რას ურჩევს სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ჯგუფის ხელმძღვანელი ნინო ხუნდაძე აბიტურიენტებს

130

ბიტურიენტების შეკითხვებს სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ჯგუფის ხელმძღვანელი ნინო ხუნდაძე პასუხობს.

გთავაზობთ ყველაზე აქტუალურ კითხვებსა და პასუხებს

უ არსებობს ინტერნეტში მასალა პედაგოგებისთვის, რომ გადავხედოთ საგამოცდო საკითხებს?

ტესტის ნიმუში შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე: https://naec.ge/…

რას უნდა მიაქციონ ყურადღება უფრო მეტად აბიტურიენტებმა ამ საგნის გამოცდაზე?

ძალიან ხშირად აბიტურიენტები ყურადღებით არ კითხულობენ დავალების პირობას. ჩვენი რეკომენდაციაა, ზუსტად ის პასუხი გასცენ აპლიკანტებმა, რასაც დავალების პირობა მოითხოვს.

რა რეკომენდაციას მოგვცემდით გამოცდაზე კითხვასთან დაკავშირებით, რომელიც შეიცავს პასუხს „სწორია, ან „მცდარია“ ?!

ამ დავალებაში თუ თვლით, რომ პასუხი ჭეშმარიტია, უნდა მონიშნოთ ,,სწორია”, ხოლო როდესაც ნიშნავთ პასუხს ,,მცდარია”, აუცილებლად უნდა განმარტოთ კომენტარის სახით. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი პასუხი არ იქნება დამაკმაყოფილებელი.

ტესტი ისეთივე ფორმატის იქნება, როგორიც შარშან?

ხელოვნების ტესტის ფორმატი არ შეცვლილა.

გამსვლელი ქულა რამდენია?

ბიტურიენტებისთვის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მაქსიმალური ქულაა 70, ხოლო მინიმალური – 18.
რაც შეეხება პედაგოგებს, ტესტის მაქსიმალური ქულაა 60, ხოლო მინიმალური კომპეტენციის ზღვარი დამტკიცებისთანავე გამოქვეყნდება ჩვენს ვებგვერდზე.

 

დატოვეთ კომენტარი