პრო­ფე­სია მას­წავ­ლე­ბე­ლი უდი­დე­სი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბაა

394
მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა არ არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი არც ეთ­ნი­კურ წარ­მო­მავ­ლო­ბას­თან, არც რე­ლი­გი­ურ აღ­მ­სა­რებ­ლო­ბას­თან, მით უმე­ტეს, რომ ეს უკა­ნას­კ­ნე­ლი ადა­მი­ა­ნის თა­ვი­სუ­ფა­ლი არ­ჩე­ვა­ნის შე­დე­გია და არა მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბით მი­ღე­ბუ­ლი იდე­ო­ლო­გია. მოს­წავ­ლის სა­მო­ქა­ლა­ქო კომ­პე­ტენ­ცი­ის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბი­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში სა­მო­ქა­ლა­ქო კულ­ტუ­რის დამ­კ­ვიდ­რე­ბი­სათ­ვის, აქ­ტი­უ­რი და პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბის გრძნო­ბის მქო­ნე მო­ქა­ლა­ქის აღ­ზ­რ­დის­თ­ვის, სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის საგ­ნის სწავ­ლე­ბას გა­დამ­წყ­ვე­ტი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს, თუმ­ცა, კარ­გად გა­აზ­რე­ბუ­ლი თე­ო­რი­ის მი­უ­ხე­და­ვად, ამ საგ­ნის სწავ­ლე­ბას სკო­ლა­ში, ჯერ კი­დევ, მე­ო­რე­ხა­რის­ხო­ვან მნიშ­ვ­ნე­ლო­ბას ანი­ჭე­ბენ.
ვინ და რა­ტომ უნ­და ას­წავ­ლოს სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბა, რა რო­ლი უჭი­რავს სა­განს მოს­წავ­ლე­ე­ბის ცხოვ­რე­ბა­ში — ამ და სხვა მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან სა­კითხებ­ზე გვე­სა­უბ­რე­ბა ნი­ნო ბობღი­აშ­ვი­ლი, გომ­ბო­რის სა­ჯა­რო სკო­ლის ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის, სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის მას­წავ­ლე­ბე­ლი.

— რო­დის გა­დაწყ­ვი­ტეთ თქვე­ნი პრო­ფე­სი­უ­ლი ცხოვ­რე­ბის სკო­ლას­თან და­კავ­ში­რე­ბა და რას ნიშ­ნავს თქვენ­თ­ვის პრო­ფე­სია მას­წავ­ლე­ბე­ლი?

— ჩე­მი პრო­ფე­სი­უ­ლი ცხოვ­რე­ბა სკო­ლას უნი­ვერ­სი­ტე­ტის დამ­თავ­რე­ბის­თა­ნა­ვე და­უ­კავ­შირ­და. პრო­ფე­სი­ით ჟურ­ნა­ლის­ტი ვარ. 2011 წელს, დრო­ე­ბით, და­ვიწყე მუ­შა­ო­ბა მას­წავ­ლებ­ლად და დღემ­დე სკო­ლა­ში ვმუ­შა­ობ. აღ­მო­ვა­ჩი­ნე, თუ რო­გო­რი რთუ­ლი და სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ფე­სიაა. ჩემ­თ­ვის პრო­ფე­სია მას­წავ­ლე­ბე­ლი უდი­დე­სი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბაა.

— რა არის იმის­თ­ვის სა­ჭი­რო, რომ გახ­დე წარ­მა­ტე­ბუ­ლი პე­და­გო­გი, ავ­ტო­რი­ტე­ტი მო­ი­პო­ვო და შე­ი­ნარ­ჩუ­ნო?

— წარ­მა­ტე­ბულ პე­და­გოგს, ვფიქ­რობ, სულ ორი რამ სჭირ­დე­ბა — უყ­ვარ­დეს ბავ­შ­ვე­ბი და თა­ვი­სი პრო­ფე­სია. ეს ორი ფაქ­ტო­რი აძ­ლევს ბიძგს მას­წავ­ლე­ბელს მუდ­მი­ვად ვი­თარ­დე­ბო­დეს, რაც ნე­ბის­მი­ერ პრო­ფე­სი­ა­ში წარ­მა­ტე­ბის და ავ­ტო­რი­ტე­ტის მო­პო­ვე­ბის სა­წინ­და­რია.

— რა მო­ეთხო­ვე­ბა სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის პე­და­გოგს და ვინ უნ­და ას­წავ­ლოს ეს სა­გა­ნი?

— სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბა, ალ­ბათ, უნ­და ას­წავ­ლოს პე­და­გოგ­მა, რო­მე­ლიც მოს­წავ­ლე­ებს და­ეხ­მა­რე­ბა გა­აზ­რე­ბა­ში, თუ რო­გო­რი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია თა­ვი­სუ­ფა­ლი და პატ­რი­ო­ტი მო­ქა­ლა­ქე ქვეყ­ნის და სა­ზო­გა­დო­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის.

— რა პრობ­ლე­მე­ბი ახ­ლავს სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის სწავ­ლე­ბას?

— ზო­გა­დად პრობ­ლე­მაა სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის მე­ო­რე­ხა­რის­ხო­ვან საგ­ნად მიჩ­ნე­ვა. ჩემს სკო­ლა­ში, სა­ბედ­ნი­ე­როდ, ეს ასე არ არის, გან­სა­კუთ­რე­ბით მას შემ­დეგ, რაც გომ­ბო­რის სა­ჯა­რო სკო­ლა პროგ­რა­მა „მო­მავ­ლის თა­ო­ბას“ შე­უ­ერ­თ­და. ეს არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი პროგ­რა­მა სა­შუ­ა­ლე­ბას გვაძ­ლევს, მოს­წავ­ლე­ებს, დამ­ხ­მა­რე რე­სურ­სე­ბით და პრო­ექ­ტუ­ლი სწავ­ლე­ბით, მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­დე­გი­ა­ნად ვას­წავ­ლოთ სა­კითხე­ბი, რა­საც სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბა მო­ი­ცავს.

— რა არის მთა­ვა­რი იმის­თ­ვის, რომ აღ­ვ­ზარ­დოთ აქ­ტი­უ­რი მო­ქა­ლა­ქე?

— რო­გორც პე­და­გო­გი, ვფიქ­რობ, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი საქ­მი­ა­ნო­ბის სწავ­ლე­ბა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი სარ­გე­ბე­ლის გა­აზ­რე­ბა თე­ო­რი­უ­ლად შე­უძ­ლე­ბე­ლია. აქ­ტი­უ­რი მო­ქა­ლა­ქის აღ­ზ­რ­დის­თ­ვის, სა­ჭი­როა ახალ­გაზ­რ­დე­ბის ჩარ­თ­ვა თვით­მ­მარ­თ­ვე­ლო­ბა­ში, მა­თი აზ­რის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი სა­კითხე­ბის გა­დაწყ­ვე­ტი­სას. ეს გაზ­რ­დის ახალ­გაზ­რ­დე­ბის მო­ტი­ვა­ცი­ას და პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბას სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი საქ­მი­ა­ნო­ბის მი­მართ.

— რა პრობ­ლე­მებს აწყ­დე­ბით თა­ნა­მედ­რო­ვე მოს­წავ­ლე­ებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სას და რო­გორ ახერ­ხებთ მათ დაძ­ლე­ვას… დის­ციპ­ლი­ნის სა­კითხი ყო­ველ­თ­ვის იყო და არის ერთ-ერ­თი უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სი პრობ­ლე­მა, რო­გორ ფიქ­რობთ — რა­ტომ?

— ძი­რი­თა­დი პრობ­ლე­მა, რაც მოს­წავ­ლე­ებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სას ჩნდე­ბა ხოლ­მე, მო­ტი­ვა­ცი­ის ნაკ­ლე­ბო­ბაა, რის მეტ-ნაკ­ლე­ბად დაძ­ლე­ვას მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი აქ­ტი­ვო­ბე­ბის შე­თა­ვა­ზე­ბით ვა­ხერ­ხებთ. რაც შე­ე­ხე­ბა დის­ციპ­ლი­ნას, პრობ­ლე­მის გა­მომ­წ­ვე­ვი ერთ-ერ­თი ფაქ­ტო­რი, კლა­სებ­ში, მოს­წავ­ლე­თა რა­ო­დე­ნო­ბაა — ოც­და­ა­თი და მე­ტი ბავ­შ­ვი კლას­ში. კლა­სე­ბის გან­ტ­ვირ­თ­ვა, ვფიქ­რობ, მოხ­ს­ნის ამ პრობ­ლე­მას. ჩემს სკო­ლა­ში დის­ციპ­ლი­ნის სა­კითხი ნაკ­ლე­ბად დგას, რად­გან მთი­ა­ნი სოფ­ლის სკო­ლაა და კლა­სებ­ში მოს­წავ­ლე­თა რა­ო­დე­ნო­ბა მცი­რეა.

— გაგ­ვი­ზი­ა­რეთ თქვენ მი­ერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი პრო­ექ­ტე­ბი, სას­კო­ლო სა­მო­ქა­ლა­ქო ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბი და მიღ­წე­უ­ლი შე­დე­გე­ბი, რა შეც­ვა­ლა სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბამ თქვე­ნი მოს­წავ­ლე­ე­ბის ცხოვ­რე­ბა­ში?

— 2018 წლის გა­ზაფხუ­ლი­დან, პროგ­რა­მა „მო­მავ­ლის თა­ო­ბა­ში“ ჩარ­თ­ვის შემ­დეგ, მრა­ვა­ლი სი­ახ­ლე და­ი­ნერ­გა სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის კუთხით. პირ­ვე­ლი, რა­მაც სა­სი­კე­თო გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა სას­კო­ლო ცხოვ­რე­ბა­ზე, ეს იყო სა­მოქ­ლა­ქო კლუ­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა. რაც ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, და­ვიწყეთ პრო­ექ­ტე­ბით სწავ­ლე­ბა. ამან სა­შუ­ა­ლე­ბა მის­ცა მოს­წავ­ლე­ებს, პრაქ­ტი­კუ­ლად აეთ­ვი­სე­ბი­ნათ საგ­ნის ფარ­გ­ლებ­ში შე­სას­წავ­ლი მა­სა­ლა, გა­ნე­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­ნათ ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო და სა­სარ­გებ­ლო სას­კო­ლო და სა­თე­მო პრო­ექ­ტი. ყვე­ლა­ზე ვერ ვი­სა­უბ­რებ, მო­გიყ­ვე­ბით შე­და­რე­ბით მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი პრო­ექ­ტე­ბის შე­სა­ხებ.

ერთ-ერ­თი გა­მორ­ჩე­უ­ლი პრო­ექ­ტი — „წიგ­ნი­ე­რე­ბის დო­ნის ამაღ­ლე­ბა“ — მიზ­ნად ისა­ხავ­და მოს­წავ­ლე­ებ­ში წიგ­ნის კითხ­ვი­სად­მი მო­ტი­ვა­ცი­ის ამაღ­ლე­ბას. მოს­წავ­ლე­ებ­მა ითა­ნამ­შ­რომ­ლეს „ბა­კურ სუ­ლა­კა­უ­რის გა­მომ­ცემ­ლო­ბას­თან“, ად­გი­ლობ­რივ თვით­მ­მარ­თ­ვე­ლო­ბას­თან, სა­გა­რე­ჯოს კულ­ტუ­რის და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბას­თან, მწე­რალ ბე­ქა ქურ­ხულ­თან. შე­დე­გად, სკო­ლას გა­და­ე­ცა გომ­ბო­რის გამ­გე­ო­ბის შე­ნო­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი, უფუნ­ქ­ციო 15 314 წიგ­ნი, გა­რე­მონ­ტ­და სკო­ლის ბობ­ლი­ო­თე­კა, შე­იქ­მ­ნა სა­სი­ა­მოვ­ნო გა­რე­მო, რა­მაც ხე­ლი შე­უწყო მოს­წავ­ლე­ე­ბის კითხ­ვით და­ინ­ტე­რე­სე­ბას.

უნ­და გა­მოვ­ყო PH International-ის მი­ერ და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი პრო­ექ­ტი „კი­ნო ღია ცის ქვეშ“. ეს მცი­რე საგ­რან­ტო კონ­კურ­სის გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლი პრო­ექ­ტია, რო­მე­ლიც ადა­მი­ა­ნის მო­სახ­ლე­ო­ბა­სა და მოს­წავ­ლე­ებ­ში უფ­ლე­ბა­თა შე­სა­ხებ ცნო­ბი­ე­რე­ბის დო­ნის ამაღ­ლე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბო­და. ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მ­მარ­თ­ვე­ლო­ბის მი­ერ გად­მო­ცე­მულ სივ­რ­ცე­ში 12 ფილ­მის ჩვე­ნე­ბა გა­ი­მარ­თა, აქე­დან 3 ფილ­მი ქალ­თა უფ­ლე­ბებს ეხ­მი­ა­ნე­ბო­და. 3 — რა­სიზმს, 2 ბავ­შ­ვ­თა უფ­ლე­ბებს, ხო­ლო 4 — ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა სხვა­დას­ხ­ვა დარ­ღ­ვე­ვას. ყო­ვე­ლი ფილ­მის და­სას­რულს ეწყო­ბო­და გან­ხილ­ვა და მი­სი და­კავ­ში­რე­ბა ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბებ­თან, ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დეკ­ლა­რა­ცი­ა­სა და ბავ­შ­ვ­თა უფ­ლე­ბა­თა კონ­ვენ­ცი­ას­თან.

სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ექ­ტი იყო ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წე­სის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია, რომ­ლის ფარ­გ­ლებ­ში, მოს­წავ­ლე­ებ­მა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს შემ­დე­გი აქ­ტი­ვო­ბე­ბი: კვლე­ვა ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წე­სის შე­სა­ხებ; სა­ინ­ფორ­მა­ციო კამ­პა­ნია ცხოვ­რე­ბის ჯან­სა­ღი წე­სის შე­სა­ხებ; ტრე­ნინ­გი მო­წე­ვის მავ­ნებ­ლო­ბის შე­სა­ხებ; კვე­ბის რა­ცი­ო­ნის შედ­გე­ნა ბი­ო­ლო­გი­ის მას­წავ­ლე­ბელ­თან ერ­თად; შეხ­ვედ­რა მოწ­ვე­ულ სტუ­მარ­თან, მო­რაგ­ბე მე­რაბ შა­რი­ქა­ძეს­თან; სპორ­ტუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბა-მა­რა­თო­ნი. პრო­ექ­ტი შე­დე­გი­ა­ნი აღ­მოჩ­ნ­და — მოს­წავ­ლე­ებ­სა და ახალ­გაზ­რ­დებ­ში გა­ი­ზარ­და სპორ­ტით და ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წე­სით და­ინ­ტე­რე­სე­ბა.

გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბის შე­დე­გად მოს­წავ­ლე­ებ­მა გა­ი­აზ­რეს სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი საქ­მი­ა­ნო­ბის და თი­თო­ე­უ­ლი წევ­რის ჩარ­თუ­ლო­ბის, მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა; აუმაღ­ლ­დათ სა­მო­ქა­ლა­ქო ცნო­ბი­ე­რე­ბა, ჩა­მო­უ­ყა­ლიბ­დათ ჯგუ­ფუ­რი მუ­შა­ო­ბი­სა და თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის უნარ-ჩვე­ვე­ბი. თვით­შე­ფა­სე­ბის ამაღ­ლე­ბამ სა­კუ­თა­რი თა­ვის რწმე­ნა გა­უ­ჩი­ნათ, რაც მათ მი­ერ ინი­ცი­რე­ბულ ახალ პრო­ექ­ტებ­სა და ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში აისა­ხე­ბა. მოს­წავ­ლე­თა აღ­ნიშ­ნუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბა კი სა­სი­კე­თო გავ­ლე­ნას ახ­დენს სას­კო­ლო და სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ცხოვ­რე­ბა­ზე.

— რამ­დე­ნად რთუ­ლია სი­ახ­ლე­ე­ბის და­ნერ­გ­ვა, რო­გორ ხვდე­ბი­ან ინი­ცი­ა­ტი­ვას მოს­წავ­ლე­ე­ბი, კო­ლე­გე­ბი, რა რო­ლი უჭი­რავს თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ებს საკ­ლა­სო ოთახ­ში? რა მიდ­გო­მებს, მე­თო­დებს, სტრა­ტე­გი­ებს იყე­ნებთ სწავ­ლე­ბა­ში, რა­თა გაკ­ვე­თი­ლი უფ­რო მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი, პრაქ­ტი­კუ­ლი, ინ­ტე­რაქ­ტი­უ­ლი და სა­ინ­ტე­რე­სო გა­ხა­დოთ?

— რა თქმა უნ­და, სი­ახ­ლე­ე­ბის და­ნერ­გ­ვა რთუ­ლია. მოს­წავ­ლე­ებ­ში სი­ახ­ლი­სად­მი მზა­ო­ბა მა­ღა­ლია, მათ მოს­წონთ თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში, თუმ­ცა სკო­ლებს ჯერ კი­დევ არ აქვს ის რე­სურ­სე­ბი, რაც პრაქ­ტი­კუ­ლი, ინ­ტე­რაქ­ტი­უ­ლი სწავ­ლე­ბის­თ­ვის არის სა­ჭი­რო. კონ­ს­ტ­რუქ­ტი­ვის­ტულ მიდ­გო­მებს ვი­ყე­ნებთ, „სწავ­ლა კე­თე­ბით“, ხში­რად — დის­კუ­სი­ას, რო­ლურ, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო თა­მა­შებს, რაც ეხ­მა­რე­ბა მოს­წავ­ლე­ებს, მაქ­სი­მა­ლუ­რად კარ­გად აით­ვი­სონ და გა­ი­აზ­რონ მა­სა­ლა.

— აკ­მა­ყო­ფი­ლებს სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის დამ­ხ­მა­რე სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი თა­ნა­მედ­რო­ვე მას­წავ­ლებ­ლი­სა და მოს­წავ­ლის მოთხოვ­ნებს?

— ეს სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი შე­სა­ნიშ­ნა­ვი რე­სურ­სია მას­წავ­ლებ­ლის­თ­ვის და მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის. მო­ი­ცავს თით­ქ­მის ყვე­ლა იმ სა­კითხს, რა­საც სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბა უნ­და ფა­რავ­დეს.

— რა მი­გაჩ­ნი­ათ გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის მთა­ვარ პრობ­ლე­მად?

— გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა სკო­ლებ­ში ისე­თი ფი­ზი­კუ­რი გა­რე­მოს და სა­ჭი­რო რე­სურ­სე­ბის არარ­სე­ბო­ბაა, რო­მე­ლიც აუცი­ლე­ბე­ლია ინ­ტე­რაქ­ტი­უ­ლი, მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი სწავ­ლე­ბის­თ­ვის და რო­მე­ლიც გაზ­რ­დის მოს­წავ­ლე­თა მო­ტი­ვა­ცი­ას. პრობ­ლე­მაა ასე­ვე მშო­ბელ­თა არა­საკ­მა­რი­სი ჩარ­თუ­ლო­ბა სას­კო­ლო ცხოვ­რე­ბა­ში, რა­საც მეტ ყუ­რადღე­ბას უნ­და უთ­მობ­დეს გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­რო.

— რამ­დე­ნად ახერ­ხებთ პრო­ფე­სი­ულ გან­ვი­თა­რე­ბას, რო­გორ იყე­ნებთ თა­ვი­სუ­ფალ დროს და რო­გო­რია თქვე­ნი სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბი?

— პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის მრა­ვა­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა არ­სე­ბობს. ვეს­წ­რე­ბი ტრე­ნინ­გებს, ვეც­ნო­ბი სხვა­დას­ხ­ვა სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო რე­სურ­სებს ინ­ტერ­ნეტ­ში.

თა­ვი­სუ­ფალ დროს მხატ­ვ­რუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის კითხ­ვის­თ­ვის და ინ­გ­ლი­სუ­რი ენის შე­სას­წავ­ლად ვი­ყე­ნებ, რად­გან ჩე­მი პრო­ფე­სი­ის­თ­ვის ძა­ლი­ან ბევ­რი სა­ჭი­რო და სა­ინ­ტე­რე­სო რე­სურ­სია ამ ენა­ზე.

სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბი კი, კვლავ სკო­ლას უკავ­შირ­დე­ბა. მიყ­ვარს ჩე­მი პრო­ფე­სია, მინ­და გა­ვიღ­რ­მა­ვო ცოდ­ნა, გან­ვ­ვი­თარ­დე და შევ­ძ­ლო ჩემს ძა­ლი­ან ნი­ჭი­ერ, გო­ნი­ერ მოს­წავ­ლე­ებ­ში მა­თი მრა­ვალ­მ­ხ­რი­ვი და სა­ინ­ტე­რე­სო უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა.

ესა­უბ­რა მა­კა ყი­ფი­ა­ნი

დატოვეთ კომენტარი