო­ბას ვე­ღარ ვა­ხორ­ცი­ე­ლებ. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, მა­ინც ვა­კე­თებთ და ვმუ­შა­ობთ საკ­ლა­სო და საკ­ლუ­ბო პრო­ექ­ტებ­ზე. სუ­ლაც არ ვფიქ­რობ, რომ მხო­ლოდ კრე­დი­ტე­ბის­თ­ვის უნ­და მუ­შა­ობ­დეს მას­წავ­ლე­ბე­ლი, მაგ­რამ, რო­ცა ანაზღა­უ­რე­ბის ზრდა სწო­რედ პრო­ფე­სი­ულ წინ­ს­ვ­ლა­ზეა მიბ­მუ­ლი, ბუ­ნებ­რი­ვად გიჩ­ნ­დე­ბა სურ­ვი­ლი, აიმაღ­ლო სტა­ტუ­სი. ცალ­სა­ხად, კი­დევ ერ­თხელ ვიტყ­ვი, რომ პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბა მხო­ლოდ სა­ვალ­დე­ბუ­ლო კრე­დი­ტე­ბის დაგ­რო­ვე­ბა არ არის, ეს არის სი­ახ­ლე­ე­ბის მი­ღე­ბა, კო­ლე­გებ­თან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა, სა­უ­კე­თე­სო პრაქ­ტი­კის გა­ზი­ა­რე­ბა და ა.შ. მაგ­რამ სტა­ტუ­სის მი­მარ­თუ­ლე­ბით გან­ვი­თა­რე­ბის სურ­ვი­ლიც პრო­ფე­სი­ულ ზრდა­ში მო­ი­აზ­რე­ბა.

ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის შე­სა­ხებ კა­ნონ­შიც არის მი­თი­თე­ბუ­ლი, რომ მას­წავ­ლებ­ლებს ევა­ლე­ბათ სქე­მა­ში ჩარ­თ­ვა, მაგ­რამ, სამ­წუ­ხა­როდ, მო­ცე­მულ მო­მენ­ტ­ში, ეს ყვე­ლა კა­ტე­გო­რი­ის მას­წავ­ლებ­ლის­თ­ვის შე­უძ­ლე­ბე­ლია. კა­ნო­ნი იმა­საც ავალ­დე­ბუ­ლებს, რომ ყვე­ლა მას­წავ­ლე­ბე­ლი თა­ნა­ბარ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში უნ­და აღ­მოჩ­ნ­დეს.

რას ნიშ­ნავს უწყ­ვე­ტი პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბა? მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნულ ცენტრს პირ­და­პირ უწე­რია მი­სი­ა­ში, რომ მან უნ­და უზ­რუნ­ველ­ყოს მას­წავ­ლე­ბელ­თა უწყ­ვე­ტი პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ხელ­შეწყო­ბა, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, არ­გუ­მენ­ტად ვერ გა­მოდ­გე­ბა – წელს ვერ მო­ეს­წ­რო გა­მოც­დის მომ­ზა­დე­ბა და ამის გა­მო არ ჩა­ტარ­დე­ბა, ეს ცო­ტა არა­სე­რი­ო­ზუ­ლია. თუმ­ცა, ამ პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბა, ჩე­მი შე­ხე­დუ­ლე­ბით, სუ­ლაც არ არის დიდ სირ­თუ­ლე­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. მინ­და და­ვე­თან­ხ­მო გი­ორ­გი ჭა­უ­ჭი­ძის მო­საზ­რე­ბას, რო­მელ­მაც გარ­კ­ვე­უ­ლი გა­მო­სა­ვა­ლი შე­მოგ­ვ­თა­ვა­ზა. ჩა­ტარ­დეს გა­მოც­და ძვე­ლი სის­ტე­მით, ძვე­ლი ტეს­ტი­რე­ბით, ვიდ­რე ახალ ტეს­ტებს შექ­მ­ნი­ან და ეს ხე­ლოვ­ნუ­რი შე­ფერ­ხე­ბაც აღარ იქ­ნე­ბა. ვინც და­აგ­რო­ვებს მა­ღალ ქუ­ლებს — 70-80 პრო­ცენ­ტ­ზე მეტს, შე­სა­ბა­მი­სად, მის­თ­ვის უფ­რო მა­ღა­ლი სტა­ტუ­სი გა­ნი­საზღ­ვ­როს, ხო­ლო ვინც მხო­ლოდ და­წე­სე­ბუ­ლი ზღვრის გა­და­ლახ­ვას შეძ­ლებს, უფ­რო­სი მას­წავ­ლე­ბე­ლი გახ­დეს. ვფიქ­რობ, ეს ძა­ლი­ან მარ­ტი­ვი გა­მო­სა­ვა­ლია, ვიდ­რე ახა­ლ ტეს­ტებს შექ­მ­ნი­ან. თან, არა მგო­ნია, 10-წლი­ა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბით და საკ­მა­ოდ დი­დი ბა­ზით გა­უ­ჭირ­დეთ სა­კითხის ამ­გ­ვა­რად მოგ­ვა­რე­ბა. სუ­ლაც არ ვთვლი, რომ სქე­მა­ში რა­ღაც ცვლი­ლე­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბაა სა­ჭი­რო, უბ­რა­ლოდ, გარ­და­მა­ვალ პე­რი­ოდ­ში, ასე­თი მიდ­გო­მის გა­მო­ყე­ნე­ბა კარ­გი იქ­ნე­ბო­და. და­ა­ნონ­ს­და, რომ სტა­ტუ­სის ამაღ­ლე­ბა ახ­ლა შე­უძ­ლე­ბე­ლია, რად­გან გა­მოც­დე­ბი მო­სამ­ზა­დე­ბე­ლია, კი ბა­ტო­ნო, შექ­მ­ნან ახა­ლი ტეს­ტე­ბი, მაგ­რამ მა­ნამ­დე დროს ნუ დაგ­ვა­კარ­გ­ი­ნე­ბენ, რა რე­სურ­სიც აქვთ, იმით ჩა­ა­ტა­რონ გა­მოც­და.

ძა­ლი­ან მომ­წონს, რომ სა­მი­ნის­ტ­რო მაქ­სი­მა­ლუ­რად უწყობს ხელს პრაქ­ტი­კო­სებს სკო­ლა არ და­ტო­ვონ, მათ კი­დევ ერ­თხელ მის­ცა გა­მოც­და­ზე გას­ვ­ლის შან­სი, ასე ვთქვათ, რბი­ლად და „მე­გობ­რუ­ლად“ ექ­ცე­ვი­ან. ეს ძა­ლინ კარ­გია, რად­გან და­სა­კარ­გი მას­წავ­ლებ­ლე­ბი არ გვყავს. მაგ­რამ, ასე­თი მიდ­გო­მე­ბის და­წე­სე­ბა არც სხვა სტა­ტუ­სის მქო­ნე მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის გვაწყენ­და. მა­ღა­ლი სტან­დარ­ტე­ბის შე­მო­ტა­ნამ­დე, რა­საც სა­მი­ნის­ტ­რო გეგ­მავს, არ­სე­ბუ­ლი ტეს­ტე­ბის ბა­ზით ჩა­ა­ტა­რონ გა­მოც­დე­ბი და უფ­რო მა­ღა­ლი ბა­რი­ე­რი და­ა­წე­სონ. ჩე­მი აზ­რით, ეს მარ­თ­ლაც სა­უ­კე­თე­სო გა­მო­სა­ვა­ლია, იმა­საც და­ვა­მა­ტებ, რომ ტეს­ტებ­ში გა­ზარ­დონ მე­თო­დუ­რი ნა­წი­ლი, რაც მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზმს კი­დევ უფ­რო კარ­გად წარ­მო­ა­ჩენს. დროა, ზაფხუ­ლის­თ­ვის მა­ინც იქ­ნეს მი­ღე­ბუ­ლი ადეკ­ვა­ტუ­რი ზო­მე­ბი, რა­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის უწყ­ვე­ტო­ბა უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი იყოს თა­ნაბ­რად და არა დის­კ­რი­მი­ნა­ცი­უ­ლად.

დი­ა­ნა წურ­წუ­მია, ჩხო­როწყუს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ლე­სი­ჭი­ნეს №1 სა­ჯა­რო სკო­ლის ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის მას­წავ­ლე­ბე­ლი:

ჩვენ­თ­ვის ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია დრო­ზე გა­ირ­კ­ვეს რა უნ­და გა­ვა­კე­თოთ — ჩემს შემ­თხ­ვე­ვა­ში, რა უნ­და გა­ა­კე­თოს იმ წამ­ყ­ვან­მა მას­წავ­ლე­ბელ­მა, რო­მელ­საც მენ­ტო­რო­ბა სურს 2020 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში. ერ­თი წე­ლი მარ­თ­ლაც ძა­ლი­ან ბევრს ნიშ­ნავს, რო­ცა არ იცი რო­გორ წარ­მარ­თო შე­ნი კა­რი­ე­რუ­ლი წინ­ს­ვ­ლა, რთუ­ლია, ასე ჰა­ერ­ში არ შე­იძ­ლე­ბა მას­წავ­ლებ­ლის გა­მო­კი­დე­ბა. ფაქ­ტობ­რი­ვად, ამ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში უფ­რო იჩაგ­რე­ბა წამ­ყ­ვა­ნი მას­წავ­ლე­ბე­ლი, რო­მელ­საც მენ­ტო­რო­ბა სურს, წინ­ს­ვ­ლა უნ­და, მაგ­რამ ამის სა­შა­უ­ლე­ბა არ ეძ­ლე­ვა. მა­ინ­ც­და­მა­ინც არ არის იდე­ა­ფიქ­სი, რომ გავ­ხ­დე მენ­ტო­რი, მაგ­რამ, გარ­კ­ვე­ულ­წი­ლად, ეს ჩემს მო­ტი­ვა­ცი­ა­ზე ცუ­დად აისა­ხე­ბა. თუმ­ცა, ვერ გეტყ­ვით, რომ მო­ტი­ვა­ცია და­მი­კარ­გა და აღა­რა­ფერს ვა­კე­თებ ხა­რის­ხი­ა­ნი სწავ­ლე­ბის­თ­ვის. ნამ­დ­ვილ პე­და­გოგს ეს არ და­ე­მარ­თე­ბა, მაგ­რამ წყე­ნას და გუ­ლის­ტ­კი­ვილს იწ­ვევს. ისევ ის პე­და­გო­გე­ბი ვი­ჩაგ­რე­ბით, რომ­ლებ­მაც მარ­თ­ლა ჩა­ვა­ბა­რეთ გა­მოც­დე­ბი და კრე­დი­ტე­ბის დაგ­რო­ვე­ბა­ში არ დავ­კარ­გეთ წლე­ბი. არას­დ­როს ამიბ­ზე­კია ცხვი­რი, უცებ რომ ჩა­ვა­ბა­რე გა­მოც­დე­ბი, ავი­ღე სერ­ტი­ფი­კა­ტე­ბი, წარ­მა­ტე­ბით და­ვა­დას­ტუ­რე კომ­პე­ტენ­ცია, რად­გან ეს ჩვე­უ­ლებ­რი­ვად მი­მაჩ­ნ­და და დღე­საც ასე მი­მაჩ­ნია. მაგ­რამ რა­ტომ უნ­და ვე­ლო­დო ასე გა­ურ­კ­ვევ­ლად რა­ღა­ცას? მოგ­ვ­ცენ პრო­ფე­სი­უ­ლი ზრდი­სა და კა­რი­ე­რუ­ლი წინ­ს­ვ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბა… რა­ღაც ვერ არის ჩვენ­თ­ვის კარ­გი… ვფიქ­რობ, ნი­ჭი­ე­რე­ბა იჩაგ­რე­ბა.

და­ლი კე­რე­სე­ლი­ძე, გერ­მა­ნუ­ლი ენის მას­წავ­ლე­ბე­ლი:

გულ­და­საწყ­ვე­ტია, რომ მას­წავ­ლებ­ლებ­მა უდი­დე­სი შრო­მა სქე­მის აქ­ტი­ვო­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში და კრე­დი­ტე­ბის დაგ­რო­ვე­ბა­ში ჩა­დეს მა­შინ, რო­ცა შე­იძ­ლე­ბო­და ეს შრო­მა ბავ­შ­ვებს მოხ­მა­რე­ბო­და. პრაქ­ტი­კამ ბევ­რ­ჯერ აჩ­ვე­ნა, რომ კრე­დი­ტე­ბის დევ­ნა, დად­გ­მუ­ლი გაკ­ვე­თი­ლე­ბი და კო­პი-პე­ის­ტით და­წე­რი­ლი კვლე­ვე­ბი კი არა, თა­ვი­ან­თი საქ­მის მცოდ­ნე პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი, კარ­გი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი და სა­ინ­ტე­რე­სო სას­წავ­ლო პრო­ცე­სი სჭირ­დე­ბა სკო­ლას. ამ ყვე­ლა­ფერს კი, სა­ხელ­მ­წი­ფოს­გან კომ­პ­ლექ­სუ­რი მიდ­გო­მა სჭირ­დე­ბა და არა რა­ღაც ქი­მე­რე­ბის დევ­ნა. ამა­სო­ბა­ში მოს­წავ­ლე­ე­ბი გან­ზე დარ­ჩ­ნენ…

ჩვე­ნი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა ძირ­ფეს­ვი­ა­ნად შე­საც­ვ­ლე­ლია. და­ვიწყოთ იმით, რომ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი არ გვი­ვარ­გა. ჩვენ, უცხო ენე­ბის მას­წავ­ლებ­ლე­ბი, ცო­ტა გა­ნე­ბივ­რე­ბუ­ლე­ბი ვართ იმ მხრივ, რომ ჩვე­ნი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი უცხო­ეთ­ში იბეჭ­დე­ბა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ხა­რის­ხიც უკე­თე­სია. სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში შექ­მ­ნი­ლი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი, უბ­რა­ლოდ, ვე­რა­ნა­ირ კრი­ტი­კას ვერ უძ­ლებს. მე მყავს სა­მი შვი­ლი, ორი უკ­ვე სტუ­დენ­ტია, ერ­თი — სკო­ლის მოს­წავ­ლე, მეშ­ვი­დეკ­ლა­სე­ლი. თქვენ რომ გა­ნა­ხათ გე­ოგ­რა­ფი­ის წიგ­ნ­ში რა ტექ­ს­ტე­ბია შე­ტა­ნი­ლი, გა­ოც­დე­ბით. თუ­კი ვინ­მე და­მიმ­ტ­კი­ცებს, რომ 12 წლის ბავ­შ­ვის­თ­ვის ეს ტექ­ს­ტი სა­ინ­ტე­რე­სოა და რა­ღა­ცის მომ­ცე­მი, ხე­ლებს ავ­წევ და ვიტყ­ვი, რომ მარ­თა­ლი არა ვარ. ვი­კი­პე­დი­ი­დან კო­პი­რე­ბით აღე­ბუ­ლი მა­სა­ლე­ბი არა მგო­ნია ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის სა­ინ­ტე­რე­სო და სა­სარ­გებ­ლო აღ­მოჩ­ნ­დეს საგ­ნის სწავ­ლე­ბი­სას. ეს ერ­თი დი­დი პრობ­ლე­მა. მე­ო­რე პრობ­ლე­მა მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბაა. რას ვე­ძა­ხით ჩვენ უწყ­ვეტ პრო­ფე­სი­ულ გან­ვი­თა­რე­ბას? მე მაქვს იმის ფუ­ფუ­ნე­ბა, რომ გო­ე­თეს ინ­ს­ტი­ტუტ­ში და­ვეს­წ­რო ტრე­ნინ­გებს, რომ­ლე­ბიც, სხვა­თა შო­რის, ძა­ლი­ან გან­ს­ხ­ვავ­დე­ბა მას­წავ­ლე­ბელ­თა სახ­ლის მი­ერ შე­მო­თა­ვა­ზე­ბუ­ლი ტრე­ნინ­გე­ბის­გან. ასე­ვე მაქვს სა­შუ­ა­ლე­ბა ტრე­ნინ­გე­ბი გა­ვი­ა­რო გერ­მა­ნი­ა­ში, ავ­ს­ტ­რი­ა­ში და ეს ყვე­ლა­ფე­რი უფა­სოდ — გო­ე­თეს ინ­ს­ტი­ტუ­ტი და გერ­მა­ნი­ის გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა აფი­ნან­სებს. რომ ვა­და­რებ ამ შე­საძ­ლებ­ლო­ბას მას­წავ­ლებ­ლის სახ­ლ­ში ჩა­ტა­რე­ბულ ტრე­ნინ­გებს, პირ­და­პირ გეტყ­ვით, ისე­თი გან­ს­ხ­ვა­ვე­ბაა, რო­გორც ცა და დე­და­მი­წა.

კი­დევ ერ­თი ნი­უ­ან­სი – ერთ-ერთ გა­მომ­ცემ­ლო­ბა­ში მთარ­გ­მ­ნე­ლად ვმუ­შა­ობ. ერ­თი წლის წინ, გერ­მა­ნუ­ლი­დან ვთარ­გ­მ­ნეთ მა­თე­მა­ტი­კის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის სე­რია 1-დან მე-6 კლა­სამ­დე, შე­სა­ნიშ­ნა­ვი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოა. პრო­ექ­ტ­ზე ძა­ლი­ან დიდ­ხანს ვი­მუ­შა­ვეთ. სა­მი­ნის­ტ­რომ გრი­ფი მოგ­ვ­ცა, მაგ­რამ ზუს­ტად ერთ კვი­რა­ში უარი გვითხ­რა. იცით არ­გუ­მენ­ტი რა იყო? თურ­მე წიგ­ნი ძა­ლი­ან კარ­გია, მაგ­რამ ქარ­თ­ველ მას­წავ­ლებ­ლებს არა აქვთ იმის უნა­რი, რომ ამ წიგ­ნით ას­წავ­ლონ. ეს სრუ­ლი აბ­სურ­დია, წიგ­ნი ჩა­ვარ­და იმი­ტომ, რომ ვი­ღა­ცებს ბევ­რი ფუ­ლი აქვთ გა­დახ­დი­ლი, რომ მა­თი წიგ­ნი სკო­ლა­ში დო­მი­ნან­ტი იყოს. ეს არის ჩვე­ნი რე­ა­ლო­ბა.

ისევ მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­ულ გან­ვი­თა­რე­ბას მი­ვუბ­რუნ­დე­ბი და ვიტყ­ვი, რომ კრე­დი­ტე­ბის დევ­ნამ შე­დე­გი იცით რა­ტომ ვერ გა­მო­ი­ღო? იმი­ტომ, რომ თვი­თონ მას­წავ­ლე­ბე­ლი ჩა­აგ­დო ამ პრო­ცეს­მა ძა­ლი­ან ცუდ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში. არ შე­იძ­ლე­ბა ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­მაც მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბა უნ­და გა­ზარ­დოს, მუდ­მი­ვად და­აკ­ნი­ნო, და­ამ­ცი­რო და ეძა­ხო, რომ მან რა­ღაც ქუ­ლა ვერ და­აგ­რო­ვა, ბა­რი­ე­რი ვერ გა­და­ლა­ხა… გა­მუდ­მე­ბით მოს­თხო­ვო რა­ღაც ამ­ტ­კი­ცოს. მაგ­რამ თუ­კი ამოწ­მებ და მარ­თ­ლა გინ­და რე­ა­ლო­ბა და­ი­ნა­ხო, მა­შინ დად­გ­მუ­ლი გაკ­ვე­თი­ლი კი არ უნ­და შე­ა­მოწ­მო და იმა­ში კი არ უნ­და და­უ­წე­რო ქუ­ლე­ბი, არა­მედ ნე­ბის­მი­ერ დროს ნე­ბის­მი­ერ მას­წავ­ლე­ბელს უნ­და შე­უ­ღო საკ­ლა­სო ოთა­ხის კა­რი. აი, მა­შინ რაც ხდე­ბა გაკ­ვე­თილ­ზე, ის არის რე­ა­ლუ­რი სას­წავ­ლო პრო­ცე­სი. ნე­ბის­მი­ე­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი (მათ შო­რის, მეც), რო­მელ­საც ეცო­დი­ნე­ბა, რომ წი­ნას­წარ და­ეს­წ­რე­ბი გაკ­ვე­თილ­ზე, ბუ­ნებ­რი­ვია, ამის­თ­ვის მო­ემ­ზა­დე­ბა. იცით, რო­გორ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ჩაგ­ვა­ყე­ნეს? ეს მდგო­მა­რე­ო­ბა ვირ­თხე­ბის რბო­ლას ჰგავს. მუდ­მი­ვად გვა­ი­ძუ­ლე­ბენ რა­ღაც ვამ­ტ­კი­ცოთ და თუ ვერ და­ვამ­ტ­კი­ცეთ, მე­რე გვა­ქი­ლი­კონ, რომ არაპ­რო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი ვართ. არა­და, რე­ა­ლუ­რად ასე არ არის. ჩემს შვი­ლებს მარ­თ­ლა ბევ­რი შე­სა­ნიშ­ნა­ვი მას­წავ­ლე­ბე­ლი ჰყავ­დათ და ახ­ლაც ჰყავს. მათ­გან ბევ­რი რამ ის­წავ­ლეს, მაგ­რამ, ასე მგო­ნია, გა­ცი­ლე­ბით მეტს ის­წავ­ლიდ­ნენ, რომ მას­წავ­ლებ­ლებს მის­ცე­მო­დათ სა­შუ­ა­ლე­ბა, დრო მაქ­სი­მა­ლუ­რად სას­წავ­ლო პრო­ცეს­ზე, მოს­წავ­ლე­ებ­ზე და­ე­ხარ­ჯათ, ეკე­თე­ბი­ნათ საქ­მე, რომ­ლის კე­თე­ბაც ძა­ლი­ან უყ­ვართ. სა­ხელ­მ­წი­ფო კი ამის სა­შუ­ა­ლე­ბას არ გვაძ­ლევს, გა­უ­თა­ვე­ბე­ლი ბი­უ­როკ­რა­ტი­უ­ლი ჩა­რე­ვე­ბით.

კარ­გად ვი­ცი, რო­გო­რი ხელ­ფა­სე­ბი აქვთ ჩვენს კო­ლე­გებს, თუნ­დაც, გერ­მა­ნი­ა­ში ან ავ­ს­ტ­რი­ა­ში, ისიც კარ­გად ვი­ცი, რო­გორ აფა­სე­ბენ მათ და რო­გორ პრეს­ტი­ჟულ პრო­ფე­სი­ად ით­ვ­ლე­ბა პე­და­გო­გო­ბა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე გეტყ­ვით, რომ ქვე­ყა­ნა, სა­დაც ექი­მი და მას­წავ­ლე­ბე­ლი არ ფა­სობს, უბ­რა­ლოდ, ვერ გან­ვი­თარ­დე­ბა.

ლა­ლი ჯე­ლა­ძე

დატოვეთ კომენტარი