პრაქტიკოს მასწავლებლებს სასწავლო წლის დასრულებამდე სკოლასთან დადებული ხელშეკრულება არ შეუწყდებათ

1005

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ საჯარო სკოლებში დააგზავნა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ის გარკვეულ შეღავათებს აწესებს პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის. 

„პრაქტიკოს მასწავლებლებს, რომლებმაც 2020 წლის 31 იანვრისთვის ვერ მოიპოვეს უფროსი მასწავლებლის სტატუსი, სკოლასთან დადებული ხელშეკრულება არ შეუწყდებათ, თუ ამის სურვილს თავად არ გამოხატავენ. პრაქტიკოს მასწავლებელს აქვს უფლება დაასრულოს 2019-2020 სასწავლო წელი, ასევე ისარგებლოს ზაფხულის საშვებულებო პერიოდით. სკოლა ახალი სასწავლო წლის დაწყებისთვის, დადგენილი წესით ანაწილებს საათებს, საჭიროების შემთხვევაში აცხადებს კონკურსს. ამ შემთხვევაში, სკოლა ქმნის საკონკურსო კომისიას და განიხილავს იმ კანდიდატურებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ზოგადი განათლების შესახებ კანონით მასწავლებლებისთვის განსაზღვრულ სავალდებულო მოთხოვნებს. გადაწყვეტილებას კანდიდატურის შერჩევასთან დაკავშირებით იღებს სკოლა. სკოლა უფლებამოსილია კონკურსების შედეგებიდან გამომდინარე განიხილოს პრაქტიკოსი მასწავლებლის ხელშეკრულების გაგრძელების საკითხი კანონმდებლობის შესაბამისად“, – ნათქვამია სამინისტროს მიერ საჯარო სკოლებში გაგზავნილ ინფორმაციაში.

დატოვეთ კომენტარი